კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2024 18:32

 

 

 

- „შეშა არა გაქვს? - ჰკითხა სტუმარმა: -

მოიტა ცეცხლი ავანთო ერთი,

ხვალ თუნდა მთელ ზურგს მე ამოგიტან,

ოღონდ დღეს გავთბე, შენ შენი ღმერთი”.

მეუდაბნოემ იქავ კუთხიდამ

მოზიდა შეშა, ცეცხლი აანთო.

რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა

ბნელი სენაკი სინათლით მორთო.

ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა

სტუმარს იქ მჯდომელს ზედ მიეფინა,

გასაოცარი რაღაც შვენება

განდეგილს თვალწინ წარმოედგინა:

ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,

სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,

ნაზად, ამაყად ცეცხლის პირს იჯდა,

ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.

ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს

თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,

მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,

ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ