კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 16:05

 

 

 

„დავრჩენილიყავ, მერე ვინ იცის,

გავაღწევდი-ღა ამ ღამეს ბედშავს?..

წავსულიყავ და იმ ბნელაშია

კლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს...

მაინც გავბედე შინისკენ წასვლა,

ვსთქვი, რაც მომივა, დე მომივიდეს!

თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევია

და მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდეს.

ჯაჭვს ზედ წავაწყდი... და მაშინ მივხვდი,

რომ აქ მყინვარის მონასტერია,

ისიც ვიცოდი მამი-ჩემისგან,

რომ მონასტერში ვიღაც ბერია.

გახარებული გეძახდი დიდ ხანს,

შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე...

ვსთქვი, - ვაიმე თუ ვერ გავაგონო

და აქ მომიხდეს ვათიო ღამე!..

მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა

და შენამდე ხმა ამოვაწვდინე...

სხვა ხომ შენც იცი... ღმერთმა გარჩინოს,

როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე”.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ