კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:21

 

უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა...

ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა.

ყური ათხოვა - და თითქო ვიღაც

ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.

ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა...

ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,

და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,

შესაფარებელს ბინას ითხოვდა.

თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა

ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?

მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის

მორიდებული ამ რისხვას ღვთისას!

ჰკითხა, - „ვინა ხარ? კაცი, თუ მავნე,

აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?”

- „კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,

მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.

ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს

და ზედ დაეცეს დედამიწასა?

რა დროს კითხვაა? შემიბრალე მე

და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა”.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ