კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 13:23

ლუდის მაგიდალუდის მოყვარულთა გამასპინძლება მეგობრული და არაფორმალურ ვითარებაში ხდება. 

საუკეთესოა ხის მაგიდა, რომელიც არ იფარება ტილოთი. ლუდის ბოკლებს ან ტოლჩებს ქვეშ იდგმება სპეციალური სადგარები. ლუდს არ ურევენ არცერთ სხვა სასმელს, რადგან ამით ის დაკარგავს ტიპიურ თვისებებს.

რეკომენდებული არ არის ლუდის სხვადასხვა სახეობების არევა, ასევე სასმელის ანჯღრევა ან უკვე დასხმულ სასმელში ჩამატება.

ლუდის უკეთესად დასაგემოვნებლად მას აციებენ გარკვეულ ტემპერატურამდე. თუმცა არ არის სასურველი სწრაფი გაციების მიზნით მისი საყინულეში მოთავსება, რადგან ლუდი დაკარგავს თავის გემოს (შეძლება იგი დადოთ ყინულზე და ისე გააციოთ).

ასევე არასასურველია სწრაფად გათბობაც. ლუდის ნორმალური ტემპერატურა 6-8 გრადუსია. მხოლოდ ზოგიერთი სახეობები საჭიროებს უფრო მაღალ ტემპერატურას. თუ გადახრილი ჭიქა ლუდით ნელ-ნელა შეივსება, ქაფის გადმოღვრის ნაკლები ალბათობაა.

ლუდთან ერთად მიირთმევენ მრავალფეროვან საკვებს. ბუტერბროდებს  ყველით, ხიზილალითა და ძეხვით, მარილიან ორცხობილასა და მიწის თხილს. შეიძლება ცხელი სოსისი და სარდელი, ღორის ფეხები.

გარნირად ბარდა, მოთუშული კომბოსტო და კარტოფილი. ასევე მარილიანი, შებოლილი ან უმი თევზი. თუმცა ბევრ ქვეყანაში თევზთან ერთად ლუდის მირთმევა მიუღებელია, რადგან ითვლება რომ თევზი უკარგავს ლუდს გემოს.

ლუდი ისხმება სპეციალურ ლუდის ტოლჩებში. მას ნელ-ნელა სვამენ, დიდი ყლუპებით და არასდროს უჭახუნებენ ტოლჩებს ერთმანეთს.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ