კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 21:57

 

 

 

და რა იხილა კვლავ იგი მწირმა,

დაუცხრა სული აქოთებული

და რაღაც ძალით ქალზე კვლავ დარჩა

თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.

რად შეემსჭვალა თვალი ამ სახეს?

ის სახე ატკბობს, თუ ეოცება?

მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი

რად ეურჩება და არ ჰნებდება?!

დიდ-ხანს დასცქერდა... ნეტა რა სხივი

გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..

ჰძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის

ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!

აქამდისაც ხომ გული უძგერდა...

ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!..

ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს

და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.

როგორ იწამოს და რა დაარქვას

ამ ჯერ არ ცნობილს სიტკბოებასა?

თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს

სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ