რა არის ფუტკრის შხამი |
ფუტკრის შხამი მეფუტკრეობის პროდუქტებიდან ყველაზე ”ვერაგი” პროდუქტია, იგი უძლიერესი იმუნოსტიმულატორი და იმუნომოდულატორია. მის შემადგენლობაში შედის დაახლოებით 50 კომპონენტი: მინერალური ნივთიერებები (ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი), მჟავები (მარილმჟავა, ჭიანჭველამჟავა, ფოსფორმჟავა), ცილები ცხიმები და ამინომჟავები, ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა); აცეტილჰოლინი, ჰისტამინი და ა.შ
თაფლის მატარებელ ფუტკრებს, მუცლის ბოლო ნაწილში განთავსებული აქვთ დამცავი ორგანო - საკბენი აპარატი, რომელიც შედგება ნესტარისაგან, ორი შხამიანი ჯირკვლისა და შხამის რეზერვუარისგან.
ერთი ფუტკრისგან შესაძლებელია 0.4-0.8 მგ. შხამის მიღება. შხამის რაოდენობა ფუტკრის ასაკზე, წელიწადის დროსა და კვებაზეა დამოკიდებული. მაგალითად გაზაფხულზე და ზაფხულზე ფუტკარი შხამის ყველაზე დიდ რაოდენობას გამოიმუშავებს.
ახალგაზრდა ფუტკარს შხამი ან არა აქვს, ან აქვს ძალიან ცოტა. ორ კვირას მიღწეული მუშა ფუტკრის შხამის რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს, ამის შემდეგ შხამიანი ჯირკვალი ნელ ნელა კვდება.
ყველასათვის ცნობილია ფუტკრის შხამის სამკურნალო თვისებები. მიმოვიხილოთ როგორ გამოვიყენოთ იგი საკუთარი სარგებლობისთვის.
ფუტკრის შხამი და მისი სამკურნალო თვისებები
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფუტკრის შხამი, უძლიერესი იმუნოსტიმულატორი და იმუნომოდულატორია. სტერილურია გაზავებისას 1 : 50 000.
ფუტკრის შხამს აქვს უვნებლობის ეფექტი. ფლობს ტკივილგამაყუჩებელ და კვანძების მბლოკავ უნარს.
როგორც ცნობილია, ჰიპერტონიის მკურნალობისას იბლოკება სიმპატიკური კვანძები, რომელთა აღგზნებაც არის ამ დაავადების განვითარების ერთ-ერთი მიზეზი, რომლის დროსაც სისხლძარღვები ფართოვდება.
ფუტკრის შხამი ახდენს როგორ ცენტრალური, ასევე პერიფერული ნერვული სისტემის მოქმედების აქტივაციას.
ასტიმულირებს გულის კუნთის მუშაობას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, არეგულირებს არტერიულ წნევას, აფართოვებს თავის ტვინისა და გულის სისხლძარღვებს.
ფუტკრის შხამს გააჩნია მთელი რიგი სამკურნალო თვისებები:
»» ხსნის ტკივილებს უკვე პირველი პროცედურის შემდეგ;
»» აქრობს შეშუპებებს და კუნთების სპაზმებს
»» ანელებს სისხლის შედედებას და ამცირებს ტრომბის წარმოქნის სასიშროებას;
»» აქვეითებს ქოლესტერინის შემადგენლობას სისხლში;
»» აუმჯობესებს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის აღდგენის პროცესებს;
»» ავლენს თირკმლის ზედა ჰიპოფიზარული სისტემის მოქმედების სტიმულირებას;
»» აქვეითებს კუნთების ტონუსს;
»» ამცირებს კაპილარულ გამტარიანობას;
»» ასტიმულირებს მიოკარდიუმის მუშაობას, ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას, ახასიათებს ანტიარითმიული მოქმედება;
»» ასტიმულირებს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობას;
»» ხელს უწყობს ტროპიკული წყლულის, ანთებადი ინფილტრატების, ჭრილობების შეხორცებას;
»» შესაძლებელია, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ფუტკრის კბენის პროცესში, მოხდეს პოლიართრიტების განკურნება;
»» იცავს ინფექციებისგან;
»» ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, ანიჭებს მხნეობას და აძლიერებს შრომისუნარიანობას;
»» და სხვა...
ფუტკრის შხამი დადებითად მოქმედებს სისხლწარმომქმნელ ორგანოებზე, სისხლის პლაზმაზე და მის შემადგენლობაზე, ათხიერებს და აახალგაზრდავებს სისხლს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, რაც წარმატებით გამოიყენება ტრომბოფლებიტისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ. ამასთან, ვარიკოზული კვანძების განკურნება ხდება ოპერატიული ჩარევის გარეშე.
ამასთან, ფუტკრის შხამი არეგულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების: ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები და ა.შ მუშაობას.
ფუტკრის შხამის ეს თვისებები, გამოიყენება ჰორმონებზე დამოკიდებულ მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ, მაშინ როცა საკუთარი ენდოკრინული სისტემა უკვე დასუსტებულია სინთეტიკური ჰორმონების მიღების გამო. მაგალითად ისეთი დაავადებების ხანგრძლივი მკურნალობის დროს, როგორიცაა:ობრონქული ასთმა, ფსორიაზი, წითელი ქარები, ართრიტი, ეგზემა, იმპოტენცია და ა.შ.
ფუტკრის შხამით მკურნალობის შედეგად ქრება მწვავე ტკივილები ოსტრეოქონდროზის და ართროზის დროს, ხდება ხერხემლისა და სისხლძარღვების მოძრაობის სრული ამპლიტუდის აღდგენა.
ფუტკრის შხამით ხდება ჰიპერტონული დაავადებებისა და პოსტინსულტური მდგომარეობის მკურნალობა, იგი აღადგენს ქსოვილების დაკარგულ მგრძნობელობასა და კუნთების ძალას, აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას დაზიანებულ ორგანოებში.
ბოლო გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ ფუტკრის შხამს გააჩნია მაბლოკირებელი, დამანგრეველი მოქმედება სიმსივნური უჯრედებზე, რაც საშუალებას იძლევა აპითერაპია გამოყენებული იქნას ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ.
იმ დაავადებებს შორის, რომელთა მკურნალობის დროს ფუტკრის შხამი ეფექტურია, შედის პარკინსონის დაავადებაც, რადგან იგი ახდენს დოფამინის დამატებითი გამომუშავების სტიმულირებას, ამასთან, თავად შეიცავს დოფამინს, რაც საშუალებას იძლევა კომპენსირებული იქნას ამ ფერმენტის დეფიციტი, შესაბამისად კი შეჩერებული იქნას დაავადების პროგრესირება.
ფუტკრის შხამით მკურნალობას კარგი ეფექტები აქვს ბავშვთა ცერემბლარული დამბლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესშიც, რაც შხამის ცალკეული ფრაქციების დამსახურებაა, რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ფუნქციების აღდგენა.
ფუტკრის შხამის მოპოვების ხერხები |
არსებობს ფუტკრის შხამის მოპოვების რამოდენიმე ხერხი, მაგრამ ყველა მათგანი იწვევს ფუტკრის სიკვდილს შხამის გამოღების შემდეგ.
ყველაზე მარტივი შემდეგი ხერხია: მინის ქილას ავსებენ დესტერილიზებული წყლით, რომელიც იფარება ცხოველური აპკით, ფუტკარს პინცეტით აჯენენ აპკზე. ფუტკარი კბენს აპკს და შხამი წყალში ჩაედინება. პროცესის დასრულების შემდეგ წყალი ორთქლდება და შხამი რჩება. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ შხამი სრულად ამოიღება ფუტკრის ნესტრიდან და არაფრით ბინძურდება.
შხამის მიღების სხვა ხერხებიც არსებობს, მაგალითად, ფუტკარებს ეთერით აძინებენ. ამისათვის მათ სუფთა მინის ქილაში სვამენ, ქილას კი ეთერით დანამულ გასაფილტრ ქაღალდს აფარებენ. ეთერის ზემოქმდების შედეგად, ფუტკრები შხამს გამოუშვებენ, თვითონ კი იძინებენ. მას შემდეგ, რაც ფუტკრები ღრმა ნარკოზის მდგომარეობაში შედიან, ისინი ისევ სკაში შეჰყავთ. ქილაში წყალს ავლებენ, გამორეცხილ სითხეს ფილტრავენ, შემდეგ კი აორთქლებენ. რის შედეგადაც 1000 ფუტკრისგან შესაძლებელია 50-70 მგ. შხამის მოპოვება. ამ მეთოდით მოპოვებული ფუტკრის შხამის ხსნარი დაბინძურებულია თაფლით და სხვადასხვა მინარევებით, რომელიც შეიძლება ფუტკრის სხეულზე არსებობდეს.
არსებობს შხამის მიღების კიდევ ასეთი ხერხი: შხამის მიღება მინაზე. ამ მიზნით ფუტკარს სპეციალური პინცეტით მინაზე მუცლით სვამენ. ფუტკარი მინას კბენს, ე.ი. შხამს მინაზე ღვრის, ნესტარი კი უნარჩუნდება. ასე მიღებული შხამი წლების მანძილზე შეიძლება შეინახოს: მინის ნაცვლად შეიძლება პლასტმასის ან პოლიეთილენური ფირფიტების გამოყენება. ორი ფირფიტის ერთმანეთზე დადებისას შხამი ინახება. იმისათვის რომ ფირფიტებიდან შხამი ავიღოთ, საკმარისია ისინი დესტერილიზირებულ წყალში ჩავდოთ.
კიდევ ერთი ხერხი... შეიძლება ნესტარის ამოგლეჯა, ხოლო შემდეგ მუცელზე ხელის დაჭერით შხამის მინაზე დაცლა.ასეთი გზით მიღებული შხამი მალე შრება და ასეთივე მდგომარეობაში ინახება.
შეიძლება შხამიანი ჯირკვლის გამოშრობა და ფხვნილად ქცევაც. შხამის მიღების წინ, იგი ასეთი ფხვნილიდან სპირტის მეშვეობით ამოიღება.
ზემოთ ყველა ჩამოთვლილი ხერხი მცირეწარმოებადია. ბოლო ხანებში გამოყენება ფუტკრის შხამის მიღება ელექტრო მეთოდით. სკის გამოსასვლელის წინ დებენ მინას, რომელზეც მრავალი მავთულია (წვრილი მავთულებია) დაქსელილი. მათში კი შესაბამისად გადის დენი. როდესაც ფუტკარი მინაზე ჯდება, დენის ზემოქმედების ქვეშ ხვდება და პასუხად მინას კბენს, ამ დროს კი შხამს უშვებს. თუმცა ეს მეთოდიც არ არის იდეალური, ბევრი ფუტკარი უბრალოდ არ ჯდება მინაზე.
ხალხურ მედიცინაში ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება მკვდარი ფუტკრისგან დამზადებული ნახარში, რომლის შემადგენლობაშიც ფუტკრის შხამია.
ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ |