კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 13:16

დიპლომატიური კორპუსის დუაიენი (ფრანგულიდან doyen - მამასახლისი) - დიპლომატიური კორპუსის მეთაური მიმღებ ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს ყველა აკრედიტებულ დიპლომატს.

იგი ფლობს უმაღლეს დიპლომატიურ კლასს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებზე ადრე არის აკრედიტებული მიმღებ ქვეყანაში.

დუაიენის ფუნქცია მნიშვნელოვანწილად პროტოკოლური ხასიათიასაა. იგი გამოდის დიპკორპუსის სახელით მილოცვის ან მწუხარების გამოხატვის გადაცემის დროს, ხელმძღვანელობს დიპკორპუსს პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მისიის სხვა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, შეუძლია შევიდეს მოლაპარაკებებში მიმღები ქვეყნის საგარეო უწყებასთან - დიპლომატიურ პრივილეგიებთან და იმუნიტეტთან დაკავშირებით.

დუაიენი კონსულტაციას უწევს მიმღებ ქვეყანაში ახლად მივლინებულ კოლეგებს, პროტოკოლის საკითხებთან დაკავშირებით.

ახლად დანიშნული ელჩი, რომელიც ჩადის მიმღებ ქვეყანაში, ჩვეულებრივ, პირველ რიგში გამოხატავს თავაზიანობას და პირველი ვიზიტით მიდის დუაიენთან და მხოლოდ ამის შემდეგ ესტუმრება სხვა ელჩებს.

მიმღები ქვეყნის მთავრობები დუაიენის საშუალებით ხშირად ავრცელებენ მთელი დიპლომატიური კორპუსისთვის საერთო ინფორმაციას. ამ შემთხვევაში დუაიენმა უნდა გააკონტროლოს მიადევნოს, რომ ეს ინფორმაცია მივიდეს თითოეულ მისიამდე.

დუაიენი ყოველთვის წარმოადგენს მაღალი კლასის დიპლომატიურ წარმომადგენელს (ელჩი, ნუნცია).

დაწესებული პრაქტიკის თანახმად, დუაიენს წარმოადგენს წარმომადგენლობის მეთაური, იგი პირველია კოლეგებს შორის დიპლომატიურ კორპუსში, რომელსაც გადაცემული აქვს რწმუნებათა სიგელები.

ხდება ისე, რომ ზოგიერთ ქვეყანას არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელსაც წარმოადგენს დუაიენი. ასეთ შემთხვევაში, ისინი კონტაქტს ამყარებენ  შემდეგ, რანგით უფროს ელჩთან.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ