კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:07

როგორ ავირჩიოთ წვენსაწურიწვენსაწური სამზარეულოს ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა.

ვერც ერთი ცნობილი მწარმოებელის მიერ დამზადებული სხვადასხვა შეფუთვისა თუ ჩამოსხმის წვენი, ხარისხით ვერ მივა ხილის, ციტრუსის თუ ბოსტნეულის ინდივიდუალურად, საკუთარი ხელით ახალგამოწურულ ნატურალურ წვენთან, რომელიც  ჯანმრთელობის საწინდარია.

მაგალითად ნატურალური ციტრუსის წვენი ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს 10-15 წუთი და იმისათვის რომ მან არ დაკარგოს ეს თვისებები, მწარმოებლები მას უმატებენ სხვადასხვა საკვებ დანამატებს.

ამიტომ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერი შეძენილი წვენი შეიცავს კონსერვანტებს და არ არის 100%-ით ნატურალური.

როცა წვენს თავად წურავთ, შეგიძლიათ 100%-ით დარწმუნებული იყოთ, რომ მიღებული წვენი ნატურალურია და არ შეიცავს არანაირ კონსერვანტს.

გარდა ამისა ის შეუცვლელია  თუ სახლში ბავშვები გყავთ, რადგან ვერაფერი ისე ვერ აღადგენს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, როგორც ახალგამოწურული ნატურალური წვენი.

წვენსაწურების არჩევანი ძალიან ფართოა, მაგრამ სასურველია თქვენთვის საჭირო მოდელი  სწორად შეარჩიოთ.

წვენსაწურის დანიშნულება რა თქმა უნდა წვენის გამოწურვაა, თუმცა პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ მისი შერჩევის დროს, არის ის, თუ  ძირითადად რისგან აპირებთ წვენის გამოწურვას, რადგან წვენსაწურები არ არის ერთგვაროვანი და ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან.

ძირითადად არსებობს ორი სახის წვენსაწური:

წვენსაწური ციტრუსებისთვის;

უნივერსალური წვენსაწური;

როგორ ავირჩიოთ წვენსაწურითუ თქვენ ყოველ დილით ფორთოხლის, გრეიფრუტის, ლიმონის და ა.შ წვენის მირთმევა გსურთ და წვენსაწური ამ მიზნით გჭირდებათ, არჩევანი უნდა გააკეთოთ წვენსაწურზე ციტრუსებისთვის.

მაგრამ თუ  წვენის მიღება სხვადასხვა ხილის და ბოსტნეულისგან გსურთ, მაგალითად ვაშლი, მსხალი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი და ა.შ. ხოლო შემდეგ ამ წვენებისგან სხვადასხვა სასარგებლო კოქტეილების დამზადებას აპირებთ, მაშინ  არჩევანი უნივერსალურ წვენსაწურზე უნდა გააკეთოთ.

ორივე ხელსაწყოს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას მისი არჩევის დროს.

წვენსაწური ციტრუსებისთვის

წვენსაწური ციტრუსებისთვისწვენსაწური ციტრუსებისთვის, ყველაზე გავრცელებული და მარტივი ელექტრონული ხელსაწყოა. ის გათვალისწინებულია მხოლოდ ციტრუსებისთვის: ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლიმონი და ა.შ.

იგი შედგება კონუსისებრი საცმისგან, ძრავისგან და წვენის დასაგროვებელი ჭურჭლისგან.

მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ პრიმიტიულია: გაჭრილი ციტრუსი ძლიერად უნდა დააჭიროთ კონუსისებრ მბრუნავ საცმს, რომელიც ბრუნავს ძრავის მეშვეობით, რის შედეგადაც რბილობი (ნაყოფის ნარჩენი) რჩება სპეციალურ ფილტრზე, რომელიც პერიოდულად (თუ დიდი რაოდენობის წვენს წურავთ) უნდა ამოიღოთ ხოლმე, თუნდაც ბოლომდე არ იყოს გაწურული.

რაც შეეხება წვენს, იგი ჩაედინება სპეციალურ ჭურჭელში ან ნებისმიერ სპეციალურ ჭიქაში (იმის მიხედვით, თუ რა კონსტრუქცია აქვს წვენსაწურს.)

თავის მხრივ ციტრუსებისთვის განკუთვნილი წვენსაწურიც შეიძლება რამოდენიმე სახის იყოს:

მექანიკური წვენსაწური მექანიკური - როცა ციტრუსი ხელში გიჭირავთ, აწვებით და ატრიალებთ სპეციალურ საცმზე;

ნახევრადავტომატური - როცა კონუსისებრი საცმი სწრაფად ბრუნავს, ციტრუსს კი ხელით აწვებით და აჭერთ ამ საცმს;

ავტომატური (სპეციალური დამჭერი ბერკეტით) - ამ შემთხვევაში საცმი სწრაფად ბრუნავს და სპეციალური დამჭერი ბერკეტის საშუალებით არ არის საჭირო ხელით დააწვეთ და დააჭიროთ ციტრუსი საცმზე.

ავტომატური წვენსაწური განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა რეგულარულად და დიდი რაოდენობით წურავთ წვენს.                                                            

სიმძლავრე, მუშაობის ხანგრძლივობა

წვენსაწურის სიმძლავრე, მუშაობის ხანგრძლივობაციტრუსებისათვის განკუთვნილ წვენსაწურების სხვადასხვა მოდელს, განსხვავებული სიმძლავრე გააჩნია. ეს სიმძლავრე არ არის დიდი და მერყეობს 20-დან 80 ვატამდე.

ასეთი სიმძლავრე სრულიად საკმარისია წვენის მოსაწურად. რაც მეტია სიმძლავრე, მით უფრო ნაკლები დროა საჭირო ერთი ჭიქა წვენის მისაღებად.

ყველაზე პატარა და მარტივ წვენსაწურს შეუძლია ერთ ციკლში ერთი ჭიქა წვენის გამოწურვა, რაც დროის ძალიან მოკლე დროის მონაკვეთში ხდება.

შედარებით მძლავრ წვენსაწურებს შეუძლია 5-10 წუთი გაუჩერებლად იმუშაოს, შემდეგ კი 1-2 წუთი შესვენება სჭირდება, რათა ძრავი გაგრილდეს.

დაკვირვებით წაიკითხეთ ინსტრუქციაში რამდენი წუთი შეუძლია თქვენს წვენსაწურს შეუსვენებლად მუშაობა.

მოცულობა

წვენსაწურის მოცულობაყურადღება მიაქცით, წვენისთვის განკუთვნილი რა მოცულობის ჭურჭელი აქვს თქვენს მიერ შერჩეულ წვენსაწურს.

როგორც ავღნიშნეთ კონსერვანტების გარეშე ახალგამოწურული ციტრუსის წვენი სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს მხოლოდ 10-15 წუთი.

ამის გათვალისწინებით მწარმოებლები უშვებენ წვენსაწურებს, რომლითაც შესაძლებელია 1-2 ულუფა წვენის გამოწურვა. ასეთი ჭურჭლის სტანდარტული მოცულობა მიახლოებით  0,4-1,2 ლიტრია.

ზოგიერთი მოდელის წვენსაწურის წვენისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, გამჭვირვალე პლასტმასისგან არის დამზადებული, ზოგ მათგანს სპეციალური შკალა გააჩნია, რომელიც აჩვენებს ჭურჭელში წვენის დონეს.

ყურადღება მიაქციეთ წვენსაწურის ტუჩს, საიდანაც უნდა ჩამოასხათ წვენი, იგი მოსახერხებელი კონსტრუქციისა უნდა იყოს, რათა არ მოხდეს წვენის დაღვრა. არ იქნება ცუდი, თუ ის  აღჭურვილი იქნება დამატებითი ფილტრით.

არის მეორე ვარიანტიც, გამოწურული ჭურჭელი პირდაპირ შეგიძლიათ ჩაასხათ ჭიქაში ან ბოკალში. ამ შემთხვევაში წვენი პირდაპირ ხვდება ჭურჭელში, საიდანაც შეგიძლიათ უმალვე მიირთვათ იგი. ამას გარდა არ მოგიწევთ წვენისთვის განკუთვნილი სპეციალური ჭურჭლის გარეცხვა.

დამატებითი ფუნქციები

»» მონაცვლებითი (რევერსული) ბრუნვის რეჟიმი - ძრავა ატრიალებს საცმს ხან მარჯვენა, ხან კი მარცხენა მიმართულებით. ეს ფუნქცია იძლევა წვენის მაქსიმალური რაოდენობის გამოწურვის საშუალებას;

»» წვენში რბილობის რაოდენობის კონტროლის სისტემა - ამ  ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია მიღებული წვენის სისქის რეგულირება. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საცმზე  ჭრილების სიდიდე. რაც უფრო ნაკლები სიდიდისაა ჭრილი, მით უფრო ნაკლები რბილობი იქნება წვენში;

»» სპეციალური საცმები - იგი განკუთვნილია როგორც  დიდი, ასევე მცირე დიამეტრის ნაყოფისათვის. სწორად შერჩეული შესაბამისი დიამეტრის საცმის საშუალებით, შესაძლებელია გრეიფრუტისგან, ფორთოხლისგან და ა.შ  მაქსიმალური რაოდენობის წვენის მიღება;

»» დამჭერი მბიძგავი ბერკეტი (ფუშერი) - იგი იჭერს ნაყოფს წურვის პროცესში და არ არის საჭირო მისი ხელით დაჭერა;

»» წვენის პირდაპირი მიწოდების სისტემა - შეგიძლიათ წვენი პირდაპირ ჭიქაში ან ბოკალში ჩაასხათ;

»» წვენის დონის განმსაზღვრელი შკალის არსებობა - ეს ფუნქცია საუკეთესოა კოქტეილების მოსამზადებლად.

როგორ ავირჩიოთ წვენსაწურითუ თქვენ მოგწონთ ვაშლის, ქლიავის, მსხლის, სტაფილოს და ა.შ წვენი, მაგრამ მას იშვიათად მიირთმევთ, ხოლო ფორთოხლისა და გრეიფრუტის წვენებს მიირთმევთ ლიტრობით და რეგულარულად, მაშინ უმჯობესია შეიძინოთ წვენსაწური ციტრუსებისთვის.

ხოლო ის, თუ რა ტიპის ციტრუსების წვენსაწურის შეძენა გსურთ - მექანიკური, ნახევრადავტომატური, თუ ავტომატური, პირდაპირდამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად ამზადებთ და მოიხმართ ციტრუსის წვენს.

უნივერსალური წვენსაწური

უნივერსალური წვენსაწურებიუნივერსალური წვენსაწურების საშუალებით შესაძლებელია წვენის გამოწურვა თითქმის ყველა ხილისგან და ბოსტნეულისგან, მაგრამ ყველასგან არა, ამიტომ ხელსაწყოს გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რათა გაერკვეთ,  თუ  რომელი ნაყოფის გამოწურვა არ შეიძლება წვენსაწურის საშუალებით.

სამწუხარო, ძალიან იშვიათია ისეთი წვენსაწური, რომლის მეშვეობით შესაძლებელია კენკროვანი, კურკიანი ნაყოფის გამოწურვა (მაგალითად ბალის ან ალუბლის).

გახსოვდეთ, რომ ვაშლს და მსხალს გაწურვის წინ უნდა გამოაცალოთ  უხეში შუაგული. ატამს, გარგარს, ქლიავს და ა.შ კურკები. საზამთროს და ნესვს კანი და ა.შ.

ხილი ან ბოსტნეული უნდა დაჭრათ ისე, რომ იგი ჩაეტიოს წვენსაწურის ყელში, საიდანაც იგი მოხვდება სეპარატორში (ერთი ნივთიერებისაგან მეორის გამოსაყოფი მოწყობილობა) იქ კი ხდება მისი გადამუშავება და ცალკე წვენის, ცალკე რბილობის (ნარჩენის) გამოყოფა.

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ფართოა წვენსაწურის კორპუსის ყელი და ფართოა ღარი, მით უფრო დიდი ნაყოფის დამუშავებაა მისი საშუალებით შესაძლებელი.

არსებობს უფრო მაღალი კლასის მძლავრი წვენსაწურებიც, რომელთაც ორი ცენტრიფუგა გააჩნია, ისინი მუშაობაში ერთი მძლავრი ელექტროძრავის საშუალებით მოდის.

ასეთ წვენსაწურში მთლიანად შეიძლება მოათავსოთ ნაყოფი ისე, რომ  არ არის საჭირო მისი დაჭრა-დასუფთავება, რადგან  იგი  მსხვილქერქიან, ხენჯიან და მარცვლიან ნაყოფსაც წარმატებით უმკლავდება, ამის ხარჯზე კი წვენის ხარისხი არ იკლებს.

სეპარატორის ფორმის მიხედვით უნივერსალური წვენსაწურები ორგვარია:

  • ცილინდრული;
  • კონუსისებური;

ორივე მათგანს თავისი პლუსები და მინუსები გააჩნია.

 

უნივერსალური წვენსაწური ცილინდრული სეპარატორით

უნივერსალური წვენსაწური ცილინდრული სეპარატორითპლუსები:

ასეთი წვენსაწური ნაყოფისგან მზა წვენის გამოსავლიანობის მაქსიმალურად მაღალ პროცენტს იძლევა (თითქმის 95%-ს) აქვს შედარებით დაბალი ხმა და ოპტიმალურია თუ  თქვენ ერთ ლიტრზე მეტი წვენის მიღება არ გჭირდებათ.

მინუსები:

მას არ შეუძლია ავტომატურად ჩაყაროს მიღებული რბილობი სპეციალურ კონტეინერში. ამისათვის წვენსაწური უნდა გააჩეროთ, ხელით ამოიღოთ ნარჩენი რბილობი და ამის შემდეგ გააგრძელოთ მუშაობა. აქედან გამომდინარე, ასეთი წვენსაწურით თქვენ ვერ მიიღებთ ბევრ წვენს.

მიიღებთ მხოლოდ 2-3 ჭიქას, რის შემდეგაც წვენსაწური უნდა გააჩეროთ, გაწმინდოთ და ასე ყოველ ჯერზე.

უნივერსალური წვენსაწური კონუსისებური სეპარატორით

უნივერსალური წვენსაწური კონუსისებური სეპარატორითპლუსები:

მას კოპტონის სპეციალური კონტეინერი გააჩნია, ამიტომ არასასურველი ნარჩენები ავტომატურად იყრება კონტეინერში.

ასე რომ შეიძლება დიდი რაოდენობით წვენის გამოწურვა ისე, რომ საჭირო არ არის წვენსაწურის გაჩერება და რბილობის ხელით გამოღება.

იდეალური ხელსაწყოა, თუ ზოგადად, ან ზამთრისთვის გსურთ დიდი რაოდენობის წვენის დამზადება.

მინუსები:

ასეთი წვენსაწურით ნაყოფისგან მზა წვენის გამოსავლიანობა მხოლოდ 60-70%-ს შეადგენს. გარდა ამისა ისინი შედარებით ხმაურიანია და ყოველდღიურად მათი გამოყენება არ არის მოსახერხებელი.

ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია, რომელს არჩევთ - ხილის ეკონომიის ხარჯზე  მეტი წვენი მიიღოთ და მეტი შრომა გასწიოთ, თუ მეტი ხილისგან ნაკლები წვენი მიიღოთ, მაგრამ სამაგიეროდ ეს კომფორტულად გააკეთოთ.

სიმძლავრე, მუშაობის ხანგრძლივობა

წვენსაწურის სიმძლავრე, მუშაობის ხანგრძლივობაუნივერსალური წვენსაწურების სიმძლავრე მნიშვნელოვნად აღემატება ციტრუსებისთვის განკუთვნილი წვენსაწურების სიმძლავრეს და მერყეობს 200-800 ვატამდე.

ზოგიერთ მწარმოებელს 1000-1200 ვატი აქვს მითითებული თავის ნაწარმზე, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან რეალურად წვენსაწურის სიმძლავრე 800-900 ვატს აღწევს.

ამიტომ ნუ გამოეკიდებით მყვირალა ციფრებს და აირჩიეთ ოპტიმალური -500-600 ვატი სიმძლავრის წვენსაწური, ასეთი სიმძლავრე სრულიად საკმარისია.

საშუალო სიმძლავრის მოდელებს 10 წუთი შეუსვენებლივ მუშაობა შეუძლია, რის შემდეგ მისი 1 წთ შესვენებაა საჭირო გაგრილებისთვის, რათა არ გადახურდეს ელექტროძრავი.

უფრო მძლავრ უნივერსალურ წვენსაწურებს კი 20 წუთი შეუსვენებლივ მუშაობა შეუძლია, რის შემდეგ იგი ასევე უნდა შეასვენოთ, რათა გაიწმინდოს მისი დეტალები.

ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ წვენსაწურის სიმძლავრეში, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციაში, რამდენი წუთი შეუძლია შეუსვენებლივ იმუშაოს თქვენმა ხელსაწყომ.

არსებობს მოდელები, რომელთაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში შეუძლიათ მუშაობა.

ამ დროს დეტალების გაწმენდა ავტომატურად ხდება წვენსაწურის მუშაობის პროცესში, ხოლო გადახურებისგან აუცილებელი დაცვა სპეციალური ვენტილიატორის საშუალებით ხდება, რადგან ბუნებრივი გაგრილება არ არის საკმარისი.

მოცულობა

წვენსაწურის მოცულობაუნივერსალურ წვენსაწურების მიღებული წვენის კონტეინერი (თუ მოყვება კომპლექტში) უფრო დიდია, ვიდრე  ციტრუსების წვენსაწურისა და მერყეობს 0,5-2 ლიტრამდე.

იგი საკმაოდ მოცულობითია, ამიტომ თუ სამზარეულოში ადგილის პრობლემა გაქვთ, უმჯობესია შეიძინოთ კომპაქტური წვენსაწური ასეთი ჭურჭლის გარეშე.

ამ ჭურჭლის მაგივრად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც ხელთ გექნებათ, ფინჯანი, ბოკალი, ქილა და ა.შ.

სიჩქარე

საუკეთესოა, თუ  წვენსაწურს ექნება სიჩქარის მარეგულირებელი, რათა სხვადასხვა ხილი ან  ბოსტნეული გაწურული იქნას სხვადასხვა სიჩქარით.

სიჩქარის სწორად შერჩევისას მწარმოებლობა 5%-ით იმატებს. წვენსაწურის ინსტრუქციაში მითითებულია ხოლმე კონკრეტული სახეობის  ხილის ან ბოსტნეულის გასაწურად რომელი სიჩქარეა უფრო ოპტიმალური.

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით უფრო მეტი რბილობი (ნარჩენი) ხვდება წვენში, ხოლო რაც უფრო დაბალია, წვენი უფრო სუფთა გამოდის.

სამწუხაროდ ყველა მწარმოებელი არ მიუთითებს ამ მახასიათებელს, ამიტომ იცოდეთ, რომ ოპტიმალურ სიჩქარედ ითვლება 8-10 ათასი ბრუნვა წუთში.

მასალა

წვენსაწურის მასალაწვენსაწურის კორპუსი დამზადებული უნდა იყოს მტკიცე, დარტყმის გამძლე მასალისაგან, ძირითადად პლასტმასისგან, თუმცა გვხვდება ანოდირებული ალუმინით დამზადებული კორპუსებიც.

რაც შეეხება ცენტრიფუგის ბადეს  და ყველა სხვა შიგა მჭრელ დეტალებს, ისინი დამზადებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან.

უჟანგავი ფოლადი, ეკოლოგიური სისუთავის გარანტიას იძლევა და ამავდროულად უზრუნველყოფს წვენსაწურის ხანგრძლივ მოხმარებას.

რბილი, მსუბუქი დეტალები ვერ გაუძლებს ექსპლუატაციას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მეტალის ბადე უნდა იყოს საკმარისად თხელი და ქონდეს რაც შეიძლება მეტი ნასვრეტი.

დამატებითი კომპლექტაცია

უნივერსალურ წვენსაწურებს წვენისა და რბილობის (ნარჩენების) ჭურჭლის გარდა ხშირად კომპლექტში მოყვება ხილის დასაწოლი (ხელის მაგივრად), ჯაგრისები საცმების გასაწმენდად, სახეხი, დამატებითი საცმი-კონუსები ციტრუსისთვის, გამჭვირვალე სახურავი ღარი (რომელიც იცავს წვენსაწურს მტვრისგან) და ა.შ.

მოვლა

წვენსაწურის მოვლაგახსოვდეთ, რომ რაც უფრო ცოტა მოსახსნელი დეტალებისგან შედგება წვენსაწური, მით უფრო ადვილად მოსავლელია იგი.

ყოველი გამოყენების შემდეგ, აუცილებელია მისი კორპუსის გაწმენდა სველი სუფთა ტილოთი და შემდგომ მისი გამშრალება, ხოლო მოსახსნელი დეტალების გარეცხვა.

კატეგორიულად არ შეიძლება ძრავის წყალში მოთავსება, ასევე სარეცხი ფხვნილის გამოყენება.

შეიძლება გამოიყენოთ მცირე რაოდენობით ჭურჭლის სარეცხი ჟელეს.

თუ სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვთ, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება შეიძლება თუ არა წვენსაწურის დეტალების მანქანაში გარეცხვა, რადგან ეს ზედმეტ შრომას აგაცილებთ თავიდან.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ