ვებ გვერდების მონეტიზაცია, ანუ ის, თუ როგორ შეიძლება შემოსავლების მიღება საიტების საშუალებით, ის საკითხია, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ პატარა, საშუალო თუ დიდი საიტების მფლობელებს.
შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. სამწუხაროდ ყველა ვერ ახერხებს სპონსორებთან და დამკვეთებთან პირდაპირ კავშირზე გასვლას, რომ განათავსოს რეკლამები საკუთარ ვებ-გვერდზე.
ასეთ შემთხვევაში ქართული საიტებისთვის კარგი იქნებოდა Google Adsense-ის სერვისები, მაგრამ სამწუხაროდ გუგლი ჯერ-ჯერობით არ არის დაინტერესებული რეკლამები ქართულენოვანი კონტენტის შემცველ საიტებზე განათავსოს.
თუმცა ვებ სირცეში შეხვდებით Google Adsense-ის უამრავ ალტერნატივას, რომლებიც გთავაზობენ რეკლემების განთავსებას თქვენს საიტზე პრაქტიკულად ნებისმიერ, თქვენთვის სასრველ ფორმატში.
ანაზღაურების მეთოდები მრავალფეროვანია:
СРС - ანაზღაურება ხდება რეკლამაზე გადასვლებით („კლიკები);
CPM - ანაზღაურება ხდება რეკლამის ნახვებით (1000 ნახვა);
CPA - ანაზღაურება ხდება მომხმარებლის მიერ განხორციელებული სხვადასხვა მოქმედებით (ყიდვა, რეგისტრაცია და ა.შ);
CTR - ნებისმიერი სარეკლამო კომპანიის ეფექტურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
იგი წარმოადგენს რეკლამაზე გადასვლებისა („კლიკების“) და რეკლამის ჩვენებების რაოდენობას შორის შესაბამისობას, რომელიც იზომება პროცენტებში.
ანუ CTR-ის გამოთვლა ხდება შემდეგი ფორმულით:
CTR = კლიკების რაოდენობა გაყოფილი ჩვენებების რაოდენობაზე და გამრავლებული ასზე.
სამწუხაროდ, ასეთი სერვისების უმრავლესობა ქართულენოვანი საიტებისთვის იხდიან შედარებით ნაკლებს, თუმცა არსებობს სარეკლამო ქსელები, რომელთაც მოაქვთ გაცილებით მეტი შემოსავლები საიტებისთვის.
გაგაცნობთ ერთ-ერთ ასეთ სარეკლამო ქსელს, რომელიც შემოსავლების მხრივ შეიძლება იყოს Google Adsense-ეს ერთ-ერთი ალტერნატივა.
ADSTERRA |
ADSTERRA ერთ-ერთი ასეთი გლობალური სარეკლამო ქსელია, უფრო სწორად ტრაფიკის ბირჟა, რომელიც ახდენს ტრაფიკის ყიდვა-გაყიდვას და თვეში 30 მილარდზე მეტი ჩვენების გენერირებას ყველაზ მეტად პოპულარულ სარეკლამო ფორმატებში:
ბანერები, web-push შეტყობინებები, pop-under, პირდაპირი ბმულები, native-ads ბანერები, ვიდეორეკლამები pre-roll (VAST/PAID) ფორმატში და რეკლამის რევოლუციური ფორმატი - Social Bar, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 5 საინტერესო სარეკლამო ფორმატს, ჭკვიანი ალგორითმი კი ირჩევს მხოლოდ ერთ ფორმას და აჩვენებს მას შესაბამის მომხმარებელს
ადსტერას სარეკლამო ქსელის დაფარვა მოიცავს თითქმის მთელს პლანეტას (250-ზე მეტი ქვეყანა). მისი საშულებით შესაძლებელია განახორციელოთ გადახდის მეთოდები CPM, CPC, CPI, CPL, CPA, RTB;
ადსტერას სარეკლამო ქსელი ერთნაირად წარმატებულია როგორც რეკლამის დამკვეთთათვის, ასევე ვებ საიტების მფლობელებისთვის.
ადსტერას სარეკლამო ქსელი იღებს ნორმალური ტრაფიკის საიტებს და ქვეყნების მიხედვით შეზღუდვა ფაქტიურად არ გააჩნია.
სერვისი საიტის მფლობელებს თანხას უხდის CPM (ნახვების) პრინციპით, და შესაბამისად კარგი ტრაფიკის შემთხვევაში თანხის ნორმალურად გამომუშავება სრულიად რეალურია.
ადსტერას სერვისზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია. აირჩევთ - რეკლამის დამკვეთად გსურთ დარეგიტრირება, თუ საიტის მფლობელად.
შემდეგ გაივლით რეგისტრაციას, დაადასტურებთ ელ-ფოსტას. აიჩევთ სასურველი რეკლამის ფორმატს (ერთს ან რამდენიმეს), სისტემა მოგცემთ კოდს (ან კოდებს), დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, რომელთაც განათავსებთ საკუთარი საიტის თქვენთვის სასურველ პოზიციებზე და დაიწყებთ გამომუშავებას.
ადსტერას პოლიტიკა გამჭვირვალეა, თავად აკონტროლებთ სტატისტიკას, ნახვების რაოდენობას, ბალანსს, გამოტანის მეთოდს.
ხელმისაწვდომია თავაზიანი საფორთი, რომელიც გპასუხობთ გონივრულ დროში.
გადახდის მეთოდი (ანუ ის, თუ რა გზით გსურთ თანხის მიღება), შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ. ეს მეთოდებია:
Webmoney, PayPal, Bitcoin, USDT (Tether), Payza, WireTransfer, Payoneer, E-Payments, Paxum და საბანკო გადარიცხვების საშუალებით.
თანხის გადახდა ხდება ავტომატურად - NET 15-ის პრინციპით, ანუ თვეში ორჯერ - 1-2 და 16-17 რიცხვებში.
Webmoney , Paxum - ით მინიმალური თანხის გატანის ზღვარია - 5$ - მომენტალურად.
PayPal , Bitcoin , USDT (Tether) - ით მინიმალური თანხის გატანის ზღვარია - 100$ - მომენტალურად.
საბანკო გადარიცხვით კი - მინიმალური თანხის გატანის ზღვარია - 1000$ - სამი დღის ვადაში.
სარეკლამო ქსელს გააჩნია 5%-იანი რეფერალური პროგრამაც.
მიუხედავად იმისა, რომ მერყევია CTR, ქართული ვებ სივრცისთვის სრულიად მისაღები უნდა იყოს, რადგან საშუალო CTR – 30%-მდეა (ზოგჯერ ადის 50-60%-მდე) რაც ათას ჩვენებაზე შეადგენს 90 თეთრს-1 ლარს და მეტს, რაც შეიძლება ძალიან კარგი თანხა იყოს ბევრი ქართული საიტისთვის.
თუმცა არსებობს ერთი მაგრამ - ბანერების ნაწილი შეიცავს გაცნობის ეროტიკული ხასიათის, ვებ თამაშების (ტანკები და ა.შ...) რეკლამების ბანერებს.
მართალია რეგისტრაციის დროს შეგიძლიათ მონიშნოთ, რომ არ გსურთ ეროტიკული და თამაშების შინაარსის შემცველი ბანერები, თუმცა ასეთი ბანერები პერიოდულად მაინც ჩანს ხოლმე საიტზე.
თუ ამის შესახებ მისწერთ, საფორთი მალევე თავაზიანად გიპასუხობთ, რომ 100% -ით რეკლამების გაკონტროლებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ და დაგეხმარებიან. პრობლემას აგვარებენ, თუმცა ასეთი ბანერები პერიოდულდ მაინც ჩნდება და საფორთთან მუდმივ კავშირზე ყოფნაა საჭირო.
დასკვნის სახით ვიტყვით, რომ თანხის გამომუშავება ადსტერას ქსელით ნამდვილად შესაძლებელია და იგი ქართულ ვებ სივრცეში გავრცელებულ უცხოურ სარეკლამო ქსელებს გაცილებით აღემატება გამომუშავებული თანხის რაოდენობით.