კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 00:08

 

 

 

წარმატებული ლიდერიამერიკელმა ფსიქოლოგებმა ჯოზეფ კენჯემიმ და კაზიმირ კოვალსკიმ ჩაატარეს სპეციალური გამოკვლევა. მათ 100 მოქმედი ყველაზე წარმატებული და უმაღლესი წრის ხელმძღვანელის მოქმედების თავისებურებებზე მოახდინეს დაკვირვება.

აღმოჩნდა, რომ ყველა ამ წარმატებულ ტოპ-მენეჯერს აერთიანებდა ლიდერობისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი საერთო თვისებები.

ამ ნიშან-თვისებების ცოდნა სასარგებლოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ლიდერობის ფსიქოლოგია და ორგანიზაციების, ფირმების თუ სხვა დაწესებულებების ეფექტურად მართვის საკითხები.

ეს საშუალებას იძლევა შეადაროთ თქვენი რეალური ქმედება ლიდერის იდეალურ ქმედებას და შესაბამისად აღმოფხვრათ განსხვავებები ამ ქმედებებს შორის.


აზროვნების თავისებურებები


წარმატებული ლიდერიექსტრემალურ სიტუაციაში მართვის ნიჭი

ძლიერი ლიდერები არ საჭიროებენ მონაცემების განსაკუთრებულ სიმრავლეს. ფლობენ რა ღრმა და სრულყოფილ ცოდნას, ისინი ინტუიციით ხვდებიან რა შორს შეიძლება წავიდნენ ექსტრემალური სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღების დროს.

რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტის ნიჭი

გამოკვლევების მიხედვით სიჯიუტის ძალიან მაღალი მაჩვენებელი წარმატებული ხელმძღვანელისთვის არასასურველი აღმოჩნდა.

აუცილებელია მოქნილობა, რომელიც პრობლემების ერთდროულად გადაწყვეტის საქმეში უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ლიდერს არ სჭირდება ორიენტაცია აიღოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე, მას უნდა შეეძლოს გადაერთოს ერთი მიმართულებიდან მეორეზე, ერთდროულად გადაწყვიტოს მის წინაშე მდგარი რამოდენიმე ამოცანა.

ლიდერი მუდამ მზად უნდა იყოს ახალი იდეების განსახილველად და მათ განსახორციელებლად, ახალი პროცესების წარსამართავად.


გაურკვეველ მდგომარეობაში სიმტკიცის გამოვლენა

ეს ლიდერის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ის არ უნდა შეშინდეს გაურკვეველი სიტუაციების დროს, არ დაიბნეს უკუკავშირის არ არსებობის შემთხვევაშიც კი.

მისი მოქმედება თეთრი ლაქების არსებობამაც კი არ უნდა შეაფერხოს. სწორედ ამით უნდა აღემატებოდეს იგი სხვა ლიდერებს, რომელთაც არ ძალუძთ ასეთ შემთხვევებში სიმტკიცის გამოვლენა.


სიტუაციის ადეკვატურად აღქმა

მაღალი დონის წარმატებული ლიდერები სიტუაციის აღქმის მაღალი უნარით და განვითარებული ინტუიციით გამოირჩევიან.

ისინი დაჯილდოებული არიან აზროვნების განსაკუთრებული სიმკვირცხლით და სიტუაციაში გარკვევის დროს სწრაფად და სწორად აფასებენ შექმნილ ვითარებას.


აგრესიასთან გამკლავების უნარი


წარმატებული ლიდერიინიციატივის და მართვის ხელში აღების ნიჭი

ლიდერი, როგორც კი ხელმძღვანელი გახდება, სწრაფად, პირველივე წუთიდან შედის როლში. არ ბოდიშობს და ყურადღებას არ აქცევს მათ პრეტენზიებს, ვინც ამის გამო უკმაყოფილოა.

არ აძლევს მათ იმედგაცრუების, შურის და ეჭვის საშუალებას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თავისი მოვალეობის შესრულებაში.

წარმატებულად მოქმედი ხელმძღვანელები შეუპოვრად ცდილობენ ჩანაფიქრის განხორციელებას, თუნდაც მათი მოსაზრება არაპოპულარული იყოს.

ისინი დაჯილდოებული არიან ინტუიციით- გაიგონ, რომელ იდეაზე ღირს ჩაჭიდება და მისი ბოლომდე მიყვანა.

ამასთან აქტიურად ინტერესდებიან და სწავლობენ ყველა არსებული მონაცემს ამ იდეის გარშემო. მათ არ აშინებთ სხვებთან ამ საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება.


წარმატებული ლიდერითანამშრომლობის ნიჭი

საკუთარი ფუნქციის წარმატებულად შემსრულებელი ლიდერი ახერხებს დაძლიოს თავისი მტრული განწყობა, შეუძლია დათრგუნოს უსიამოვნო გრძნობები და ეფექტურად იმოქმედოს.

ასეთი ხელმძღვანელებისათვის დამახასიათებელია ადამიანებთან ურთიერთობის, მათთან საერთო ენის გამონახვის უნარი.

ისინი ტაქტიანები არიან და შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმართვა ნებისმიერ დონეზე.

პიროვნებებს შორის კონტაქტების დამყარების ცოდნა მათ საშუალებას აძლევს მიიღონ საკუთარი იდეების განხორციელებისთვის აუცილებელი თანადგომა და მხარდაჭერა.


ინიციატორობა

წარმატებულად მოქმედი ლიდერი აქტიურია, ის აწარმოებს შეტევას, მისთვის გასაგებია შესაძლებლობები, რომლებიც სხვებს გამორჩათ მხედველობიდან.

მან ზუსტად იცის როდის დაიწყოს და როდის დაამთავროს. მაშინ როცა სხვები მერყეობენ- ის მოქმედებს. ინიციატივის გამოჩენის უნარი შეიცავს წარმატებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მომენტს - რისკს.


ენერგიულობა

ხელმძღვანელისთვის რთულია წარმატების მიღწევა, თუ იგი არ გამოირჩევა გამძლეობით, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. ამ შესაძლებლობების მარაგის შევსება წარმატებულად მოქმედი ლიდერის უზარმაზარი ენერგიის ხარჯზე ხდება.

ასეთი ხელმძღვანელი საქმეს აგრძელებს მაშინაც კი, როცა სხვები დაღლილობისგან ეცემიან.


ემოციების მართვა


წარმატებული ლიდერისხვა ადამიანებზე ფსონის სწორად დადების უნარი

წარმატებულად მოქმედი ხელმძღვანელი სიამოვნებით გასცემს ცოდნას, იძლევა რჩევებს, ეხმარება სხვებს განვითარებაში ისე, რომ არ ენანება და არ ზოგავს ამისთვის დროს.

ის ყოველთვის მზადაა დაეხმაროს თანამშრომლებს პროფესიონალურ ზრდასა და განვითარებაში, რათა მათ მოახერხონ სამსახურებრივ კიბის საფეხურზე წინ წაწევა.


თანაგრძნობა

მაღალი დონის ხელმძღვანელები ყოველთვის გაგებით ეკიდებიან სხვების გრძნობებს და არ ელიან, რომ მათ ამის გამო შეიყვარებენ.

მათთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარი, შეუძლიათ თანაგრძნობა გაუწიონ ადამიანს ისე, რომ არ მისცენ მას საშუალება თავი დამცირებულად და უსარგებლოდ იგრძნოს.

აქვთ ნიჭი დააყენონ საკუთარი თავი სხვის ადგილზე და განიცადონ ის, რასაც განიცდიან სხვები. ამავდროულად მათ მშვენივრად ესმით, რომ სწრფვა იმისკენ, რაც არ უნდა დაუჯდეთ მოწონდეს ყველა ხელქვეითს, საქმის წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ლიდერები, რომელთაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ფლობენ თავისებურ რადარებს, რისი საშუალებითაც მათ ძალუძთ გაიგონ რას გრძნობენ და ფიქრობენ თანამშრომლები და კოლეგები.


ლიდერობა კონკრეტულ სფეროში


წარმატებული ლიდერისაქმეში საკუთარი თავის იდენტიფიცირება


განსაკუთრებით წარმატებულ ხელმძღვანელებს შეუძლიათ გადაიტანონ წარუმატებლობა მარცხისა და დამცირების გრძნობის გარეშე. მათ იზიდავთ შედეგის მიღწევის პროცესი, არ ცდილობენ იყვნენ ყოვლისშემძლე და ყოვლის წამმართავი, ან ასეთად წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

ისინი არ ცდილობენ იყვნენ ერთდროულად ყველგან და შეასრულონ მთელი სამუშაო სხვის მაგივრად, არ ცდილობენ მოაჩვენონ თავი ყოვლისმცოდნედ.

მაღალი დონის ლიდერებს შეუძლიათ დაავალონ და გადაუნაწილონ საქმე სხვებს. მათ არ იზიდავთ ძალაუფლება როგორც ასეთი. ისინი უფრო დაინტერესებული არიან მიზნის მიღწევით და დიდ სიამოვნებას ანიჭებთ სხვისი წარმატება.

ძალაუფლება, რომლითაც სარგებლობენ, გამომდინარეობს პატივისცემის გრძნობისგან, რომელსაც თავად უნერგავენ გარშემომყოფებს. ისინი არ ესწრაფიან დაიკავონ რაც შეიძლება მეტი ხელძღვანელის პოსტი, იციან რა, რომ მათი თანამდებობა და გავლენა ისედაც საკმარისია წარმატების მისაღწევად.

ასეთი ლიდერები საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, იციან იმის ფასი, რაც აძლევს მათ ძალას წინ აღუდგნენ ნებისმიერი არასასურველი სიტუაციის განვითარებას.


პასუხისმგებლობა

წარმატებული ხელმძღვანელი დაინტერესებულია და ფიქრობს ორგანიზაციის მაშტაბების ზრდაზე, მის განვითარებაზე და არა საკუთარ კარიერაზე.

ნამდვილი ლიდერი აუცილებლად ფიქრობს თუ რას დატოვებს წასვლის შემდეგ. მას სურს დატოვოს თავისი შრომის შედეგი და არა თან წაიღოს იგი.


დამოუკიდებლობა

ხელმძღვანელები, რომელთაც წარმატებას მიაღწიეს, აცნობიერებენ თუ სად გადის მათი შესაძლებლობების ზღვარი.

ისინი თანამშრომლობენ სხვა ადამიანებთან, ითვალისწინებენ სასარგებლო რჩევებს, მაგრამ როცა საქმე ეხება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, ამას დამოუკიდებლად აკეთებენ. რა თქმა უნდა ყველა იმ ფაქტზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ფლობენ.

შეუძლებელია ასეთი ლიდერი ვინმემ აიძულოს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმება. ის უმალ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან, ვიდრე წავა საკუთარი შეხედულებებისა და ხედვის წინააღმდეგ.



პიროვნული იდეალი


წარმატებული ლიდერისტრესის მიმართ ამტანობა

ლიდერს შეუძლია იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურზე, ასევე ფსიქოლოგიურზე. ის აუცილებლად უმკლავდება სტრესს და ესმის, რომ ამისთვის საჭიროა დაბალანსებული ცხოვრების წესი.

იგი წარმატებით მართავს საკუთარ ცხოვრებას, დროს. არ აძლევს საშუალებას გარემოებებს, რომ იმოქმედონ მასზე.

ესმის, რომ სტრესული მდგომარეობა ავნებს არა მარტო მას, არამედ იმ საქმეს და ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებული არიან მასზე. ამიტომ მან ყოველთვის ზუსტად იცის როგორ გაუმკლავდეს სტრესს და როგორ არ მოექცეს მისი გავლენის ქვეშ.


მიზანდასახულობა

ლიდერს გააჩნია მყარი მტკიცებულებები და გამოკვეთილი მიზანი. მიზანი აქვს მის ცხოვრებას, საქმეს. იგი არა უბრალოდ ელოდება რას მოიტანს ყოველი ახალი დღე, არამედ კონკრეტული გეგმის არსებობის პირობებში ყოველი დღე მხოლოდ აახლოვებს დასახულ მიზანთან.


საზოგადოებასთან ურთიერთობა

წარმატებული ხელმძღვანელი იყენებს თავის ძალაუფლებას და გავლენას საზოგადოების საკეთილდღეოდ. ის პასუხისმგებლობით ეკიდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს და ხარჯავს საკუთარ დროს, ძალებს და ენერგიას რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება.

იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარებაში, იყენებს რა ამისთვის მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს.


იუმორის გრძნობა

გაცილებით დიდ წარმატებას აღწევენ ხელმძღვანელები, რომელთაც გააჩნიათ იუმორის გრძნობა. მათ შეუძლიათ იუმორის კუთხით შეხედონ იმას, რასაც სხვები ტრაგედიად აღიქვამენ.

ისინი არ ითრგუნებიან წარუმატებლობის შემთხვევაში და ცდილობენ მოხდენილი იუმორით განმუხტონ დაძაბული სიტუაცია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეცდომას დაუშვებენ, აღიარებენ ამას და მზად არიან დასცინონ საკუთარ თავს ისე, რომ არ გადააბრალონ საკუთარი დანაშაული სხვას.


წარმატებული ლიდერიპიროვნული მიმზიდველობა

ლიდერმა ყოველთვის ზუსტად იცის როგორია იგი, რისთვის ცხოვრობს და რისკენ მიისწრაფვის. ყოველთვის ცდილობს საკუთარი სიტყვა და საქმე არ დაცილდეს ერთმანეთს.

იგი არ ლაპარაკობს ფუჭად და ყველა მის მიერ წარმოთქმული მოსაზრება ინტერესს იწვევს. მასთან ურთიერთობა მარტივია. მიუხედავად თანამდებობისა და გავლენისა, გარშემომყოფები მის გარემოცვაში თავს დაძაბულად არ გრძნობენ, არ ეშინიათ, სიამოვნებით ანდობენ და უყვებიან თავიანთ პრობლემებზე თუ წარმატებებზე.

მხოლოდ პიროვნულად ძლიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ასეთ ნდობასა და პატივისცემას.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ