„ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ! მერე იცი კი რა-რიგ ტკბილია! აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე, აქ ჭირია და იქ კი ლხინია. ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი ყველა გულიდამ ამოგიღია? ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი თან არავისი წამოგიღია, არ გაგონდება არც მამა, დედა, ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი? ნუთუ მის-დღეში არა გყოლია მოკეთე, გულის შემატკივარი?! როგორ მოშორდი?..” - „რა გითხრა შვილო? ყველაზე უფრო სული ტკბილია, იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა და ეგ ყოველი მის ბორკილია”. - „მაშ ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით, ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?” - „ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა ესეთი მერგო მე... უბედურსა...” |