კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:40

 

 

 

- „მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის,

ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;

თუ მაცდური ხარ, სჩანს ღმერთს სწადიან

მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.

ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..

ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს,

ნუ შეშინდები... კიბეა იგი

და ზედ რგოლები საფეხურად აქვს”.

და იმ ბნელაში იგი წვალებით

ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა.

მუნ დახვდა მწირი... რაა? ვინ არის?

ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.

- „გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,

გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...

სახლი ღვთისაა... შენც შეგივრდომებს,

შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა”.

წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს...

იქ უფრო, ვიდრე გარეთ ბნელოდა,

მხოლოდ კი ერთგან ღველფად ქცეული

ცეცხლი ჩამქრალი ფერფლ-ქვეშე ჰჩნდოდა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ