კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:58

 

 

 

„დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,

მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..

მაგრამ შენვე სთქვი: განა წაუხვალ,

რაც ფათერაკად მოსავალია?

თითონ ცხვარს მაშინ როდი ვჩიოდი,

მე მამა-ჩემი მებრალებოდა,

მამის-ერთა ვარ, მამას ვუყვარვარ,

ვწუხდი, რომ ჩემთვის შეწუხდებოდა.

ცხვარი დავღუპე, - ეგ ერთად-ერთი

მამის სარჩო და საბადებელი,

მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,

ოღონდ ვენახე მე უვნებელი.

ვიდექ სეტყვის ქვეშ ბნელაში სერზედ...

ცა ქვეყნის დანთქმას თითქო ჰლამობდა,

ჰჭექდა და ჰქუხდა... და ჩემთა ფეხ-ქვეშ

თითონ მთის ძირიც იძროდა, ძრწოდა.

რა მექმნა ბეჩავს!.. საბრალო თავი

სად შემეფარა, გადამერჩინა?

ვსთქვი, - აქავ დავრჩე და ბედს მივენდო,

თუ გავბედო და წავიდე შინა?

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ