კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:14

ცოტა რამ ისტორიიდან

როგორ ავირჩიოთ ტოსტერიერთი შეხედვით, ტოსტერი შეიძლება ზედმეტ ნივთადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ჯერ-ჯერობით არ გქონიათ და ამიტომ ვერ შეეჩვიეთ მას.

მაგრამ როცა ტოსტერს მიეჩვევით, მიხვდებით, რომ ეს მარტივი და მოსახმარად მოსახერხებელი ხელსაწყო ძალიან პრაქტიკულია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პირველი ტოსტერი გამოშვებული იქნა ფირმა ”General Electric”-ის მიერ ჯერ კიდევ 1909 წელს.

ეს იყო პრიმიტიული მოწყობილობა, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა ჭირდებოდა რათა პური არ დაგეწვათ ან კიდევ უარესი, თავად  არ მიგეღოთ დამწვრობა.

ამერიკაში შემწვარი ტოსტები იმდენად პოპულარულია, რომ ვირჯინიის შტატში, ტოსტერების მუზეუმიც კი გახსნეს. ის მდებარეობს ქალაქ შარლოტესვილში და მისთვის საკმაოდ მოზრდილი შენობაა გამოყოფილი.

მუზეუმში უძველესი, 100 წლის წინანდელი ექსპონატებია წარმოდგენილი. საინტერესოა იმის ნახვა თუ რაოდენ უზარმაზარ და რთულ ხელსაწყოს წარმოადგენდა ტოსტერი და რა გზა უნდა გაევლო პურს, რომ შემწვარიყო.

რატომ ტოსტერი?

როგორ ავირჩიოთ ტოსტერიტოსტერი, თანამედროვე სამზარეულოს ელექტრომოწყობილობაა, რომელიც განკუთვნილია პურის შესაწვავად.

თუ თქვენ დილით გემრიელი საუზმე გიყვართ (ან გჭირდებათ), ჩათვალეთ ტოსტერი თქვენთვის შეუცვლელი ხელსაწყოა.

თითქმის ყველა ინგლისური ოჯახის დილა იწყება შემწვარი ტოსტით, ეს არცაა გასაკვირი, რადგან შემწვარი პური არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა.

მისი მონელება ძალიან მალე და ადვილად ხდება, რაც დადებითად აისახება თქვენს ფიგურაზე. გარდა ამისა იგი საკმაოდ ნოყიერია. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც მარტო ტოსტი, ასევე იგი შესანიშნავია კარაქთან, ჯემთან, ერბოკვერცხთან, შემწვარ ბეკონთან, ლორთან და ა.შ.

თანამედროვე ტოსტერები მთელი რიგი დამატებითი ფუნქციებითაა აღჭურვილი, რის შედეგადაც მისი მოხმარება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია.

პატარა ბავშვისთვისაც კი არ წარმოადგენს სიძნელეს სუზმეზე დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ შეწვას რამოდენიმე  ნაჭერი ტოსტი.

დღესდღეობით თითქმის ყველა ტოსტერს გააჩნია ტაიმერი და შეწვის მრავალსაფეხურიანი რეგულიატორი, რომელიც უზრუნველყოფს პურის დაბრაწვას როგორც მსუბუქად, ოდნავ მოყვითალო ფერად, ასევე მის ბოლომდე შეწვას მოწითალო და ყველაზე მუქ ფერამდე.

სამომხმარებლო ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებელის მიერ წარმოდგენილია ტოსტერების ფართო არჩევანი.

მართალია პურის შეწვა ნებისმიერ მათგანს შეუძლია, მაგრამ თუ თქვენ გაინტერესებთ ხარისხი, უსაფრთხოება და დამატებითი კომფორტული ფუნქციები, სჯობს კარგად გაერკვეთ ამ მოწყობილობაში.

ამიტომ, განვიხილოთ რა ფუნქციებითაა ისინი აღჭურვილი და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან, რათა შეძლოთ სწორი არჩევანის გაკეთება.

მწარმოებლობა

ტოსტერის მწარმოებლობაპირველ რიგში, ტოსტერის შეძენის დროს  უნდა ჩამოყალიბდეთ რამდენსულიანი ოჯახი გყავთ და რა მწარმოებლობის, ტევადობისა და ზომის ტოსტერი გჭირდებათ.   თუ დიდი ოჯახი გყავთ, უკეთესია შეიძინოთ უფრო თავსებადი მოდელი, რათა ხშირად არ მოგიწიოთ პურის შეწვის ერთი და იგივე ოპერაციის რამოდენიმეჯერ ჩატარება.

ძირითადად  ტოსტერებს გააჩნია  ტოსტის მოთასავსებელი ერთი ან ორი განყოფილება, რომელიც განთავსებულია ერთმანეთის გვერდით, ან პარალელურად და  გათვალისწინებულია  2 ან 4 ტოსტისთვის.

თითო განყოფილებაში თავსდება 1 ან 2 ტოსტი, თუმცა ეს ხელს არანაირად არ გიშლით იმაში, რომ  სურვილის შემთხვევაში შეწვათ მხოლოდ 1, ან 3 პურის ნაჭერი.

ერთგანყოფილებიანი ტოსტერი, რომლის  განყოფილებაში თავსდება 2 ტოსტი - ეს მოდელი ვიწრო და გრძელია, ტოსტისთვის საჭირო პურის ნაჭრები თავსდება ერთმანეთის გვერდით, ტიხარის გარეშე.

ორგანყოფილებიანი ტოსტერი, სადაც თავსდება 1 ტოსტი თითო განყოფილებაში - ყველაზე კომპაქტური მოდელია. პურის ნაჭრები განთავსებულია ერთმანეთის პარალელურად და ერთმანეთისგან გაყოფილია ტიხარით.

ოთხგანყოფილებიანი ტოსტერიორგანყოფილებიანი ტოსტერი 2 ტოსტი თითო განყოფილებაში - ყველაზე დიდი მოდელია, რადგან მას ერთდროულად 4 ნაჭერი პურის შეწვა შეუძლია.

ამ მოდელშიც პურის ნაჭრები განთავსებულია ერთმანეთის პარალელურად და მათ შორის სივრცე გაყოფილია ტიხარით.

არსებობს აგრეთვე 4 განყოფილებიანი ტოსტერიც, რომელშიც გათვალისწინებულია თითო პურის ნაჭერი თითო განყოფილებაში.

ასეთ მოდელში, ერთდროულად 4  ნაჭერი პურის შეწვაა შესაძლებელი.

სიმძლავრე

ტოსტერის სიმძლავრეუნდა აღინიშნოს, რომ საყოფაცხოვრებოც ტოსტერები საკმაო რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს - 600 დან 1600 ვატამდე.

მაგრამ, იმის გამო, რომ ტოსტერით პური ძალიან სწრაფად იწვება (საშუალოდ 2 წუთი), ელექტროენერგიის ხარჯი უმნიშვნელოა.

სამაგიეროდ რაც უფრო მეტია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად მიიღებთ შედეგს, ცხელ ხრაშუნა პურს.

საშუალო სიმძლავრედ ტოსტერებში ითვლება 1000 ვატი.

გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და შეიძინით თქვენთვის ოპტიმალური სიმძლავრის ტოსტერი.

თერმოსტატი (შეწვის რეჟიმების რეგულირება)

ტოსტერის თერმოსტატი (შეწვის რეჟიმების რეგულირება)ტოსტერის თითქმის ყველა მოდელს გააჩნია თერმოსტატი, რომელიც საშუალებას იძლევა აირჩიოთ ის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც ტოსტის უფრო მეტად ან ნაკლებად შეწვას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა ამ რეჟიმის საშუალებით, შესაძლებელია არეგულიროთ ტოსტის მომზადების დრო.

ძირითადად ტოსტერებს ტემპერატურის რეგულირების 6 ან 7 პოზიცია გააჩნია, თუმცა მთელ რიგ მოდელებში ტემპერატურული რეჟიმის რეგულირების დონე 11-ს აღწევს.

ზოგიერთ მოდელს მწყობრი (ანალოგური) რეგულირების მექანიზმი გააჩნია, ხოლო სხვა მოდელებს მექანიკური (პოზიციური ხელით გადასართავი).

ელექტრონული მართვა

ელექტრონული მართვის ბლოკი საშუალებას იძლევა აირჩიოთ ტემპერატურა, რომელზეც მომზადდება ტოსტი.

ჭკვიანი ელექტრონიკა თავად გამოთვლის ხელსაწყოს მუშაობის დროს, ხოლო  როცა პურის ნაჭერი შეიწვება, იგი თავად მოგცემთ ხმოვან სიგნალს ან ავტომატურად გაითიშება.

გაჩერება-გამორთვის (ტოსტის ამოგდების) ღილაკი

ტოსტერის გაჩერება-გამორთვის (ტოსტის ამოგდების) ღილაკინებისმიერ ხარისხიან ტოსტერს უნდა გააჩნდეს ტოსტის ამოსაგდები ღილაკი, რომელზე ხელის დაჭერითაც ელექტრონული წრედი გაითიშება, ტოსტერი გამოირთვება, შედეგად დამჭერი მექანიზმი მოიშვებს და ტოსტი ავტომატურად ამოვარდება.

ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა გამორთოთ ხელსაწყო და ამოიღოთ ტოსტი ნებისმიერ მომენტში ისე, რომ არ დაელოდოთ როდის გავა თქვენს მიერ დასაწყისში მიცემული პროგრამის მუშაობის დრო.

ეს ღილაკი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შენიშნეთ, რომ ტოსტი შეიწვა იმაზე ადრე, ვიდრე ვარაუდობდით. აგრეთვე თუ შემთხვევით ტოსტი გაეჩხირა ტოსტერში და არ ამოდის.

ცხაურა ფუნთუშების გასათბობად

ძალიან მოსახერხებელია, თუ თქვენს ტოსტერს ასეთი გამოსაწევი ცხაურა გააჩნია. იგი მდებარეობს  ტოსტერის თავზე, ტოსტის მოსათავსებელი განყოფილებების ზემოთ და იძლევა საშუალებას გაათბოთ მასზე დალაგებული ფუნთუშები (კექსი, კრუასანები და ა.შ.) ტოსტერის გამაცხელებელი ელემენტიდან ამომავალი ცხელი ჰაერის ნაკადის ხარჯზე.

მოსახსნელი ქვესადგამი (პურის ნამცეცებისთვის)

ტოსტერის მოსახსნელი ქვესადგამი (პურის ნამცეცებისთვის)ქვესადგამი მდებარეობს კორპუსის ქვედა ნაწილში. მოსახერხებელია იმით, რომ საჭიროების შემთხვევაში კორპუსის პურის ნამცეცებისგან გასაწმენდად არ მოგიწევთ ტოსტერის ქვედა ნაწილის მოხსნა.

საკმარისი იქნება მხოლოდ ქვესადგამის გამოწევა, სადაც დაგროვდება პურის ნამცეცები.

ტოსტერის ზოგიერთი მოდელი საერთოდ არსად არ აგროვებს პურის ნამცეცებს, მას ფსკერზე გააჩნია სპეციალური ნასვრეტები, საიდანაც ნამცეცები იყრება პირდაპირ მაგიდაზე.

გაითვალისწინეთ ეს და აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია.

ავტომატური ცენტრირება

ტოსტერის ავტომატური ცენტრირებასასურველია ტოსტერი აღჭურვილი იყოს ავტომატური ცენტრირების ფუნქციით.

ავტომატური ცენტრირების სისტემა, საშუალებას იძლევა, ტოსტერის განყოფილებებში პურის ნაჭრები განლაგებული იქნას მკაცრად ცენტრში.

შედეგად ტოსტი თანაბრად შეიწვება და გამორიცხული იქნება მისი დაწვის შესაძლებლობა.

გაცხელება

ტოსტერის გაცხელებაკარგია, თუ ტოსტერს ექნება გაცხელების ფუნქცია.

ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია უბრალოდ შეაცხელოთ ახალი პური, ან უკვე შემწვარი, მაგრამ გაცივებული ტოსტები.

ამ რეჟიმში შეწვა არ ხდება, რაც ძალიან მოსახერხებელია.

გალღობა

ტოსტერის გალღობის ფუნქციატოსტერს, რომელსაც გალღობის ფუნქცია აქვს, შეუძლია საჭიროების შემთხვევაში გაალღოს და  ისე შეწვას მაგალითად საყინულედან გამოღებული პური.

გალღობის შემდეგ, ტოსტერი ავტომატურად, თქვენი ჩარევის გარეშე გადავა შეწვის საჭირო რეჟიმში.

ეს ფუნქცია შეიძლება განსაკუთრებულად საჭირო აღმოჩნდეს მათთვის, ვისთვისაც აუცილებელია პური საყინულეში ქონდეს შენახული.

პატარა ნაჭრების სპეციალური ამწევი (ექსტრა)

თუ თქვენს ტოსტერს ეს ფუნქცია აქვს, მისი საშუალებით შესაძლებელია ყველაზე პატარა პურის ნაჭრების შეწვაც კი.

ეს საკმაოდ კარგი ფუნქციაა, რადგან ყველაზე პატარა ნაჭერი ტოსტის ამოღებაც კი ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ მოხდება.

კორპუსი

ტოსტერის კორპუსიტოსტერის კორპუსი ძირითადად მზადდება პლასტმასისგან ან უჟანგავი ფოლადისგან, იშვიათად ალუმინისგან. ისინი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმისა და ფერის.

ხარისხიანი შეიძლება იყოს როგორც უჟანგავი ფოლადის, ასევე პლასტმასის კორპუსი, რომ აღარაფერი ვთქვათ ალუმინზე.

უფრო გამძლე, მოსახერხებელი, პრესტიჟული და (ძვირიც) უჟანგავი მეტალისგან, შემდეგ კი ალუმინისგან დამზადებული ტოსტერებია, ისინი უფრო გამძლე და მტკიცეა, ვიდრე პლასტმასისგან დამზადებული ტოსტერები. თუმცა მაღალი ხარისხის პლასტმასისგან დამზადებული ტოსტერიც არაფრით ჩამოვარდება თავის მეტალის ანალოგს,

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, არის თუ არა ტოსტერის კორპუსი თერმოდამცავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კორპუსთან შეხებისას არ მიიღოთ დამწვრობა.

შეძენის წინ დააკვირდით ხომ არ აქვს კორპუსს დეფექტები, შეამოწმეთ მასალის ხარისხი, ვიზუალურად მაინც, ნახეთ ხომ კარგად ზის დეტალები ერთმანეთში.

კრეატიული ტოსტერები

კრეატიული ტოსტერებიტოსტერის ზოგიერთი მოდელები აღჭურვიილია რადიოთი, ასე რომ ტოსტის მომზადების პროცესში შეგიძლიათ მუსიკასაც მოუსმინოთ.

ზოგიერთი ტოსტერი პურს წინასწარ განსაზღვრულ ნახატებს ახატავს, მაგალითად დისნეის მულტფილმების გმირებს.

ზოგიერთი მოდელი კი საშუალებას იძლევა თქვენი არჩეული ნახატი ან ტექსტიც კი დააწეროთ შემწვარ ტოსტს.

ერთი ამერიკელი უფრო შორსაც წავიდა და შექმნა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ტოსტერი კომპიუტერს უკავშირდება და ტოსტზე იმ დღის ამინდის პროგნოზი ”გამოცხვება”

რამოდენიმე სასარგებლო რჩევა

  • სასარგებლო რჩევები ტოსტერზენუ ჩართავთ  ტოსტერს ადვილადაალებადი საგნების მახლობლად (მაგალითად ფარდა ან პირსახოცი).
  • ნუ დაახურავთ თავს ტოსტერს, თუ იგი ჩართულ, მუშა მდგომარეობაშია.
  • მოხმარების შემდეგ აუცილებლად გამორთეთ ელექტრო ქსელიდან.
  • გაწმენდის წინ (პურის ნამცეცებისგან) აუცილებლად გამორთეთ ხელსაწყო და დაელოდეთ სანამ გაცივდება.
  • ნუ შეწვავთ პროდუქტს, რომელიც დაფარულია მცენარეული ზეთით, კარაქით, ცხიმით. 
  • ნუ დაუშვებთ ტოსტერის წყალთან კონტაქტს.

პს

კრეატიული ტოსტერითუ მოთმინება გეყოთ და სტატია ბოლომდე წაიკითხეთ, სწორი არჩევანის გაკეთება არ უნდა გაგიჭირდეთ.

განსაზღვრეთ რა ფუნქციები უფრო გჭირდებათ და ტოსტერი იმის მიხედვით შეარჩიეთ.

ტოსტერი ის მოწყობილობაა, რომელიც ყველა ოჯახშია საჭირო.

გახსოვდეთ, რაც უფრო ხარისხიან ბრენდს იყიდით, მით უფრო უკეთესად და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ იგი.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ