თანამედროვე სამზარეულო წარმოუდგენელია გამწოვის გარეშე.
ეს საყოფაცხოვრებო ხელსაწყო, არა მარტო თავიდან აგაცილებთ კვამლს, პროდუქტების მომზადების პროცესში გამოყოფილ სუნს და დაგიცავთ სამზარეულოს სურნელის მთელს ბინაში გავრცელებისგან, არამედ რეგულარულად გაწმენდს სამზარეულოში ჰაერს.
თანამედროვე გამწოვების ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი შერჩევისას ოპტიმალური მოდელის შერჩევა ნამდვილად გაგიჭირდებათ, თუ არ ჩამოყალიბდით რა ზომის, სიმძლავრის, და ა.შ გამწოვი გჭირდებათ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს იგი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი საზარეულოს დიზაინს.
სამზარეულოს გამწოვი საკმაოდ მარტივი აგრეგატია, იგი შედგება დეკორატიული კორპუსისგან, ერთი ან რამდენიმე ელექტრო ძრავისგან, ვენტილიატორებისგან და ფილტრებისგან. აგრეთვე მართვის და განათების ბლოკისგან.
ჰაერის გაწმენდის ორი ტიპის რეჟიმი არსებობს:
ჰაერის გაწმენდის ცირკულაციის რეჟიმი;
ჰაერის გარეთ გატანის რეჟიმი;
გამწოვები მხოლოდ ჰაერის გაწმენდის ცირკულაციის რეჟიმით თითქმის აღარ გვხვდება, რადგან ჰაერის გარეთ გატანის რეჟიმი გაცილებით ეფექტურია.
გარდა ამისა ბევრი თანამედროვე გამწოვს პრაქტიკულობის გამო გამო ორივე რეჟიმი გააჩნია.
ცირკულაციის რეჟიმი
ცირკულაციის რეჟიმის დროს გამწოვის მიერ ხდება ჰაერის შეწოვა, რომელიც იწმინდება სპეციალური ფილტრების საშუალებით და გასუფთავებული ბრუნდება უკან, სამზარეულოში.
პირველად ჰაერი გადის ცხიმდამჭერ ფილტრში, რომელიც წმენდს ჰაერს მსხვილი ცხიმის წვეთებისგან, წვის პროდუქტებისგან და ა.შ.
ამის შემდეგ ჰაერი გადის ნახშირის ფილტრში, რომელიც შთანთქავს სუნს და საბოლოოდ წმენდს ჰაერს.
პლიუსები:
- არ არის აუცილებელი შენობას ქონდეს სავენტილაციო სისტემა;
- ადვილია მისი დამონტაჟება და ჩართვა;
- ცივ ამინდში შეუძლია სითბოს შენარჩუნება;
მინუსები:
- ნახშირის ფილტრების ხშირი გამოცვლა;
- ჰაერის გაწმენდის დაბალი ეფექტურობა,რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს ფილტრები, ის ბოლომდე ვერ წმენდენ ჰაერს;
ამ რეჟიმის დანიშნულებაა დაბინძურებული ჰაერის შენობის გარეთ გატანა სავენტილაციო სისტემების საშუალებით.
ასეთ შემთხვევაში მისი სრულყოფილად ფუნქციონალურობისთვის საჭიროა გამწოვის დამონტაჟება და შეერთება სპეციალური მილების საშუალებით სავენტილაციო არხთან.
ჰაერის გატანის რეჟიმი გაცილებით ეფექტურია და ჰაერის მაქსიმალურად გაწმენდის საშუალებას იძლევა. შედეგად სამზარეულოში შემოდის ჟანგბადით მდიდარი სუფთა ჰაერი.
ამ შემთხვევაში გამწოვს მხოლოდ ცხიმისდამჭერი ფილტრი სჭირდება, რათა მის კედლებზე და ვენტილიატორის ფრთებზე არ დაგროვდეს ცხიმის მასები, რამაც შეიძლება ხელსაწყო მწყობრიდან გამოიყვანოს.
გამწოვის ზომა
გამწოვის ზომები უნდა ემთხვეოდეს, ან აჭარბებდეს ქურის ზომას. რა თქმა უნდა უკეთესია თუ აჭარბებს.
ასეთი გამწოვი მეტ ფართობს მოიცავს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქურიდან დაბინძურებული ჰაერის შეწოვას.
გამწოვების სიგანე 50-დან 120 სმ-მდე მერყეობს. ძირითადად გვხვდება 50, 60 და 90 სმ სიგანის გამწოვები.
სასურველია თუ გამწოვი ქურაზე 20-30 სმ- ით ფართო იქნება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით ყველაზე დიდი გამწოვებიც კი ესთეტიურად გამოიყურება და არ იკავებს დიდ ადგილს სამზარეულოში.
სიმძლავრე, მწარმოებლობა
მწარმოებლობა იზომება კუბურ მეტრებში საათში. რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მეტ ჰაერის მოცულობას გაატარებს გამწოვი დროის განსაზღვრულ ერთეულში.
მწარმოებლობის გამოთვლა მარტივი ფორმულით ხდება: საერთაშორისო სტანდარტებით შენობაში ჰაერის განახლება უნდა ხდებოდეს 10- 12 საათში ერთხელ.
აქედან გამომდინარე სამზარეულოს ფართობი უნდა გამრავლდეს ჭერის სიმაღლეზე და შემდეგ 12-ზე. ამით მიიღებთ თქვენი სამზარეულოსთვის საჭირო გამწოვის მწარმოებლობას.
ანუ თუ სამზარეულოს ფართია 10მ2, ხოლო ჭერის სიმაღლე 3 მეტრი, თქვენი გამწოვის მწარმოებლობა უნდა იყოს 10X 3X 12=360მ3.
მაგრამ სამზარეულოს გამწოვზე მოქმედებს მთელი რიგი ფაქტორები, რაც ამცირებს მათ მწარმოებლობას, მაგალითად:
სართული, რომელზეც ცხოვრობთ;
ჰაერგამტარის სიგრძე;
ჰაერგამტარისა და ფილტრების დაბინძურების დონე;
პროდუქტის მომზადების ინტენსივობა;
პროდუქტის შემთხვევით დაწვის შემთხვევაში აუტანელი სუნი;
მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის მაქსიმალურ ნიშნულამდე მიღწევის საშიშროება;
მწეველი სტუმრების რაოდენობა, გოფრირებული მილის და რეცირკულაციის რეჟიმის არსებობის შემთხვევაში მწარმოებლობის შემცირების პროცენტი;
და ა.შ;
ამიტომ სასურველია თუ ფორმულით გამოთვლილზე მეტი მწარმოებლობის გამწოვს შეიძენთ.
იდეალურია, თუ მიღებულ ციფრს გაამრავლებთ 2-ზე. ანუ თუ 10მ2 სამზარეულოს შემთხვევაში შეიძენთ 360 X 2=720მ3 მწარმოებლობის გამწოვს.
თუმცა ეს პანაცეა არ არის, მთავარია მწარმოებლობა 360მ3-ზე რაც შეიძლება მეტი იყოს და არავითარ შემთხვევაში მასზე ნაკლები.
გამწოვი რომ დიდხანს გემსახუროთ, მწარმოებლობის მარაგი აუცილებელია, რადგან მაქსიმალურ სიმძლავრეზე უწყვეტი მუშაობა ნეგატიურად აისახება ექსპლუატაციის ვადაზე.
ხმაურის დონე
ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა თქვენი სამზარეულო დამაყრუებელ სივრცედ არ გადაიქცეს.
რაც უფრო დიდია გამწოვის მწარმოებლობა, შესაბამისად იზრდება მისი ხმაურის დონეც. ამიტომ, გამწოვის შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორ კომპონენტს შორის ოქროს შუალედის მოძებნა.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სამზარეულოს გამწოვის მაღალი ხმაურის დონე დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანებზე.
ქალბატონები კი სამზარეულოში საკმაოდ მნიშვნელოვან დროს ატარებენ, ამიტომ ეს ის პრობლემაა, რომლის წარმატებით გადაწყვეტასაც ცდილობს სამზარეულოს გამწოვების ყველა მწარმოებელი.
უნდა ვთქვათ, რომ ისინი ამას წარმატებით ახერხებენ. ხანგრძლივი და გულმოდგინედ ჩატარებული ცდების შედეგად ბევრ თანამედროვე გამწოვს აქვს ძრავი, რომელსაც მაქსიმალური მწარმოებლობა და ხმაურის მინიმალური დონე გააჩნია.
ასეთი გამწოვები აღჭურვილია განსაკუთრებული საკისრითა და ”აკუსტიკური პაკეტებით” გარსაცმის ღრუსა და ძრავის ნაკვეთურში.
ასევე სპეციალური ანტივიბრაციული შუასადებით, რომელიც ანცალკევებს ძრავს კორპუსისგან.
ხმაურის შემცირებას აგრეთვე უზრუნველყოფსგამწოვის ორძრავიანი სამზარეულოს გამწოვები. ეს ისეთი კონსტრუქციებია, რომელთაც ორი ვენტილიატორი გააჩნია.
ერთის მხრივ, ორძრავიანი გამწოვი ზრდის მწარმოებლობას, მეორეს მხრივ კი ძრავის ბრუნვის სიხშირის შემცირების ხარჯზე მინიმუმამდე დაყავს ხმაურის დონე.
ძირითადად გვხვდება 50-60-70 დეციბალი ხმაურის დონის გამწოვები, თუმცა ასევე არსებობს სუპერთანამედროვე მოდელებიც, რომელთა ხმაურის დონე 32-45 დეციბალს შეადგენს.
40 დეციბალის ფარგლებში ხმაურის დონე კომფორტულად ითვლება. 50-55 დეციბალი ხმაურის დონე ნორმალურად (ევროპული სტანდარტი), რომელიც მიახლოებულია საცხოვრებელ სახლში ჩვეულებრივ არსებულ ხმაურის დონესთან.
არსებობს პრაქტიკულად უხმო გამწოვებიც, მათი ძრავი არა კორპუსშია ჩამონტაჟებული, არამედ დაყენებულია სავენტილაციო არხის გასასვლელში, სხვენზე და სხვა დამხმარე ნაგებობაში.
კარგად დაუკვირდით, გამწოვის ინსტრუქციაში მითითებული უნდა იყოს რომელ სიჩქარეზე რა ხმაურის დონე აქვს თქვენს გამწოვს.
ფილტრები
გამწოვის ფილტრები ძირითადად ორი სახისაა: ცხიმდამჭერი ფილტრი და ნახშირის ფილტრი.
ცხიმდამჭერი ფილტრით ყველა გამწოვია დაკომპლექტებული.
ეს ფილტრები განკუთვნილია ცხიმის ნაწილაკების და სხვა წვის პროდუქტების შესაკავებლად, რათა დაცული იქნას გამწოვის ძრავი, შიდა კედლები, ჰაერგამტარი მილები და ვენტილიატორი.
ეს ამარტივებს გამწოვის მოვლას და ახანგრძლივებს მისი ექსპლუატაციის ვადას.
განვიხილოთ ამ ფილტრების თვისებები და მათი დანიშნულება:
ცხიმდამჭერი ფილტრი - ცხიმდამჭერი ფილტრი ორგვარია, ერთჯერადი და მრავალჯერადი.
• ერთჯერადი ფილტრები
სინთეპონის, ფლიზელინისა და ქაღალდის. არსებობს ასევე აკრილის ფილტრები, რომელიც გაცილებით დიდხანს ძლებს, თვეში ერთხელ მისი გარეცხვა შეიძლება თბილ საპნიან წყალში, მაგრამ იგი ვერ იტანს მექანიკურ ზემოქმედებას.
• მრავალჯერადი ფილტრები
ალუმინის და მეტალის ფილტრებია. ისინი შედგება რამდენიმე ფენა პერფორირებული ალუმინისგან ან მეტალისგან და დამზადებულია ისე, რომ ჰაერს ქონდეს მაქსიმალური გამტარიანობა და მინიმალური ხმაურის დონე.
ასეთი ფილტრების გარეცხვა თვეში ერთხელ, ან დაბინძურების ხარისხის მიხედვითაა შესაძლებელი. მისი გარეცხვა და ცხიმის მოცილება აუცილებელია ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით ან სპეციალური ფხვნილით.
თუ ზომა საშუალებას იძლევა, მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიცაა დასაშვები. ასეთი ფილტრები ერთი, ორი და სამგანყოფილებიანიც კია.
რაც მეტ განყოფილებიანია ფილტრი, მით უფრო იოლია მისი ხელით გარეცხვა და ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც იოლად ჩაეტევა. სასურველია, თუ მანქანაში მას ვერტიკალურ მდგომარეობაში მოათავსებთ, ასე იგი უკეთესად გაიწმინდება.
ნახშირის ფილტრი - ნახშირის ფილტრები აქტივირებული ნახშირისგან შედგება. ისინი ერთჯერად ფილტრებად ითვლება.
მათი შეცვლის პერიოდულობა რამოდენიმე თვიდან 2 წლამდე მერყეობს.
უფრო ზუსტი თარიღი მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის მიერ.
თუ თქვენს გამწოვს ნახშირის ფილტრი აქვს, რეკომენდებულია მისი შეძენის მომენტში კიდევ ერთი დამატებითი ფილტრის შეძენა, შემდგომი გამოცვლისათვის.
გახსოვდეთ
იმისათვის, რომ გამწოვი კარგად და დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია დროულად გაწმინდოთ (თუ გასაწმენდია) და შეცვალოთ (თუ შესაცვლელია) გამწოვის ფილტრი.
გაუწმენდავი ან შესაცვლელი ფილტრი საგრძნობლად ამცირებს გამწოვის მწარმოებლობას და მისი ექსპლუატაციის ვადას.
ზოგიერთ გამწოვს ფილტრის შეცვლის ინდიკატორი გააჩნია, ეს შეიძლება იყოს სიმბოლოები, რომელიც გამოსახულია ფილტრზე და ექსპლუატაციის პერიოდში ნელ-ნელა უფერულდება და ქრება, ან პირიქით. რაც იმის მანიშნებელია, რომ ფილტრი გასაწმენდი ან შესაცვლელია.
ზოგიერთი მწარმოებელი ფილტრის გამოცვლის ან გაწმენდის შესახებ გაფრთხილებას ელექტროინდიკატორის საშუალებით იძლევა. ამ შემთხვევაში აინთება შესაბამისი ნათურა, რომელიც ფილტრის გამოცვლის, ან გაწმენდის აუცილებლობის შესახებ გამცნობთ.
მართვა
სამზარეულოს გამწოვს როგორც წესი მართვის პანელზე ძირითადად ელექტროვენტილიატორის ჩამრთველი, სიჩქარეების გადამრთველი და განათების ჩასართავი ფუნქციები გააჩნია.
თვითონ ჩართვის ტიპი შეიძლება იყოს სამი სახის მექანიკური, სენსორული ან ელექტრონული.
მექანიკური მართვა - ყველაზე მარტივი და საიმედო ტიპია, იგი განთავსებულია გამწოვის პანელის პირზე, წარმოადგენს მცოცავ ღილაკებს და მისი ჩართვა თუ გამორთვა ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად ღილაკების მარჯვნივ და მარცხნივ გადაადგილებით უნდა მოხდეს.
ამ მართვის ტიპის მინუსი ისაა, რომ წვის პროდუქტებით მისი დაბინძურება ძალიან მარტივად ხდება, გასუფთავება კი დიდ ძალისხმევასა და რეგულარულ წმენდას მოითხოვს.
სენსორული მართვა - ძირითადად სენსორული მართვის ღილაკები გამწოვის პანელის დონეზეა განლაგებული. თითოეული ფუნქციის ჩართვა ხდება ღილაკზე თითის დაჭერით, გამორთვა კი განმეორებითი დაჭერით.
როგორც წესი ასეთი მართვის სისტემას თან ახლავს დიოდური განათება. ასეთი ტიპის ღილაკები სამართავად იოლია, ადვილად სუფთავდება (შეიძლება მისი გაწმენდა უბრალო, ნოტიო ჩვრით) და დიზაინის თვალსაზრისითაც ლამაზად გამოიყურება.
ასევე გვხვდება ღილაკებით მართვის ტიპი, რომელიც სენსორულისგან განსხვავდება იმით, რომ ყოველ ახალ ღილაკზე ხელის დაჭერისას აქტიურდება ახალი, ხოლო ძველი ღილაკი უბრუნდება საწყის პოზიციას.
ელექტრონული მართვა - ყველაზე პრესტიჟული და მრავალფუნქციური მართვის ტიპია. ელექტრონული ტაიმერის საშუალებით შესაძლებელია:
გამწოვის ავტომატურად გამორთვა მისი მუშაობის დასრულების შემდეგ;
სიჩქარეების ავტომატურად გადართვა, რითაც შეუძლია შეამციროს ან გაზარდოს მწარმოებლობა ჰაერის დაბინძურების შესაბამისად;
გამწოვის ავტომატური ჩართვა პროდუქტის მომზადების დროს;
ავტომატური განათების ჩართვა ადამიანის ქურასთან მიახლოვებისას;
ფილტრის დაბინძურების ინდიკატორი;
უნდა აღინიშნოს ფუნქცია, რომლის საშუალებითაც გამწოვის გამორთვის შემდეგ ვენტილიატორი კიდევ 10 წუთი აგრძელებს მუშაობას ჰაერის საბოლოო გაფილტვრა-გასუფთავებამდე.
ფუნქცია, რომლის საშუალებითაც გამწოვი ჩაირთვება ხოლმე ყოველ ერთ საათში მცირე სიმძლავრეზე, რითაც უზრუნველყოფს შენობის დამატებით ვენტილაციას რადიოკონტროლი (როცა გამწოვის მუშაობას უზრუნველყოფს ქურა, კოდირებული რადიოგადამცემის საშუალებით) ასევე სხვა ფუნქციები...
განათება
გამწოვის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ქვედა ნაწილში ჩამონტაჟებულ განათებას.
ყველა გამწოვი აღჭურვილია განათებებით, რომელიც მდებარეობს მართვის პანელზე.
არსებობს ჩვეულებრივი ან ჰალოგენური ნათურები, აგრეთვე გვხვდება ნეონური განათება. მათი განლაგება და რაოდენობა ყველა გამწოვში ინდივიდუალურია.
განათების სპექტრი მნიშვნელოვანი ფაქტორია მრავალი კერძის მომზადების დროს, რადგან ზოგიერთი ქალბატონი ფერის მიხედვით ატყობს მზადაა თუ არა პროდუქტი.
ზოგიერთ გამწოვს ფიქსირებული განათება აქვს, რომელიც ძირითადად კომფორებს ანათებს.
ახალ, თანამედროვე მოდელებს კი მთელი ქურის და სამზარეულოს განათებაც კი შეუძლია. შეიძლება შუქის ფოკუსირება და მისი ინტენსიურობის რეგულირება (მომატება ან შემცირება).
მასალა
გამწოვები შეიძლება დამზადებული იყოს პლასტმასისგან, ემალით დაფარული ფოლადის კორპუსისგან, უჟანგავი ფოლადისგან, ალუმინისგან და გამოწრთობილი ტონირებული მინისგან.
რა თქმა უნდა უჟანგავი ფოლადის მასალა საუკეთესოა, მაგრამ მისი ცხიმისგან გაწმენდა საკმაო ძალისხმევას მოითხოვს.
გამწოვის თანამედროვე, პრესტიჟული მოდელები დამზადებულია ალუმინის და მინის კონსტრუქციისგან, რომელიც დეკორატიულადაა დამუშავებული.
ასეთი ზედაპირი დიზაინის თვალსაზრისითაც მშვენივრად გამოიყურება და შესანიშნავად ერწყმის სამზარეულოს ინტერიერს.
გარდა ამისა ასეთ მასალას არ ეშინია კოროზიის, არ ამჩნდება თითის ანაბეჭდები, ადვილად ექვემდებარება გაწმენდას და ნაკლებად ზიანდება გამრეცხი, გასაწმენდი საშუალებებით.
დიზაინი
გამწოვი არა მარტო სასარგებლო და აუცილებელი ფუნქციონალური ხელსაწყოა, არამედ თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალიცაა.
ის უნდა გამოიყურებოდეს როგორც სამზარეულოს ავეჯის ერთი, მთლიანი შემადგენელი ნაწილი გაზქურასთან, მაცივართან, სამზარეულოს ნოჟარასთან ერთად.
რეკომენდებულია შეარჩიოთ ისეთი გამწოვი, რომელსაც იგივე ფერი და ფაქტურა აქვს, რაც თქვენს ქურას.
დღესდღეობით არჩევანი ძალიან დიდია, არსებობს სხვადასხვა ფორმის (პირამიდა, კონუსი, ოვალი, სფერო და ა.შ)
ასევე სხვადასხვა მასალის (ემალის, პლასტმასის, უჟანგავი ფოლადის, ალუმინის, გამოწრთობილი მინით გაწყობილი, ხით მოპირკეთებული და ა.შ)
გამწოვის ტიპები:
ტრადიციული - დაკიდებული გამწოვი
დაკიდებული გამწოვი მომხმარებელთა შორის ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია.
იგი პრაქტიკულია, ადვილად მოსავლელი, ხელმისაწვდომია და მარტივი ტიპის გამწოვადაც მიიჩნევა.
ასეთი გამწოვი მაგრდება ქურის ზემოთ დაკიდებული კარადის ქვეშ, ან მის გარეშე (თუ კარადა არ არსებობს).
ტრადიციული გამწოვები ძირითადად აღჭურვილია ერთი ძრავით, აკრილის ქსოვილის და ნახშირის ერთჯერადი ფილტრებით.
ისინი ძირითადად რეცირკულაციის რეჟიმში მუშაობენ.
ჩასაშენებელი გამწოვი
ასეთი გამწოვი მონტაჟდება ქურის თავზე დაკიდებულ სამზარეულოს კარადაში. მისი კორპუსი დამალულია კარადის უჯრედში და არაფრით გამოიყოფა სამზარეულოს საერთო ფონზე. ჩანს მხოლოდ გამწოვის ქვედა ნაწილი.
ზოგიერთ გამწოვს გამოსაწევი პანელი აქვს, რაც ზრდის ჰაერის ატაცების ფართობს და უფრო მარტივს ხდის მის მართვას.
პანელის გამოწევის დროს გამწოვი ავტომატურად ჩაირთვება იმ რეჟიმში, რომელშიც თქვენ ის გამორთეთ.
ასეთი მოდელები საკმაოდ კომპაქტურია, ხშირადაა აღჭურვილი ორი ძრავით და ცხიმისდამჭერი მეტალის ან ალუმინის მრვალჯერადი გამოყენების ფილტრით.
კედლის (გუმბათოვანი ან ბუხრის ტიპის) გამწოვი
ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამწოვია, რომელიც განკუთვნილია კედელზე დასამონტაჟებლად. იგი გვხვდება სხვადასხვა ფორმის - სწორკუთხა, გუმბათის, პირამიდის და ა.შ.
აგრეთვე სხვადასხვა მასალის - მთლიანად უჟანგავი ფოლადის, უჟანგავი ფოლადის მინის დეტალებით, მეტალის დეკორატიული ელემენტებით, ხით მოპირკეთებული (იდეალურია კლასიკური სტილის სამზარეულოსათვის).
ბევრი მოდელი მრავალფეროვანი დამატებითი ფუნქციებითაა აღჭურვილი. გვხვდება მოდელები ჩამონტაჟებული თხევადკრისტალური ტელევიზორით.
ასე, რომ თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ზომის, ფორმის,ფერის და ფუნქციების მქონე გამწოვი.
კუნძულოვანი გამწოვი
ასეთი გამწოვებს მაღალი სიმძლავრე აქვს და გააჩნია ჭერზე მიერთების შესაძლებლობა სამუშაო ფართობის ზემოთ.
მისი გამოყენება ძირითადად ხდება დიდ სამზარეულოებში, სადაც ქურა დგას სამზარეულოს ცენტრში და კავშირი არა აქვს არც ერთ კედელთან.
კუნძულოვანი ტიპის გამწოვები ვიზუალურადაც შესანიშნავად ეხამება სამზარეულოს ინტერიერს.
თუმცა, ძირითადად გუმბათოვან გამწოვებს შეხვდებით ბარების, კაფეებისა და რესტორნების სამზარეულოებში.
პრაქტიკულობის გარდა, რაც გამოიხატება დიდი რაოდენობით სამზარეულოს ნარჩენის გატანაში, იგი თავისებურ, ორიგინალურ დიზაინსაც ქმნის.
კუთხის გამწოვი
გამწოვის სპეციფიკური ტიპია, მისი მთავარი თვისებაა სამზარეულოს კუთხეში დამონტაჟების შესაძლებლობა.
კუთხის გამწოვი, გარდა იმისა, რომ ორიგინალურად გამოიყურება, კარგია სამზარეულოში ადგილის ეკონომიის თვალსაზრისით.
არსებობს ასეთი გამწოვების როგორც რეტრო, ასევე კლასიკური სტილი.
როგორც დარწმუნდით არჩევანი საკმაოდ დიდია, მთავარია ჩამოყალიბდეთ როგორი დიზაინის, ფერის და რა ფუნქციებით აღჭურვილი გამწოვი გჭირდებათ.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
სამზარეულოს გამწოვები ინტერნეტ მაღაზია... | ||||
გუმბათოვანი გამწოვები |
ტელესკოპური გამწოვები |
ბრტყელი გამწოვები |
||
საშუალო და მაღალი სიმძლავრის გამწოვები |
საშუალო და მსხვილგაბარიტიანი გამწოვები |
გამწოვების სრული კატალოგი |
||
სამზარეულოს გამწოვები ინტერნეტ მაღაზია... | ||||
გამწოვები ალუმინის ფილტრით |
გამწოვები 200 ლარამდე |
გამწოვების სრული კატალოგი |