კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 24 ნოემბერი 2024 12:13

მედიკამენტების ისტორიამედიკამენტებს, ისეთივე მრავალწლიანი ისტორია გააჩნია, როგორც ექიმობას, ამ ტერმინის თანამედროვე მნიშვნელობით. ანუ მომენტიდან, როცა პირველყოფილი ადამიანები ”ბოროტი სულების განდევნიდან (რისთვისაც ისინი სხვადასხვა შელოცვებს, თილისმებსა და ამულეტებს იყენებდნენ), გადავიდნენ განკურნების პრაქტიკული ზომების მიღებაზე, რაც  თავიდან   სითბოსა და სიცივის, შემდეგ კი ბალახების, მინერალური და ცხოველური წარმოშვების საშუალებების გამოყენებაში გამოიხატებოდა. 

ისინი ითვისებდნენ რა ადგილობრივ ფლორას, პოულობდნენ საკუთარი თავისთვის უამრავ სასარგებლო მცენარეს (საჭმელი, საყოფაცხოვრებო, ასევე სამკურნალო და შხამიანი თვისებების მქონე მცენარეებს). ამ მცენარეებს, გამოიყენებდნენ ტკივილის გასაყუჩებლად, შიმშილის გრძნობის მოსაკლავად

ამის დადასტურებად  მიიჩნევა ყველაზე  უძველესი  ნიმუში, მსოფლიოში პირველი ფარმაკოპეა, რომელიც  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წელს შუმერების სახელმწიფოშია შედგენილი და დატანილია მცირე ზომის თიხის ფირფიტებზე, იმ დროის გამოჩენილი მკურნალის ლაო-ლაოს მიერ.

ეს უნიკალური ნაშრომი მხოლოდ 1956 წელს იქნა გაშიფრული. ამ დოკუმენტის თანახმად შუმერი ექიმი წამლების დამზადებისას მცენარეულ, ცხოველურ და მინერალურ საშუალებებს მიმართავდა.

ამ უკანასკნელიდან ყველაზე პოპულარულად იმ დროისთვის ნატრიუმის ქლორიდი და კალიუმის  ნიტრატი ითვლებოდა.

ცხოველური საშუალებებიდან - რძე, გველის ტყავი და კუს ბაკანი. მაგრამ წამლების უმრავლესობა, მაინც მცენარეული წარმოშობის იყო, მაგალითად კასსია, მირრა, კვლიავი (ძირა), დანაყილი თესლის ნაწილი,  ფესვების ნაწილი, ტოტები, ფინიკის პალმა და ა.შ. 

მცენარეებს აკონსერვებდნენ, მცირე ნაწილებად ინახავდნენ ან ფხვნილის სახით ამზადებდნენ.

მედიკამენტების ისტორიაიმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო სხვადასხვა ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესები(გაფილტვრა, გაზავება, დანაკუწება, გამოხდა, გაშრობა, ორთქლით გამოყვანა), რომლის საფუძველზეც იქმნებოდა პრიმიტიული ფარმაცევტული ტექნოლოგია.

ბალახეული უბრალო წამლების  ჭრილობების და დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებაზე მეტყველებენ ფარაონ სნოფრის ეპოქის ეგვიპტური პაპირუსები (3000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე).

აგრეთვე ”კანონი ფესვებზე და ბალახებზე”, რომელიც აღწერდა ჩინური მედიცინის საშუალებებს.იგი გამოიყენებოდა ლეგენდარული იმპერატორის შენ ნუნეს პერიოდში (2800 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე).

ცნობილი ემბერსის პაპირუსი (1700 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე), შეიცავს 800-მდე სხვადასხვა წამლის რეცეპტს და ელემენტალურ წარმოდგენას იძლევა მათი დამზადების ტექნოლოგიაზე. 

ამ პაპირუსში იყო როგორც საეჭვო რეკომენდაციები (მაგალითად მიგრენის საწინააღმდეგო წამლის შემადგენლობაში შედიოდა კიბოს თავი, ღორის კბილი, ნიანგის სისხლი, კუს ტვინი, ანტილოპას ცურცლი, კატის შიგნეულობა), ასევე საკმაოდ ღირებული ინფორმაციები, მათ რიცხვს მიეკუთვნება  მითითება  თვალის დაავადებების წინააღმდეგ ხარის ღვიძლის გამოყენების ეფექტურობაზე.

მართლაც, დღესდღეობით თვალის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ქსეროფთალმია და გემერალოპია (ქათმის სიბრმავე) გამოიყენება A ვიტამინის შემცველი პრეპარატები, რომელიც მდიდარია ხარის და სხვა ცხოველების ღვიძლით.

ძველ ეგვიპტეში დიდი მოთხოვნა იყო ლადანზე (არომატული ფისი), რომელიც ხის ქერქის ნაჭრებისგან მზადდებოდა. ეს ხეები კი აფრიკაში, წითელი ზღვის სანაპიროზე ხარობდა.

მედიკამენტების ისტორიალადანს  ეგვიპტელი ქურუმები (ისინი ამავდროულად ექიმებიც იყვნენ) აფასებდნენ არა მარტო კეთილსურნელების გამო, რომელსაც იგი წვის შედეგად გამოყოფდა, მათ შეამჩნიეს, რომ მას შეეძლო ხელი შეეშალა ავადმყოფობის გავრცელებისათვის. ამიტომ ლადანით კვამლავდნენ ავადმყოფის საცხოვრებელსა და მის ტანსაცმელს.

მრავალრიცხოვანი სამკურნალო მცენარეები იყო ცნობილი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. ყველაზე უფრო ძველად ჩინური მედიცინა ითვლება. არსებობს ცნობები, რომლის თანახმადაც 3000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩინეთში გამოიყენებოდა 230 სამკურნალო და შხამიანი მცენარე, 65 ცხოველური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერება და 48 სამკურნალო მინერალი.

დამწერლობის გამოგონებასთან ერთად შეგროვებული ცნობები ჩაწერილი იქნა წიგნში ”წიგნი ბალახების შესახებ” (”ბენ-ცაო”). ეს ნაშრომი  ყველა შემდგომი  ჩინური სამკურნალო გამოცემის პირველწყაროდ და საფუძვლად ითვლება.

საერთოდ, ჩინური მედიცინა თვითმყოფადია, როგორც ფილოსოფიურ თეორიებში, ასევე წამლების ასორტიმენტის თვალსაზრისით, რომელიც მიღებული იყო ჩინეთის უმდიდრესი ფლორიდან.

იმპორტული სამკურნალო მცენარეები ჩინეთში ფაქტიურად არ შედიოდა. ყველაზე უფრო ვრცელი სამკურნალო მცენარეების კრებული შედგენილი და გამოცემული იქნა XVI საუკუნეში  ლი-ში-ჩჟენის მიერ.

მედიკამენტების ისტორიაეს კრებული დღემდე უბადლო ნამუშევრად ითვლება. მასში აღწერილია 1892 ობიექტი, აქედან მცენარეული სამკურნალო საშუალება-900-მდეა.

დანარჩენი ობიექტები კი ამ მცენარეების გადამუშავების შედეგად მიღებული, ან მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებია.

ინდური მედიცინა ისეთივე თვითმყოფადია, როგორც ჩინური, მას აქვს თავისი ფილოსოფიური  სამედიცინო თეორიები და მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი, რომელთა ბაზა საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ფლორაზეა დაფუძნებული.

ინდოეთის უძველეს სანსკრიტულ წიგნად, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდეა შედგენილი-”აიურვედა” (მეცნიერება სიცოცხლის შესახებ) ითვლება.

ეს წიგნი შემდგომში რამოდენიმეჯერ იქნა დამუშავებული და მის ყველაზე ცნობილ ნიმუშად ინდოელი ექიმის სუშრუტის  მიერ რედაქტირებული და აღწერილი 700-ზე მეტი სამკურნალო მცენარის დახასიათებაა მიჩნეული.

მედიკამენტების ისტორიატიბეტური მედიცინა ინდური მედიცინის ბაზაზე აღმოცენდა. იგი შეტანილი იქნა ტიბეტში ბუდიზმთან ერთად (ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეში).

ბევრი სანსკრიტული წიგნი ნათარგმნი იქნა ტიბეტურ ენაზე და მათი გამოყენება დღემდე ხდება. ყველაზე უფრო ცნობილია წიგნი ”ჯუდში” (”სამკურნალო არსი”), ეს წიგნი ”აიურვედას” საფუძველზეა შედგენილი.

მედიცინისა და ფარმაციიის ისტორიაში  მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს არაბმა მეცნიერმა მედიკოსებმა და ფარმაცევტებმა. არაბები უფრთხილდებოდნენ და ანვითარებდნენ უძველეს კულტურულ ხალხთა  მემკვიდრეობებს, მათ შორის მედიცინასაც.

ჯუნჯიშაპურისა და ალექსანდრიის სამედიცინო სკოლებში აყვავების ხანა იდგა. ამ სკოლებშივე ითარგმნებოდა რომაული და ბერძნული სამედიცინო წიგნები არაბულ ენაზე.

ცნობილია არაბ ექიმთა მთელი პლიადა, რომელთაც უდიდესი მემკვიდრეობა დატოვეს ორიგინალური თხზულებების სახით, რომლის შინაარსში  მანამდე ცნობილი სამეცნიერო მიღწევების გარდა ასახული იყო  საკუთარი ცდებისა და დაკვირვებების შედეგები.

მათ შორის ცნობილია აბუ მანზურ  მუვაფიკი, რომელმაც 977 წელს დაწერა წიგნი, რომელშიც  466 სამკურნალო მცენარე და 44 ცხოველური წარმოშობის ნივთიერება შედიოდა.

ძველი ეგვიპტის მედიცინამ დიდი გავლენა მოახდინა ძველი საბერძნეთის მედიცინაზე. ძველ ბერძნებს შორის ცხოვრობდნენ ეგვიპტიდან გადმოსახლებულები, რომლებიც ამავე დროს ექიმებიც იყვნენ, ისინი არა მარტო კურნავდნენ ავადმყოფებს, არამედ ასწავლიდნენ ბერძნებს საექიმო ხელოვნებას.

ავიცენამედიცინის ისტორიაში ბევრი სწავლულის სახელია ცნობილი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს წამლის წარმოების თეორიასა და პრაქტიკაში.

მცენარეების სამკურნალო თვისებების შესწავლას ძალიან დიდ დროს უთმობდა ძველი ბერძენი ჭეშმარიტებისმაძიებელი, ფილოსოფოსი და ბოტანიკოსი ფეოფრასტი (372-287წ ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ის ავტორია ცნობილი ტრაქტატის ”გამოკვლევები მცენარეებზე” ეს ნაშრომიც ევროპის ბევრ ენებზე იქნა თარგმნილი.

ევროპული ფარმაკოლოგიის მამად   მიიჩნევა ბერძენი მეცნიერი დიოსკორიდი (ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნე), რომლის განთქმული ნაშრომი “Materia medica”, შესაბამისი მცენარეების სურათებით, მრავალი საუკუნის განმავლობაში ავტორიტეტულ სახელმძღვანელოდ ითვლებოდა.

ძველი საბერძნეთის განთქმულმა ექიმმა ჰიპოკრატემ (460-377 წელი ჩვენს ერამდე) ერთ-ერთმა პირველმა დაუდო საფუძველი მკურნალობაზე ბუნებრივი წარმოდგენის შექმნას.

მან შექმნა ნაშრომი ”Corpus Hyppocraticum”, რომელიც შემდგომში ევროპულ ენებზე იქნა ნათარგმნი. ჰიპოკრატე ძირითადად  ფიზიკური და დიეტური მეთოდებით მკურნალობდა, თუმცა მის ნაშრომში 230-ზე მეტი სამკურნალო მცენარე შედიოდა.

გალენიძველი რომის განთქმულმა ექიმმა და ფარმაცევტმა გალენმა (201-131წ. ჩვენს ერამდე) პირველმა შეიმუშავა ნაყენის მიღების  მეთოდები ღვინოზე, ძმარზე, ზეთზე, სიროფზე, ასევე ფხვნილისა და სალბუნის შექმნის ტექნოლოგია.

შუა საუკუნეების უდიდესმა ექიმმა და ფილოსოფოსმა, ტაჯიკი ხალხის დიდმა შვილმა აბუ ალი იბნ-სინამ (ავიცენა 980-1037) რომელიც ბუხარიდან იყო, ნაშრომში ”კანონი საექიმო მეცნიერებაზე” აღწერა წამლის ისეთი ფორმები, როგორიცაა ნახარში, აბი, მალამო... და პირველმა მოითხოვა გამოეცადათ წამლის მოქმედება ავადმყოფ ცხოველებზე.

ამ კანონების ორი ტომი (მე-2-ე და მე-5-ე) მთლიანად ეძღვნებოდა ფარმაციას. მისი წიგნები ნათარგმნი იყო ლათინურ, ხოლო შემდეგ კი მრავალ სხვა ენაზე და ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ევროპაში, ისევე როგორც დიოსკორიდისა და გალენის ნაშრომები.

შვეიცარიელმა ექიმმა და ქიმიკოსმა ფილიპ აურეოლ თეო-ფრასტ ბომბასტ ფონ გოგენგეიმმა (პარაცელსი. 1493-1541წ), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამკურნალო ქიმიას-”იატროქიმიას”, გამოთქვა იმ ეპოქისთვის საოცრად  ღრმა მოსაზრება იმის შესახებ, რომ  დაავადება ორგანიზმის ქიმიური წონასწორობის დარღვევის შედეგია და, წამოაყენა იდეა  სამკურნალოდ - მეტალები და მათი ქიმიური შეერთებები გამოყენებულიყო.    

პარაცელსისამედიცინო საშუალებების არსენალის გაზრდამ და წამლების დამზადების მეთოდების გართულებამ, აუცილებელი გახადა მომხდარიყო ექიმების სპეციალიზაცია.

მათ ან უნდა განეკურნათ ავადმყოფები, ან წამლები დაემზადებინათ.

გამოჩნდა პირველი აფთიაქებიც-ბაღდადი - VIII საუკუნე, ევროპა - XI საუკუნე (ქალაქი ტოლედო).

იმ შორეულ ეპოქაში ექიმი თვითონ მიდიოდა აფთიაქში და უკვეთავდა   წამალს  თავისი პაციენტისთვის.

რეცეპტების გამოწერა დაიწყეს მხოლოდ  XVI საუკუნეში,  მას შემდეგ, რაც გამოგონებული იქნა ქაღალდის მასიური წარმოების მეთოდები.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ