კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 13:16

ფონდიუფონდიუზე მიწვევის ტრადიცია შვეიცარიიდან მოდის (ფრანგულად fondre - გალღობა, გადნობა). ალპებში, მკაცრი ზამთრის პირობებში, როდესაც დიდთოვლობის დროს გარეთ გასვლა შეუძლებელი ხდებოდა, ფერმერები სადილს იმით ამზადებდნენ, რაც ხელში მოყვებოდათ, ძირითადად ეს იყო გამომშრალი პური და ყველი.

დღესდღეობით, ფონდიუს მრავალფეროვანი ვარიაცია არსებობს, როდესაც პურის ნაცვლად გამოიყენება ხორცის, თევზის, ხილის ან ბოსტნეულის კუბიკები, ხოლო მდნარი ყველის ნაცვლად მდნარი კარაქი, შოკოლადი და სხვა...

ასეთი ტიპის მიღება საღამოობით იმართება და სტუმართა შეზღუდულ რაოდენობას ითვალისწინებს. წესით სტუმრები სხდებიან მაგიდის ირგვლივ, რომლის ცენტრში ტრადიციულ ვარიანტში მდნარი ყველით სავსე ფონდიუს სპეციალური ქვაბი დგას, გვერდზე კი თეფში პურის კუბიკებით.

სტუმრებისთვის გამოყოფილია სპეციალური ჩანგალი, რომელსაც იგი ჩაარჭობს პურის კუბიკში და ჩაუშვებს ქვაბში მოთავსებულ მდნარ ყველში. რამდენიმე წუთში „კერძიც“ მზადაა. მას გადაიღებენ თეფშზე და ისე მიირთმევენ, და ასე რამდენჯერმე, სურვილისა და მადის მიხედვით.

შვეიცარიაში ყველა დიასახლისს გააჩნია ინდივიდუალური მიდგომა, ყველის საკუთარი რეცეპტი და ყველის სახეობების თავისებური შეთავსება ფონდიუს მოსამზადებლად.

ასეთი ტიპის მიღება შინაურულ გარემოს ქმნის და მეგობრული საუბრისკენ განაწყობს. 

თუ შემთხვევით სტუმარს დაუდევრობით პურის ნაჭერი ყველიან ქვაბში ჩაუვარდა, მას მსუბუქი იუმორით ამხნევებენ.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ