კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 00:10

 

 

 

ჰარვარდის ბიზნეს სკოლაჩატარებული კვლევის შედეგად, გამოიკითხა ჰარვარდის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: ”აკეთებთ თუ არა მკაფიო, წერილობით გაფორმებულ ჩანაწერებს თქვენი მომავალი მიზნების შესახებ?”

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 3%-ს გააჩნდა ასეთი ჩანაწერები.

13%-ს გააჩნდა ასეთი მიზნები, მაგრამ არა ჩანაწერის სახით.

ხოლო 84%-ს საერთად არ გააჩნდა რამე კონკრეტული მიზანი, გარდა იმისა, რომ დაემთავრებინათ სკოლა და წასულიყვნენ დასასვენებლად.

10 წლის შემდეგ ეს კურსდამთავრებულები ისევ გამოკითხეს:

აღმოჩნდა, რომ ის 13%, რომელთაც ქონდათ დასახული მიზნები, მაგრამ არ იწერდნენ მათ, გამოიმუშავებდნენ საშუალოდ ორჯერ მეტს, ვიდრე ის 84%, რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი კონკრეტული მიზნები.

მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი აღმოჩნდა ის, რომ ის 3%, რომელთაც თავისი მიზნების წერილობითი ჩანაწერები გააჩნდათ, გამოიმუშავებდნენ საშუალოდ 10 ჯერ მეტს თანხობრივად, ვიდრე დანარჩენი 97%.

ეხლა დაფიქრდით, თქვენ იწერთ თქვენს მიზნებს და გეგმებს? იმ შემთხვევაში თუ არ იწერთ, ზემოთ წაკითხულის შემდეგ იქნებ ღირდეს ამის გაკეთება.

მაინც რა ხდება, რატომ იძლევა თითქოსდა უმნიშვნელო ჩანაწერები ასეთ დიდ შედეგს?

საქმე იმაშია, რომ თუ არ იცი სად გინდა მოხვდე, იქ ვერანაირად ვერ მოხვდები. ეს სრულიად ცხადია.

თუ  ზუსტად არ იცით რა გსურთ მიიღოთ, იმასაც კი ვერ დაადგენთ, მიიღეთ თუ არა ის, რაც გსურდათ.

ასეთ შემთხვევაში თქვენთვის საქმის ნებისმიერი მდგომარეობა იქნება ერთნაირად კარგი (ან ერთნაირად ცუდი).

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების საიდუმლოჭეშმარიტება კი მდგომარეობს შემდეგში, თუ თქვენ საკუთარი სურვილები ქაღალდზე არა გაქვთ გადატანილი, ვერ შეძლებთ განსაჯოთ, მკაფიოდ გაქვთ ისინი ჩამოყალიბებული თუ არა.

სავარაუდოდ, უმრავლეს შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული თქვენი გეგმები.

სცადეთ და პირველად ჩამოწერეთ თქვენი მიზნები. მაშინვე ყველაფერს მიხვდებით.

ბევრი თვლის, რომ მიზნები და გეგმები უნდა იყოს რაოდენობრივად განსაზღვრული, დათარიღებული, დაწერილი პირველი პირში. მაგრამ ეს არაა აუცილებელი, თუმცა სასურველია ვადები (პირობითი მაინც) მითითებული იყოს.

თუმცა არც ესაა მნიშვნელოვანი, მთავარია გქონდეთ მიზნები, რომელთა მიღწევა გინდათ და გეგმები, რომელთაც დასახავთ და შეასრულებთ. ამას კი გაცილებით უკეთესად შეძლებთ, თუ ყველაფერი წერილობით გექნებათ ჩამოყალიბებული.

შესაძლებელია ჩანაწერების წარმატების საიდუმლო, რომელიც ასეთ საოცრად ძლიერ შედეგებს იძლევა, საკუთარი სურვილების შეცნობასა და სხვა ადამიანების სურვილებისგან მათ განცალკევებაში იყოს,  აგრეთვე იმაში, რასაც თავს გვახვევს საზოგადოება.

ჰარვარდის ბიზნეს სკოლარა თქმა უნდა, საკუთარი მიზნებისა და გეგმების ქაღალდზე ჩამოწერა პანაცეა არ არის და წარმატების მისაღწევად მარტო ეს არ კმარა; მითუმეტეს, რომ ხშირად ადამიანი ცხოვრებაში ქვეცნობიერად სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით   მიდის, ვიდრე თავის თავს მიზნად დაუსახა.

ჩაწერილი მიზნები და გეგმები არ იძლევა იმის სრულ გარანტიას, რომ ყველაფერს აუცილებლად მიაღწევთ, რაც დაგეგმილი გაქვთ (თანაც უმოკლეს ვადებში), მაგრამ ერთის თქმა დაზუსტებით შეიძლება:

თუ არ გააკეთებთ საკუთარ მიზნებისა და გეგმების ჩანაწერებს, თქვენ გაგიჭირდებათ მათი განხორციელება.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ