კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 სექტემბერი 2024 23:07

უძილობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

უძილობა და მასთან დაკავშირებული პრობლემებიძილი ადამიანის უმნიშვნელოვანესი და ჩაუნაცვლებელი მოთხოვნილებაა. ყოველდღე გარკვეული ძალის დახარჯვის შემდეგ ყოველი ჩვენგანი დასაძინებლად წვება, რათა აღიდგინოს დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია, დაისვენოს და მოემზადოს ხვალინდელი დღისათვის.

წარმოგიდგენიათ ადამიანთა ცხოვრება, რომლებსაც არ სძინავთ ან მცირე ხანს უთმობენ ამ უმნიშვნელოვანეს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას?

მათი ცხოვრება ყოველდღიურად იცვლება უარყოფითისაკენ. გარდა იმისა, რომ ასეთ ადამიანებს ეტყობათ ძლიერი ნერვული აშლილობა, ადვილად აღგზნებადობა, მშვიდი პოზიციის რთულად შენარჩუნება, მოუთმენლობა და სხვა, ჩნდება საფრთხე ისეთი საშიში ფსიქობიოლოგიური დაავადების აღმოცენებისა, როგორიც ინსომნია. და მაინც რა არის ინსომნია?

როდესაც ადამიანები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ძილის ოდენობით ან ხარისხით, მათ ეწყებათ ინსომნიის შეტევა, რაც გამოხატება იმაში, რომ ადამიანები საერთოდ ვეღარ იძინებენ, ან ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ეღვიძებათ და შემდგომ უჭირთ დაძინება.

დღის განმავლობაში კი ისინი უჩივიან სისუსტეს, მოთენთილობას, უძლურებას და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებით არიან დამძიმებულნი, რასაც ემატება ძილის მოთხოვნილება და ყურადღების გაფანტვა.

ძილის დარღვევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა ნარკოლეფსია, რაც კიდევ უფრო საშიშია ვიდრე ინსომნია. ამ დროს გადაღლა, რაც მცირე ძილის გამო იჩენს თავს, მოქმედებს უშუალოდ ადამიანის სხეულზე, მის კუნთოვან სისტემაზე და ფსიქიკაზე.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნარკოლეფსიით “დამძიმებული” ადამიანი შეიძლება უეცრად დაეცეს, დაკარგოს გონება, მიეძინოს იქ სადაც ამის დრო არ არის და სხვა.

ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ხანგრძლივი უძილობა, ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და ტვინის “დესტაბილიზაციას”, რაც თვით ძილის დროსაც გამოიხატება, თუნდაც იმით, რომ ძილის დროს იწყება მოუსვენრობა, წრიალი, თვალების ხშირი მოძრაობა (ე.წ. REM პერიოდი) და სხვა, რაც, საბოლოოდ, დასვენების მაგივრად ზედმეტად გადაღლას იწვევს.

ინსომნიაცნობილია, რომ მსოფლიოში - განსაკუთრებით კი დასავლეთში - მრავალი ადამიანი უჩივის უძილობას. მათი დიდი რაოდენობა კი სტუდენტია. მეცნიერული დაკვირვებების შემდეგ ნათელი გახდა, რომ უძილობა აქტიურად აისახა შრომისა და სწავლის ხარისხზეც.

ისინი დააკვირდნენ ორ ადამიანს - პირველი - საქმეში ნაწილობრივ იყო გათვითცნობიერებული და კარგად იყო გამოძინებული, ხოლო მეორე - მისი კოლეგა, რომელსაც შედარებიც მცირე ხნით ეძინა, იყო თავისი საქმის პროფესიონალი.

შედეგი დადგა შემდეგი: პირველმა ბევრად მეტი ენთუზიაზმით და შემართებით გააკეთეა საქმე, ვიდრე მისმა პროფესიონალმა კოლეგამ, ხოლო წარმატების შანსი ორივესთვის დაახლოებით თანაბარი იყო.

ნიშანდობლივია რომ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფა, ჩერნობილის ტრაგედია, მოხდა გვიან საღამოს და მის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ გამოუძინებელი პერსონალის მიერ საკუთარი მოვალეობის არაშესაბამისად შესრულებას.

თუმცა ეს სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აღვწეროთ ძილის მნიშვნელობა. უძილობა ხელს უწყობს გამონაყარისა და აკნეს არსებობას მთელ სხეულზე. ასევე ხელი ეწყობა თმის ცვენას, თვალების დასიებას რამაც ნელ-ნელა მხედველობის პრობლემებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს.

ძილის ხანგძლივობა პირდაპირ აისახება სწავლის და შრომის უნარზეც, რადგან თუ გონება და კუნთები საკმარისად არ განიტვირთა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება სხეულისა და გონების ნელი, მაგრამ თანმიმდევრული პარალიზება და ბოლოს სრული მოწყვეტით უძილო ადამიანი გახდება შედარებით უუნარო ვიდრე არიან ისინი, ვისაც მოწესრიგებული აქვთ ძილის საკითხი.

ისევ შიდა პროცესებს რომ მივუბრუნდეთ, უნდა აღვნიშნოთ უძილობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა - ხასიათის სწრაფი ცვლა უარყოფითისაკენ.

ნარკოლეფსიამაგალითად თუ ადამიანი, რომელსაც აქამდე კარგად ეძინა და იყო სრულიად გაწონასწორებული, ხალისიანი, აქტიური და კომუნიკაბელური, უძილობის შედეგად შეიძლება გახდეს ნერვიული და სწრაფად ფეთქებადი, უხალისო და უკმაყოფილო, აქტიურობის ნაცვლად კი დაეტყოს უეცარი მოთენთილობა, დასჩემდეს ნერვიული გამოფხიზლება, დაკარგოს მოტივაცია და წარმატების სურვილი, გაუქრეს ბედნიერების შეგრძნება, დაიწყოს ფასეულობების უარყოფითისკენ გადაფასება.

შეიძლება ცოტა არაარეალურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რა დაღსაც უძილობა ასვამს ადამიანს.

ძილის უკმარისობა დროთა განმავლობაში აქვეითებს პოტენციასა და ამცირებს სექსუალურ ლტოლვას. აქრობს ან პირიქით აღძრავს ზედმეტ მადას, რასაც მოსდევს ან შიმშილი, ან ზედმეტი ნაყროვანება.

უძილობა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის - დეპრესიის მშობლად მიიჩნევა. შეიძლება ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყოს, მაგრამ უძილობა გახდეს საფუძველი იმისა, რომ არაფრისგან წარმოიშვას ერთჯერადი, შემდეგ კი პერიოდული სტრესი, ბოლოს კი გრძელვადიანი დეპრესია.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ უძილობა ხშირად ესმით, როგორც ძილის სრული უქონლობა. სინამდვილეში ასე არ არის. დაავადება სხვადასხვაგვარად ვლინდება:

 სირთულე ჩაძინებისას.

 ზედაპირული ძილი (როცა ადამიანი იძინებს, მაგრამ ხშირად ეღვიძება და არ შეუძლია სრულყოფილად დასვენება).

 ადრე გაღვიძება.

 ძილის შემდეგ დასვენებულობის შეგრძნების არ ქონა (თითქოს გეძინათ და არც გეძინათ).

 ძილის შეგრძნების არ ქონა (ადამიანი ფიქრობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა, მაშინ როცა სინამდვილეში ეძინა).

 კოშმარული სიზმრები, როცა ადამიანი იწყებს შფოთვას (ამ დროს ხშირად ამბობენ „გაიღვიძა ცივ ოფლში გაღვრილმა“. ასეთი გაღვიძების შემდეგ რთულია დამშვიდება და კვლავ დაძინება).

როგორ დავძლიოთ უძილობა

როგორ ვებრძოლოთ უძილობასარსებობს უძილობის განკურნების სხვადასხვა საშუალება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის უძილობასთან გვაქვს საქმე.

თუ ძილის დარღვევას ქრონიკული ხასიათი აქვს, საჭიროა ექიმის დახმარება, მაგრამ თუ უძილობა შედარებით იშვიათად გაწუხებთ, არსებობს სხვა გამოსავლიც:

»» უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებზე და საკვებზე (ჩაი, ყავა, კოლა და გაზიანი სასმელები, შოკოლადი და ა.შ)

»» განსაზღვრეთ ძილის მკაცრი რეჟიმი. დილით ადექით ყოველთვის ერთი და იმავე დროს, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაწვებით დასაძინებლად. ორგანიზმი თავად გადაეწყობა თქვენს რეჟიმზე და მოითხოვს ძილს

მაშინ, როცა ის მისთვის აუცილებელი იქნება.

»» თუკი თქვენი ძილი ტუალეტში ღამით ხშირი ვიზიტების გამო წყდება, ეცადეთ სითხის მიღება დღის მეორე ნახევარში შეამციროთ, ხოლო დილის საათებში კი გაზარდოთ. თუკი ეს არ გიშველით, მიმართეთ უროლოგს.

»» ნუ მიირთმევთ ბევრს ღამით. სავსე მუცელი ორგანიზმს აიძულებს ენერგია საკვების გადამუშავებაზე დახარჯოს ნაცვლად დასვენებისა და ძალების აღდგენისა. მიირთვით მინიმუმ სამი საათით ადრე დაწოლამდე. თუმცა ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება დაწვეთ მშიერიც, რადგან შესაძლოა ღამით შიმშილის გრძნობამ გაგაღვიძოთ.

ვილიარდ მაიერი თავის სახალისო ესეში წერს, რომ „ხშირად სასარგებლოა მუცელმა გამონახოს მცირეოდენი საქმე, რითაც სისხლს დაასაქმებს და ამგვარად თავის ტვინიდან მისი გამოძახების საბაბს გააჩენს." ტვინში სისხლის რაოდენობის სიმცირე კი ჩაძინებას იწვევს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სავსე მუცელი ინსომნიის მკურნალია, უბრალოდ, მსუბუქი წახემსება ხშირად კომფორტული და მშვიდი ძილის საწინდარია.

»» აღსანიშნავია რომ სიცხეში და ექსტრემალურ სიცივეში სისხლი ზედაპირისკენ ინაცვლებს და შესაბამისად მისი რაოდენობა ტვინში მცირდება, რაც ძილს გვგვრის. მხიარულების, სიბრაზის ან დაღლილობის დროს კი პირიქით, სისხლის ნაკადი ტვინში მიემართება და ძილი გვეკარგება.

უძილობის მიზეზები»» უარი თქვით დღის ძილზე.

»» ძილის წინ დამშვიდებაში დაგეხმარებათ ცხელი რძე, თბილი შხაპი, მწვანე ჩაი.

»» კარგია ძილია წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა, ხოლო რეგულარული ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილის ხარისხს (ვარჯიში უმჯობესია დაამთავროთ დაძინებამდე არაუგვიანეს სამი საათისა). 

»» მნიშვნელოვანია კომფორტული საწოლი და ძილისთვის შესაფერისი გარემო.

»» ძილს იწვევს ახალი შთაბეჭდილებები, ყურადღების ერთი მიმართულებით გადატანა, მაგალითად სურათების დათვალიერება, კითხვა, ტელევიზორის ყურება და ა.შ

»» ქრონიკული უძილობის დროს ექიმების მიერ არ არის რეკომენდებული დაწოლა. ამ დროს უმჯობესია ადგეთ, იაროთ, აკეთოთ რაიმე საქმე და დაწვეთ მხოლოდ მაშინ, როცა ძილი მოგერევათ. ზოგჯერ ექიმები ნიშნავენ ანტიდეპრესანტებს, რომლებიც ამშვიდებს და თრგუნავს ძილის შიშს (ამ უკანასკნელი არსებობის შემთხვევაში).

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უდიერად ეპყრობოდა საკუთარ ნერვულ სისტემას, ვერ შეძლებს მალე გაუმკლავდეს უძილობას. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში, ძილის ნორმალიზაციას სჭირდება მინიმუმ 3 თვე.


მოამზადა: გიორგი ეპიტაშვილმა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ