კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:07

როგორ ავირჩიოთ წყლის ფილტრი-დოქიყველამ ვიცით, რომ წყალი ჯანმრთელობის საწინდარია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სუფთა და ანკარაა.

ონკანის წყლის რეგულარული მოხმარება, რომელიც არ არის საკმარისად გაწმენდილი, შეიძლება გახდეს სხვადასხვა დაავადებების მიზეზი.

ჩვენ ყველანი, ვინც ვცხოვრობთ ქალაქში, წყალს ვიღებთ წყალგაყვანილობის მილებიდან. ხშირად, ასეთი წყალი გაფილტრული და გაუსნებოვანებულია ქლორირების მეთოდით ქალაქის წყლის სადგურებში.

თუმცა, ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია წყლის დასუფთავება „მეორადი დაბინძურებისგან“.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც მოულოდნელად დაატყდა თავს ადამიანს, სწორედ დაბინძურებული წყლის მიზეზით ხდება.

განსაკუთრებით საფრთხილოა ონკანის წყლის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სახლში არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

ამიტომ, წყლის გაფილტვრისა და რეკომენდებული და მიზანშეწონილია წყლის ფილტრების გამოყენება, რომლებიც სხვადასხვაგვარია და საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც დანიშნულებით, ასევე ტექნიკური მახასიათებლებით.

როგორ ავირჩიოთ წყლის ფილტრიზოგი მათგანი მექანიკურად წმენდს წყალს ჭუჭყისგან, ზოგი ანადგურებს არასასიამოვნო სუნს, სხვები აუვნებელყოფენ მავნე ორგანულ შენაერთებს ან ბაქტერიებს.

ზოგიერთ ფილტრს რამდენიმე საფეხურიანი გაწმენდა შეუძლია.

გარდა მექანიკური გაწმენდისა, ფილტრი წმენდს წყალს ორგანული, ქლორორგანული და არაორგანული ნივთიერებების ფართო სპექტრისაგან, ასევე პესტიციდებისა და ნავთობპროდუქტებისაგან.

ასეთი ფილტრის დაყენება შეიძლება არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ აბაზანაშიც, რადგან სრულფასოვან წყალში ბანაობა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

ამას გარდა, არსებობს ონკანებზე დასაყენებელი ფილტრები და სპეციალური წყლის გასაფილტრი ჩაიდნები და დოქები, რომელიც წყალს ასევე წარმატებით ფილტრავს.

როგორ ავირჩიოთ წყლის ფილტრიასეთი წყლის ფილტრები განსაკუთრებით მოსახერხებლია, რადგან გამოგადგებათ ყველგან: სახლში, ოფისში, აგარაკზე, მოგზაურობისას...

მიუხედავად ზოგიერთი ფილტრის მაღალი ხარისხისა და სანდოობისა, შესაძლოა წყალში მაინც დარჩეს რაღაც რაოდენობის ქლორი და ნიტრატები, რასაც 3-5 წლის ასაკის ბავშვი ვერ გაუმკლავდება.

ამ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალება არ არსებობს, უმჯობესია ასეთი წყალი დამატებით გადაადუღოთ.

იმისათვის, რომ გაერკვეთ, თუ რომელი წესით უნდა გაწმინდოთ წყალი და შესაბამისად, როგორი წყლის ფილტრის შეძენაა თქვენთვის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ რა პრობლემების გადაწყვეტა გსურთ მისი საშუალებით:

1

- მოაშოროთ წყალს ქვიშის ნამცეცები ან სხვადასხვა ნალექი, 

- გახადოთ მღვრიე წყალი გამჭვირვალე;

- წყალი, რომელიც მოდის თქვენს ონკანში არის ზედმეტად ხისტი (ელექტროჩაიდანში, ყავის მადუღარაში, ელექტროგამათბობელში წარმოიქმნება ზედმეტი ნადები) ან იმდენად რბილი, რომ რთულად იცილებთ ხელიდან  საპონს;

- გსურთ გაათავისუფლოთ წყალი მარილებისგან, მძიმე მეტალებისგან, რადიოაქტიული იზოტოპებისგან

2 

- გსურთ გაწმინდოთ მთელი წყალი, რომელიც მოედინება თქვენს ონკანებში

- თუ გჭირდებათ წყლის გარკვეული რაოდენობა რათა მოამზადოთ საკვები, ყავა ან ჩაი.

3

ოპტიმალური წყლის ფილტრის ასარჩევად, ყველაზე უტყუარი ვარიანტია - წაიღოთ თქვენი წყალსადენის წყლის ქიმიურ ანალიზი ლაბორატორიაში და ამით დაადგინოთ, თუ რას უნდა ებრძოლოთ კონკრეტულად და რომელი შესაბამისი ტიპის ფილტრით აღჭურვოთ თქვენი ონკანი.

საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ძირითადად გამოიყენება შემდეგი ტიპის ფილტრები:

 წყლის ფილტრი-დოქი;

• ონკანზე დასაყენებელი ფილტრი;

 სტაციონალური მრავალსაფეხურიანი ფილტრი;

 უკუ ოსმოსის სისტემა (ღრმა გაწმენდის ფილტრი);

 წინასწარი გაწმენდის ფილტრი (საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და "სან-ტექნიკის" დასაცავად);


წყლის ფილტრების სახეობებისახლის პირობებში (წყლის გადადუღების გარდა) ძალიან ხშირად გამოიყენება საყოფაცხოვრებო ფილტრები, რომლებიც პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად ჯგუფად: დაგროვებითი და გამდინარე.

დაგროვებით ფილტრებს მიეკუთვნება წყლის ფილტრი-დოქები, ხოლო გამდინარე ფილტრებს - ონკანზე დასაყენებელი ფილტრი, სტაციონალური მრავალსაფეხურიანი ფილტრი, უკუ ოსმოსის სისტემა (ღრმა გაწმენდის ფილტრი) და სამრეწველო დანიშნულების ფილტრები.

გაფილტრული წყლის ხარისხზე მნიშვნელობას ახდენს ფილტრის ტექნიკური მახასიათებლები, რაც ნიშნავს, რომ ფილტრები ერთმანეთის განსხვავდება წყლის გაწმენდის წესის მიხედვით.

წყლის ფილტრი-დოქი

წყლის ფილტრი-დოქიწყლის ფილტრი-დოქი, რომელსაც ელექტროჩაიდანის ფორმა გააჩნია, ყველაზე მარტივ, გავრცელებულ და პრაქტიკულ წყლის გაფილტვრის საშუალებად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მცირე რაოდენობის გაფიტრული წყალია საჭირო.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ასეთი წყლის ფილტრები განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან გამოგადგებათ ყველგან:სახლში, ოფისში, აგარაკზე, მოგზაურობისას და ა.შ.

მისი მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია. უბრალოდ ჩაასხმათ დოქში წყალს, და რამოდენიმე წუთის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ გაფილტრული წყალი.

კონსტრუქციულად, წყლის დოქი-ფილტრი კატრიჯის (გამფილტრავი მასალა) საშუალებით გაყოფილია ორ ნაწილად.

ზედა ნაწილში ისხმება გაუფილტრავი წყალი, რომელიც ნელ-ნელა, თვითდინებით გაივლის კატრიჯს და უკვე გაფილტრულ-გაწმენდილი გროვდება დოქის ქვედა ნაწილში (რეზერვუარში).

როგორც წესი, გამფილტრავი მასალის (კატრიჯის შიგნით) მოთავსებულია აქტივირებული ნახშირი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის საერთო გაწმენდას (სუნისგან, ქლორისგან, პესტიციდებისგან, შემღვრეულობისგან და ა.შ) და ნატრიუმის ფილტრი-დამარბილებელი.

ზოგჯერ წყლის ჩაიდან-ფილტრში მოთავსებულია ვერცხლის შემცველი კატრიჯიც, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს.

ჩვეულებრივ, წყლის ფილტრი-დოქები იტევს 2-დან 5 ლიტრამდე წყალს, რაც არ არის საკმარისი იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობის გაფილტრული წყალი გჭირდებათ, მაგრამ სრულიად საკმარისია თუ გაფილტრული წყალი მხოლოდ სასმელად, საკვების მოსამზადებლად ჩაისა და ყავისათვის გესაჭიროებათ.

თუ თქვენ ხშირად გჭირდებათ დიდი რაოდენობით გაფილტრული სუფთა წყალი, ამ შემთხვევაში წყლის ფილტრი-დოქი ნამდვილად არ გეყოფათ, რადაგან მის ასავსებად და წყლის ხელმეორედ გასაფილტრად საჭიროა დამატებითი დრო, რაც ძალიან მოუხერხებელია.

კატრიჯები

წყლის ფილტრის კატრიჯებიკომპლექტში წყლის ფილტრ-დოქს როგორც წესი მოჰყვება ერთი, ე.წ სტანდარტული კატრიჯი, რომელიც აღჭურვილია წყლის უბრალო, მექანიკური ფილტრებით და გრანულირებული ნახშირით.

ჩვეულებრივი კატრიჯების გარდა, მწარმოებლები გვთავაზობენ სპეციალიზირებულ კატრიჯებს, რომელთა საშუალებით შეიძლება წყალში დამატებით ფტორის დამატება, ზედმეტი რკინის მოცილება, წყლის დარბილება და ა.შ.

ზოგიერთი მწარმოებელი, ვერცხლის შემცველი კატრიჯების გარდა (რომლებიც ხელს უშლიან კატრიჯის შიგნით ბაქტერიების გამრავლებას), აწარმოებს კატრიჯებს, რომელიც აღჭურვილია ისეთი გაწმენდის უნიკალური თვისებების მქონე ნივთიერებებით, როგორიცაა აკვალენი და არაგონი.

იმაზე დამოკიდებულებით, თუ რა დანიშნულება აქვს კატრიჯს (ანუ განკუთვნილია ხისტი წყლისთვის თუ ნორმალური წყლისთვის), მასში ხდება ან არ ხდება იონოგამცვლელი ფისის დამატება.

მაგრამ ყველა ასეთი თვისებების კატრიჯების გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ზუსტად იცით რა არის თქვენი ონკანის წყალში ზედმეტი ან რით არის საჭირო მისი გამდიდრება.

წყლის ფილტრის კატრიჯებიმაგალითად, ხისტი წყლისთვის საჭიროა დამარბილებელი კატრიჯი, დიდი რაოდენობით რკინის შემცველი წყლისთვის  - კატრიჯი რკინის შემცველი წყლისთვის და ა.შ. თუ წყლის შემადგენლობა გარკვეული არ არის და არ იცით, ისარგებლეთ უნივერსალური ფილტრით.

ზოგიერთი მოდელის წყლის ფილტრ-დოქზე, მიდის მხოლოდ კონკრეტული მწარმოებლების და კონკრეტული ტიპის კატრიჯი. სხვა ტიპის კატრიჯი (თუნდაც უფრო მაღალი ხარისხის) შესაძლოა წყლის დოქს არ მოერგოს.

თუმცა არსებობს უნივერსალური კატრიჯებიც, რომელიც ეთავსება თითქმის ნებისმიერი მწარმოებლის მიერ წარმოებულ წყლის ფილტრ-დოქს.

წყლის გამფილტრავი კატრიჯების რესურსი არ არის ძალიან მაღალი და მისი შეცვლა საჭიროა მინიმუმ 2-3 თვეში ერთხელ, რაც დამოკიდებულია წყლის სიხისტეზე და დაბინძურების ხარისხზე.

კატრიჯების რესურსი წყლის გაფილტვრის მიხედვით მერყეობს 150 ლიტრიდან - 500 ლიტრამდე. რაც ასევე დამოკიდებულია წყლის სიხისტეზე და მის სხვა თვისებებზე.

მუშაობის პროცესში, კატრიჯი იზიდავს როგორც ბაქტერიებს, ასევე ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც ბაქტერიებისთვის კვების წყაროს წარმოადგენენ.

წყლის ფილტრის კატრიჯებიბაქტერიების დაგროვების დონის ზრდასთან ერთად ბაქტერიოსტატიკური დანამატები „იბლოკება“ და მათი ეფექტურობა იკლებს.

შედეგად, კატრიჯი იწყებს რღვევას და შესაძლოა თავად გახდეს წყლის დაბინძურების წყარო. მიიჩნევა, რომ უმჯობესია საერთოდ არ გაფილტროთ წყალი, ვიდრე ისარგებლოთ უკვე რესურსგამოცლილი კატრიჯით.

პროფესიონალი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად მწარმოებლების მიერ მითითებული 2-3 თვისა, კარგია, თუ კატრიჯს გამოცვლით საშუალოდ 1-1,5 თვეში.

ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ უზრუნველყოთ, რომ მუდმივად გქონდეთ ხელმისაწვდომი გაფილტრული, ჯანმრთელი და გემრიელი სასმელი წყალი.

წყლის ფილტრი დოქის უპირატესობები:

წყლის ფილტრის დამატებითი ფუნქციები წყლის ფილტრი-დოქი კოპაქტურია, მოსახმარად მოხერხებული. არ სჭირდება არსად შეერთება, ადვილად ირეცხება, ინახება მაცივარში. შეიძლება გადატანა ნებისმიერ ადგილზე;

ნებისმიერი წყლის ფილტი-დოქი შესანიშნავად ეხამება სამზარეულოს ინტერიერს, შეარჩევთ რა სასურველ ფერს, შეგიძლიათ შექმნათ ერთიანი კომპოზიცია სამზარეულოს სხვა მოწყობილობებთან ერთად;

წყლის ფილტრ-დოქის საშუალებით შესაძლებელია მოაცილოთ წყალს მიკრო მინარევები, გააუმჯობესოთ მისი ხარისხი და შემადგენლობა, შეამციროთ სიხისტე, მინერალიზაცია, 

ერთი ლიტრი წყლის დოქი-ფილტრით გაფილტრული წყლის ღირებულება გაცილებით ნაკლები გამოდის იგივე რაოდენობით მაღაზიაში შეძენილი ბუტილირებული წყლის ღირებულებაზე.

დამატებითი ფუნქციები

წყლის ფილტრი-დოქის დამატებითი ფუნქციები წყლის დოქს უნდა გააჩნდეს წყლის დონის ინდიკატორი, მოცულობის შკალა (საერთო მოცულობა და გაფილტრული წყლის მოცულობა);

ფილტრ-დოქს სახურავზე უნდა გააჩნდეს სპეციალური სარწყული (წურწურა იგივე ლეიკა), რაც გაცილებით აიოლებს ფილტრის გამოყენების პროცესს

სასურველია, თუ ფილტრ-დოქს გააჩნია მოხერხებული ერგონომიული სახელური  Nონ შლიპ საფარით;

ბევრ თანამედროვე დოქ-ფილტრს გააჩნია სპეციალური სარქველი, რომელიც საშუალებას იძლევა დოქში წყალი ჩაასხათ ისე, რომ არ მოხსნათ თავსახური;

კარგია, თუ ფილტრ-დოქს ფსკერზე ექნება სპეციალური რეზინის ძირი, რაც მას დაიცავს მაგიდიდან დაცურებისგან, თუ იგი გლუვი ან სველია.

ბევრი ფილტრი-დოქი აღჭურვილია ისეთი დამატებითი ფუნქციით,  როგორიცაა: გამფილტრავი მოდულის (კატრიჯის) შეცვლის კალენდარი.

ეს საკმაოდ  მოსახერხებელი ფუნქციაა, რადგან აღარ არის საჭირო გახსოვდეთ, თუ როდის შეცვალეთ ბოლოს კატრიჯი და დადგა თუ არა მისი გამოცვლის დრო.

შეტყობინების სისტემა სხვადასხვა ფილტრ-დოქებში სხვადასხვაგვარია, დაწყებული უბრალო თარიღის მაჩვენებლით და დამთავრებული კარტრიჯის გამოცვლის საჭიროების ავტომატური ხმოვანი ინდიკატორით.

რეკომენდაციები ფილტრი-დოქის ექსპლუატაციის დროს

რეკომენდაციები ფილტრი დოქის ექსპლუატაციის დროს გახსოვდეთ, რომ წყლის გაწმენდის ხარისხი დამოკიდებულია მის პირვანდელ შემადგენლობაზე. ფილტრის ექსპლუატაციის პროცესში ეს მონაცემი შეიძლება მერყეობდეს.

არ დაგავიწყდეთ დროულად შეცვალოთ კატრიჯები, რადგან ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ ფილტრში გროვდება მავნე მიკროორგანიზმები და ასეთ კატრიჯში გამავალი წყალის ხარისხი შეიძლება პირიქით, გაუარესდეს კიდეც;

თუ თქვენს წყალსადენში მოდის მაღალი სიხისტის წყალი, რეკომენდებულია გამოიყენოთ კატრიჯები, რომელთა რესურსი არის 300-500 ლიტრი.

როცა წყლის ფილტრი-დოქი ახალია (ან კატრიჯი ახლახან გამოცვალეთ), რეკომენდებულია პირველი ორი პორცია გაფილტრული წყალი არ გამოიყენოთ და გადაღვაროთ (რადგან იგი შეცავს ნახშირის მტვერს);

ახალი კატრიჯის ექსპლუატაცის წინ, აუცილებლად ჩადეთ იგი ცივ წყალში 15-20 წუთის განმავლობაში;

კატრიჯი ყოველთვის კონტაქტში უნდა იყოს წყალთან, ანუ ყოველთვის უნდა იყოს სველი. იონოგამცვლელი ფისი მხოლოდ ამ შემთხვევაში უზრუნველყოს წყლის გაწმენდის მაქიმალურ ხარისხს, გამშრალ ფისს, გამწმენდი ფუნქციები მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვს.

ამიტომ, თუ კატრიჯი რაიმე მიზეზით გაშრა, მოიქეცით ისე, როგორც ახალი კატრიჯის შემთხვევაში (ანუ მოხსენით და ჩადეთ ცივ წყალში 15-20 წუთის განმავლობაში).

თუ წყლის ფილტირ-დოქის გამოყენება არ აპირებთ 3-4 თვის (ან მეტი) განმავლობაში, მოხსენით კატრიჯი, ჩადეთ პოლიეთილების პარკში და შეინახეთ მაცივარში.

ხოლო გამოყენების წინ მოიქეცით როგორც ზემოთ აღვწერეთ, ჩადეთ 15-20 წუთი ცივ წყალში, შემდეგ დააყენეთ და პირველი-ორი პორცია გაფილტრული წყალი გადაღვარეთ. შემდეგ გი გამოიყენეთ ჩვეულებისამებრ;

ზოგჯერ, დიდი ხნის შენახვის, ან ტრანსპორტირების გამო, კატრიჯის ზედა ნაწილიდან, შეიძლება ჩამოცვივდეს აქტივირებული ნახშირის წვრილი ნამცეცები. ეს არ მიიჩნევა დეფექტად და არ შექმნის პრობლემებს ფილტრის ექსპლუატაციის დროს.

წყლის ფილტრი-დოქები განკუთვნილია მხოლოდ წყალგაყვანილობის ცივი წყლის გასაფილტრად. ცხელი წყლის და რამე სხვა სითხის ჩასხმა ფილტრში არ შეიძლება.

გაითვალისწინეთ: შეძენის წინ, კარგად გასინჯეთ მოწყობილობის კორპუსი, დეტალები უნდა იყოს მყარი, კარგად იჯდეს ერთმანეთში და არ ჩანდეს ნაპრალები არც ერთი მხრიდან.

შემდგომ დაყნოსეთ ფილტირ-დოქის კორპუსი, თუ მას მძაფრი, ან უსიამოვნოს სუნი აქვს, სავარაუდოდ ყალბ ნაწარმთან გაქვთ საქმე, რომელიც უხარისხო პლასტმასისგანაა დამზადებული და მისი შეძენისგან თავის შეიკავეთ.

დოქის კორპუსის ფსკერზე უნდა იყოს ბოკალისა და ჩანგლის შტამპი, რაც დაადასტურებს, რომ გამოყენებულია საკვებისთვის უსაფრთხო მასალა.

ფილტრი-დოქი უნდა იყოს მოსახერხებელი. მისი ხელში აღება, წყლით ავსება და ჩამოსხმა უნდა ხდებოდეს ერთი ხელის საშუალებით ისე, რომ არ დასჭირდეს სახურავზე მეორე ხელის დაჭერა. მაშინაც კი, თუ მასში ასხია გაუფილტრავი წყალი.

ონკანზე დასაყენებელი ფილტრი

ონკანზე დასაყენებელი ფილტრიიმ შემთხვევაში, თუ ხშირად გჭირდებათ დიდი რაოდენობით გაფილტრული სუფთა წყალი, შეგიძლიათ ფილტრი-დოქის ნაცვლად გამოიყენოთ ონკანზე დასაყენებელი ფილტრი (ეგრეთ წოდებული ფილტი-საცმი).

ასეთი ფილტრი შეიძლება დააყენოთ ონკანზე მუდმივად, ან მისი საშუალებით ისარგებლოთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ონკანზე დასაყენებელი ფილტრები ძირითადად გამოიყენება დიდი რაოდენობის გამდინარე წყლის უფრო სწრაფად გასაწმენდად.

მოწყობილობა შედგება კორპუსისგან, რომლის შიგნით მოთავსებულია კატრიჯი და მუფთისგან, რომელსაც აერთებენ ონკანზე.

ფილტრი მაგრდება თავად ონკანზე, ან იმ შემთხვევაში თუ ფილტრს დიდი ზომის კატრიჯი გააჩნია, უერთდება ონკანს და მონტაჟდება სამზარეულოს ონკანისა და ნიჟარის გვერდით.

ონკანზე დასაყენებელი ფილტრები არსებობს ორგვარი: როგორც მოსახსნელი, ასევე სტაციონალური.

ონკანზე დასაყენებელი ფილტრიასეთი ფილტრების მიერ წყლის გაფილტვრის რესურსია 300 - 1500 ლიტრი, ხოლო კატრიჯები რეკომენდებულია შეიცვალოს 2-3 თვეში.

ონკანის ფილტრი არ შეიძლება მაღალეფექტურ ფილტრად ჩაითვალოს, ძირითადად მას შეუძლია წყალს მოაცილოს მხოლოდ მსხვილი მექანიკური მინარევები (რა თქმა უნდა გააჩნია კატრიჯებსაც).

ამიტომ, თუ თქვენ უკვე გიყენიათ წინასწარი გაწმენდის ფილტრი (იხილეთ ქვემოთ), შეარჩიეთ ისეთი კატრიჯი, რომელიც მსხვილი მინარევების გარდა წყალს გაწმენდა სხვა მავნე მიკროორგანიზმებისგან.

სტაციონალური მრავალსაფეხურიანი ფილტრი

წყლის სტაციონალური მრავალსაფეხურიანი ფილტრიასეთი ფილტრები უზრუნველყოფს წყლის გაწმენდის უფრო მაღალ დონეს. ისინი იყოფა რამდენიმე ჯგუფად: დაყენების ადგილის, გაწმენდის საფეხურების რაოდენობის და კოლბებისა და კატრიჯების რაოდენობის მიხედვით.

მოწყობილობა ძირითადად მაგრდება სარეცხი ნიჟარის ქვემოთ, კედელზე, ან უშუალოდ ნიჟარაზე (თუ მცირე ზომისაა). ფილტრაციის ხარისხი არ არის დამოკიდებული ფილტრის ადგილმდებარეობაზე.

სტაციონალურ ფილტრებს ძირითადად აყენებენ სამზარეულოში, იგი მონტაჟდება უშუალოდ წყალგაყვანილობის ხაზზე. სამრეცხაოსათან გამოდის ცალკე ონკანი, რომლიდანაც უკვე მოდის გაფილტრული და გაწმენდილი ცივი წყალი.

მრავალსაფეხურიან სტაციონალურ ფილტრში პირველი დგას:

მექანიკური გაწმენდის კატრიჯი - რომელიც წმენდს წყალს ჟანგისგან და ქვიშისგან, რომლის ზომაა 10 მკმ - მდე.

შემდეგ წყალი გადის ფილტრში, რომელიც შედგება გრანულირებული (ან ფხვნილისებრი) აქტივირებული ნახშირსგან ან სინთეტიკური ბოჭკოებისგან, რაც საშუალებას იძლევა გაწმინდოს წყალი ქოლორისგან, ორგანული ქლორისგან, პესტიციდებისგან. აგრეთვე აუმჯობესებს წყლის ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს (შესახედაობა, გემო, სუნი, ფერი და ა.შ).

გაფილტვრის მესამე საფეხურზე ფილტრში გამოიყენება იონოგამცვლელი ფისი ან დაპრესილი აქტივირებული ნახშირი, რომლის საშუალებითაც ხდება წყლის დარბილება და მისგან ხისტი მარილების მოცილება.

როგორც წესი, ასეთი ფილტრები გამდიდრებულია ერთი ან რამდენიმე დანამატით (ვერცხლი, ნატრიუმის ჰექსამეტაფოსფატი და ა.შ)

წყლის სტაციონალური მრავალსაფეხურიანი ფილტრიმრავალსაფეხურიანი სტაციონალური ფილტრების მოქმედების პრინციპი, მიუხედავად მწარმოებელი ფირმისა, ერთი და იგივეა.

მოწყობილოებები ერთმანეთისგან განსახვავდება მხოლოდ კატრიჯების შემადგენლობაში გამოყენებული მასალების შემადგენლობით.

სტაციონალური ფილტრები რა თქმა უნდა ძვირადღირებული დანადგარებია დოქის ტიპის და ონკანის ფილტრებთან შედარებით.

გარდა იმისა, რომ მათი საშუალებით გაწმენდილი წყლის ხარისხი რამდენადმე მაღალია, ისინი ატარებენ (შესაბამისად ფილტრავენ) უფრო დიდი რაოდენობით წყალს.

სტაციონალური მრავალსაფეხურიანი ფილტრების მუშაობის რესურსია 5000 - დან 15000 ლიტრამდე, ხოლო კატრიჯების შეცვლის რეკომენდებული ვადაა 6 თვე.

უკუ ოსმოსის სისტემა

უკუ ოსმოსის სისტემაყველაზე მწარმოებლური და წყლის ხარისხიანად გაწმენდის სისტემა სახლის პირობებში ეს არის უკუ ოსმოსის ფილტრი.

უკუ ოსმოსი წარმოადგენს მრავალსაფეხურიან წყლის გამწმენდს, რომელიც შედგება რამოდენიმე დიდი კატრიჯისგან, რომელიც მონტაჟდება სამზარეულოს ნიჟარის ქვემოთ, ხოლო ცალკე ონკანი, გაფილტრული წყლის სათავსოთი მონტაჟდება უშუალოდ ნიჟარაზე, ჩვეულებრივი ონკანის გვერდით.

უკუ ოსმოსისი ფილტრის ყველაზე გამორჩეული განსხვავება სხვა ფილტრებისგან არის ის, რომ  წყლის გაწმენდა ხდება სპეციალური მემბრანას საშუალებით, რომლის მიკროფორებშიც, წყლის გავლის შემდეგ რჩება ყველა შესაძლო მინარევი

უკუ ოსმოსის ფილტრები საკმაოდ ძვირადღირებულია და გამოიყენება როგორც პირადი (საყოფაცხოვრებო), ასევე ინდუსტრიული მიზნებისთვის. იგი უზრუნველყოფს წყლის ფილტრაციის მაღალ დონეს და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დიდი ოჯახი ჰყავს, შესაბამისად კი სჭირდება დიდი რაოდენობით გაფილტრული წყალი.

არსებობს დიდი ზომის უკუ ოსმოსის ფილტრებიც, როლებიც წარმატებით გამოიყენება წარმოებებში და ორგანიზაციებში.

უკუ ოსმოსის ფილტრებიდანადგარის საშუალებით შესაძლებელია წყლის გაფილტვრა ვირუსებისგან, ბაქტერიებიგან, წყალში ხსნადი მყარი ნივთიერებებისგან, მძიმე მეტალებისგან, ორგანული ნაერთებისგან და ა.შ

მემბრანა არ იკრავს ჭუჭყს (ისე, როგორც ნახშირის ფილტრი), რადგან მუშაობს სრულიად განსხვავებული სქემით:

დანადგარში შესული წყლის ნაკადი, მემბრანის საშუალებით იყოფა ორ ნაწილად:

პირველი ნაწილი გაივლის მემბრანას და  გამოდის აბსოლიტურად სუფთა წყალი,

ხოლო მეორე (წყლის ნაკადის ჭუჭყიანი ნაწილი) შემორეცხავს მემბრანას ზედაპირს და იღვრება კანალიზაციაში.

არსებობს 1, 2, 3, 4 და 5 საფეხურიანი ფილტრები, თუმცა უფრო პოპულარულია 5 საფეხურიანი უკუ ოსმოსის ფილტრები:

1 საფეხური - წინასწარი მექანიკური გაწმენდის კატრიჯი;

2 საფეხური - გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კატრიჯი;

3 საფეხური - დაპრესილი აქტივირებული ნახშირის კატრიჯი (ან მექანიკური ნარევებისგან წმინდად გაწმენდის  კატრიჯი);

4 საფეხური - უკუ ოსმოსის მემბრანული ფილტრი;

5 საფეხური - ნახშირის ფილტრი, რომელიც აქრობს სუნს და აუმჯობესებს წყლის გემოს;

უკუ ოსმოსის დანადგარების მწარმოებლობა არ არის ძალიან დიდი, რადგან წყლის ხარისხიანად გაწმენდას სჭირდება უფრო დიდი დრო (130-220 ლიტრი/დღეში), სამაგიეროდ ასეთი დანადგარით შესრულებული ფილტრაციის დონე საკმაოდ მაღალია და შეადგენს 95% -ს.

უკუ ოსმოსის წყლის ფილტრებიუკუ ასმოსის სისტემის რესურსია: 30 000 ლიტრი კატრიჯებისთვის და 120 000 ლიტრი მემბრანისთვის.

კატრიჯის შეცვლა რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში, მემბრანის შეცვლა კი ყოველ 2-3 წელიწადში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკუ ოსმოსის ფილტრის გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა და ინსტრუქციის გულდასმით გაცნობა, რადგან ზოგიერთი მწარმოებლის მიერ წარმოებული კატრიჯები იმდენად არბილებს წყალს, რომ ფაქტიურად დესტილირებულად აქცევს მას.

ასეთი წყლის გამოყენება კი დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება, რადგან წყალი უნდა შეცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მაკრო და მიკროელემენტებს.

წინასწარი გაწმენდის ფილტრი (საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის)

წინასწარი გაწმენდის ფილტრიპრაქტიკულად საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველა მწარმოებელი, რომელთა პროდუქცია მუშაობს წყლის საშუალებით: სარეცხი მანქანები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, წყლის გამაცხელებლები, გათბობის სისტემის ქვაბები, გათბობის სისტემები და ა.შ,  მოითხოვს, რომ მათი ტექნიკა ექსპლუატაციის დროს დაცული იყოს წყლის წინსაწარი მექანიკური ფილტაციით, რასაც უზრუნველყოფს წინაწარი გაწმენდის ფილტრი (წყლის ფილტრი თვითგამორეცხვით).

წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნიკაში შეიძლება მოხვდეს მექანიკური მინარევები, რაც დანადგარების დაზიანებას გამოიწვევს, რაც არ დაექვემდებარება საგარანტიო მომსახურეობას. წინასწარი გაწმენდის ფილტრი კი შესანიშნავად უმკლავდება ამ ამოცანას.

არსებობს აგრეთვე პოლიფოსფატის წინასწარი გაწმენდის ფილტრები, რომლებიც იცავს ტექნიკას წყლის სიხისტით გამოწვეული მარილოვანი ნადების გამო მწყობრიდან გამოსვლისგან.

გარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა, მექანიკური მინარევებით დაბინძურებულმა წყალმა შესაძლოა დააზიანოს ძვირად ღირებული „სან-ტექნიკაც“ (მილები, ონკანები და ა.შ), რამაც წყლის გაჟონვა და სხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

ამიტომ, წინასწარი გაწმენდის ფილტრის დაყენება ყოველ მხრივ აუცილებელი და გონივრული ნაბიჯია, რაც ფინანსურადაც გაცილებით იაფია, ვიდრე ტექნიკისა „სან-ტექნიკის“ მოწყობილობების რემონტი, ან ხელახლა შეძენა.

წინასწარი გაწმენდის ფილტრის კონსტრუქცია წარმოადგენს კოლბას ორი შესასვლელით, რომელშიც მოთავსებულია გამფილტრავი ელემენტი - მეტალის ბადე, პოლიეფირის კატრიჯი ან პოლიპროპილენის კატრიჯი.

გამფილტრავი ელემენტის არჩევანი უნდა მოხდეს სისტემაში არსებული წყლის ხარისხზე დამოკიდებულებით.

ყველაზე უბრალო კონსტრუქციის წინასწარი გაწმენდის ფილტრის საფუძველს წვრილი მავთულის ბადე წარმოადგენს, რომელიც აკავებს და არ უშვებს წყალსადენში სხვადასხვა წვრილ თუ მსხვილ მექანიკურ მინარევებს.

თუ წყალი შედარებით სუფთაა, საკმარისია პოლიპროპილენის კატრიჯი. თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ამიტომ უფრო ფართოდაა გავრცელებული და გამოიყენება მეტალის მავთულის ბადე, რომლის ხვრელების ზომა 50-დან 100 მიკრონამდეა. ასეთი ზომის ბადე ხშირად არ გაიჭედება და უზრუნველყოფს საკმარის მწარმოებლობას წყლის პიკური მოხმარების დროსაც კი.

მეტალის მავთულის ბადით აღჭურვილ ფილტრს რეგულარული მოვლა სჭირდება. რაც დროდადრო მის კონტროლში, ანუ საჭიროების შემთხვევაში მოხსნასა და გარეცხვაში გამოიხატება.

ვისთვისაც ეს მოუხერხებელი პროცესია და არ სურს ფილტრის რეგულარულ შემოწმებაზე დრო დაკარგოს, არსებობს უფრო ფუნქციონალური მოდელები. მაგალითად არსებობს წინასწარი გაწმენდის ფილტრი უსაფრთხოების სარქველით, რომელიც იცავს ტექნიკას ჰიდრო დარტყმებისა და წნევის მკვეთრი ცვლილების დროს.

წინასწარი გაწმენდის ფილტრიარსებობს წინასწარი გაწმენდის ფილტრი მანომეტრით, რომელიც განსაზღვრავს წნევას მაგისტრალში.

ზოგიერთ შემთხვევაში მანომეტრი შეიძლება იყოს ორი - შესასვლელში და გასასვლელში, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს გამფილტრავი ელემენტის დაბინძურების ხარისხი.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ წინასწარი გაწმენდის ფილტრი ანხორცილებს მხოლოდ წყლის წინასწარ გაწმენდასა და მომზადებას გაფილტვრისთვის და ასეთი წყალი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის.

წინასწარი გაწმენდის ფილტრი მხოლოდ იცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, „სან-ტექნიკას“ დაზიანებისგან და უხანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას სხვა, უფრო სერიოზული ფილტრების კატრიჯებს.

ამიტომ, თუ წყალი საკვების მოსამზადებლად ან დასალევად გსურთ, დამატებით უნდა გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი, უფრო ფაქიზი გაწმენდის ფილტრები: წყლის ფილტრი-დოქი, ონკანზე დასაყენებელი ფილტრი, სტაციონალური მრავალსაფეხურიანი ფილტრი, უკუ ოსმოსის სისტემა (ღრმა გაწმენდის ფილტრი) და ა.შ

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ