კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:25

წყლის მეხსიერება არის წყლის თვისება - დაიმახსოვროს, შეინახოს და გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

დაახლოებით 200 წლის წინათ, გერმანელმა მეცნიერმა სამუელ ფრიდრიხ ჰანემანმა, მრავალრიცხოვანი ცდების შემდეგ შენიშნა, რომ სამკურნალო მედიკამენტური ხსნარის კონცენტრაციის შემცირება, არათუ ასუსტებდა, არამედ პირიქით, აძლიერებდა მისი მოქმედების ეფექტურობას.

ნივთიერებები, რომელიც გაზავებული იყო ათი ათასჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ, ახდენდა ავადმყოფებზე უფრო ძლიერ ზემოქმედებას და ხელს უწყობდა მათ სწრაფად გამოჯანმრთელებას.

ასე აღმოცენდა ჰომეოპათია. ჰომეოპათიური მკურნალობა, კონვენციური მედიცინისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ ჰომეოპათიური წამლები მზადდება პოტენცირების წესით. სწორედ ეს პოტენცირების პროცესი შექმნა ჰანემანმა, რომელიც აზავებდა მცენარეულ, მინერალურ და ორგანულ ნივთიერებებს.

აღმოჩნდა, რომ პოტენცირების პროცესი, ნივთიერებისგან გადასცემდა ინფორმაციას წყალს ან წყლისა და ეთანოლის ნაზავს, მაგრამ იმ დროს არავინ არ იცოდა, რომ ეს ფენომენი წარმოადგენდა წყლის მეხსიერებას. (შემდგომში, ფიხიკური კვლევებით დადგინდა, რომ წყლის მეხსიერება, თავისი თვისებებით, ყველაზე ახლოს დგას სამედიცინო თერაპიის ამ დარგთან (ჰომეოპათიასთან)).

მას შემდეგ ძალიან დიდი ხანი გავიდა, მაგრამ მეცნიერებს ეჭირათ მოლოდინის პოზიცია და ხელშესახები ძვრები ამ მიმართულებით არ შეიმჩნეოდა. სამეცნიერო სიმპოზიუმებზე საკუთარი ექსპერიმენტების დემონსტრირებას ახდენდნენ მხოლოდ მოყვარულები.

წყლის მეხსიერების კვლევის საქმეში, გარდამტეხი როლი ითამაშა იაპონელმა მეცნიერმა, დოქტორმა მასარუ ემოტომ. იგი პირველი ალაპარაკდა წყლის მეხსიერებაზე და მის სტრუქტურულ-კრისტალურ თვისებებზე. ემოტოს კვლევების საწყის მომენტად იქცა ამერიკელი ბიოქიმიკოსის ლი ლორენცანის ნამუშევრები, რომელზეც მეცნიერი მუშაობდა გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში და ამტკიცებდა, რომ წყალს შეუძლია აღიქვას, დააგროვოს და დაიმახსოვროს მისთვის გადაცემული ინფორმაცია.

დოქტორი ლი ლორენცანი ატარებდა ექსპერიმენტებს ბიორეზონანსული მეთოდებით და აღმოაჩინა, წყლის მიკრომოლეკულების სტრუქტურების რომელ ნაწილში იყო შესაძლებელი ინფორმაციის შენახვა.

დოქტორმა ემოტომ უამბო და აჩვენა მსოფლიოს, რომ წყალი, რომელიც შეხებაში იყო სხვადასხვა საგნებთან, აღიქვამდა ადამიანის ხმას, საუბარს, მუსიკას, ლოცვას, ელ.მაგნიტურ გამოსხივებას, აუდიო და ვიდეო გამოსახულებას სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილ ან წარმოთქმულ ტექსტს და ა.შ - ამ ყველაფერს იმახსოვრებდა და იწერდა თავის სტრუქტურაში.

ემოტოს თეორიით - წყლის მეხსიერება ყოვლისმომცველია, საზღვრები არა გააჩნია და იტევს ყველა იმ ინფორმაციას, რასაც იღებს გარესამყაროსგან. წყლის სტრუქტურა ისეთი მოძრავი და მგრძნობიარეა, რომ რეაგირებს ექსპერიმენტის დროს ოთახში შემოსულ უცხო ადამიანზეც კი.

ალბათ ყველა ჩვენთაგანს არაერთხელ უნახავს გაყინული წყლის სხვადასხვაგვარი კრისტალები და შეუმჩნევია, რომ არცერთი მათგანი არ მეორდება. ემოტომ წყლის გაყინულ ნიმუშებში, მიკროსკოპის ქვეშ, აღმოაჩინა საოცარი განსხვავება კრისტალურ სტრუქტურებს შორის, რაც გამოწვეული იყო ქიმიური დაბინძურებით და შინაგანი ფაქტორებით.

მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ბრალს დებდა მასარუ ემოტოს ფსევდომეცნიერულ მიდგომებში და თვლიდა, რომ წყალზე ერთი და იგივე ზემოქმედების შემთხვევაში, მიიღება ერთნაირი კრისტალები. თუმცა ემოტომ მეცნიერული მეთოდებით დაამტკიცა, რომ ყველა კრისტალი სხვადასხვაგვარია, ისე როგორც თოვლის ფიფქები, რომლებიც არასდროს მეორდება, მიუხედავად იმისა, რომ მხარდახარ მოდიან ერთი და იგივე ღრუბლიდან.

ემოტომ შეიმუშავა წყლის ხარისხის შეფასების მეთოდი მისი კრისტალური სტრუქტურების მიხედვით. კრისტალების სხვადასხვაგვარობა კიდევ ერთხელ ადასტურებს წყლის მეხსიერების არსებობას. საქმე იმაშია, რომ კრისტალის გაყინვის დროს, მასზე მოქმედებს მთელი რიგი აუარაცხელი ფაქტორებისა.

მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ წყალი აღებულია ერთი წყაროდან, არამედ მაგალითად: დედამიწის მაგნიტურ რხევას, ადამიანის ხასიათსა და განწყობას, მათ ბიოველს, ლოცვას და იმასაც კი როგორ იქნა იგი წაკითხული ემოციებით თუ მის გარეშე და ა.შ.

მიკროკრისტალების ფოტოსურათების მიღების მიზნით, წყლის წვეთის მიკროკრისტალები მოათავსეს 100 სხვადასხვა ლაბორატორიულ, სტერილურ ჯამში და გაყინეს მაცივარში 2 საათის განმავლობაში. შემდეგ ისინი მოათავსეს სპეციალურ მოწყობილობაში, რომელიც შედგებოდა მაცივრის კამერისა და მიკროსკოპისგან, მასზე მიერთებული ფოტოაპარატით.

-5 გრადუს ტემპერატურაზე, მიკროსკოპის მუქ ფონზე, ნიმუშებს ადიდებდნენ 200-500 - ჯერ, ახდენდნენ დაკვირვებას და უღებდნენ ფოტოსურათებს. აღსანიშნავია, რომ წყლის სხვადასხვა ნიმუშებში წარმოიქმნა სხვადასხვა ფორმის ფიფქისმაგვარი კრისტალები.

გაუფილტრავი, და სპეციალური მეთოდით დაუმუშავებლი ბუნებრივი და მინერალური წყლის ნიმუშებში თითქმის ყოველთვის წარმოიქმნებოდა ექვსკუთხიანი, დამაინტრიგებლად ლამაზი კრისტალები. შესაბამისად, მათი ფოტოსურათები იწვევდა აღტაცებას.

რაც შეეხება ონკანისა და აუზის წყლებს, მათში კრისტალები ან საერთოდ არ წარმოიქმნებოდა, ან შეიმჩნეოდა კრისტალური ფორმისგან ძალიან შორს მდგომი გროტესკული წარმონაქმნები, რომლებიც ფოტოსურათებზე საშინლად ჩანდა და არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა.

სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ატარებდნენ მსგავსი ტიპის კვლევებს წყალზე, რომლის ნიმუშები აღებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, თუმცა შედეგები იყო ერთი და იგივე: სუფთა წყალი (წყაროს, ჭის, მინერალური) არსებითად განსხვავდებოდა ტექნიკურად გაწმენდილი წყლისგან. ონკანის წყალში კრისტალები თითქმის არასდროს ჩნდებოდა მაშინ, როცა ბუნებრივი და მინერალური წყლისგან ყოველთვის წარმოიქმნებოდა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ფორმის კრისტალები.

განსაკუთრებით ნათელი და ბრწყინავი კრისტალები შეინიშნებოდა იმ წყლის გაყინვის შედეგად, რომელიც აღებული იყო ბუნებრივი, წმინდა წყაროებიდან.

მაგრამ საქმე არ მხოლოდ წყლის ხარისხსა და თვისებებში იყო, ემოტომ ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი: აიღო წყლით სავსე ორი ჭურჭელი და ერთზე დააწერა სიტყვა "მადლობა", ხოლო მეორეზე "შენ ყრუ ხარ". პირველ შემთხვევაში წყალში მოხდა ლამაზი კრისტალების ფორმირება, ხოლო მეორეში ან საერთოდ არ მოხდა კრისტალიზაციის პროცესი, ან წარმოიქმნა არასასიამოვნო გარეგნობის კრისტალები.

ბუნებაში არსებობს 10% ავადმყოფობის გამომწვევი და 10% სასარგებლო მიკროორგანიზმი, დანარჩენ 80%-ს შეუძლია შეცვალოს თავისი თვისებები სასარგებლოდან მავნე თვისებამდე და პირიქით. ემოტო ვარაუდობდა, რომ იგივე პროპორცია არსებობდა ადამიანებშიც.

თუ ერთი ადამიანი ლოცულობს ღრმა, ნათელი და სუფთა გრძნობით - წყლის კრისტალური სტრუქტურა სუფთა და ნათელია. თუ ამ დროს ადამიანთა დიდ ჯგუფს აქვს დაულაგებელი აზრები, წყლის სტრუქტურა არაეთგვაროვანია, მაგრამ თუ ეს ხალხთა ჯგუფი გაერთიანდება სუფთა გრძნობით მლოცველ ადამიანთან, წყლის სტრუქტურა იქნება ისეთივე სუფთა და ლამაზი, როგორიც იყო ერთი ადამიანის გულწრფელი ლოცვის შემთხვევაში. ადამიანის აზრების ზეგავლენით, წყლის სტრუქტურის ცვლილება ხდება მომენტალურად.

წყლის კრისტალური სტრუქტურა შედგება კლასტერებისგან (მოლეკულათა დიდი ჯგუფი). ლანძღვის გამომხატველი და ცუდი სიტყვები ანადგურებს ამ კლასტერებს. ნეგატიური სიტყები და ფრაზები ახდენენ მსხვილი კლასტერების ფორმირებას, ან საერთოდ არ ქმნიან მათ.

ხოლო დადებითი, ლამაზი სიტყები და ფრაზები ქმნის პატარა, დაძაბულ კლასტერებს. რაც უფრო პატარაა კლასტერი, მით უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინახავს წყლის მეხსიერებას. თუ კლასტერებს შორის ძალიან დიდი შუალედია, შესაძლოა მასში ადვილად შეაღწიოს სხვა ინფორმაციამ და დაარღვიოს მისი მთლიანობა, ამგვარად კი წაშალოს მთელი ინფორმაცია.

კლასტერებს შორის შუალედში შესაძლოა შეაღწიოს მიკროორგანიზმებმაც. ამიტომ კლასტერების დაჭიმული და მჭიდრო სტრუქტურა, ყველაზე ოპტიმალურია ინფორმაციის ხანგრძლივი შენახვისთვის.

დოქტორი ემოტო ვარაუდობდა, რომ კვლევების ჩატარების შემთხვევაში, მძიმე დანაშაულთა სტატისტიკის დიდი ნაწილი თვალსაჩინო იქნებოდა იმ სფეროებში, სადაც ადამიანები ურთიერთობებში ყველაზე ხშირად ბილწსიტყვაობენ.

ემოტო თვლიდა, რომ ყველაფერ არსებულს გააჩნია ვიბრაცია. ვიბრაცია გააჩნია დაწერილ სიტყვასაც კი. თუ თქვენ ხატავთ წრეს - იქმნება წრიული ვიბრაცია. ჯვრის სურათი ქმნის ჯვრის ვიბრაციას. თუ დაწერთ სიტყვას "სიყვარული" - წარმოიქმნება სიყვარულის ვიბრაცია.

წყალი შესაძლოა განმტკიცებული იყოს ასეთი ვიბრაციებით. ლამაზ სიტყვებს გააჩნია ლამაზი, ნათელი ვიბრაციები, ხოლო ნეგატიურმა სიტყვებმა, შეიძლება შექმნას მახინჯური, არადაკავშირებული რყევები, რომელთაც არ შეუძლიათ ვიბრაციის ფორმირება. ადამიანთა ურთიერთობის ენა არ არის ხელოვნური, იგი უფრო ჭეშმარიტი, ბუნებრივი წარმონაქმნია.

ეს დაადასტურეს ტალღური გენეტიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერემბმაც. მათ დაადგინეს, რომ მემკვიდრეობითი ინფორმაცია დნმ - ში ჩადებულია იგივე პრონციპით, რაც დევს ნებისმიერი ენის საფუძველში. ექსპერიმენტებით დამტკიცებულია, რომ დნმ - ის მოლეკულა ფლობს მეხსიერებას, რომელიც გადაეცემა იმ ადგილსაც კი, სადაც ადრე ინახებოდა დნმ - ის ნიმუში.

დოქტორ ემოტოს სწამდა, რომ წყალი ირეკლავდა კაცობრიობის ცნობიერებას. მის ლაბორატორიაში ჩაატარეს მრავალი ექსპერიმენტი იმ მიზნით, რომ ეპოვნათ სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგ გავლენას ახდენდა და წმენდდა წყალს. შედეგად დადგინდა, რომ ეს არის არა ერთი სიტყვა, არამედ ორი სიტყვის შეხამება: “სიყვარული და მადლიერება”.

წყალი ახდენს მიღებული ინფორმაციის კოდირებას არატრივიალური ფორმით. ამიტომ საჭიროა მისი დეკოდირებაც. თუმცა ხანდახან ხდება "კურიოზებიც", მაგალითად: წყლისგან წარმოქნილმა კრისტალებმა გაიმეორეს იმ ყვავილის ფორმა, რომლის გვერდითაც იდგა წყალი.

უდაოა, რომ ეს ფაქტორები მოქმედებს ადამიანზეც, რადგან ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის დიდი ნაწილი (60-80%) წყალია. მის მიერ გადაღებულ ყინულის კრისტალთა უნიკალური სურათებში აღმოჩნდა, რომ ყინულის კრისტალების ფორმა იცვლებოდა სხვადასხვა სახის ზემოქმედებით. კერძოდ, წყლის მოლეკულურ სტრუქტურას ცვლიდა ადამიანის ენერგია, ფიქრები, ხმები.

ეს ცვლილებები განსაცვიფრებელი თვალსაჩინოებით გამოავლინა ხმოვანმა ზემოქმედებამ. საგალობლების, კლასიკური და ხალხური მუსიკის ბგერებმა წყლის კრისტალს საოცრად ლამაზი გეომეტრიული ფორმა მისცა. კრისტალმა გაურკვეველი და უსიამოვნო ფორმა მიიღო მძიმე მეტალის, როკის და სხვა თანამედროვე მუსიკის ზემოქმედებით.

როგორც ჩანს, იმავე ცვლილებებს განიცდის ადამიანის ორგანიზმიც სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენისას. ადამიანის სხეულში ხომ წყლის ძალიან მაღალი შემცველობაა.

ჩატარებული ექპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ კლასიკური მუსიკის ფონზე, ემბრიონში დაფიქსირდა ,,ღიმილი", როკმუსიკის ფონზე კი ემბრიონი "შეიჭმუხნა". როგორც ჩანს, გენეტიკური თვალსაზრისით ემბრიონისათვის კლასიკური მუსიკა უფრო მისაღებია.

ამავე მიზეზით ადამიანზე დამანგრევლად მოქმედებს უაზრო ტელეპროგრამები, საშინელებათა ფილმები მკვლელობისა და ძალადობის სცენებით და ა.შ

საბედნიეროდ, ნეგატიური ენერგიისაგან გასუფთავება შესაძლებელია. როგორც ცნობილია, წყალი ბუნებრივად იწმინდება აორთქლებით, კონდენსირებით, ან გაყინვით და შემდგომ გალღობით. მართალია ეს მეთოდები ადამიანისათვის არ გამოდგება, მაგრამ ამისთვის მას სხვა საშუალებები გააჩნია: ლოცვა, ნაკურთხი წყალი, საგალობლები, კლასიკური და ხალხური მუსიკა, დადებითი განწყობა და კეთილი სურვილები.

ზემოთმოთყვანილი ცნობების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:

»» სიკეთე წყალზე მოქმედებს შემოქმედებითად, ხოლო ბოროტება - ანადგურებს და ცვლის მის სტრუქტურას.

»» სიკეთე პირველადია, ბოროტება კი მეორადი. სიკეთე აქტიურია და თვითმყოფადი თუ მოვაშორებთ ბოროტ ძალას. ამის გამოა, რომ მსოფლიო რელიგიების (განსაკუთრებით ბრწყინვალე ფორმას იღებს წყლის კრისტალი ქრისტიანული ლოცვებისას) ლოცვები შეიცავს გონებრივი დაძაბულობისგან, უგულისყურობისგან, შფოთისა და ეგოიზმისგან განწმენდის ჭეშმარიტ უნარს.

»» ძალადობა ბოროტების ატრიბუტია. ადამიანის სრულყოფის პროცესი დაფუძნებულია სიყვარულზე და მადლიერებაზე..

»» ნეგატიური სიტყვები და აგრესიული განწყობა (ფარულიც კი), უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანზე

»» ადამიანის ცნობიერება უფრო მეტად ახდენს გავლენას ყოფიერებაზე, ვიდრე მისი საქციელი.

»» სიტყვას შეუძლია უშუალოდ მოახდინოს ზემოქმედება ბიოლოგიურ სტრუქტურებზე.

წყალი რეაგირებს მის ირგვლივ მყოფი ადამიანების აზრებსა და ემოციებზე, აგრეთვე მოვლენებზე, რომელიც ხდება საზოგადოებაში. ინფორმაციის დაგროვების შედეგად წყლის კრისტალები იცვლის ფორმას - ლამაზდება თუ ინფორმაცია კეთილმოსურნე და დადებითია და პირიქით - მახინჯდება და ირღვევა მისი ფორმა, თუ ინფორმაცია ნეგატიური, შეურაცხმყოფელი და უარყოფითია. 

წყალს ორგანიზმის გამწმენდი ფუნქციაც აკისრია. თუ ყოველ დილით 1-2  ჭიქა ნაკურთხ, ან სუფთა წყაროს (ან განაყინ) წყალს დალევთ ყლუპ-ყლუპობით, ორგანიზმს გაიწმენდთ უარყოფითი ბიოველისაგან;

დააკვირდით წყლის სტრუქტურას, როგორ იცვლება იგი ადამიანის განწყობისა და მდგომარეობის მიხედვით:

წყლის სამ აგრეგატულ (ფიზიკურ) მდგომარეობასთან ერთად (მყარი, თხევადი და აირადი (ორთქლი)), მთელს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს მისი მეოთხე მდგომარეობის - ინფორმაციის მიღების, შენახვისა და გადაცემის თვისებების შესწავლა.


იხილეთ: ყველაფერი წყლის შესახებ

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ