კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 13:20

იმიჯის შექმნა თითოეული კომპანიის არსებობის განუყოფელი ნაწილია. სარეკლამო ფლაერები, სავიზიტო ბარათები, ბროშურები, პოსტერები, ბანერები, შესაფუთი მასალა, ოფისები, სამოსი (ზოგიერთ კომპანიაში თანამშრომლების უნიფორმა) და ა.შ - ეს ყველაფერი კომპანიის თუ ფირმის იმიჯის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტებია.

საჭიროა, რომ პერსონალის ჩაცმულობა შეესაბამებოდეს კომპანიის დანიშნულების სფეროს. კარგად გათვლილმა ფირმის, თუ ორგანიზაციის თანამშრომლების სამოსის სტილმა, შეიძლება საგრძნობლად გააუმჯობესოს მისი იმიჯი.

მსხვილ კომპანიებში, თანამშრომლების ოფიციალურ საქმიან სამოსს, ელეგანტურ გარეგნულ იერ-სახეს და შესაბამისი აქსესუარების გამოყენების ფორმას, ურთიერთობის მეტად ფორმალური სისტემა და მართვის იერარქიული სტილი განსაზღვრავს, რის გამოც მომსახურე პერსონალი თავს გაცილებით მოხერხებულად და თავდაჯერებულად გრძნობს.

შედარებით პატარა ფირმებში კი დაქირავებული თანამშრომლების იმიჯთან დაკავშირებული საკითხი უფრო მარტივად დგას. მათი სამოსის სტილი და ურთიერთობის ფორმები, დასაშვებია არ იყოს ისეთი მკაცრად განსაზღვრული სტილის, როგორც მსხვილ ორგანიზაციებში.

ასეთი პატარა ორგანიზაციის ხელმძღვანელი უნდა იყოს ხელმისაწვდომი კოლეგებისა და ხელქვეითებისათვის. მისი კოსტიუმი შეიძლება შედგებოდეს გემოვნებით შერჩეული სპორტული ქურთუკისა და მისი შესაფერისი შარვლისაგან. მაგრამ ყველა შეხვედრაზე, განსაკუთრებით ფირმის გარეთ, მას აუცილებლად უნდა ეცვას პიჯაკი.

ბიზნესის პირობებში, ძალიან სარისკოა კომპანიის ან ფირმის განსაკუთრებულად ტრადიციული, ან უაღრესად თანამედროვე იმიჯის სტილი, თუმცა რაც უფრო ახალგაზრდაა კომპანია, მით უფრო თავდაჯერებულად და სტაბილურად უნდა გამოიყურებოდეს იგი.

ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, რომ ახალი, დინამიურად განვითარებადი ფირმის თანამშრომლები იყვნენ უფრო დემოკრატიულები საკუთარი სამოსის შერჩევაში.

მამაკაცებისთვის რეკომენდებულია ტრადიციული ფერებისა და მოკრძალებული ფასონის პიჯაკები, კარგი ხარისხის პერანგები და ელეგანტური, თანამედროვე ჰალსტუხები.

ქალებისთვის რეკომენდებულია უარი თქვან ძალიან მოკლე ქვედა ბოლოებზე, მკვეთრ, თვალში საცემ სამკაულებზე და ზედმეტად ძვირფას ფეხსაცმელზე.

სასურველია მამაკაცებმაც და ქალებმაც უარი თქვან ახალგაზრდულ მისწრაფებებზე სამსახურში, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ იმ კოლეგებსა და კლიენტებზე, რომელთაც შედარებით ტრადიციული შეხედულებები გააჩნიათ.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ