კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:59

1. მსხიობები და გრიმიორები

მსხიობები და გრიმიორებისამი მსახიობი ემზადება სპექტაკლისთვის, რომლის დაწყებამდე ერთი საათია დარჩენილი.

თითოეული მსახიობი უნდა დაივარცხნოს და გაუკეთდეს გრიმი.

მათ ორი გრიმიორი ემსახურებათ, რომლებიც ზუსტად ერთნაირი სისწრაფით მუშაობენ.

მაკიაჟისთვის განკუთვნილია ნახევარი საათი, ხოლო დავარცხნისთვის 10 წუთი.

როგორ ჩაეტევიან დროში გრიმიორები?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

2. მატყუარების და მართლისმთქმელების ქალაქი

მატყუარების და მართლისმთქმელების ქალაქიწარმოიდგინეთ ორი ახლომდებარე ქალაქი:

პირველში ცხოვრობენ მატყუარები (ქალაქი A).

მეორეში კი სიმართლისმოყვარულები (ქალაქი B).

ერთნიც და მეორენიც ერთმანეთს ხშირად სტუმრობენ ხოლმე.

რომელიმე ქალაქში მოხვედრის დროს, რა ერთადერთი შეკითხვა შეიძლება დაუსვათ გამვლელს (რომელიც არ იცით მატყუარაა თუ სიმართლისმთქმელი), რომ გაიგოთ რომელ ქალაქში იმყოფებით?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

3. პრინცი და გველეშაპი

პრინცი და გველეშაპიპრინცი სამთავიან და სამკუდიან გველაშაპს უნდა შეებრძოლოს. ჯადოქარმა მას მისცა ხმალი და უთხრა - ერთი მოქნევით შეგიძლია გველეშაპს მოჭრა ერთი ან ორი თავი, ერთი ან ორი კუდი.

თუ მოჭრი თავს - ახალი თავი ამოვა; თუ მოჭრი კუდს - 2 ახალი კუდი ამოვა, თუ მოჭრი ორ კუდს - ახალი თავი ამოვა, თუ მოჭრი 2 თავს - არაფერი არ ამოვა.

რამდენი მინიმალური დარტყმით შეუძლია პრინცს დააჭრას გველეშაპს ყველა თავი და კუდი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

4. პროფესორი

პროფესორიპროფესორის მამის შვილი, ესაუბრება პროფესორის შვილის მამას.

ამასთან, თავად პროფესორი საუბარში არ მონაწილეობს.

შესაძლებელია თუ არა ეს და როგორ?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

5. გამრჯე ციყვი

გამრჯე ციყვიციყვი, რომელიც ზამთრისთვის სარჩოს იმარაგებდა, კაკლების გროვას წააწყდა.

იგი სამი დღის განმავლობაში შრომობდა, რომ კაკლები საკუთარ ბუდეში გადაეტანა.

რამდენი კაკალი გადაიტანა მან სულ ბუდეში, თუ:

პირველ დღეს გადაიტანა ორჯერ ნაკლები კაკალი ვიდრე მეორე და მესამე დღეს ერთად აღებული.

მესამე დღეს გადაიტანა ერთი კაკლით ნაკლები ვიდრე პირველ და მეორე დღეს ერთად აღებული.

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

6. სამკერვალო

სამკერვალოსამკერვალოში, მკერავს აქვს შალის თოფი, რომლის სიგრძე 200 მ-ია.

იგი 1-ლი მარტიდან დაწყებული ყოველდღე აჭრის თოფს 20 მ-ს.

რომელ მარტს მოაჭრის მკერავი ბოლო ნაჭერს?



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

7. მაინც რამდენით?

რამდენი პროცენტით?რიცხვი 40 მეტია რიცხვ 32-ზე 25%-ით.

რამდენი პროცენტით ნაკლებია რიცხვი 32 რიცხვ 40-ზე?







—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

8. და-ძმა

და-ძმასანდროს ჰყავს იმდენივე და, რამდენიც ძმა.

ხოლო მის დას ჰყავს ორჯერ ნაკლები და, ვიდრე ძმა.

სულ რამდენი და-ძმაა ოჯახში?





—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

9. სატვირთო და ხიდი

სატვირთო და ხიდიდიდი სატვირთო ავტომობილი, რომლის სიგრძეა 20 მეტრი, ბოძიდან ბოძამდე მანძილს (რომელიც ასევე 20 მეტრია) - 10 წამში ფარავს.

რა დრო დასჭირდება მას, რომ გაიაროს 40 მეტრი სიგრძის ხიდი?



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

10. ვირი და ჯორი

ვირი და ჯორივირს და ჯორს ტომრები გადააქვთ და გვერდიგვერდ მიდიან.

ჯორი ეუბნება ვირს „თუ მე შენს ერთ ტომარას დავიმატებ, წავიღებ შენზე ორჯერ მეტ ტვირთს, ხოლო თუ შენ დაიმატებ ჩემს ერთ ტომარას, ჩვენი ტვირთის რაოდენობა გათანაბრდება.

რამდენი ტომარა მიაქვს თითეულ ცხოველს?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

11. აზრიანი ალექსი

აზრიანი ალექსილადომ ფურცელზე დაწერა რიცხვი 86 და ალექსის უთხრა: - „ისე, რომ არ გააკეთო არავითარი ჩანაწერი, მიუმატე ამ რიცხვს 12 და მაჩვენე პასუხი“.

მცირედი ფიქრის შემდეგ ალექსიმ მას პასუხი უჩვენა იმგვარად, როგორც მისგან ლადომ მოიითხოვა.

თქვენ შეძლებდით ამის გაკეთებას? როგორ?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

12. გუნდის კაპიტანი

გუნდის კაპიტანიწარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფეხბურთის გუნდის კაპიტანი ხართ. რაიონში 8 საფეხბურთო გუნდია, თითოში 11 ფეხბურთელი.

თქვენი გუნდის წევრები 2 წლით უმცროსები არიან თავიანთ კაპიტანზე, ხოლო სხვა გუნდის წევრები მხოლოდ 1 წლით უმცროსი.

რამდენი წლისაა თქვენი გუნდის კაპიტანი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

13. პრინცი და პრინცესა

პრინცი და პრინცესაპრინცი მივიდა ცხრათავიანი დევებით გარშემორტყმულ სასახლეში გველეშაპთან, რათა გამოეხსნა ტყვეობაში მყოფი პრინცესა.

გველეშაპმა მას 3 წარწერიანი საკანი უჩვენა და უთხრა - პრინცესა ერთ-ერთი საკანში იმყოფება, თუ გამოიცნობ ეს საკანი რომელია, შეგიძლია პრინცესა წაიყვანო, მაგრამ გაფრთხილებ, რომ საკანზე არსებული წარწერები ტყუილია.

რომელი საკანში იმყოფება პრინცესა, თუ საკნის კარებებზე აწერია:

1 საკნის კარი - აქ იმყოფება პრინცესა;

2 საკნის კარი - მესამე საკანი არ არის ცარიელი; 

3 საკნის კარი - აქ სძინავს ცხრათავიან დევს.

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

14. შოკოლადის კანფეტები

შოკოლადის კანფეტებიერთ ბავშვს კოლოფი შოკოლადის საყიდლად არ ჰყოფნიდა 10 ლარი. ხოლო მეორეს მხოლოდ 1 ლარი.

ბავშვებმა გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ თანხა და ერთობლივად ეყიდათ შოკოლადი.

მიუხედავად თანხების გაერთიანებისა, მათ ფული მაინც არ ეყოთ.

რა ღირდა შოკოლადი და რამდენი თანხა ჰქონდა თითეულს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

15. მამა და შვილები

მამა და შვილებიმამას ჰყავს ორი შვილი: გიორგი და ლევანი. სამთავეს ასაკის ჯამი ერთად 48 წელია.

5 წლის შემდეგ, მამის ასაკი იქნება მისი შვილების ასაკის ჯამზე (ასევე 5 წლის შემდეგ) ორჯერ მეტი;

ხოლო ლევანის ასაკი იქნება იმდენი, რამდენიც ეხლაა გიორგის ასაკი.

რამდენი წლისა არიან მამა, გიორგი და ლევანი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

16. პაიკები

პაიკებიგაქვთ 8 პაიკი, რომლებიც ყველა ერთი წონისაა (ერთი პაიკის გარდა).

როგორ გამოვავლინოთ ის ერთი პაიკი (რომელიც მსუბუქია) სასწორის პინების გამოყენებით მხოლოდ ორი აწონვით?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

17. ბოთლის საცობი

ბოთლის საცობიბოთლი თავისი საცობით ღირს 11 პესო;

ამასთან, ბოთლი 10 პესოთი ძვირია საცობზე.

რა ღირს საცობი?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

18. კვირის დღე

კვირის დღეკარგად დაფიქრდით და გამოიცანით:

კვირის რომელი დღე იყო გუშინ, თუ ხუთშაბათი იყო ზეგამდე ოთხი დღით ადრე?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

19. დემეტრე და კატები

დემეტრე და კატებიდემეტრე შევიდა წისქვილში და თითო კუთხეში 3 კატა დაინახა.

სულ რამდენი ფეხია წისქვილში?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

20. კანფეტები

კანფეტებინინოს და ნონას აჩუქეს თითო კოლოფი შოკოლადი (10 შოკოლადის კანფეტი თითეულში).

ნინომ საკუთარი კოლოფიდან შეჭამა რამოდენიმე შოკოლადის კანფეტი, ხოლო ნონამ იმდენი, რამდენიც დარჩა კოლოფში ნინოს.

რამდენი შოკოლადის კანფეტი დარჩათ ორივეს ერთად?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

21. ფერადი წინდები

ფერადი წინდებიკარადაში გაქვთ 4 თეთრი წინდა, 8 შავი, 3 ყავისფერი და 5 ნაცრისფერი.

რამდენი წინდა უნდა გამოიღოთ კარადიდან შეუხედავად, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ გამოიღეთ თუნდაც ერთი წყვილი ერთი ფერის წინდა?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

22. რომელი დღე?

კვირის რომელი დღეთვის სამი კვირა დაემთხვა, ლუწ თარიღებს.

რომელი დღე იქნება ამ თვის 7 რიცხვი?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

23. ძაღლი და კურდღელი

ძაღლი და კურდღელიძაღლი და კურდღელი ერთმანეთ სირბილში ეჯიბრებიან.

კურდღლის ყველა ნაბიჯი 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ძაღლის, მაგრამ კურდღელი ნაბიჯებს 3-ჯერ უფრო ხშირად დგამს.

ვინ მივა ფინიშთან პირველი?



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

24. დაბადების დღე

დაბადების დღემარიამი და ლიზა არასოდეს ტყუიან. ისინი ამას მხოლოდ საკუთარი დაბადების დღეზე აკეთებენ.

6 მაისს გოგონებს კითხეს, თუ როდის იყო მათი დაბადების დღე, რაზეც მარიამმა უპასუხა - გუშინ, ხოლო ლიზამ - ხვალ.

მეორე დღეს - 7 მაისს გოგონებს შეკითხვა გაუმეორეს და მათაც ზუსტად იგივე უპასუხეს.

როდის არის მათი დაბადების დღეები სინამდვილეში?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

25. მძღოლი, ქვეითი და კატასტროფა

მძღოლი, ქვეითი და კატასტროფამძღოლი - 6,

ქვეითად მოსიარულე - 16

და კატასტროფა - ?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

26. იუბილე

იუბილერა საკუთარ იუბილეს ზეიმობდა ბებია ქეთევანი:

როცა მას შეუსრულდა 83 წელი და 4 თვე?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

27. გამოთვალეთ

გამოთვალეთგვაქვს რიცხვები:

999, 888, 777, 666, 555, 444, 333, 222, 111.

რომელ ორ უბრალო რიცხვზე იყოფა ზემოთ ჩამოთვლილი რიცხვები?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

28. ქვიშის საათი

ქვიშის საათიროგორ გავზომოთ დრო - 15 წუთი ორი ქვიშის საათით, თუ:

ერთი საათი 7 წუთიანია;

მეორე კი 11 წუთიანი?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

29. ლიფტი

ლიფტი9 სართულიან სახლში არის ლიფტი.

პირველ სართულზე ცხოვრობს 2 ადამიანი.

მეორეზე - 4. მესამეზე - 8, მეოთხეზე - 12, მეხუთეზე - 16 და ა.შ.

რომელი სართულის ლიფტის ღილაკს აჭერენ ყველაზე ხშირად ხელს?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

30. რომელია მართალი?

რომელია მართალი?ჩვეულებრივ, ყველა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებიდან ერთი-ერთი მართალია.

აი მაგალითად: „ყველა მარტივი რიცხვი ლუწია“ და „ყველა მარტივი რიცხვი კენტია“

რომელი არ არის ამ ორიდან სწორი?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

31. მედუზა და მზე

მედუზა და მზეზღვამ მედუზა გამორიყა ნაპირზე.

მზის ზემოქმედებით, მედუზაში წყლის შემადგენლობამ მოიკლო ჩვეული 99%-დან 98%-მდე და მისი მასა გახდა 50 გრამი.

რამდენი იყო მედუზას მასა ნაპირზე გამორიყვამდე?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

32. განათლებული მემკვიდრე

განათლებული მემკვიდრეალექსანდრე II მიიჩნევდა, რომ მის მემკვიდრე დავითს უნდა სცოდნოდა: 

ადიცია;

სუბსტრაქცია;

მულტიპლიკაცია;

დივიზია;

რას ნიშნავდა ეს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

33. კეთილი მთავრობა

კეთილი მთავრობაკეთილმა მთავრობამ მოსახლეობას ხელფასები გაუზარდა 100%-ით.

თუმცა, მეორე დღეს მსყიდველუნარიანობა დაეცა 50%-ით.

რამდენად შეიცვალა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ხელფასის მომატებიდან მეორე დღეს?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

34. ხეები

ხეებიერთმანეთის გვერდით იზრდება ექვსი ხე:

რცხილა, ცაცხვი, ფიჭვი, ტირიფი, წიფელი და თელა.

დაალაგეთ ხეები სიმაღლისდა მიხედვით (მაღლიდან დაბლისკენ) თუ:

ა) ცაცხვი დაბალია ტირიფზე,

ბ) ფიჭვი მაღალია თელაზე,

გ) რცხილა დაბალია წიფელზე,

დ) ფიჭვი დაბალია ცაცხვზე,

ე) რცხილა მაღალია ტირიფზე.

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

35. ბეტონი და თოკი

ბეტონი და თოკიბეტონი გაჭრეს 3 ნაწილად. ხოლო თოკზე გააკეთეს 5 კვანძი

რამდენი ჭრილი გააკეთეს ბეტონზე და რამდენ ნაწილად დაყო კვანძებმა თოკი?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

36. მარათონი

მარათონისირბილში შეჯიბრის დროს სანდრომ ირაკლიმ და საბამ დაიკავეს საპრიზო ადგილები.

რომელი საპრიზო ადგილი დაიკავა თითეულმა, თუ:

ირაკლიმ ვერ დაიკავა მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილი;

ხოლო საბამ ვერ აიღო მე-3 საპრიზო ადგილი?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

37. ბაქტერია

ბაქტერიამეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ბაქტერია, რომელიც ყოველ ერთ წამში ორად იყოფოდა.

თუ ერთ ასეთ ბაქტერიას ჩააგდებთ ერთლიტრიან ქილაში, ერთი საათის შემდეგ ქილა იქნება სავსე.

რა დროში გაავსებს ასეთი ბაქტერია ქილის ნახევარს? (ნახევარ ლიტრს)


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

38. ორი მონეტა

ორი მონეტამაგიდაზე დევს ორი მონეტა, რაც ჯამში 3 ლარს შეადგენს.

ერთ-ერთი მონეტა არ არის 1 ლარიანი.

რა მონეტებია ეს?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

39. ინგლისელი მეცნიერი

ინგლისელი მეცნიერი - რობერტ რეკორდიინგლისელმა მათემატიკოსმა რობერტ რეკორდმა თქვა: „არაფერია იმაზე უფრო თანაბარი, ვიდრე ორი პარალელური სწორხაზოვნება»

რა გამოიგონა რობერტ რეკორდმა?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

40. გონიერი ბერი

გონიერი ბერიმე-VII-VIII საუკუნეში ირლანდიელმა ბერმა გამოიგონა დათვლის მეთოდი 0-დან-1 000 000-მდე.

ამ მეთოდით დღესაც სარგებლობენ საბირჟო მაკლერები ჩიკაგოს პურის ბირჟაზე.

რას იყენებენ მაკლერები?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ