კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 13:56

არავერბალურ კომუნიკაციას მიეკუთვნება - გამოხედვა, ღიმილი, მიმიკა, ჟესტი, პოზა, სხეულის მოძრაობა და ა.შ.

მიმზიდველი იმიჯის ფორმირებისთვის, აუცილებელია კეთილგანწყობილი, ღია, პირდაპირი მზერა თანამოსაუბრის ან აუდიტორიის მიმართ.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ საუბრის მიმდინარეობისას, ხანგრძლივი დროის განმავლობაში „თვალის თვალში გაყრა“, შეიძლება შეფასდეს როგორც აგრესია.

რაც უფრო ახლოს იმყოფება თანამოსაუბრე, მით უფრო ნაკლებადაა საჭირო პირდაპირ თვალებში მზერა, რათა არ იქნეს მასში გამოწვეული უსიამოვნო განცდა.

ისეთ სიტუაციაში, როცა ერთმანეთის წინაშე ოპონენტები სხედან, დაჟინებული მზერა შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც მტრული გამომეტყველება.

ზოგადად, მზერა შეიძლება იყოს ღიმილით გაჯერებული, ან მის გარეშე. დაიმახსოვრეთ, რომ კეთილგანწყობილი ღიმილი, ნდობისა და მეგობრული კონტაქტის დამყარების ყველაზე უმოკლესი გზაა.

თანამოსაუბრის მიმართ ხელებით გამოხატული, ღია, მშვიდი ჟესტები, ახდენს გაწონასწორებული დიალოგისა და მოთათბირების შესაძლებლობის დემონსტრირებას.

არ არის საჭირო ხელების ჯიბეებში ჩაწყობა, ზურგს უკან, ან მაგიდის ქვეშ დამალვა, ეს მოსაუბრეში იწვევს თქვენი ფარული არაკეთილგანწყობილობის შეგრძნებას.

არ არის საურველი საუბრის დროს ხელების მოფშვნეტა, ხელში ავტოკალამის, ან ფანქრის თამაში, ტანსაცმლის, ან თმების შესწორება, აგრეთვე არასასურველია ქაღალების წინ დაწყობა. - ეს ყველაფერი თქვენს არათავდაჯერებულებაზე, გაუბედაობაზე, შიშზე და მოუმზადებლობაზე მეტყველებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თავის და სხეულის მდგომარეობა, მოძრაობა, ფეხების განლაგება (ეგრეთ წოდებული პლასტიკური სურათი). პოლიტიკოსის ან ბიზნესმენის პლასტიკური სურათი უნდა ასხივებდეს თავდაჯერებულობას, იწვევდეს სიტუაციის „ბატონ-პატრონობის“ შეგრძნებას.

- თავის სწორად დაჭერა, ნიკაპი იატაკის პარალელურად, თავის მოძრაობა ჰორიზონტალურ სიბრტყეზე;

- ზურგი სწორად, მხრები გამართული;

- ფეხზე დგომის შემთხვევაში ფეხები ოდნავ განზე გადგმული, ისე, რომ მათ შორის ჩაეტიოს თქვენი ტერფი;

- დაჯდომის დროს, მუხლები ოდავ გაშლილი (სხვადასხვა მხარეს);

- სიარული გამართული, თავისუფალი, ოდნავ მოდუნებული;

ეცადეთ, რომ თქვენი არავერბალური მოქმედება იყოს ბუნებრივი და დამაჯერებელი.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ