კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:27

მუდრა - თითების იოგა ჯანმრთელობის სამსახურშიმუდრა, თავისი არსით არის უბრალოდ, გარკვეული სახით შეერთებული ხელის თითების ერთობლიობა. მაგრამ რატომ ეძღვნება მთელი შრომები ამ მრავალსახოვან ჟესტებს?

საქმე იმაშია, რომ იოგის შესახებ უძველესი ტრაქტების თანახმად, მთელი ჩვენი სხეული დაქსელილია ენერგეტიკული არხებით.

ვაერთებთ რა თითებს სხვადასხვა სახით, ჩვენ ვკეტავთ ან ვხსნით ზოგიერთ ამ არხთაგანს და ამით საშუალებას ვაძლევთ საკუთარ ორგანიზმს - ჩართოს სხვადასხვა სისტემებისა და ორგანოების თვითრეგულაციის პროცესი.

ამგვარად, ყოველგვარი აბებისა და სხვა მედიკამენტების გარეშე შესაძლებელია აღდგეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური წონასწორობა და მოხდეს მისი ავსება ენერგიით.

ქვემოთ მოყვანილია მუდრას ყველაზე ეფექტური და გავრცელებული მეთოდები. ყოველი მათგანი თრგუნავს და ხელს უშლის სხვადასხვა სახის დაავადების გავრცელებას.


მუდრა "ქარი" (ვაიუ)

მუდრა ქარი (ვაიუ)გამოყენება - აღმოსავლეთის ხალხებს ქართან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება აქვთ, რომელიც ძირითადად სტიქიასთან და ნგრევასთან ასოცირდება.

ქარის მუდრა, ისევე, როგორც ქარი - ბუნებრივი მოვლენა, იწვევს დესტრუქციულ, მაგრამ არა ნეგატიურ ზემოქმედებას.

პირიქით მას მიმართავენ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ: რადიკულიტი, რევმატიზმი და ა.შ.

შესრულებაორივე ხელის საჩვენებელი თითები მოკეცეთ და თითების ბალიშები დაადევით ცერა თითის ფუძეს. ცერა თითი ზემოდან დააფარეთ მოხრილ საჩვენებელ თითს. დანარჩენი სამი თითი გამართულ და თავისუფალ (მოდუნებულ) მდგომარეობაში უნდა იყოს.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა "წყალი" (ვარუნა)


მუდრა წყალი (გამოყენება - წყალი სტიქიაა, რომელიც არსებობს ჩვენს პლანეტაზე არერთი მილიარდი წელი. ამასთან იგი სიცოცხლის პირველწყაროსაც წარმოადგენს.

თუმცა, წყალს ზიანის მოყენებაც შეუძლია. მაგალითად, თუ იგი ფილტვებში დიდი რაოდენობითაა, ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ამ ორგანოში იწყება ლორწოს წარმოქმნა.

ამას გარდა, მისი ზედმეტობა ორგანიზმში იწვევს თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებებს.

მუდრა "წყალი" ხელს უწყობს თირკმლების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას და განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ორგანიზმში არის ზედმეტი H2O-ს რაოდენობა.

შესრულება - მოხარეთ მარჯვენა ხელის ნეკა თითი, დააფარეთ ზემოდან ასევე მარჯვენა ხელის ცერა თითი. მარცხენა ხელით დაიჭირეთ მარჯვენა ისე, რომ მარცხენა ხელის ცერა თითი მარჯვენა ხელის ცერა თითს ეფარებოდეს ზემოდან.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა "დრაკონის თავი"

მუდრა - დრაკონის თავიგამოყენება - თავი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მთავარი ორგანოა. სწორედ იგი წარმოადგენს ადამიანის ადამიანის აზროვნებისა და სულიერრების ცენტრს.

თავის მხრივ, აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით, თავი ასოცირებულია სინათლესთან და დრაკონის სულთან.

მუდრას შესრულება ხელს უწყობს გაციებისას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და მსგავსი დაავადებების რისკის შემცირებას.

შველის ხველას, მაღალ ტემპერატურას, ათავისუფლებს გაჭედილ ცხვირს და ზოგადად, ამაღლებს იმუნიტეტს.

შესრულება - მარცხენა ხელის შუთითი უნდა გადაადოთ ზემოდან საჩვენებელ თითს, ისე, რომ იგი კარგად ეხებოდეს მის ქვედა ფალანგას. იგივე გააკეთეთ მარჯვენა ხელზე.

ამის შემდეგ კი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ორივე ხელი შეაერთეთ ისე, რომ საჩვენებელი და შუათითის ბალიშები ეხებოდეს ერთმანეთს. ნეკა და არათითები გადააჭვდეთ და მოკეცეთ, ხოლო ცერა თითები შეატყუპეთ.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა "სიცოცხლე" (პრანა)

მუდრა სიცოცხლე (პრანა)გამოყენება - სიცოცხლის მუდრის დანიშნულებაა გააძლიეროს ორგანიზმი მისი ენერგეტიკული პოტენციალის აღდგენის გზით.

მუდრის ჩატარების პრაქტიკა აჩვენებს, რომ იგი დადებითად აისახება შრომისუნარიანობაზე, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და აუმჯობესებს მხედველობას.

ამ უკანასკნელის წყალობით, მას შეუძლია განკურნოს ზოგიერთი თვალის დაავადება. სიცოცხლის მუდრის შესრულება რეკომენდებულია მათთვის, ვინც უჩივის უღონობას და ძალიან სწრაფად იღლება.

შესრულება - შეაერთეთ ორივე ხელზე ცერა თითის, არათითის და ნეკის წვერები. ორი დარჩენილი თითი (შუა და საჩვენებელი) უნდა დარჩეს გამართულ მდგომარეობაში (დაძაბვის გარეშე).

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა "მიწა" (პრიტხვი)

მუდრა - მიწაგამოყენება - მიწა ის ადგილია, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. სწორედ მიწა აძლევს მათ საარსებო წყაროს.

იგივე დანიშნულება აქვს მიწის მუდრას - უზრუნველყოს ადამიანი სასიცოცხლო ენერგიით და დაიცვას აგრესიული გარემოსგან.

რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს თავი დააღწიოს სტრესებს, მიაღწიოს სიმშვიდეს, დაიმშვიდოს ნერვები, აიმაღლოს თვითშეფასების უნარი ან უბრალოდ, გაიუმჯობესოს საკუთარი სხეულის ფიზიკური მდგომარეობა.

შესრულება - ძალიან მარტივი ჟესტია. უბრალოდ შეაერთეთ ცერა და არათითის წვერები. დანარჩენი სამი თითი უნდა დარჩეს გამართულ და მოდუნებულ მდგომარეობაში.

მართალია მუდრა სრულდება ორივე ხელით, მაგრამ ეფექტური ერთი ხელით შესრულებაც კი.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა "ცოდნა" (ჯანა)

მუდრა - ცოდნაგამოყენება - ცოდნის მუდრამ (სხვა ინტერპრეტაციით "მეორედ დაბადება") - სახელწოდება ტყუილად არ მიიღო. მისი რეგულარული პრაქტიკა საშუალებას იძლევა მოხსნილი იქნას ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა.

მაგალითად: შიში, სტრესი, მელანქოლია, უძილობა, ნერვული დაძაბულობა. აუმჯობესებს ჰიპერტონიას (მაღალი წნევა). შეუძლია გამოიყვანოს ადამიანი დეპრესიული მდგომარეობიდანაც კი.

ახდენს დადებით ზემოქმედებას ინტელექტზე, რისი წყალობითაც უმჯობესდება სხვადასხვა სახის რთული ინფორმაციების გადამუშავების შესაძლებლობა. აუმჯობესებს მეხსიერებას, რის შედეგადაც ადამიანი გაცილებით მარტივად იმახსოვრებს ნაკლებად მნიშვნელოვან წვრილმანებს.

სწორედ ამიტომ არის ცოდნის მუდრა პოპულარული მეცნიერებს, ფილოსოფოსებს გამომგონებლებს და სხვა სწავლულებს შორის, რომელთა მოღვაწეობა დაკავშირებულია მაღალ გონებრივ დაძაბულობასთან.

შესრულება - ჟესტის შესრულება ძალიან მარტივია. უბრალოდ, ორივე ხელზე უნდა შეაერთოთ ერთმანეთთან ცერა და საჩვენებელი თითების წვერები.

დანარჩენი თითები უნდა დარჩს გაშლილ და მოდუნებულ მდგომარეობაში. ეფექტურია მისი შესრულება ერთი ხელითაც.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა "დრაკონის კბილი"

მუდრა - დრაკონის კბილიგამოყენება - აღმოსავლური მითების თანახმად, "დრაკონის კბილი" ფლობს უჩვეულოდ მძლავრ ენერგეტიკას.

მეორეს მხრივ, ადამიანი, რომელიც მისდევს მუდრის პრაქტიკას, თითქოსდა შეისრუტავს ამ ენერგიას.

აღნიშნული მუდრა კარგია მათთვის, ვინც უჩივის ეულ გონებას, სტრესებს, ცუდად ითვსებს ახალ ინფორმაციას და უჭირს საკუთარი მოძრაობების კოორდინირება.

შესრულება - დრაკონის მუდრის ჟესტის შესრულება ძალიან მარტივია. ორივე ხელზე მჭიდროდ უნდა მოკეცოთ ყველა თითი ხელისგულის ფუძესთან, ხოლო შემდეგ გაშალოთ საჩვენებელი თითები ისე, რომ ისინი იყოს რაც შეიძლება სწორი და გამართული.

უნდა შეეცადოთ თითები ამ დროს იყოს რაც შეიძლება მოდუნებული.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა "ძროხა" (სურაბხი)

მუდრა - ძროხა (სურაბხი)გამოყენება - მუდრის სახელწოდება მოდის ინდოელების წმინდა ცხოველის "ძროხის" სახელწოდებიდან.

ძროხის მუდრის გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრების დაავადებები, აქვს ტკივილები ზურგის არეში. უჩივის რევმატიზმსა და რადიკულიტს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს დაავადებები აწუხებს პლანეტის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, ძროხის მუდრის გამოყენება ძალიან გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, რაც მისი ეფექტურობით აიხსნება.

რაც შეეხება ეფექტს, შესაძლოა იგი დადგეს 2-3 დღის შემდეგ, ან მომრნტალურადაც კი.

შესრულება - პირველ რიგში, მარცხენა ხელის ნეკა თითი უნდა შეუერთოთ მარჯვენა ხელის არათითს, ხოლო მარჯვენა ხელის ნეკა თითი მარცხენა ხელის არათითს.

ამის შემდეგ, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი უნდა შეუერთოთ მარჯვენა ხელის შუათითს, ხოლო მარცხენა ხელის შუათითი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს. ცერა თითები უნდა იყოს დაშორებული.

შესძლოა დასაწყისისთვის უჩვეულო და ცოტა რთული იყოს თითების ამგვარი შეერთება, მაგრამ გააკეთებთ რა რამოდენიმეჯერ, მალე მიეჩვევით.

შეგიძლიათ პროცედურის ჩატარების თანმიმდევრობა შეცვალოთ (მაგალითად დაიწყოთ საჩვენებელი და შუა თითების შეერთებით). ანუ გაალეთოთ იმ თანმიმდევრობით, როგორიც უფრო მოგიხერხდებათ, თუმცა ჟესტი უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორიც აღვწერეთ და სურათზეა.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ზეციური ტაძრის კიბე"

მუდრა - ზეციური ტაძრის კიბეგამოყენება - ბედი ირეკლავს არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობას, არამედ კონკრეტული ადამიანის ურთიერთობას ბუნებასთან, მის მსოფლმხედველობასა და აზროვნებას.

თუმცა, ყველაფერი ისე არ ეწყობა ხოლმე, როგორც ადამიანებს სურთ. სწორედ ამ მიმდინარეობებს აწესრიგებს მუდრა "ზეციური ტაძრის კიბე".

ეს მუდრა რეკომენდებულია, მათთვის, ვინც იმყოფება ფსიქიკური გადახრებისა და დეპრესიის ზღვარზე. იგი აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ხსნის დაძაბულობას და ნაღველს.

შესრულება - მარცხენა ხელის თითების დაბოლოებები, ზემოდან უნდა დაედოს მარჯვენა ხელის თითების დაბოლოებებს (ანუ მარჯვენა ხელის ყველა თითი უნდა იყოს ქვემოთ).

ხოლო ნეკა თითები უნდა დარჩეს გაშლილი და მიმართული იყოს ზემოთ.

მუდრის შესრულების დროს, ორივე ხელის თითები უნდა იყოს მოდუნებული და გეჭიროთ ისე, რომ ისინი მსუბუქად ეხებოდნენ და არა აწვებოდნენ ერთმანეთს.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ენერგია" (აპანი)

მუდრა - ენერგია (აპანი)გამოყენება - ჩვენი სამყარო შედგება ორი სუბსტანციისგან - მატერია და ენერგია. ამ უკანასკნელით კი განმსჭვლულია აბსოლიტურად ყველაფერი - საგნები, ცოცხალი ორგანიზმები აგრეთვე პლანეტები და გალაქტიკებიც კი.

ეს ენერგეტიკული ველები ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში იმყოფება. ყველაფერი ცოცხალი და არაცოცხალიც კი მოიხმარს ამ უხილავ სუბსტანციას. ერთი სიტყვით, ყველაფერი არსებულის საფუძველში დევს - ენერგია, რომლის კონცენტრაცია საშუალებას იძლევა - შექმნას, დაარღვიოს და აღადგინოს. ყველაფერ ამის მიზანი კი მუდმივი გარდაქმნებია.

ყველაფერ ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მუდრა - "ენერგია" რეკომენდებულია ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოსადევნად. გაწმენდითი ფუნქციების გარდა აქვს კარგი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

გარდა ამისა, აწესრიგებს შარდსადინარ სისტემას და საყრდენ მამოძრავებელ აპარატს. ხდის ადამიანს უფრო სტაბილურს და ანიჭებს ჰარმონიას.

შესრულება - უნდა შეაერთოთ ორივე ხელზე ცერი, არათითი და შუათითის ბოლოები. დარჩენილი ორი - ნეკი და საჩვენებელი თითები უნდა გამართოთ და მოადუნოთ.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ცა" (შუნია)

მუდრა - ცა (შუნია)გამოყენება - ისევე, როგორ ცა არის დაშორებული დედამიწას, ასევე მაღლა დგას ადამიანის თავი სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით. ასეთი ასოციაციის გამო მიიღო მუდრამ "ცა" ასეთი სახელწოდება.

სწორედ თავზეა განთავსებული იმ ორგანოების უმრავლესობა, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია გაიგონოს, დაინახოს, გაარჩიოს გემო და სუნი.

თავის მხრივ, მუდრა ცა ხელს უწყობს ყურებთან არსებული პრობლემების გადაჭრას, აფერხებს ყურის ტკივილს, აუმჯობესებს სმენის ენერგეტიკულ არხებს და ებრძვის ყურის სხვადასხვა დაავადებებს.

შესრულება - მოხარეთ ორივე ხელის შუათითი და შეუერთეთ ცერა თითებს ისე, რომ შუა თითების ბოლოები ეხებოდეს ცერა თითების ფუძეებს. ხოლო ცერა თითები დაადევით ზემოდან შუა თითების ზედა ფალანგებს. დარჩენილი თითები უნდა იყოს გაშლილი და მოდუნებული.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ რაც უფრო გაშლილ მდგომარეობაშია დანარჩენის სამი თითი (ნეკი, არათითი და საჩვენებელი თითი), მით უფრო მეტია მუდრით მიღწეული ეფექტი.

შეიძლება მუდრის უკეთესად შესასრულებლად ჯერ ივარჯიშოთ ერთ ხელზე, ხოლო შემდეგ სცადოთ ორივე ხელით შესრულება.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ნიჟარა" (შანქხა)

მუდრა - ნიჟარაგამოყენება - მუდრა "ნიჟარა", იგივე შანქხა, ინდური ღმერთის შივას ატრიბუტად მიიჩნევა.

ამ მუდრას ხშორად იყენებენ ოპერის მომღერლები, ორატორები და ზოგადად, იმ პროფესიის ადამიანები, რომელთაც სურთ ხმის იოგები ჰქონდეთ კარგ მდგომარეობაში.

მუდრა ნიჟარა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს თავი დააღწიოს ხვრინვას და ზოგადად, სპაზმებს და ყელის არეში სხვადასხვა არასასიამოვნო დაავადებებს.

შესრულება - მარცხენა ხელის ცერა თითი დადეთ მარჯვენა ხელისგულზე და მჭიდროდ შემოაჭდეთ მას მარჯვენა ხელის ოთხი თითი (ცერის გარდა), ხოლო ცერი, შეუერთეთ მარცხენა ხელის შუათითს.

მარცხენა ხელის დანარჩენი თითები ასევე მჭიდროს უნდა იყოს შემოჭდობილი მარჯვენა ხელზე.

თუ დააკვირდებით, მუდრის ვიზუალიზაცია ძალიან წააგავს ნიჟარას. სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს სახელწოდება.

და ბოლოს, აუცილებელია მუდრის შესრულების დროს არ იგრძნოთ არავითარი დისკომფორტი. ხელები და თითები უნდა იყოს აბსოლიტურად მოდუნებული.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "სიბრძნის სარკმელი"

მუდრა - სიბრძნის სარკმელიგამოყენება - მუდრა "სიბრძნის სარკმელის" შესრულება ხელს უწყობს მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ცენტრების გახნას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე.

მუდრის შესრულება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დარღვეული აქვს ტვინში სისხლის მიმოქცევა. აგრეთვე, სისხლძარღვების სკლეროზით დაავადებული ადამიანებისთვის.

დადებითად აისახება მათზეც, ვისაც გადატანილი აქვს დამბლა. მუდრა აუმჯობესებს აზროვნებას და ანალიზის უნარს.

ესრულება - ორივე ხელზე მოხარეთ არათითები ისე, რომ ისინი ეხებოდნენ ცერა თითების ფუძეებს. ამის შემდეგ მათ ზემოდან დააფარეთ ცერა თითები ისე, რომ ცერა თითების პირველი (ზედა) ფალანგები ეხებოდეს არათითების შუა ფალანგებს.

დანარჩენი თითები უნდა იყოს გაშლილი და მოდუნებულ მდგომარეობაში. არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს.

მუდრა აუცილებლად უნდა შესრულდეს ორივე ხელზე, რათა მიიღოთ სასურველი ეფექტი.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ვაჯრას ისარი"

მუდრა - ვაჯრას ისარიგამოყენება - აღმოსავლურ მითოლოგიაში არსებობს ღმერთი სახელად ინდრა, რომელიც შეიარაღებულია ისრით, სახელად - "ვაჯრა".

მისი ძალა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გადმოცემების თანახმად იგი ათავისუფლებს უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ხოლმე ელვისა და ჭექ-ქუხილის სახით.

მუდას შესრულება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა, აქვს სისხლძარღვების პრობლემა ან დარღვეული აქვს სისხლის მიმოქცევა. ყველა ამ შემთხვევაში - "ვაჯრას ისარს" შეუძლია ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა.

მუდრას პრაქტიკის პროცესში, ხელებში ხდება დიდი რაოდენობით ენერგიის კონცენტრაცია, რომელიც ვრცელდება მთელს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ახდენს მის ნორმალიზებას.

შესრულება - შეატყუპეთ ცერა თითები და მიაჭირეთ საჩვენებელი თითების ფუძეებს გვერდითა მხრიდან. შემდეგ შეაერთეთ საჩვნებელი თითები ისე, რომ ერთმანეთს ეხებოდეს მხოლოთ თითების ბალიშები.

და ბოლოს, დარჩენილი ექვსი თითი მჭიდროთ გადააჭდეთ ერთმანეთს.

მუდრის შესრულების პროცესში, ხელები უნდა გეჭიროთ ისე, თითები არ აწვებოდეს ერთმანეთს და ხელის მტევნებში არ იგრძნოთ არავითარი დაძაბულობა.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "კოსმოსის სამი სვეტი"

მუდრა - კოსმოსის სამი სვეტიგამოყენება - მუდრა "კოსმოსის სამი სვეტი" არის ჩვენი ყოფის სამი შრის (ქვედა, საშუალო და ზედა) სიმბოლო. რაც დროში ნიშნავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ამ ყველაფრის საფუძველს წარმოადგენს სამყაროს ორი ძირითადი ენერგია - "ინი" და "იანი".

მუდრა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი და ნივთიერებათა ცვლის პროცესი.

აგრეთვე: უჩივის სწრაფ გადაღლილობას, ძალ-ღონის გამოცლას და უჭირს მოახდინოს სულიერ და ფიზიკურ ძალთა კონცენტრაცია.

შესრულება - პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს მუდრა დამწყებთათვის საკმაოდ რთული შესასრულებელია. თუმცა მცირეოდენი პრაქტიკა და მალე მიეჩვევით.

მარჯვენა ხელის შეტყუპებული არათითი და შუათითი გაატარეთ მარცხენა ხელის ნეკს ქვემოთ და ზემოდან დაადეთ მარცხენა ხელის ანალოგიურ თითებს (არათითს და შუათითს). მარჯვენა ხელის ნეკი ზემოდან გადაადევით მარცხენა ხელის ნეკს.

ამის შემდეგ, მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითის ბოლოები (ზედა ფალანგები) მოუჭირეთ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ბოლოს (ასევე ზედა ფალანგას).

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "დრაკონის ტაძარი"

მუდრა - დრაკონის ტაძარიგამოყენება - როგორც ცნობილია, აღმოსავლურ მითოლოგიაში, დრაკონს უჭირავს ცენტრალური ადგილი. იგი ერთ-ერთი იშვიათი არსებაა, რომელიც აერთიანებს თავის თავში ხუთ სტიქიას - წყალი, მიწა, ხე, მეტალი და ცეცხლი.

თავის მხრივ, ისეთი ობიექტი, როგორიცაა ტაძარი, სიმბოლიზირებს: ჭკუას, დისციპლინას, ძალას, აზრს და სიწმინდეს.

მუდრა "დრაკონის ტაძრის" შესრულების დროს, ადამიანის ხელის თითეული თითი წარმოადგენს დრაკონის და ტაძრის ერთ-ერთი ნაწილის სიმბოლოს:

ცერა თითი - დრაკონის თავს, შუა თითი - დრაკონის ტანს, ნეკი - დრაკონის კუდს. რაც შეეხება საჩვენებელ და არათითს, ისინი ერთად წარმოადგენს ტაძრის სიმბოლოს.

მუდრა რეკომენდებულია მათთვის, ვინც დაავადებულია არითმიით, აწუხებს უსიამოვნო შეგრძნებები გულმკერდის არეში (ჩხვლეტები, შუილები).

ამას გარდალ "დრაკონის ტაძარი" ეხმარება ადამიანებს საკუთარი აზრების კონტროლში.

შესრულება - მოხარეთ ორივე ხელის შუათითები და დააბჯინეთ ხელისგულს. შემდეგ ერთმანეთს შეუერთეთ დანარჩენი თითები (საჩვენებელი - საჩვენებელს, არათითი - არათითს, ნეკი - ნეკს და ცერა თითი ცერა თითს).

შეერთებული ცერები და ნეკა თითები რაც შეიძლება დააშორეთ ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "სიცოცხლის მხსნელი"

მუდრა - სიცოცხლის მხსნელიგამოყენება - მუდრა "სიცოცხლის მხსნელის" ათვისება აუცილებელი და სავალდებულოც კია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუნდაც მხოლოდ სახელწოდებიდან გამომდინარე.

ამ მარტივი სავარჯიშოს გაკეთებას შეუძლია ისეთი დაავადებების თვიდან აცილება, რომელიც სიკვდილს იწვევს.

მუდრის რეგულარული პრაქტიკა მიოკარდის ინფარქტისა და გულის სხვა საშიში დაავადებების პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა.

იგი სწრაფად და მარტივად ხსნის ტკივილსა და დისკომფორტს გულმკერდის არეში, არეგულირებს პულსს და ათავისუფლებს ნერვოზული შიშებისგან.

შესრულება - მოხარეთ ორივე ხელის საჩვენებელი თითები და დააბჯინეთ ცერა თითების ფუძეებს.

შემდეგ ერთმანეთთან შეაერთეთ ორივე ხელის ცერა თითის, შუათითის და არათითის ბოლოები ისე, თითქოს მათი საშუალებით აიღეთ მწიკვი მარილი.

ნეკა თითები უნდა იყოს გასწორებული და მოდუნებული.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "იმუნიტეტის ამწევი"

მუდრა - იმუნიტეტის ამწევიგამოყენება - იმუნიტეტის - იგივე ენერგიის ამწევი მუდრის რეგულარული გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს იმუნური სისტემის ამაღლება, ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციების მობილიზება და ზოგადად, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.

მუდრა წარმატებით კურნავს ხველას, გაციებას, გრიპს. აგრეთვე უზრუნველყოფს პნევმონიით დაავადებულთა გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებას. ეფექტურია მისი გამოყენება ჰაიმორიტის დროს.

შესრულება - შეატყუპეთ ორივე ხელის ხელისგული და თითები გადააჯვარედინეთ. მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითებო შემოაჭდეთ მარჯვენა ხელის ცერა თითს და მათი ბოლოები შეაერთეთ.

მარჯვენა ხელის ცერა თითი დატოვეთ ოდნავ გამართულ მდგომარეობაში. მუდრის შესრულების დროს, დანარჩენი თოთები შეიძლება იყოს ნებისმიერ მდგომარეობაში, მთავარია არ იყოს დაძაბული. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდრას ექნება ნაკლები ეფექტი. 

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ჯანმრთელობის გაუმჯობესება"

მუდრა - ჯანმრთელობის გაუმჯობესებაგამოყენება - მუდრა სრულდება ჯანმრთელობის კომპლექსური გაკაჟების, სხეულისა და სულის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

მისი შესრულება მიზანშეწონილია არა კონკრეტულად რომელიმე დაავადების წინააღმდეგ, არამედ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გამყარებისთვის.

შესრულება - მოხარეთ შუა და არათითი მარჯვენა ხელზე ისე, რომ ისინი ეხებოდეს ხელისგულს, ხოლო დანარჩენი თითები მაქსიმალურად გამართეთ, ისე, რომ მათი ბოლოები მიმართული იყოს რაც შეიძლება ზემოთ.

მარცხენა ხელზე ერთმანეთს შეუერთეთ არათითი და ცერა თითი. შუა თითი ზემოდან დაადეთ არათითს, ხოლო ნეკი გვერდიდან მიაჭირეთ არათითს. საჩვენებელი თითი გამართეთ (რაც შეიძლება).

და ბოლოს, მარჯვენა ხელი გადაადეთ მარცხენას ისე, რომ იგი მდებარეობდეს მარცხენა ხელის მტევნის ქვეშ.

შეეცადეთ, რომ თითები იყოს მოდუნებული და არ იყოს დაძაბული.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "კუ"

მუდრა - კუგამოყენება - ინდოეთში წმინდა ცხოველად მიიჩნევა არა მხოლოდ ძროხა, არამედ კუც. უძველესი გადმოცემების თანახმად, სწორედ მისი დახმარებით შეძლეს ღმერთებმა აღმოეჩინათ სასმელი, რომელიც ჩუქნიდა ადამიანებს უკვდავებას.

თითების ერთმანეთზე გადაჭდობით ხდება იქ განთავსებული ყველა ძირითადი მერედიანის გადაკეტვა, რის შედეგადაც არ ხდება ფასდაუდებელი ენერგიის დაკარგვა. თავის მხრივ, ენერგია, რომელიც გროვდება კუს "ბაკნის" ქვეშ, შეისრუტება ადამიანის ორგანიზმის მიერ.

მუდრა "კუ" რეკომენდებულია განსაკუთრებით მათთვის, ვინც უჩივის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. აგრეთვე ასთენიას (გადაღლილობა, გამოფიტვა, არამდგრადობა, თვითკონტროლის შემცირება, ძილის დარღვევა, მკვეთრი შუქის, სუნის და ხმამაღალი ხმების აუტანლობა).

შესრულება - ერთმანეთს გადააჭდეთ (გადააჯვარედინეთ) ყველა თითები ცერების გარდა. ცერა თითები შეატყუპეთ, მათი ფუძე მიმართეთ რაც შეიძლება ხელისგულისკენ, ხოლო ფრჩხილის ფალანგები (ცერა თოთების ბოლოები) რაც შეიძლება გამართეთ.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შეამჩნევთ, რომ მუდრას სილუეტი ძალიან წააგავს კუს ბაკანს.

აუცილებელია თითები არ იყოს დაძაბული და იყოს მოდუნებულ მდგომარეობაში.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ანჯალი"

მუდრა - ანჯალიგამოყენება - "ანჯალი" ყველაზე ცნობილ მუდრად მიიჩნევა, რადგან იგი გამოხატავს მისალმების ჟესტს - ნამასტე.

ნამასტე ძალიან ცნობილი ჟესტია. იგი ნიშნავს რწმენას და ითარგმება, როგორც - "მე პატივს ვცემ და ქედს ვიხრი (თავს ვხრი) შენში ყოველივე ღვთიურის გამოვლინების წინაშე".

მუდრა "ანჯალი" ხელს უწყობს ორგანიზმის ენერგეტიკული ნაკადების გაწონასწორებას და ჰარმონიზაციას. ამასთან ეხმარება ადამიანებს მობილიზებასა და შინაგანი ბალანსის წონასწორობის დაცვაში.

ყველაფერ ამასთან ერთად, მუდრა საშუალებას იძლევა ადამიანი კონტაქტში იყოს საკუთარ მაღალ ცნობიერებასთან და ინტუიციასთან.

შესრულება - მუდრის შესრულება ძალიან მარტივია. შეატყუპეთ ხელისგულები და ყველა თითები ერთმანეთთან. დაიჭირეთ ხელები ამ მდგომარეობაში გულის პირდაპირ, ოდნავ დახარეთ თავი და თქვით - "ნამასტე!"

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "შამბალას ფარი"

მუდრა - შამბალის ფარიგამოყენება - ალბათ ყველას სმენია, რომ შამბალა არის ტიბეტის მისტიციზმით მოცული ლეგენდარული ქალაქი, რომლის შესახებაც იციან არა მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ეს მითიური ადგილი განასახიერებს სათნოებას, ზნეობას, სულიერებას, აყვავებას. აგრეთვე სიმბოლიზირებს შეძლებას. ამასთან იცავს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამიტომ თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი ენერგეტიკა დაუცველია, აუცილებად უნდა მიმართოთ რაიმე სახის ღონისძიებას.

ამ შემთხვევაში კი მუდრა "შამბალას ფარი" შეუცვლელია, მითუმეტეს მაშინ, თუ გრძნობთ, რომ ვინმე ცდილობს ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ენერგეტიკაზე.

შესრულება - გამართეთ მარცხენა ხელის მტევანი (ხელის გული) ისე, რომ ცერა თითი მჭიდროდ იყოს მიჭერილი საჩვენებელი თითის გვერდითა მხარეს.

მუშტად შეკარით მარჯვენა ხელის თითები (ცერა თითის გარდა), ხოლო შემდეგ ცერა თითი გადაადევით ზემოდან შეკრულ მუშტს.

ამის შემდეგ მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი მიაბჯინეთ მარცხენა ხელის ხელისგულს.

უნდა აღინიშნოს. რომ მუდრის შესრულების პროცესში, ხელებში არ უნდა იგრძნოთ დაძაბულობა, პირიქით, ხელის მტევნები ხელისგული და თითები უნდა იყოს მაქსიმალურად მოდუნებული.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "შაკია-მუნის ქუდი"

მუდრა - შაკია-მუნის ქუდიგამოყენება - აღმოსავლური ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბუდაა "შაკია მუნი". დღევანდელამდე მოღწეულ გამოსახულებებზე, იგი საზეიმო პოზაში ზის ალმასის ტახტზე და იმყოფება ნირვანაში.

მუდრა "შაკია-მუნის ქუდის" გამოყენება რეკომენდებულია დეპრესიის დროს, ან ფსიქიკასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შემთხვევაში.

მუდრა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც და მისი შესრულება დადებითად წაადგებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე სახის გულის პათოლოგიები.

შესრულება - მოხარეთ ორივე ხელზე არათითი და საჩვენებელი თითები და დააბჯინეთ ხელისგულებზე, შემდეგ კი შეურთეთ ორივე ხელი ერთმანეთს ისე, რომ მოხრილი თითები  მიეტყუპოს ერთმანეთს.

შეუერთეთ ერთმანეთს ორივე ხელის ნეკა თითი და შუათითი ისე, რომ არ მოხაროთ ისინი. შეატყუპეთ ერთმანეთს ცერა თითები გვერდითა ზედაპირებით.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ჩანდმანის თასი"

მუდრა - ჩანდმანის თასიგამოყენება - აღმოსავლურ ფილოსოფიაში, ყველაზე მთავარ სიმდიდრედ არა მატერიალური, არამედ სულიერი ფასეულობები მიიჩნევა. ასეთი სულ ცხრაა და გადმოცემის თანახმად სწორედ მათგან შედგება ადამიანის გონება, ცნობიერება, სხეული და თავად სამყარო.

როდესაც ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს, ადამიანი ერწყმის ბუნებას, რის გამოც იგი ჰარმონაშია საკუთარ თავთან და გარემომცველ სამყაროსთან.

მდგომარეობა, როდესაც ეს სუბსტანციები გაერთიანებულია, იწოდება როგორც სავსე თასი, რომელიც აერთიანებს სულსა და სხეულს, ადამიანს და კოსმოსს ამასთან წარმოადგენს მაღალი შესაძლებლობისა და კეთილდღეობის სიმბოლოს.

მუდრა "ჩანდმანის თასის" გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელების თავიდან აცილება. მაღალეფექტურია საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული პრობ;ემების აღმოსაფხვრელად.

შესრულება - მარცხენა ხელის შეერთებული ოთხი თითი - ნეკი, არათითი, შუა და საჩვენებელი თითები შეტყუპეთ და ზემოდან დააფარეთ მარჯვენა ხელის ანალოგიურად შეტყუპებულ იგივე თითებს.

ცერა თითები გაშალეთ და დატოვეთ თავისუფალ მდგომარეობაში. მუდრის შესრულების დროს თითები უნდა იყოს მოდუნებული და მთელი ძალით არ უნდა აწვებოდეს ერთმანეთს.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "მაიტრეის ფლეიტა"

მუდრა - მაიტრეის ფლეიტაგამოყენება - აღმოსავლურ ფილოსოფიაში "მაიტრეის ფლეიტა" იუწყებოდა კეთილი ძალების ბოროტზე გამარჯვებას. ინდურ ფილოსოფიაში კი იგი კეთილდღეობის, სულიერებისა და კეთილშობილების სიმბოლოდ მიიჩნევა.

მუდრა "მაიტრეის ფლეიტა" რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს სასუნთქი გზების დაავადებები (ფილტვები, ზედა სასუნთქი გზები, ბრონქები, ტრაქეიტი (ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება)).

ამასთან ერთად მუდრა წარმატებით ებრძვის მელანქოლიას, ფანტავს ნაღველსა და მოწყენილობას.

შესრულება - ეს მუდრა დამწყებთათვის არ არის მარტივი შესასრულებელი, თუმცა მცირეოდენი პრაქტიკის შემდეგ ადვილად გაართმევთ თავს.

ერთმანეთს შეუერთეთ ორივე ხელის ცერა თითების ზედა ფალანგები.

მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ზემოდან დაადეთ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ფუძეს, ხოლო მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გააძვრინეთ მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს ქვემოთ და ზემოდან დაადევით არათითს.

შემდეგ, მარცხენა ხელის შუათითი შეაძვრინეთ მარჯვენა ხელის შუათითს შორის ისე, რომ მარჯვენა ხელის არათითი და საჩვენებელი თითი აღმოჩნდეს მის ქვემოთ.

დარჩა ნეკები. მარჯვენა ხელის ნეკი დაადეთ მარცხენა ხელის შუათითის ბოლო ფალანგას, ხოლო მარცხენა ხელის ნეკი გადაადეთ ზემოდან მარჯვენა ხელის საჩვენებელ და არათითს.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "მოლივლივე ლოტოსი"

მუდრა - მოლივლივე ლოტოსიგამოყენება - აღმოსავლური ფილოსოფიის თანახმად, მცენარე ლოტოსი არის სულისა და ადგილის დედის სიმბოლო. მისი ფესვები ღრმად არის მიწაში, ხოლო ღერო მდებარეობს წყლის სიღრმეში, რათა წყლის ზედაპირზე ულამაზეს ყვავილად გადაიშალოს.

ლოტოსის ყვავილი იშლება მზის სხივების გავლენით, რონელიც ცეცხლის სტიქიის სიმბოლოდ მიინევა.

მუდრა "ლოტოსის ყვავილი" რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს სქესობრივი და შარდსასქესო ორგანოების პრობლემები.

აგრეთვე მისი შესრულება აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, კუჭის, საშვილოსნოსა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.

შესრულება - შეაერთეთ ერთმანეთს ორივე ხელის ცერა თითები ფრჩხილის ფალანგებით (ისე, რომ ფრჩხილები ეხებოდეს ერთმანეთს).

ასევე შეაერთეთ ორივე ხელზე საჩვენებელი და შუა თითები ბოლოები და მიმართეთ რაც შეიძლება ზემოთ.

ორივე ხელზე დარჩენილი ნეკა და არათითები გადააჭდეთ (გადააჯვარედინეთ) ერთმანეთს და მიმართეთ რაც შეიძლება ახლოს შუა თითების ფუძეებისკენ.

მუდრის შესრულების დროს არ უნდა გრძნობდეთ დისკომფორტს. ხელები უნდა იყოს რაც შეიძლება მოდუნებული და თითები არ უნდა აწვებოდეს ერთმანეთს დიდი ძალით.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ზღვის სავარცხელი"

მუდრა - ზღვის სავარცხელიგამოყენება - აღმოსავლური გადმოცემების თანახმად, ზღვის სავარცხელი ძალისა და სიძლიერის სიმბოლოა. იგი განასახიერებს სულიერ სიმდიდრეს, მატერიალურ შეძლებას და მოქმედებათა აღქმის სიმძაფრეს.

აგრეთვე შეუძლია შთაბეროს ადამიანის სხეულსა და სულს დიდი რაოდენობით ენერგია.

მუდრა "ზღვის სავარცხელი" რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს სიგამხდრე (ანორექსია), უმადობა, ასთენია (ფიხიკური და ნერვიული სისუსტე, მომატებული გადაღლილობა და გამოფიტვა).

შესრულება - შეატყუპეთ ცერა თითები ისე, რომ ისინი გვერდითა მხრიდან ეხებოდნენ ერთმანეთს.

დანარჩენი თითები გადააჭდეთ ერთმანეთს (გადააჯვარედინეთ) არა ზემოდან, არამედ ისე, რომ ფრჩხილის ფალანგები აღმოჩნდეს შიგნით (ხელიგულებთან).

კიდევ ვიმეორებთ, რომ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, საჭიროა თითები იყოს მოდუნებული და ისინი ძალიან არ უჭერდეს ერთმანეთს.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ნევრასთენიის მკურნალობა"

მუდრა - ნევრასთენიის მკურნალობაგამოყენება - მუდრა "ნევრასთენიის მკურნალობა" რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ნერვული სისტემის გაჯანსაღება, შრომისუნარიანობის ამაღლება და ტვინის მუშაობის გაუმჯობესება.

ამასთან მუდრა შესანიშნავი საშუალებაა იმ ადამიანებისთვის ვინც განიცდის სულიერ ტანჯვას.

შესრულება - მუდრის შესრულება დამწყებთათვის შესაძლოა არ აღმოჩნდეს მარტივი, მაგრამ მცირეოდენი პრაქტიკის შემდეგ ადვილად შეძლებთ გამკლავებას.

პირველ რიგში გადაადევით მარჯვენა ხელი მარცხენას ისე, რომ ხელის მტევნების ფუძეები ეხებოდეს ერთმანეთს.

ამის შემდეგ ერთმანეთთან შეაერთეთ შუა და ცერა თითები ორივე ხელზე. შემდეგ გადააჯვარედინეთ ორივე ხელზე ნეკა და საჩვენებელი თითები (ნეკი-ნეკთან, საჩვენებელი - საჩვენებელთან) ისე, რომ ერთმანეთს ეხებოდეს მხოლოდ თითების ბოლოები.

რაც შეეხება არათითებს, ისინი შეიძლება იმყოფებოდეს ნებისმიერ მფგომარეობაში, როგორაც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ტრაქეიტის მკურნალობა"

მუდრა - ტრაქეიტის მკურნალობაგამოყენება - მუდრა "ტრაქეიტის მკურნალობა" რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ტრაქეიტი (ტრაქეის ანთება) ან ტანჯავს ხველება.

მუდრა არა მხოლოდ აუმჯობესებს მდგომარეობას, არამედ აქვს თერაპიული ეფექტიც, ანუ ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელების პროცესს.

შესრულება - მუდრის შესრულება დამწყებთათვის არ არის მარტივი, მაგრამ მცირეოდენი პრაქტიკის შემდეგ ადვილად შეძლებთ გამკლავებას.

შეუერთეთ ერთმანეთს მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითები ისე, რომ ისინი მხოლოდ თითის წვერებით ეხებოდნენ ერთმანეთს.

მოღუნეთ მარჯვენა ხელის შუათითი და დადევით იგივე ხელის ცერა თითის ფუძეს.

შეუერთეთ ერთმანეთს მარცხენა ხელის შუათითის და მარჯვენა ხელის ცერა თითის ბოლოები.

მარცხენა ხელის არათითი დაადევით მარჯვენა ხელის მოღუნულ შუათითსა და გამოშვერილ საჩვენებელ თითს.

ყველაფერ ამის შემდეგ, მარცხენა ხელის ნეკი უნდა მდებარეობდეს მარჯვენა ხელის ნეკსა და არათითს შორის.

და ბოლოს მარჯვენა ხელის ნეკი გადაადევით მარცხენა ხელის ნეკს.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "ვიშნუ"

მუდრა - ვიშნუგამოყენება - მუდრა "ვიშნუ" გამოიყენება სუნთქვის იოგის - პრანაიამას შესრულების დროს (მონაცვლეობითი სუნთქვა - "ანულომა-ვილომა").

პრანაიამა არის მონაცვლეობითი სუნთქვა ცხვირის ნესტოებით პაუზების გარეშე.

შესრულება - მუდრა სრულდება მარჯვენა ხელით.

გაშალეთ მარჯვენა ხელის თითები. შემდეგ კი მოღუნეთ ნეკი და არათითი და დაადეთ მათი ბოლოები ცერა თითის ფუძეს.

მუდრას აქვს მეორე ვარიანტიც: გაშალეთ მარჯვენა ხელის თითები და მოღუნეთ საჩენებელი და შუათითი ისე, რომ თითის ბოლოები ეხებოდეს ცერა თითის ფუძეს.

ყველა თითი უნდა იყოს თავისუფალ და მოდუნებულ მდგომარეობაში.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა - "იონი" (სიყვარულის მუდრა)

მუდრა - იონიგამოყენება - მუდრა "იონი" იგივე - სიყვარულის მუდრა სიმბოლიზირებს სამყაროს ნაუყოფიერების ძალების ჯადოსნურ ყვავილს, რომელიც ადამიანებს აჯილდოვებს ახალგაზრდული მომხიბვლელობით, სიყვარულის უნარით, ამაღელვებელი მგრძნობელობით, სექსუალობით.

რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ძლიერი ტკივილები მენსტრუაციის დროს. მუდრა ხსნის მენსტრუაციულ სპაზმებს, აუმჯობესებს და ამშვიდებს სუნთქვას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას.

შესრულება - მუდრის შესრულება დამწყებთათვის არ არის მარტივი, მაგრამ მცირეოდენი პრაქტიკის შემდეგ ადვილად შეძლებთ გამკლავებას.

შეაერთეთ ხელები და გადააჭვდეთ თითები ერთმანეთს. შეუერთეთ ერთმანეთს ორივე ხელის შუათითები ისე, რომ ისინი ერთმანეთს ეხებოდნენ თითების ბალიშებით.

გადაშალეთ ხელისგულები როგორც წიგნი. შუა თითებმა უნდა შექმნას სამკუთხედი. სჩევნებელი თითები უნდა იყოს გადაჭდობილი მეორე ხელის არათითებზე და მიმართული იყოს ქვემოთ.

ნეკები უნდა დარჩეს უბრალოდ გადაჭდობილი, ხოლო ცერა თითები ორივე ხელზე უნდა იყოს მოღუნული და დადებული საჩვენებელი თითების ფუძეებთან.

დრო - მუდრა უნდა შესრულდეს 15 წუთის განმავლობაში.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ