კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:29

 

 

 

mp3 playerMP3 - კომპიუტერული ფორმატია, რომელსაც შეუძლია შეკუმშოს ციფრული ხარისხის მუსიკა, შედარებით კომპაქტურ ფაილებად. რის შემდეგაც შესაძლებელია ამ ფაილების მოსმენა, გადაგზავნა, ინტერნეტიდან ალბომების გადმოწერა და ა.შ.

ფორმატი MP3, ანუ MPEG Audio Layer III, შეიქმნა კომპანია Fraunhofer IIS და Thomson - ის მიერ. WAV-ფაილებისგან განსხვავებით, რომლებიც Audio CD (PCM, 16 bit, Stereo, 44,1 kHz) -ის კოპიებს წარმოადგენენ.

MP3 კომპოზიციებს დისკზე გაცილებით მცირე ადგილი უჭირავს. ჩვეულებრივ CD-R/RW- დისკზე შესაძლებელია შენახული იქნას 11 საათზე მეტი ხანგრძლივობის მუსიკა შესანიშნავ ხარისხში.

MP3 პლეერის არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ პირველ რიგში ის, თუ რა მიზნისთვის გჭირდებათ და რას მოითხოვთ მისგან.

თანამედროვე MP3 პლეერის საშუალებით, მუსიკის მოსმენის გარდა, შესაძლებელია FM რადიოს მოსმენა, ფოტო და ვიდეო მასალების დათვალიერება ყველა გავრცელებულ ფორმატში, კლიპების, ფილმების ნახვა, კომპიუტერული ფაილების შენახვა და ა.შ

ამას გარდა, მას გააჩნია ბლუთუსი, დიქტოფონი, შეუძლია CD-დან, კომპიუტერიდან, ან უბრალოდ რადიოდან, სასურველი მუსიკის გადმოწერა.

ბევრ MP3 პლეერს აქვს თამაშების მხარდაჭერა, საათი, მაღვიძარა, შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტასთან და კალენდართან მუშაობა და სხვა...

ზოგიერთ ფლეერს შეუძლია მუსიკის რეპერტუარის შედგენა, გააჩნია ძებნის, სორტირების ფუნქცია, შესაძლებელია მუსიკის სორტირება -  ჟანრის, შემსრულებლის, სახელწოდების ან ალბომის მიხედვით.

ამიტომ, სანამდე არჩევანს გააკეთებთ, კარგად ჩამოყალიბდით და გაერკვიეთ, თუ რა ფუნქციებით არის აღჭურვილი MP3 პლეერი და რა გჭირდებათ, ან არ გჭირდებათ ამ ფუნქციებიდან.

ზოგადად MP3 პლეერები არსებობს სამი სახის:

»» CD-MP3

»» FLASH MP3 

»» HDD MP3

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

 

CD-MP3 PLAYER

 

cd-mp3 playerCD-MP3 -  წარმოდგენს ჩვეულებრივ MP3 ფლეერს, რომელშიც შეიძლება კომპაქტ დისკის მოთავსება და მისი Audio CD და MP3 ფორმატში მოსმენა. მაგალითისთვის - 700 მგბ მეხსიერების CD დისკი იტევს დაახლოებით 20 სიმღერას Audio CD ფორმატით და დაახლოებით 200 სიმღერას MP3 ფორმატით.

თუ თქვენ არ გსურთ კომპაქტ-დისკის შეძენა, შეგიძლიათ მუსიკა დამოუკიდებლად ჩაწეროთ, როგორც CD-R ცარიელ დისკზე (ინფორმაციის ჩაწერა ხდება ერთჯერადად), ასევე CD-RW ცარიელ დისკზე (შესაძლებელია ძველი ინფორმაციის წაშლა და ახლის ჩაწერა). მხოლოდ წინასწარ დარწმუნდით, რომ თქვენს MP3 ფლეერს შეუძლია CD-RW დისკის წაკითხვა.

პლიუსები: აქვს ჩვეულებრივი კომპაქტ-დისკების მხარდაჭერა და მუსიკის ჩასაწერად არ არის საჭირო კომპიუტერი.

მინუსები: საჭიროა კომპაქტ დისკების შეძენა, ვერ იტანს მკვეთრ მოძრაობებს და რყევებს, მგრძნობიარეა დავარდნის მიმართ. აგრეთვე გააჩნია დიდი ზომა და წონა.

 

FLASH MP3 PLAYER

 

FLASH MP3 PLAYERFLASH MP3 -  MP3 ფლეერების ყველაზე მეტად გავრცელებული და პოპულარული სახეობაა. მასში გამოყენებულია მეხსიერების კომპაქტური ფლეშ-ბარათები, რისი წყალობითაც ასეთი ტიპის MP3 ფლეერებს ყველაზე კომპაქტური გაბარიტები გააჩნია.

MP3 FLASH ფლეერის მეხსიერება მერყეობს 1 გბ-დან - 8 გბ-მდე. მეხსიერება შეიძლება იყოს როგორც ჩაშენებული (რომლის გაზრდა შეუძლებელია), ასევე შესაძლებელია მისი გაზრდაც (microSD ფორმატის ფლეშ-ბარათის გამოყენებით).

MP3 FLASH ფლეერს არ გააჩნია მოძრავი დეტალები, რის გამოც სხვა ტიპის MP3 ფლეერებისგან განსხვავებით ადვილად იტანს რყევებს და არ ეშინია დავარდნის.

პლიუსები: კომპაქტური ზომა, ფორმებისა და მოდელების ფართო არჩევანი. მოდელები, რომელთაც აქვთ USB შესაერთებელი, შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ჩვეულებრივი ფლეში. აგრეთვე როგორც ზემოთ ავღნიშნეთ არ ეშინია რყევებისა და დავარდნის.

მინუსები: შეზღუდული მეხსიერება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია, საჭიროა დამატებით  ფლეშ-ბარათის შეძენა.

 

HDD MP3 PLAYER

 

HDD MP3 PLAYERHDD MP3-ს გააჩნია ჩაშენებული მინიუატურული მყარი დისკი (HDD), რომლის მეხსიერება შეიძლება მერყეობდეს 1- დან 160 გბ - მდე, მისი მთავარი ღირსება არის უზარმაზარი მეხსიერება (გაცილებით დიდი, ვიდრე აქვს MP3 FLASH ფლეერს).

მაგალითისთვის: 1გბ -ზე შეიძლება მოთავსდეს MP3 ფორმატის მუსიკა, რომელსაც მოუსმენთ 16 საათის განმავლობაში.

MP3 HDD ფლეერის, როგორც სრულფასოვანი მუსიკალური ცენტრის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია  შენობაში, ან მანქანაში (თუ გაქვთ სპეციალური გადამყვანი). ასეთ MP3 ფლეერში სრულებით შესაძლებელია მიიღოთ მუსიკა მაღალი ბიტრეიტით - 356 კბიტ/წამში, რაც  განაპირობებს MP3 ფორმატის უმაღლეს ხარისხს, რომლის გარჩევაც ორიგინალი CD დისკის ხარისხისგან პრაქტიკულად შეუძლებელია.

პლიუსები: ძალიან დიდი მეხსიერება და მუსიკის მაღალი ხარისხი.

მინუსები: მას, ისევე როგორც CD-MP3 -ს  ეშინია რყევის, და ფაქიზია დარტყმის ან დავარდნის მიმართ.

 

FM რადიო

 

კარგია, თუ MP3 ფლეერს ექნება FM რადიოს მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მომენტში მოუსმინოთ სასურველ რადიო ტალღას.

როგორც წესი, რადიომიმღებს, რომელიც ჩამონტაჟებულია MP3 ფლეერში, ავტომატურ რეჟიმში შეუძლია რადიოსადგურების მოძებნა და დამხსოვრება. ხოლო ზოგიერთ მოდელს შეუძლია რადიომიმღებიდან მიღებული სიგნალის ჩაწერაც კი.

კარგია თუ ფლეერს აქვს ეკვალაიზერი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მისი ჟღერადობის ხარისხის დარეგულირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის გაკეთება მოგოწევთ კომპიუტერზე, აუდიორედაქტორის საშუალებით, რაც არც ისე მოსახერხებელია.

 

დიქტოფონი

 

დიქტოფონიშესანიშნავია თუ თქვენს MP3 ფლეერს ექნება დიქტოფონი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას  საკმაოდ მრავალფეროვანი მიზნებისთვის:

სხვადასხვა საუბრების ჩასაწერად, ინტერვიუს ჩასაწერად ჟურნალისტებისთვის, ლექციების ჩასაწერად სტუდენტებისთვის და ა.შ.

მხოლოდ ფლეერის შეძენის მომენტში ყურადღება გაამახვილეთ მიკროფონის მგრძნობელობაზე, რომ ჩაწერილი ხმები არ იყოს ძალიან ჩუმი. შეამოწმეთ რა მანძილიდან შეიძლება  ხარისხიანად ხმის ჩაწერა.

 

ვიდეო/TV ტიუნერი

 

ვიდეო - TV ტიუნერიMP3 ფლეერის საშუალებით შესაძლებელია არა მარტო მუსიკის მოსმენა, არამედ ვიდეოს ნახვა სხვადასხვა ფორმატში, კერძოდ  - როგორც მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი 3GP, MP4 ფორმატში, ასევე ფართოდ გავრცელებულ AVI, WMV, MPEG-2 ფორმატებში.

ვიდეო ფორმატის მხარდაჭერა, საშუალებას იძლევა ჩაწეროთ, თავად ნახოთ და სხვასაც აჩვენოთ სხვადასხვა ვიდეო ფაილები, როგორიცაა კლიპები, რეკლამები და ფილმებიც კი.

არსებობს MP3 ფლეერების ისეთი მოდელები, რომელთაც გააჩნიათ ჩაშენებული TV ტიუნერი.

TV ტიუნერი-ის მხარდაჭერა, საშუალებას იძლევა, პორტატული ფლეერი მცირე ზომის, მაგრამ სრულფუნქციურ ტელევიზორად გადაიქცეს.

 

აუდიო და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა

აუდიო ფაილები - MP3, WMA, AAC, OGG, APE, FLAC, ASF, WAV (შესაძლებელია განსხვავებული იყოს სხვადასხვა მოდელის MP3 ფლეერებისთვის)

ვიდეო ფაილები - AVI, WMV, MP4, 3GP, MPEG-1, MPEG-2, MPEG-4, DivX, Xvid (შესაძლებელია განსხვავებული იყოს სხვადასხვა მოდელის MP3 ფლეერებისთვის)

 

MP3 ფლეერის კომპიუტერთან მიერთება

 

mp3 ფლეერის კომპიუტერთან მიერთებაპორტატული MP3 ფლეერის კომპიუტრთან მიერთება, როგორც წესი USB კონექტორის საშუალებით ხდება. თანამედროვე MP3 ფლეერებში ამისათვის აგრეთვე გამოიყენება უსადენო ინტერფეისი ბლუთუსი (Bluetooth).

MP3 ფლეერის მისაერთებლად კომპიუტერთან (Windows 2000/XP და ზემოთ, ასევე MacOS და Linux), დამატებითი დრაივერები (სპეციალური პროგრამები, რომელიც აუცილებელია კომპიუტერისთვის, რათა სწორად გამოიცნოს მიერთებული მოწყობილობა) საჭირო არ არის, რადგან MP3 ფლეერი აღიქმება როგორც შიდა დისკი.

MP3 ფლეერი, რომელსაც აქვს ბლუთუსის, ან USB კონექტორის მხარდაჭერა, ხშირად გამოიყენება ერთი კომპიუტერიდან მეორეში ფაილების გადასატანად. ძალიან მოსახერხებელია და გამოიყენებენ კიდეც ნოუთბუქებისთვის, როგორც მათი შიდა მყარი დისკს.

 

ტექსტური და გრაფიკული ფაილების მხარდაჭერა

 

MP3 ფლეერის ზოგიერთ მოდელს შეიძლება გააჩნდეს გრაფიკული და ტექსტური ფაილების მხარდაჭერა.

ეს შეიძლება იყოს ფოტოსურათები ან სურათები BMP, JPEG ან GIF ფორმატში, ან ტექსტური ფაილები TXT ფორმატში.

თუ თქვენს ფლეერს ასეთი ფაილების მხარდაჭერა გააჩნია, ის თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი ფლეშ-ბარათი, რომელსაც ფაილების შესანახად იყენებენ.

 

ანტიშოკი

 

მკვეთრი მოძრაობისა და ნჯღრევის დროს MP3 ფლეერი ხარვეზებით (წყვეტებით) მუშაობს, ამიტომ ზოგიერთ ფლეერში გამოყენებულია დარტყმისსაწინააღმდეგო ბუფერული მეხსიერების სისტემა (რომელსაც ანტიშოკს ეძახიან).

ასეთი სისტემით აღჭურვილი MP3 ფლეერი, უხარვეზო, ხარისხიანი მუშაობის გარანტია.

 

გაბარიტები და მასა

 

MP3 ფლეერების გაბარიტები ძალიან განსხვავებულია და  ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპისაა ფლეერი (CD-MP3, FLASH MP თუ HDD MP3), აქვს თუ არა და რა ზომის დისპლეი, აგრეთვე რა ტიპის, როგორი მართვის ორგანოები (კლავიშები, ჯოისტიკი და ა.შ) გააჩნია მას.

ძირითადად MP3 ფლეერების მასა მერყეობს 20-დან 650 გრ - მდე, ხოლო გაბარიტები (მილიმეტრებში) - შეადგენს 20X20X5 (სიგანე, სიმაღლე, სისქე) - დან  190x120x72 - ს.

 

დისპლეი

 

MP3 დისპლეიMP3 ფლეერის დისპლეის გაბარიტები და შესაძლებლობები დამოკიდებულია მის ფუნქციებზე.

იგი შეიძლება წარმოადგენდეს როგორ ჩვეულებრივ LCD-დისპლეის, რომელზეც შეიძლება წაიკითხოთ მხოლოთ მუსიკალური ტრეკის ნომერი და სახელი, ასევე სრულფუნქციურ, საკმაოდ მოზრდილი ზომის ფერად TFT-დისპლეის, რომლის საშუალებითაც სხვა სასარგებლო ფუნქციების გარდა (მუსიკის სახელწოდება და ხანგრძლივობა, აკუმულიატორის ინდიკატორი და სხვა), შეიძლება გამოსახულებისა და ვიდეოს სრულფასოვანი ნახვა.

MP3 ფლეერების დისპლეის დიაგონალი ძირითადად მერყეობს 1,3 დან 8 დიუმამდე.

ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ, რომ დისპლეიზე ინფორმაცია კარგად უნდა  ჩანდეს, მზის ძალიან ნათელ შუქზეც კი.

შესაძლებელია ფლეერს გააჩნდეს სენსორული დისპლეიც (დისპლეი, რომელიც რეაგირებს და მუშაობს ხელის შეხებით), რაც სასიამოვნო იქნება ამ ტიპის დისპლეის მოყვარულთათვის.

 

კვების წყარო და დასამუხტი საშუალება

 

კვების წყარო და დასამუხტი საშუალებაპორტატული MP3 ფლეერის კვების წყაროდ ძირითადად გამოიყენება LI-ON აკუმულიატორები. ფლეერის მუშაობის ხანგრძლივობა, პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ მოხმარებულ სიმძლავრეზე, დისპლეის არსებობაზე და მეხსიერებაზე (FLASH, CD, HDD), ასევე რა თქმა უნდა ჩამონტაჟებული აკუმულიატორის სიმძლავრეზეც.

ასევე გამოიყენება ორი ტიპის, AA ან AAA ტიპის აკუმულიატორები (ბატერეები), რომელსაც მოყვება საკუთარი დასამუხტი საშუალება. არჩევის დროს კარგია, თუ არჩევანს გააკეთებთ ასეთი ტიპის, კარგი ხარისხის აკუმულიატორით (ბატარეებით) აღჭურვილ ფლეერზე, რადგან ჩამონტაჟებული აკუმულიატორი შეცვლა რთული და ძვირადღირებული პროცესია.

გაითვალისწინეთ, რომ ჩამონტაჟებული აკუმულიატორით, ფლეერის მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა შეადგენდეს 8 საათზე ნაკლებს, თუმცა კარგია, თუ მუშაობის ხანგრძლივობა 12-16 საათს შეადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ხშირად მოგიწევთ მისი დამუხტვა.

შეიძლება ფლეერი იტენებოდეს პირდაპირ USB-კონექტორის საშუალებით კომპიუტერის დახმარებით (ძირითადად MP3 FLASH ფლეერები),

 

კომპლექტაცია

კომპლექტაციაMP3 ფლეერს კომპლექტში უნდა მოყვებოდეს შიდა დამტენი მოწყობილობა (თუ იგი დენის წყაროდან იმუხტება), USB კაბელი, ყურსასმენები.

ზოგიერთ ფლეერს კომპლექტში მოყვება დისტანციური მართვის პულტი.

 

 


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ