კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 21:54

 

 

 

აქა ყოფილა უწინ კრებული

ღვთისთვის ქვეყნიდან განდეგილ ძმათა

და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე

ისმოდა ქება წმიდა-წმიდათა.

აქა გამდგარან, განშორებიან

ამ წუთისოფლის სამაცდუროსა,

აქ ჰღირსებიან მართალთა თანა

სავანესა მას საუკუნოსა.

გასულან ამა ქვეყნით მამანი

და ტაძარი ღვთის გაუქმებულა...

იმათის ღვაწლით ამ ტაძრის მადლი

მთიულთა შორის ყველგან განთქუმლა.

და ის ადგილი, ის არე-მარე

ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,

რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,

მონადირეც კი ვერ ახლებს ხელსა.

თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე

ამ წმინდა ადგილთ ვერ შეეხება,

და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა

ჭექა-ქუხილით მოევლინება.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ