ბრანჩი (Brunch) მიღების არაფორმალური სახეა, რომელიც იმართება საუზმესა და ლანჩს შორის.
ის მიიღება ორი სიტყვის - საუზმის პრეფიქსის »breakfast» და სადილის სუფიქსის »lunch» სინთეზით, რაც ითარგმნება როგორც გვიანი საუზმე, რომელიც გადადის ადრეულ სადილში.
მიღება ჩვეულებრივ იმართება გამოსასვლელ დღეებში (ხშირად მხოლოდ კვირა დღეს) 12 დან 4 საათამდე და მასზე ხშირად იწვევენ მეგობრებს ოჯახებთან ერთად, ბავშვების ჩათვლით. ბრანჩი ასევე კოლეგების თავისუფალ, მეგობრულ ატმოსფეროში უფრო ახლოს გაცნობის შესანიშნავი საშუალებაა. ბრანჩის მოწყობა შესაძლებელია სახლში ან აგარაკზე მეზობლებისათვის.
ბრანჩი თავისი ხასიათით წააგავს საუზმეს ან მსუბუქ ლანჩს და პრინციპში იგივე პროდუქტებისგან შედგება- კვერცხი, ბეკონი, სოსისები, მოთუშული ხორცი, თევზი, ბლინები, გრილზე მომზადებული პომიდორი, საწებელი, ფუნთუშა, კარაქი, ყველი და სხვა...
სასმელებიდან შეიძლება ჩაი, ყავა, წვენები, დიდი რაოდენობით გამაგრილებელი სასმელები. შესაძლებელია ქოქტეილი და ღვინოც.
ბრანჩი ფართოდ არის გავრცელებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
მენიუ და ორგანიზაციული მომენტები ბრანჩის ჩატარების დროს რაც შეიძლება გამარტივებული უნდა იყოს, რათა დიასახლისებს ქონდეთ საშუალება მეტი დრო გაატარონ სტუმრებთან ერთად.