რა არის აპითერაპია |
აპითერაპია არის ფუტკრის პროდუქტების გამოყენება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით.
იგი, ისე როგორც მკურნალობის ბუნებრივი მეთოდი უძველესი დროიდანაა ცნობილი და აქტიურად გამოიყენებოდა კიდეც მრავალი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეს მეთოდები დღეს სულ უფრო იკრებს პოპულარობას და უკვე აუცილებელ სამკურნალო მეთოდებს შორისაც კი დგას დახურულ ელიტარულ კლინიკებში.
აპითეაპია პირველ რიგში გულისხმობს ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმის ბუნებრივი შესაძლებლობების აღდგენას.
ფუტკრის პროდუქტები: ფუტკრის შხამი, პროპოლისი, ფუტკრის რძე, ფუტკრის პური (ჭეო), ყვავილების მტვერი და ა.შ - შეიცავს თითქმის ყველა ცნობილ ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას.
ფუტკრის პროდუქტების ანტივირუსული, ანტიმიკრობული, იმუნომასტიმულირებელი, რადიოპროტექტორული, ანტიჰიპოქსიური და ა.შ თვისებები, ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში და სულ უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში.
სამედიცინო-ბიოლოგიური თვალსაზრისოთ, ფუტკარი შესაძლოა წარმოვიდგინოთ როგორც ერთჯერადი შპრიცი, რომელიც სავსეა უნიკალური შემადგენლობის წამლით, რომელსაც ანალოგი არა აქვს სამკურნალო პოტენციალის თვალსაზრისით.
ფუტკრის კბენის შედეგად, ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკმაოდ რთული ქიმიური შემადგენლობის (დაახლოებით 50 სხვადასხვა ნივთიერება) მცირე დოზა.
ამ დოზაში შედის:
- მინერალური ნივთიერებები (ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი)
- მჟავები (მარილმჟავა, ჭიანჭველამჟავა, ფოსფორმჟავა,
- ცილები ცხიმები და ამინომჟავები;
- ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა);
- აცეტილჰოლინი, ჰისტამინი;
უნდა ითქვას, რომ ფუტკრის ნაკბენით (შხამით) მკურნალობა დაფუძნებულია პეპტიდებზე. პეპტიდები არის ნაერთები, რომლებიც შედგება გარკვეული წესით (პეპტიდური ბმებით) დაკავშირებული ერთი ან რამოდენიმე ამინომჟავის ნაშთებისაგან.
პეპტიფდი-მელიტინი აცხრობს ანთებით პროცესს და ანადგურებს სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს
პეპტიდი-ადოლაპინი გაცილებით ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, ვიდრე ერთად აღებული ოპიუმი და ასპირინი.
პეპტიდი-აპამინი ხელს უწყობს ნერვიული სისტემის ტონუსში მოყვანას.
პეპტიდი-კარდიოპეპტიდი ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბილიზაციას.
ფუტკრის შხამი არ წარმოადგენს წამალს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ის არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს არავითარ დანამატებს, საღებავებს და სხვა ქიმიურ კომპონენტებს, რის გამოც, მის მოხმარებას აქვს მხოლოდ დადებითი შედეგი სხვა ქიმიური პრეპარატებისგან განსხვავებით, რომელთაც გვედითი მოვლენების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი გააჩნიათ.
არავითარ „ქიმიას“ არ შეუძლია შეცვალოს ბუნებრივი მკურნალის ძალა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ფუტკრის პრეპარატები ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზებს და არა მათ სიმპტომებს.
მაგალითად, ფუტკრის შხამი წარმოადგენს ორგანიზმში თითქმის ყველა ფიზიოლოგიური პროცესის მძლავრ კატალიზატორს, რომელიც ებრძვის უშუალოდ დაავადების წყაროს.
ფუტკრების შერჩევა აპითერაპიისთვის |
ყველა აპითერაპევტი მკურნალობის მიზნით იყენებს განსხვავებული ჯიშის თაფლის მატარებელ ფუტკრებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფუტკრების ზოგიერთი ჯიში ნაკლებად აგრესიულია, ზოგი კი მეტად აგრესიული.
სწორედ ფუტკრების ჯიშზეა დამოკიდებული შხამის რაოდენობა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ფუტკრის ჯირკვლების რეზერვუარში შხამის რაოდენობა განისაზღვრება პირველ რიგში იმით, თუ რამდენად ძლიერია ფუტკრის ოჯახი.
შხამის ბიოქიმიური შემადგენლობა პირდაპირდამოკიდებულია საკითხზე, თუ როგორ იკვებებიან ახალგაზრდა ფუქტკრები.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფუტკრები, რომლებიც არ იკვებებოდნენ ყვავილების მტვრით, ვერ ახდენდნენ შხამის სინთეზს.
ამას გარდა, შემოდგომის ფუტკრების რეზერვუარში რამდენადმე ნაკლები შხამია , ვიდრე გაზაფხული-ზაფხულის გენერაციის ფუტკრებისა.
აპითერაპევტი ითვალისწინებს ყველა ამ ფაქტს და საკუთარი პაციენტებისთვის ირჩევს სწორედ იმ ფუტკრებს, რომელსაც მიიჩნევს ყველაზე შესაბამისად და ეფექტურად მოცემულ შემთხვევაში.
ფუტკრის ნაკბენით მკურნალობა |
ადამიანის საყრდენ-მოძრავი აპარატის, სისხლძარღვებისა და ნერვების (ნაწილობრივ) მკურნალობის დროს, ფუტკრის დასმა ხდება ადგილობრივად. ფუტკარი ნესტრავს ადამიანის მტკივნეულ ადგილს, უშვებს სხეულში საკუთარ შხამს და ტოვებს ნესტარს კანში.
სხვა სახის დაავადებების დროს, არსებობს ფუტკრის დასმის განსაზღვრული სქემა.
რა სახის მეთოდიც არ უნდა იქნეს გამოყენებული, ნებისმიერ შემთხვევაში, ფუტკარი იღუპება, ხოლო ადამიანი შხამთან ერთად იღებს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სასარგებლო ნივთიერებების აუცილებელ პორციას. მკურნალობის შედეგს აქვს ხანგრძლივი ეფექტი.
სეანსების ჩატარება ხდება დღეგამოშვებით, რადგან შხამი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. თავად კურსი გათვლილია 10-20 სეანსზე (აპითერაპევტის შეხედულებით), თუმცა შედეგი თვალსაჩინოა უკვე პირველი სეანსების შემდეგ.
ფუტკრის დასმისა და კბენის შემდეგ პაციენტი პირველ რიგში გრძნობს ხანმოკლე ტკივილს, რომელსაც მალე ცვლის სითბოს შეგრძნება.
ცალკეულ შემთხვევაში, თუ ტკივილი ისე გაგრძელდა, რომ პაციენტს შეექმნა დისკომფორტი, მას უტარდება ნაკბენ ადგილზე სპეციალური მასაჟი ტკივილის მოსახსნელად.
ფუტკრის შხამის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება ხდება უკვე რამოდენიმე სეანსის შემდეგ. კანი „ეჩვევა“ ტკივილს და კბენის დროს პაციენტი გრძნობს მხოლოდ მსუბუქ წვასა და სითბოს.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფუტკრის კბენით მკურნალობას გააჩნია უკუჩვენებებიც:
• ფუტკრის შხამზე ალერგია;
• მწვავე დაავადებები და ქრონიკული დაავადებები გამწვავების პერიოდში;
• ტუბერკულოზი;
• ვაქცინაცია (ერთი თვის განმავლობაში);
• თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა;
• ადისონის დაავადება;
• ორსულობა და ძუძუთი კვება;
სხვა მხრივ, ფუტკრის ნაკბენით მკურნალობა აბსოლიტურად უვნებელია. ზრდასრული ადამიანისთვის ტოქსიკურ დოზად (პირველადი მოწამლვა) ითვლება 50-70 კბენა. სასიკვდილო დოზად 100-500 კბენა. ერთი სეანსის დროს აპითერაპევტი იყენებს დაახლოებით და არაუმეტეს 15-20 კბენას.
ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობის მეთოდები |
აპითერაპიის ძირითადი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ფუტკრის ნაკბენით მკურნალობა. ამ დროს ხდება მტკივნეულ წერტილებზე და ზონებზე ფუტკრის დასმა და დანესტრვა.
სწორედ ასე მკურნალობენ რადიკულიტს, ნევრალგიას, ოსტრეოქონდროზს და ართრიტს.
სხვა არსებულ მეთოდებში შედის:
»» ინჰალაცია (ფუტკრის შხამის შესუნთქვა);
»» ამპულებში მოთავსებული ფუტკრის შხამის მზა პრეპარატის კანქვეშ შეყვანა;
»» იონოფორეზი (ფუტკრის შხამის კანქვეშ შეყვანა ელექტროობის საშუალებით);
»» ფონოფორეზი (ფუტკრის შხამის შეყვანა ულტრაბგერის საშუალებით);
»» ფუტკრის შხამის შემცველი კრემებისა და საცხების კანში შეზელვა;
»» ფუტკრის შხამის შემცველი აბების მიღება (ენის ქვეშ);
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მეთოდს გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები, მაგალითად, კანქვეშ ფუტკრის შხამის შეყვანა საშუალებს იძლევა მოხდეს შხამის ზუსტი რაოდენობის დოზირება, თუმცა თავად პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია.
რაც შეეხება ელექტროფორეზს, ამ შემთხვევაში პაციენტი ტკივილს ვერ გრძნობს, თუმცა შხამის საერთო რაოდენობის ზუსტი დოზირება ამ შემთხვევაში გამორიცხულია.
შეუძლებელია შხამის ზუსტი დოზის გამსაზღვრა ფონოფორეზის დროსაც, სამაგიეროდ ამ მეთოდს ორმაგი ეფექტი აქვს - შხამის და ულტრაბგერის.
ელექტროფორეზის ხანგრძლივობაა 5 დან -15 წუთამდე, ხოლო პროცედურა ტარდება ყოველ დღე, ან დღეგამოშვებით. თერაპიის კურსია 15-20 პროცედურა.
ასევე ხდება მკურნალობა ფონოფორეზის გამოყენებითაც, რომლიდროსაც ყოველდღიურად ზრდიან ფუტკრების რაოდენობას.
მკურნალობის ნებისმერი მეთოდის შემთხვევაში აუცილებელია გამოცდილი და კვალიფიციური აპითერაპევტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს აუცილებელი თერაპიის კურსი და პროფესიონალურად წარმართოს იგი.
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მეთოდის ერთმანეთთან შეთავსება დასაშვებია. ამასთან აპითერაპიის შერჩეულ კურსის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს მედიკამენტოზური მკურნალობა.
აუცილებელი რეკომენდაციები |
პროცედურების დაწყების წინ, პირველ რიგში აპითერაპევტმა უნდა გაარკვიოს არსებული უკუჩვენებები.
შემდეგ ტარდება ბიოლოგიური სინჯები, რომლის საშუალებითაც ადგენენ თუ რამდენად შეუძლია ორგანიზმს ფუტკრის შხამის ატანა.
პროცედურები უნდა ჩატარდეს აპითერაპევტის მიერ, სპეციალური დანადგარებით აღჭურვილ კაბინეტში.
პაციენტი უნდა განთავსდეს რაც შეიძლება მოხერხებულად და მნხოლოდ ამის შემდეგ იწყებს სპეციალისტი თავის საქმიანობას.
აპითერაპიის პროცედურების დროს გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:
• დაცული იქნეს დოზების თანდათანობით გაზრდის პროცესი;
• დაცული უნდა იქნეს რძისა და მცენარეული საკვების დიეტები;
• მკურნალობის პროცესში მკაცრად უნდა დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი;
• უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცხიმიანი საკვები, ტკბილეულობა და სპირტიანი სასმელი;
• არ მიიღოთ ფუტკრის შხამის შემცველი პრეპარატები საკვების მიღებისთანავე;
• ჩატარებული კურსის შემდეგ 1 საათის განმავლობაში მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვებს;
• აპითერაპიის შემდგე არ მიიღოთ წყლის, მზისა და ჰაერის აბაზანები, მოერიდეთ დიდი ხნის განმავლობაში სეირნობას და ფიზიკურ ვარჯიშებს;
• თუ პროცედურის შემდეგ კანზე დაგრჩათ სიწითლე და შესიება, უკეთესია თუ მომავალ სეანსს დროებით გადადებთ;
• მენსტრუაციული ციკლის დროს პროცედურების ჩატარება არ არის რეკომენდებული;
• იმისთვის, რომ გაძლიერდეს ასეთი მკურნალობის თერაპიული ეფექტი, შეგიძლიათ მიიღოთ შინაგანად ფუტკრის სხვა პროდუქტები: მაგალითად ფუტკრის რძე ან ყვავილების მტვერი;
• უმჯობესია სეანსების დღის ერთი და იგივე მონაკვეთში ჩატარება;
• თერაპიის კურსის დამთავრება რეკომენდებულია ისე, რომ არ შემცირდეს დასასმელი ფუტკრების რიცხვი;
• განმეორებითი კურსის შემთხვევაში, თავიდან ჩააბარეთ აუცილებელი ანალიზები;
ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ |