კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 13:58

აკრედიტაცია (ლათინური სიტყვიდან „accredere“ - ნდობა) - დიპლომატიური, სავაჭრო, ან სხვა ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნა მიმღები მხარის მხრიდან.

აკრედიტაციას ექვემდებარებიან აგრეთვე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, მათი თანამდებობაზე დანიშვნის დროს სხვა ქვეყანაში, ასევე ოფიციალური ღონისძიებების, კონფერენციების, სხდომების გაშუქების დროს და ა.შ.

აკრედიტაცია გულისხმობს ამა თუ იმ წარმომადგენელის აღიარებას, საკუთარი სახელმწიფოს, ფირმის, მასობრივი საინფორმაციო საშუალების და ა.შ ოფიციალური წარმომადგენლობის მხრიდან.

დიპლომატიური მისიის მეთაურებთან მიმართებაში, აკრედიტაცია, როგორც წესი, თავის  თავში მოიცავს აგრემანის წარდგენას და სრულდება რწმუნებათა სიგელების გადაცემით. დამოუკიდებელი საკონსულო დაწესებულების მეთაური აკრედიტებულად ითვლება ეკზეკვატურის მიღების შემდეგ.

დანარჩენ შემთხვევებში, აკრედიტაცია სრულდება მიმღები ქვეყნის ოფიციალური ორგანოს ნოტიფიკაციის პროცესით, დიპლომატის ადგილზე გამოცხადებისა და საკუთარი მოვალეობის შესრულების დაწყების შესახებ.

ჟურნალისტები გადიან აკრედიტაციას პარლამენტის პრეს სამსახურთან, კონგრესებთან, ფორუმებთან და სხვა მოვლენების დროს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ან მიმღები ქვეყნის პრესასთან დაკავშირებულ ოფიციალურ სახელმწიფო სამსახურებთან.

აკრედიტაციის პროცესის დროს, მათ გადაეცემათ მოწმობა, რომელიც იძლევა პრესისთვის გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებას.

სავაჭრო და კომერციული დაწესებულებების წარმომადგენლების აკრედიტაცია ხდება სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ან ასოციაციებთან, აგრეთვე სავაჭრო და სავაჭრო-სამრეწველო გამოფენებთან, ბაზრობებთან.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ