კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 13:16

საქმიანი ლანჩისაკმაოდ გავრცელებული ფორმაა სამსახურეობრივი ან საქმიანი ლანჩი კოლეგებთან ერთად რესტორანში, კლუბში ან სწრაფი კვების ობიექტში. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, შესვენება 1,5-2 საათია, რაც საშუალებას იძლევა ეს დრო არა მარტო სადილისთვის არამედ საქმიანი საუბრებისთვისაც იქნას გამოყენებული.

ლანჩის მოწყობის ფორმა ირჩევა იმის მიხედვით, თუ რა მიზანს ემსახურება შეხვედრა და ვინ არიან მოწვეული სტუმრები. ეს შეიძლება იყოს სწრაფი კვების ობიექტში გამართული სასწრაფო ლანჩი სადაც ისაუბრებენ სამსახურეობრივ საქმეებზე, ან სრულყოფილი ლანჩი რესტორანში, რომელიც შედგება სამი სახის კერძისაგან, მსუბუქი, ძირითადი კერძი და დესერტი.

საქმიან ლანჩებზე ძირითადად მეუღლეების გარეშე დადიან. მასზე არ არის საჭირო ოფიციალური მოწვევის გაგზავნა. თუ სწრაფის კვების ობიექტში აპირებენ ლანჩის გამართვას საკმარისია მხოლოდ სატელეფონო ზარი, ან სულაც წინა შეხვედრის დროს შეთანხმება მომავალ შეხვედრასთან  დაკავშირებით.

სამოსის ფორმა ყოველდღიურია, ანუ იმით როგორც დადიან სამსახურში. თუ საქმიანი ლანჩი სწრაფი კვების ობიექტში იმართება, სამოსისადმი პრეტენზიები მონიმალურია. ასეთ შემთხვევაში  ჯინსიც კი დასაშვებია.

რესტორანი უფრო მკაცრ მოთხოვნებს აყენებს სამოსთან მიმართებაში. მამაკაცისთვის პიჯაკი აუცილებელია, ქალბატონისთვის საქმიანი პიჯაკი ან კაბა.

ჩვეულებრივ, თანხას იხდის ის, ვინც იწვევს. ზოგჯერ ანგარიში იყოფა, მაგალითად თუ ლანჩი კოლეგებს შორისაა.

თუ ერთად სადილობის ინიციატივა კონკრეტული ადამიანისგან მოდის, მაგრამ მას არ აქვს განსაზღვრული რომ კოლეგების  ხარჯებს თავად გაიღებს, ამაზე მათ წინასწარ უნდა მოელაპარაკოს.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ