კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:35

როგორ დავაღწიოთ თავის კბილების მგრძნობელობის მომატებასეს პრობლემა მრავალ ადამიანს აწუხებს. ამ საკითხის კვლევით სტომატოლოგები ჯერ კიდევ 100 წლის წინ იყვნენ დაკავებული. თუმცა მიუხედავად ამისა, სტატისტიკური მონაცემებით, კბილების მგრძნობელობა მსოფლიო მოსახლეობის 50%-ს აწუხებს.

მათი უმეტესობა არ ფლობს ინფორმაციას თანამედროვე სტომატოლოგიის მიღწევებზე, რომელიც აკეთებს ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზების ზუსტ დიაგნოსტიკას და ნიშნავს საჭირო მკურნალობის კურსს.

სამეცნიერო ენაზე მომატებულ მგრძნობელობას ჰიპერესთეზია ჰქვია. ვხვდებით მის როგორც საერთო ასევე ლოკალურ ფორმებს. ჰიპერესთეზია ხასიათდება მწვავე რეაქციული ტკივილით ქიმიურ და ტემპერატურულ გამაღიზიანებელზე. ასეთი ტკივილი დაახლოებით 30 წამი გრძელდება.

უფრო გასაგები რომ გახდეს განვიხილოთ კბილის აგებულება. კბილი შედგება მინანქრის, დენტინისა და პულპისაგან. გვირგვინის დენტინი დაცულია მინანქრის მტკიცე ფენით. დენტინი, მინანქართან შედარებით ნაკლებად მინერალიზებულია, აქ მოთავსებულია დენტინის მილაკები, რომელშიც მოძრაობს დენტინის სითხე და თავის მხრივ გავლენას ახდენს პულპის ნერვულ დაბოლოებებზე.

გამაღიზიანებელი აგენტი იწვევს წნევის მომატებას დენტინის მილაკებში, სითხის სწრაფ მოძრაობას და ტკივილის წარმოშობას. 

მგრძნობელობა ორი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: პირველი მინანქრის ცვეთა, რომელიც აშიშვლებს დენტინს და გამაღიზიანებლის უშუალო ზემოქმედებით იწვევს მგრძნობელობის მომატებას.

მეორე, როცა მინანქრის გაფაშრებული ქსოვილიდან გამაღიზიანებელი აგენტი აღწევს დენტინის არხებთან.

როგორ დავაღწიოთ თავის კბილების მგრძნობელობის მომატებასმომატებული მგრძნობელობის სამკურნალოდ დაავადების ეტიოლოგიიდან გამომდინარე ექიმების მიდგომაც შესაბამისია. პირველად ხდება გამომწვევი მიზეზის პრობლემის მოგვარება და მხოლოდ შემდეგ მკურნალობის დაწყება.

სპეციალისტები ძირითადად გვირჩევენ სპეციალური პასტების და ფტორისშემცველი სავლებების გამოყენებას. მისთვის ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს, აღნიშნული მეთოდით სარგებლობა, რეკომენდებული არ არის.

ფტორის მარილები ახდენს მინანქრის რემინერალიზებას, ხოლო დენთინის არხების დახურვას და მგრძნობელობის შემცირებას ნატრიუმისა და სტრონციუმის მარილები უზრუნველყოფენ.

ამავე ნივთიერების შემცველი კბილის პასტა სენსოდინისა და ლაკალუტის გამოყენებამ, მგრძნობელობა შეიძლება ორ-სამ დღეში შეამციროს. სასარგებლოა იონოფორეზის მეთოდიც.

შესაძლებელია ასევე კბილის მინანქრის ფტორის შემცველი ლაქებითა და გელებით დაფარვა, რომელთა საშუალებით იფარება მიკროფორები, დეფექტები და მინანქრის ბზარები. რეკომენებულია დაინიშნოს პერორალურად კალციუმის და ფტორის შემცველი პრეპარატები.

მგრძნობელობის შესამცირებლად ყურადღება უნდა გავამახვილოთ კბილის პასტის შერჩევასა და კბილის სწორად წმენდის რეკომენდაციებზე.

მგრძნობელობა იმ მხრიდან ვითარდება საიდანაც ადამიანი კბილის გახეხვას იწყებს. მემარჯვენეებს მარცხენა მხარეს აწუხებთ კბილები, მემარცხენეებს – მარჯვნივ.

სტომატოლოგები გვირჩევენ წმენდა წინა ან ბოლო კბილებიდან დავიწყოთ. წმენდისას მოძრაობები კბილის ქვემოდან ზემოთ გვირგვინისკენ უნდა მოვმართოთ. კბილების გასათეთრებლად არ გამოიყენოთ ქიმიური და თერმული მეთოდები, ამ მიზნებისთვის უმჯობესია ლაზერი ან ულტრაბგერა.

როგორ დავაღწიოთ თავის კბილების მგრძნობელობის მომატებასგათეთრებამდე ორი-სამი კვირით ადრე უმჯობესია მგრძნობელობის შემამცირებელი პასტებით გავიხეხოთ კბილები. ჯაგრისი რბილი უნდა იყოს, რომ შეაღწიოს კბილებს შორის და გაასუფთავოს კბილი სრულყოფილად.

მომატებული მგრძნობელობის დროს უნდა მოვერიდოთ უხეშ საკვებს, არ უნდა მივირთვათ მზესუმზირა და სხვა საკნატუნო საკვები. ამ დროს კბილებზე დატვირთვა არასწორად ნაწილდება.

მგრძნობელობის მომატების დროს არ უნდა გავიხეხოთ კბილები სხვადასხვა გრანულების შემცველი კბილის პასტებით. 

მომატებული მგრძნობელობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ორგანიზმში მინერალების ცვლის დარღვევაც იყოს. რაც სტრესის ან ენდოკრინოლოგიური ფუნქციების დარღვევით შეიძლება იყოს განპირობებული. ასევე მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორიც.

შედეგი 6 თვეში უნდა დადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმთან შემდგომ სამკურნალო ტაქტიკებზე უნდა შეთანხმდეთ.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ