კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 21:13

 

 

 

ზე აიხედა... დედა-ღვთის ხატსა

მავედრებელი შეჰმართა თვალი...

და ვაი, წმინდა ღვთის-მშობლის ნაცვლად,

თვალთ-წინ დაუდგა იგივე ქალი!

ეს რა ეწვია? ამას რას ხედავს?

ცხადია იგი, თუ აჩრდილია?

ნუთუ მის ცოდვით თვით წმინდა ხატი

ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?

ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,

რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს

და მის შეწევნით მისვე წინაშე

ხორცზედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..

პირჯვარი უნდა - ხელი არ ერჩის,

ლოცვის თქმა უნდა - ენა ებმება,

ხატის ხილვა სწყურს და იგივ... იგივ...

ქალი წყეული თვალთ ელანდება!

„აბა სძლიეო!..” და კვლავ ვიღაცამ

გაიხარხარა იმის სენაკში...

აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო

და როგორც გიჟი გავარდა კარში.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ