ადამიანებს ეჩვენებათ, რომ როდესაც არ სძინავთ, მათი ყველა ორგანო სრული დატვირთვით მუშაობს.
თუმცა ეს ასე არ არის, ბრძენმა ბუნებამ, ადამიანის ორგანიზმი ისე მოაწყო, რომ ყველა ორგანო დაცულია უდროო დროს მუშაობის რეჟიმისგან, შესაბამისად კი ადამიანის ორგანიზმი და ორგანოები დაცულია უდროოდ დაბერებისგან.
ეს ბუნებრივიცაა, რადგან ნებისმიერი მექანიზმი, რომელივ მუშაობს შესვენების გარეშე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სწრაფად ცვდება და ძველდება.
ყველაზე უბრალო მეთოდი, ადამიანის ორგანიზმისა და ორგანოების სწრაფად დაბერების შესაჩერებლად, არის ის, რომ სხეულის სხვადასხვა ორგანოები, სრული დატვირთვით, მუშაობს დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ანუ მაშინ, როცა მუშაობს ერთი ორგანო, სხვა ორგანოებს ეძლევათ დასვენების საშუალება.
ერთადერთი გამონაკლისია ძლიერი სტრესი, რომლის დროსაც ადამიანის თითქმის ყველა ორგანო სრული დატვირთვით მუშაობს და მიმართულია თვითგადარჩენისკენ.
ადამიანის ორგანიზმის მუშაობის გრაფიკი
ღამის 1-3 საათი - ღვიძლი
ღამის 3-5 საათი - ფილტვები
ღამის 5-7 საათი - მსხვილი ნაწლავი
დილის 7-9 საათი - კუჭი
დილის 9-11 საათი - ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი
11 - 13 საათი - გული
13 - 15 საათი- წვრილი ნაწლავები
15 - 17 საათი - შარდის ბუშტი
17 - 19 საათი - თირკმელები
19 - 21 საათი - თავის ტვინი
21 - 23 საათი - ზურგის ტვინი, ხერხემალი
23 - 1 საათი - ნაღვლის ბუშტი
ამ გრაფიკის ცოდნა საშუალებას იძლევა, მოხდეს საკუთარი ორგანიზმის დიაგნოზირება და აუცილებლობის შემთხვევაში მიღებული იქნას გარკვეული ზომები.
ფაქტია, რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთში ყველა ადამიანი თავს სხვადასხვაგვარად გრძნობს, ზოგი ენერგიის მოზღვავებას დილით გრძნობს, ზოგისთვის დღის ყველაზე ნაყოფიერი მონაკვეთი შუადღეა, ზოგი კიდევ ყველა საქმეს საღამოსთვის (ან ღამისთვის) გადადებს ხოლმე.
ყველაზე ხშირად, ასეთი სხვაობები აიხსნება ამინდის ცვლილებით და ადამიანების დაყოფით „ტოროლებად“ და „ბუებად“, თუმცა სინამდვილეში ამის მიზეზი ალბათ ადამიანის ორგანიზმის მუშაობის რითმში უნდა ვეძებოთ.
რეგულარულად, დღიდან დღემდე, დღის ერთი და იგივე მონაკვეთში მოზღვავებული ენერგია, შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ორგანო, რომელიც მუშაობს კონკრეტულად იმ მონაკვეთში, მთლიანად იღებს თავის თავზე მთელი ორგანიზმის მუშაობას.
ამით ირღვევა ჰარმონია, რადგან სხვა ორგანოები ამ დროს პასიურობენ და ცდილობენ არ იმუშაონ იმ კონკრეტული ორგანოს მუშაობის ხარჯზე.
ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გაწმენდილი იქნას ეს ორგანოები როგორც ფიზიკურად, ასევე ენერგეტიკულად, რათა მათ შეძლონ ნორმალურად ფუნქციონირება და ორგანიზმის მუშაობის საერთო რითმში ჩაბმა.
მაგრამ, თუ დღის ერთი და იგივე მონაკვეთში დაძაბუნება, სისუსტე და ენერგიის მკვეთრი ნაკლებობა შეიმჩნევა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს კონკრეტულად იმ ორგანოს ავადმყოფობა ან გასუფთავების აუცილებლობა, რომელიც დღის იმ მონაკვეთში ყველაზე მეტ დატვირთვას განიცდის.
ამ შემთხვევაში, აუცილებელია იმ ორგანოს დროულად მიექცეს ყურადღება, რადგან ამით შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული სერიოზული დაავადება.
ორგანიზმის, ან კონკრეტულად რომელიმე ორგანოს გაწმენდის უამრავი მრავალფეროვანი მეთოდი არსებობს, რომლის შესახებ ბევრს წერენ და ინფორმაცია ადვილი მოსაპოვებელია.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება კონკრეტული ორგანოს გაწმენდა მაშინ, როცა იგი აქტიურობის ფაზაში იმყოფება.
მაგალითად, არ შეიძლება კუჭის გაწმენდა ადრე დილით, ხოლო თირკმელების საღამოს, როცა მათი აქტიური მუშაობის პერიოდია, რადგან ამ დროს ისინი პასუხისმგებელი არიან მთელი ორგანიზმის მუშაობაზე.
თუ ყურადღებას მიადევნებთ თქვენი ორგანოების მუშაობას და დროულად შეუწყობთ ხელს შეფერხების შემთხვევაში მის გაწმენდას ან მკურნალობას, ხანგრძლივი დროით შეინარჩუნებთ ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხალისს.