კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:22

როგორ შევინახოთ თაფლითაფლის შენახვა შესაძლებელია წლების განმავლობაში ისე, რომ მან არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები.

მეფუტკრეები ამტკიცებენ, რომ თაფლს, სასარგებლო თვისებების შენარჩუნება ასწლეულების განმავლობაშიც კი შეუძლია.

რა თქმა უნდა ამის დამტკიცება რთულია, თუმცა სრულიად შესაძლებელია ეს სასარგებლო პროდუქტი, სახლის პირობებში ადვილად შეინახოთ რამდენიმე წლის განმავლობაში.

თაფლის სწორად შესანახად მნიშვნელოვანია შემდეგი ძირითადი ფაქტორები: ტემპერატურა, შენახვის ადგილი, ტენიანობა და ჭურჭელი, რომელშიც ასხია თაფლი.

ტემპერატურა

როგორ შევინახოთ თაფლი - ტემპერატურაოპტიმალურად ითვლება ტემპერატურა 5-დან 20°С - მდე. ეს ნიშნავს, რომ უფრო მაღალ ტემპერატურაზე თაფლის შენახვა სარისკოა, რადგან იგი შეიძლება გაფუჭდეს და აშრევდეს. 

მაგალითად 20°С-30°С ტემპერატურაზე (სამზარეულოს სტანდარტული ტემპერატურა) თაფლი აშრევდება, ან დადნება (თუ უკვე დაკრისტალებულია).

თუ თაფლი დიდი ხნის განმავლობაში დგას თბილ შენობაში 20°С-ზე მეტ ტემპერატურის პირობებში, ირღვევა ვიტამინებისა და სამკურნალო თვისებების დიდი ნაწილი, ხოლო 40°С-ზე ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები სრულიად იკარგება.

დაბალი ტემპერატურა (0 გრადუსზე ქვემოთ) თაფლის ხარისხზე არ მოქმედებს. ის უბრალოდ მაგრდება და კრისტალდება. თუმცა მაინც არ არის რეკომენდებული მისი 0 გრადუს ტემპერატურაზე ქვემოთ შენახვა დიდი ხნის განმავლობაში.

ამიტომ, თაფლის შესანახად იდეალურია გრილი ადგილი, სადაც ტემპერატურა არის  5-10 °С.

არის კიდევ ერთი მომენტი; უმჯობესია თუ შენახვის ტემპერატურა არ შეიცვლება და იგი იდგება ერთ ტემპერატურაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი არათანაბარი კრისტალიზაცია.

ჭურჭელი

როგორ შევინახოთ თაფლი - ჭურჭელიყველაზე იდეალურ ჭურჭელს თაფლის სახლის პირობებში შესანახად, წარმოადგენს მჭიდროდ თავდახურული, მუქი ფერის მინის ქილა.

შესანახად გამოდგება ნებისმიერი მინის ტარა, კერამიკა,  დასაშვებია ემალირებული ჭურჭელიც.

თუ სხვა საშუალება არ არსებობს, თაფლის შესანახად, საკვების შესანახად ვარგისი (სერთიფიცირებული) პლასტმასის ჭურჭელის გამოყენებაც შეიძლება. გახსოვდეთ, რომ თაფლის შენახვა, დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ხარისხიან პლასტმასის ჭურჭელშიც არ არის რეკომენდებული, რადგან თაფლი პლასტმასთანაც შედის რეაქციაში. სასურველია თუ მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (მაგალითად თაფლის გადასატანად) გამოიყენებთ.

თაფლის შენახვა დასაშვებია თიხის ჭურჭელშიც, რადგან თიხა აკმაყოფილებს თაფლის შესანახად საჭირო ყველა კრიტერიუმს.

თიხა არ ატარებს მზის სხივებს, არ შედის ქიმიურ რეაქციაში, ამიტომ მაში თაფლის არ მჟავდება და არ ფუჭდება. ამას გარდა თიხა ინარჩუნებს თაფლის შესანახად ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმს.

თაფლის შენახვა შეიძლება ნატურალური ხისგან დამზადებლ ჭურჭელშიც (კასრები, ქილები და ა.შ).  ამ მიზნით კარგია გამოყენებული იქნას ცაცხვის, წიფელის, ალვის ხისა და კედარის მასალა.

არ არის მიზანშეწონილი წიწვოვანის ხის მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, რადგან თაფლი მიიღებს ფისის სუნს, მუხისგან დამზადებულ კასრში შენახული თაფლი იცვლის ფერს  და გაშავებამდე მუქდება, ხოლო ვერხვისგან დამზადებუ ხის ჭურჭელში შენახული თაფლი იღებს მწარე გემოს.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თაფლის შენახვა უხარისხო პლასტმასის, ლითონის, სპილენძის, აგრეთვე მოთუთიებულ ან მოვერცხლილ ჭურჭელში. ასეთ ჭურჭელში შენახული თაფლი შედის რეაქციაში, ითვისებს მომწამვლელ ნივთიერებებს და შესაბამისად მჟავდება ან ფუჭდება. 

არაემალირებული მეტალის მასალიდან, თაფლისთვის დასაშვებია მხოლოდ უჟანგავი ფოლადისა და ალუმინის ჭურჭელი, თუმცა ამ ჭურჭელშიც თაფლის შენახვა არ არის რეკომენდებული.

არ შეიძლება თაფლი შეინახოთ ჭურჭელში, რომელიც ემალირებულია, მაგრამ დაზიანებული (ამოტეხილი) აქვს ემალი.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ხარისხიანი თაფლის შესანახი ჭურჭელი უნდა იყოს აბსოლიტურად სუფთა და მშრალი.

არასოდეს არ დაამატოთ ახალი თაფლი ჭურჭელში, რომელშიც ძველი, თუნდაც ხარისხიანი თაფლის ნარჩენებია, რადგან ასე დაიწყება თაფლის დუღილის პროცესი.

ტენიანობა

როგორ შევინახოთ თაფლი - ტენიანობარაც უფრო დაბალია თაფლის შენახვის ადგილის ტენიანობა, მით უფრო უკეთესია.

თაფლის შესანახად ოპტიმალურ ჰაერის ტენიანობად ითვლება 60%, ხოლო მაქსიმალურ ჰაერის ტენიანობად 80%.

საქმე იმაშია, რომ თაფლი ძალიან ადვილად ითვისებს ტენს გარემოსგან. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, ტარა, რომელშიც შენახულია თაფლი, ძალიან მჭიდროდ უნდა იყოს თავდახურული.

უმჯობესია არ შეინახოთ თაფლი ნესტიან ადგილებში, სადაც ჰაერის ტენინობა მაღალია (მაგალითად  წყალთან ან სხვა სითხეებთან ახლოს).

თუ თაფლი შეიწოვს დიდი რაოდნეობით ტენს, იგი გახდება ზედმეტად თხევადი და გაფუჭდება.

შენახვის ადგილი

როგორ შევინახოთ თაფლი - შენახვის ადგილიარავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თაფლის შენახვა მზიან ადგილას, სადაც მას პირდაპირ ხვდება მზის სხივები.

მზის სხივების ზემოქმედება გაათბობს ჭურჭელს, რომელშიც შენახულია თაფლი და დაარღვევს თაფლის სასარგებლო თვისებების დიდ ნაწილს.

ყველაზე სწრაფად, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ნადგურდება ფერმენტი ინჰიბინი, რომელიც პასუხისმგებელია თაფლის ანტიმიკრობულ თვისებებზე.

ამიტომ, უმჯობესია თაფლის შეინახოთ ბნელ, ან ისეთ ადგილზე, სადაც ყველაზე ნაკლებად მოხვდება მზის, ან რაიმე სახის შუქი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება თაფლის შენახვა ისეთი პროდუქტების ან ნივთიერებების გვერდით, რომლებიც მძაფრ სუნს გამოსცემენ. მაგალითად შებოლილი თევზი და ხორცი, ხახვი, ნიორი, ყველი, დამარილებული და მჟავე პროდუქტები.

აგრეთვე: სხვადასხვა საღებავები, სამშენებლო მასალები, ბენზინი, ნავთი და ა.შ.

მიუხედავად მჭიდროდ დახურული თავსახურისა, თაფლმა მაინც შეიძლება შეიწოვოს ყველა ირგვლივ მოთავსებული პროდუქტებისა და ნივთიერებების მძაფრი სუნი.

შეიძლება თუ არა თაფლის შენახვა მაცივარში?

შეიძლება თუ არა თაფლის შენახვა მაცივარში?ეს საკითხი ბევრ ადამიანს აინტერესებს. პასუხი კი ასეთია: თაფლის შენახვა მაცივარში შესაძლებელია, თუმცა გარკვეული წესების დაცვით.

უპირველეს ყოვლისა, ჰაერის ტემპერატურა მაცივარში არ უნდა იყოს +5 გრადუსზე დაბალი. ჩვეულებრივ, ეს სტანდარტული ტემპერატურული რეჟიმია მაცივრის კარებებზე განთავსებული შესანახი განყოფილებებისთვის.

თუ თქვენს მაცივარს აქვს მშრალი ყინვის, ე.წ. No Frost რეჟიმი, ამ შემთხვევაში აღნიშნულ ტემპერატურაზე, მაცივარში თაფლის შენახვის არანაირი პრობლემა არ არსებობს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველია მაცივარში ტენიანობის დონის კონტროლი და მაცივრის კედლ»ების გაწმენდა ზედმეტი ტენისგან, რომელიც ხშირად არის მაცივრის კედლებზე წყლის წვეთების სახით.

აქვე არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ორივე შემთხვევაში, მაცივარში თაფლი უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, რათა მასში არ მოხვდეს ზედმეტი ტენი და სხვა საკვების სუნი.

გახსოვდეთ, რომ მაცივარში შენახული თაფლის კრისტალიზაციის (ჩაშაქრების) პროცესი უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ოთახის ტემპერატურაზე, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, ნიშნავს, რომ თაფლი ნატურალურია და არ არის ფალსიფიცირებული.

რამდენი წელი შეიძლება შევინახოთ თაფლი?

რამდენი წელი შეიძლება შევინახოთ თაფლი?შეკითხვაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება თაფლის შენახვა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. თუმცა არსებობს სხვადასხვა ნორმები და პირობები.

მიიჩნევა, რომ თაფლის შენახვა შესაძლებელია წლების განმავლობაში ისე, რომ მან არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები.

ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. როგორც ცნობილია, თაფლს გააჩნია რამოდენიმე თავისებურება:

»» ბაქტერიციდული თვისებების გამო თაფლი არასდროს გაფუჭდება, არ ამჟავდება, არ დაობდება და ა.შ. ასე რომ თაფლს რამოდენიმე წლის შემდეგაც ექნება იგივე გარეგნული სახე, გემო და არომატი.

»» თაფლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები იცვლება მისი შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე დამოკიდებულებით. ეს თვალით არ ჩანს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თაფლის სასარგებლო თვისებების შესანარჩუნებლად.

ზოგადად, თაფლის შესანახად რეკომენდებული ოპტიმალური ვადა შეადგენს ერთ წელს. თუმცა ეს მონაცემი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა.

არის ქვეყნები, სადაც თაფლის ვარგისიანობის ვადად მითითებულია 2 წელი. მაგალითად ევროპის ქვეყნებში, დაფასოებულ თაფლზე მითითებული ვარგისიანობის ვადა - 3 წელია (მოსავლის აღებიდან).

ზოგიერთ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში, თაფლის შენახვის ვადა შეადგენს 5 წელიწადს.

არსებითად, თუ თავს დავანებებთ ფორმალურ ნორმებს, თაფლის შენახვისა და ვარგისიანობის ვადა შეუზღუდავია და შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ მისი შენახვის პირობებით.

თუ დაიცავთ ზემოთ აღწერილ შენახვის პირობებს, თაფლის შენახვა მრავალი წლის განმავლობაშია შესაძლებელი მისი სასარგებლო თვისებების მინიმალური დანაკარგით.

ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ