კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:56

 

 

 

ხანგრძლივი, ბედნიერი სიცოცხლეგენეტიკურად ადამიანს შეუძლია იცოცხლოს 120-150 წელი, თუმცა XXI საუკუნეში ცოტა ვინმე თუ აღწევს 100 წლის ასაკამდე. ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ხანგრძლივად იაპონელები ცოცხლობენ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 82 წელს აღწევს.

იკვლევდნენ რა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის შესაძლებლობებს, მეცნიერებმა შეისწავლეს პლანეტის უხუცესი ადამიანების გამოცდილება და შეიმუშავეს თავისებური კოდექსი, რომლის წესების დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანმა არა მარტო გაზარდოს საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ თავის წლებთან შედარებით ახალგაზრდადაც კი იგრძნოს თავი. ყველაფერი არც თუ ისე რთულია, აი ეს კოდექსიც:

1. არასოდეს გაიტეხოთ გული, ყოველთვის გჯეროდეთ კარგის და მაღლა გეჭიროთ საკუთარი თავი. ოპტიმისტები ცოცხლობენ უფრო დიდხანს, ვიდრე პესიმისტები. ამიტომ შეეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში მოძებნოთ რამე დადებითი. ხშირად გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო მომენტები. ნუ ჩაიდებთ ნურავის მიმართ გულში ბოროტებას. ხშირად გაიღიმეთ და ცხოვრებაც უფრო მსუბუქი გახდება თქვენთვის.

2. საჭიროა მაქსიმალურად დადებითი ემოციები. ნუ აუკრძალავთ და მიანიჭეთ თავს სიამოვნების უფლება, მთავარია ამან სიხარული მოგგვაროთ. სულ ერთია ეს რა იქნება, გემრიელი ნამცხვარი თუ ძველ მეგობრებთან ერთად გატარებული სასიამოვნო საღამო. ყველაფერი ცოტათი მაინც კარგი, თუნდაც აზრს მოკლებული, ყოველთვის სასარგებლოდ წაგადგებათ.

დღეგრძელობის საიდუმლო3. მიირთვით, ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ ნუ დანაყრდებით ზომაზე მეტად, ისე, რომ თავი მაძღრად და შესაბამისად არაკომფორტულად იგრძნოთ. კარგია, თუ დღეში 1500-2000 კალორიით დაკმაყოფილდებით. შედეგად მაქსიმალურად შეუნარჩუნებთ თქვენს უჯრედებს აქტიურობას.

4. მენიუ შეარჩიეთ ასაკის შესაბამისად. თუ თქვენი ასაკი 30 წლის ფარგლებში მერყეობს, ნუ დაივიწყებთ ღვიძლსა და ნიგოზს, ხშირად ჩართეთ ის თქვენს რაციონში, შედეგად პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან შეგახსენებენ თავს. თუ თქვენი ასაკი 40 წლის ფარგლებშია, განსაკუთრებით სასარგებლო თქვენთვის სტაფილო, ფორთოხალი და წითელი ვაშლია, რომლებიც ბეტა-კაროტინს შეიცავს.

ასევე აუცილებელია ორგანიზმისთვის სელენი, რომელიც ყველის, კვერცხის და სხვადასხვა მარცვლეულის შემადგენლობაშია. იგი აქტიურად ებრძვის სტრესს და შეუცვლელია კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში. თუ თქვენი ასაკი 50 წელს გადაცდა, გულისთვის აუცილებელია მაგნიუმის, ხოლო ძვლებისთვის კალციუმის დოზის შენარჩუნება.

5. აირჩიეთ და მიირთვით ყველაფერი ნატურალური. შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ კონსერვანტებისა და ქიმიური დანამატების მიღება. სვით ნატურალური წვენები ყოველგვარი საღებავების გარეშე. თუ ქალბატონი ბრძანდებით, ისარგებლეთ ნატურალური კოსმეტიკით. ორგანიზმი, რომელიც იმყოფება ბუნებრივ ბალანსში ცოცხალ ბუნებასთან, ყოველთვის უკეთესად იგრძნობს თავს.

6. ეცადეთ იმუშაოთ სიამოვნებით, ანუ აკეთოთ საქმე, რომელიც გიყვართ და გიზიდავთ. სოციოლოგებმა დიდი ხანია შეამჩნიეს გარკვეული კანონზომიერება, სახელდობრ ის, რომ დღეგრძელ ადამიანებში ხშირად ფიგურირებს ისეთი პროფესიები, როგორიცაა დირიჟორი, ფილოსოფოსი, მხატვარი, მოძღვარი და ა.შ. თუმცა ნებისმიერი საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, მხოლოდ სასარგებლოდ წაგადგებათ.

მეტი მოძრაობა და სპორტი7. მოძრაობა სიცოცხლის წყაროა. 30 წლის შემდეგ ორგანიზმში ზრდის ჰორმონების გამომუშავება მკვეთრად მცირდება. ამიტომ თუ დღეში რამდენიმე წუთს სპორტს დაუთმობთ და ამას სუფთა ჰაერზე გააკეთებთ, თქვენი ორგანიზმის დაძლევა არ იქნება იოლი, იგი გაცილებით ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გახდება.

8. ეცადეთ დაიძინოთ სიგრილეში. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი პირდაპირაა დაკავშირებული გარემოს ტემპერატურასთან. დაიძინებთ რა გრილ ოთახში, თქვენ დიდხანს შეინარჩუნებთ ახალგაზრდობას.

9. იცინეთ ბევრი, ხშირად გაიხარეთ არა მარტო საკუთარი, არამედ თქვენი ახლობელი ადამიანების წარმატებებით. გიხაროდეთ ყველა კარგი ცნობა თუ ამბავი. გახსოვდეთ, რომ ღიმილი კარგ განწყობას იწვევს, კარგი განწყობა კი ხელს უწყობს ორგანიზმის გამართულ მუშაობას.

10. ხელი შეუწყვეთ ტვინის მუშაობის სტიმულირებას. იკითხეთ, შეიცანით, დაინტერესდით. ამოხსენით რაც შეიძლება მეტი კროსვორდი და თავსატეხი. აიძულებს რა თავის ტვინს მუშაობას, ადამიანი ამით ააქტიურებს გულის მოქმედებას, სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

11. სიყვარული ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია. შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში უხვად ხდება ბედნიერების ჰორმონების - ენდორფინების გამომუშავება, რომელიც იმუნურ სისტემას ამაგრებს. ამიტომ გიყვარდეთ, ეცადეთ თქვენც შეგიყვარონ, გიხაროდეთ, გაახარეთ თქვენი საყვარელი, ახლობელი ადამიანები და იცოცხლეთ ხანგრძლივად და ბედნიერად!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ