გლუვი, სრიალა კანი ყველა ქალის ოცნებაა, თუმცა არასასურველი ზედმეტი თმა სხეულზე და მითუმეტეს სახეზე, ბევრ სუსტი სქესის წარმომადგენელს უფუჭებს განწყობას და უკარგავს სიცოცხლის ხალისს.
უფრო ხშირად ქალბატონებს ჭარბთმიანობა აწუხებთ ზედა ტუჩის ზემოთ, საფეთქლებზე, ჭიპის ქვემოთ, ბიკინის ზონაში და ფეხებზე.
ყველაზე სწრაფი მეთოდი ზედმეტი თმების მოსაცილებლად, არის მოპარსვა. თუმცა მისი საშუალებით მიღწეული ეფექტი ძალიან ხანმოკლეა. თმები რამოდენიმე დღეში კვლავ ამოდის და ხშირად უფრო სქელი და უხეშიც კი.
ამასთან, ხშირი გაპარსვა აღიზიანებს კანს და არსებობს თმის ჩახვევა-ჩაბრუნების რისკი.
სხეულიდან ზედმეტი თმების სამუდამოდ მოცილება, ხშირად გაცილებით ეფექტურია ხალხური მეთოდებით, თუმცა შედეგის მისაღწევად მათი ხანგრძლივი დროით გამოყენება.
თმის მოცილების ხალხური მეთოდები:
წინა სტატიებში ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ თმის მოცილების ყველა შესაძლო მეთოდი - დაწყებული გაპარსვიდან და დამთავრებული ყველაზე თანამედროვე ეპილაციის მეთოდებით.
თუმცა არსებობს არასასურველი თმის მოცილების დროში გამოცდილი და პოპულარული ხალხური მეთოდებიც, რომელთა შეთავსება თანამედროვე ეპილაციის და თმის მოშორების სხვა საშუალებებთან ხშირად იძლევა გარანტირებულ შედეგს.
ამიტომ, აქ შეკრებილი და მოყვანილია არასასურველი, ზედმეტი თმისგან თავის დაღწევის ყველაზე საუკეთესო და პოპულარული ხალხური მეთოდები: მათი თავისებურებები, პლუსები და მინუსები, რათა წარმოდგენა გვქონდეთ თითეული მათგანის ეფექტურობაზე.
უნდა გაგაფრთხილოთ, რომ აქ ნახსენები ზოგიერთი ბალახი შხამიანია და შესაძლოა კანის დამწვრობა ან ალერგია გამოიწვიოს, ამიტომ მასთან მიმართებაში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ყველა მეთოდი ინდივიდუალურია და თუ ერთმა რომელიმე მეთოდმა არ გაამართლა ან პირიქით, გაამართლა კონკრეტული ქალის მიერ გამოყენების შემდეგ, ეს არ ნიშნავს, რომ იგი არ გაამართლებს ან გაამართლებს სხვა ქალბატონების მიერ გამოყენების შემთხვევაში.
ბერძნული კაკლის ნაჭუჭი - ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძველი მეთოდია ზედმეტი თმის მოსაშორებლად. აი რამოდენიმე რეცეპტი:
1. აიღეთ მწვანე, დაუმწიფებელი ბერძნული კაკალი. გაჭერით შუაზე და გამოსული წვენი შეიზილეთ პრობლემურ (ზედმეტ თმიან) ადგილებში.
პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამოდენიმეჯერ, მალე ზედმეტი თმები შეწყვეტს ზრდას და გაცვივდება.
2. დააქუცმაცეთ დაუმწიფებელი ბერძნული კაკლის ნაჭუჭი და გაურიეთ წყალში იმ დოზით, რომ მიიღოთ ფაფოვანი მასა.
მიღებული ნაზავი შეიზილეთ კანში დღეში 3-4-ჯერ არასასურველი თმების საბოლოო მოცილებამდე.
3. დანაყეთ ერთი ჭიქა დაუმწიფებელი ბერძნული ნიგოზი და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი კუპრი. ნაზავს დაახურეთ თავზე და დადგით ბნელ ადგილზე 2-3 კვირის განმავლობაში.
მიღებული ნაზავი პრობლემურ ადგილებში წაისვით ყოველდღიურად, არასასურველი თმების საბოლოო გაქრობამდე.
4. აიღეთ 50 ცალი ბერძნული კაკალი, გამოარჩიეთ მათგან მხოლოდ უღლები, ჩაყარეთ მუქ მინის ჭურჭელში და დაასხით 150-200 მილილიტრი 70%-იანი სპირტი.
ჭურჭელს კარგად დაახურეთ და გააჩერეთ ბნელ ადგილზე ერთი კვირიდან ერთ თვემდე.
როცა ნაყენი მზად იქნება, წაისვით იგი ზედმეტად თმიან ადგილებში. უმჯობესია ძილის წინ.
პროცედურა გაიმეორეთ ყოველ დღე 2-3 კვირის განმავლობაში, ან დღეში რამოდენიმეჯერ 1-2 კვირის განმავლობაში. თქვენ შეამჩნევთ, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ გარკვეული რაოდენობს თმა დაცვივდება.
შენიშვნა: ბერძნული კაკლის ნაყენის ჩანაცვლება კედრის კაკლის ნაყენით (და პირიქით), პირიქით, ხელს უწყობს თმის გაძლიერებულ ზრდას.
ბერძნული კაკლის ნაცარი - ბერძნული კაკალი შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვაგვარადაც:
1. ზედმეტი თმის მოსაცილებლად, ბერძნული კაკლის ნაჭუჭს წვავენ, ხოლო მიღებულ ნაცარს ხსნიან წყალში და ისმევენ პრობლემურ ადგილებში.
ნაზავის დასაყენებლად, რომელშიც შედის ერთი ჩაის კოვზი ნაცარი და ნახევარი ლიტრი წყალი, საკმარისია 12 საათი.
იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ზედმეტი თმებისგან, უნდა წაისვათ ნაზავი იმ ადგილებზე, სადაც თმის მოცილება გსურთ დღეში სამჯერ, ან გაიკეთოთ ნახევარ საათიანი კომპრესები.
2. ბერძნული კაკლის ნაცრისგან ასევე შეიძლება საპნიანი ნაზავის მომზადება. გაცერით კაკლის ნაცარი საცერით, დაასხით ადუღებული წყალი და დაუმატეთ თხევადი საპონი.
მიღებული პასტა უნდა წაისვათ იმ ადგილებში, საიდანაც გსურთ ზედმეტი თმის მოცილება.
კედრის კაკლები - საკმაოდ ეფექტური საშუალებაა და ხშირად გამოიყენება არასასურველი თმების მოსაცილებლად.
1. ჩანაყეთ 5-10 კედარის კაკალი ფქვილში (რაოდენობა განსაზღვრეთ თვალით, შეგიძლიათ გააკეთოთ უფრო მცირე, ან მეტი პორცია) და დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, სანამ არ მიიღებთ ფაფოვან მასას.
მიღებული ნაზავი წაისვით კანის პრობლემურ ადგილებზე რამოდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ზედმეტი, არასასურველი თმა საბოლოოდ არ გაქრება.
2. აიღეთ კედრის 20-50 კედრის კაკლის ნაჭუჭები, ჩაყარეთ მუქ მინის ჭურჭელში და დაასხით 150-200 მილილიტრი 70%-იანი სპირტი.
ჭურჭელს კარგად დაახურეთ და გააჩერეთ ბნელ ადგილზე ერთი კვირიდან ერთ თვემდე.
როცა ნაყენი მზად იქნება, წაისვით იგი ზედმეტად თმიან ადგილებში. უმჯობესია ძილის წინ.
პროცედურა გაიმეორეთ ყოველ დღე 2-3 კვირის განმავლობაში, ან დღეში რამოდენიმეჯერ 1-2 კვირის განმავლობაში. თქვენ შეამჩნევთ, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ გარკვეული რაოდენობს თმა დაცვივდება.
შენიშვნა: კედრის კაკლის ნაყენის ჩანაცვლება ბერძნული კაკლის ნაყენით (და პირიქით), ხელს უწყობს თმის გაძლიერებულ ზრდას.
3. ციმბირული კედრის ფისი - სხეულიდან ზედმეტი მის მოსაცილებლად საკმაოდ ეფექტურია ციმბირული კედრის (ციმბირული ფიჭვის) ფისი.
ფისი უბრალოდ უნდა წაისვათ ზედმეტად თმიან ადგილებში, შემდეგ კი მოიშოროთ. მეთოდი წააგავს ცვილით ეპილაციას, განსხვავება იმაშია, რომ კედრის ფისით პროცედურების შემდეგ თმები შეწყვეტენ ზრდას.
ჭინჭრის თესლი - ორსახლიანი ჭინჭრის თესლი გამანადგურებლად მოქმედებს თმის ბოლქვებზე. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ჭინჭრის თესლის ზეთი აშორებს ზედმეტ თმას სხეულიდან.
დასრისეთ 40 გრ. ჭინჭრის თესლი, დაუმატეთ 100 მლ. ნებისმიერი მცენარეული ზეთი და ნაზავი მოათავსეთ ბნელ ადგილზე 2 თვის განმავლობაში. შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში მოამზადოთ მეტი რაოდენობის ნაზავი იგივე თანაფარდობით (მაგ: 80 გრ. თესლი - 200 მლ. ზეთი და ა.შ).
შემდეგ ხსნარი გადაწურეთ და დარჩენილი მასა წაისვით პრობლემურ ადგილებში არასასურველი თმის მოსაცილებლად. პროცედურა გააგრძელეთ თვალსაჩინო შედეგის მიღებამდე.
მიიჩნევა, რომ ამ მეთოდს თითქმის ფოტოეპილაციის შედეგი გააჩნია, მხოლოდ ეფექტი შეიმჩნევა ორი კვირის შემდეგ, თმის საბოლოოდ მოსაცილებლად კი საჭიროა ერთი წელი.
დურმანის თესლი - დურმანი არის მცენარე, რომლის ფესვი და კაკლები შხამიანია. ამიტომ მისი საშუალებით არასასურველი თმის მოსაცილებელი ნაზავის დასამზადებლად, უნდა იყოთ ფრთხილად. ამასთან სასურველია თუ შეამოწმებთ ხართ თუ არა ალერგიული ამ მცენარის მიმართ.
(დურმანის თესლი და ფესვები შეიძლება შეიძინოთ აფთიაქებში, ან გამოიწეროთ ინტერნეტის მეშვეობით).
1. დურმანის თესლები დააქუცმაცეთ ყავის საფქვავით, დაუმატეთ მცირე რაოდენობით სპირტი მანამდე, სანამ არ მიიღებთ სქელ, ფაფისებურ მასას (დოზები განსაზღვრეთ თვალით, საჭიროების მიზედვით). დააყენეთ ბნელ ადგილზე 2-3 კვირის განმავლობაში.
მიღებული ნაზავი წაისვით კანის მომეტებულად თმიან ადგილებზე დღეში რამოდენიმეჯერ, თვალსაჩინო შედეგის მიღებამდე.
2. 150 გრამი დურმანის ფესვები მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში ის, რომ მიიღოთ მაგარი ნაყენი.
მიღებული ნახარში წაისვით პრობლემურ ადგილებზე ყოველდღიურად, სანამ არ მიაღწევთ თვალსაჩინო შედეგს.
ჩაუმქრალი კირი (კალციუმს ოქსიდი) - ეფექტური საშუალებაა სხეულიდან ზედმეტი თმების მოსაცილებლად.
1. აიღეთ 10 გრ კალციუმის ოქსიდი და შეურიეთ იგი კალციუმის სულფიტს (მათი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში) იმ პროპორციით, რომ მიიღოთ სქელი, ფაფოვანი მასა.
მიღებული მასა შეიზილეთ ტანის ზედმეტად თმიან ნაწილებში და ნახევარ საათში თბილი წყლისთ ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღიურად, თვალსაჩინო ეფექტის მიღებამდე.
2. აიღეთ 10 გრ კალციუმის ოქსიდის (CaO), 10 გრ კალციუმის სულფიტი და 10 გრ. კარტოფილის კრახმალი.
ყველაფერი კარგად აურიეთ და დაუმატეთ წყალი მანამ, სანამდე არ მიიღებთ ფაფისმაგვარ კონსისტენციას.
ნაზავი წაისვით კანის ზედმეტად თმიან მონაკვეთებზე და ამოიბენეთ თბილი წყლით 15-20 წუთის შემდეგ.
ჰიდროპერიტის ხსნარი - არასასურველი თმების მოსაცილებლად ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა ჰიდროპერიტი.
აიღეთ ჰიდროპერიტის თხუთმეტ პროცენტიანი ხსნარი (ან გახსენით წყალში სამი აბი ჰიდროპერიტი და დაუმატეთ 15-20 წვეთი ამიაკი. ამიაკიც და ჰიდროპერიტის აბებიც შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში).
დაასველეთ ხსნარში ბამბის ტამპონი და შეიზილეთ თმიან, პრობლემურ ადგილებში. როცა ხსნარი გაშრება და გაიკეთებს თეთრ ნადებს, პროცედურა კვლავ გაიმეორეთ და ასე გააკეთეთ 3-4-ჯერ.
ხსნარის კანზე დატოვება შეიძლება ნებისმიერი დროის განმავლობაში (მაგალითად როგორც 20 წუთით, ასევე მთელი ღამის განმავლობაში).
კურკუმას ნიღაბი - კურკუმა აღმოსავლური სანელებელია, რომელსაც ყვითელ იმბირს ან ყვითელ კოჭასაც ეძახიან. იგი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა არასასურველი თმების მოსაცილებლად.
აიღეთ კურკუმას მშრალი ფხვნილი და გახსენით თბილ წყალში ისე, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია.
ამის შემდეგ, წაისვით მიღებული ნაზავი კანზე, რომელზეც წინასწარ მოიცილეთ ყველა არსებული თმა (ეპილატორით ან მოიპარსეთ). ზემოდან დააფარეთ ცელოფნის საფენი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.
პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად. თვალსაჩინო შედეგის დადგომამდე.
ყაყაჩო - მიიჩნევა, რომ ნაგერალი (უთესლოდ ამოსული) ყაყაჩო საკმაოდ ეფექტურია ზედმეტი და არასასურველი თმის მოსაცილებლად.
დაწვით მთლიანი ყაყაჩო და მცენარის დაწვის შედეგად მიღებული ნაცარი შეიზილეთ კანის ზედმეტად თმიან ადგილებში.
მეთოდის რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს არასასურველი თმის თანდათანობით მოცილებას.
კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) - მიიჩნევა, რომ მარგანცოვკის ხსნარი ხელს უწყობს სხეულიდან არასასურველი თმის მოცილებას.
მოამზადეთ მარგანცოვკის მუქი ხსნარი (მნიშვნელოვანია ხსნარში არ იყოს ზემდეტი მარგანცოვკა, ანუ ის უნდა იყოს ბოლომდე გახსნილი) და დაიმუშავეთ ზედმეტად თმანი ადგილები მისი საშუალებით.
შესაძლებელია აბაზანის მიღება მარგანცოვკა გახსნილ წყალში. ამ შემთხვევაში თმის მოცილება მოხდება მთელს სხეულზე.
ამ მეთოდის რეგულარული გამოყენებით, მარგანცოვკა წვავს თმის ბოლქვებს და ანადგურებს მათ. ამიტომ თმა შეწყვეტს გაზრდას.
მარგანცოვკის გამოყენების დროს იყავით ფრთხილად, რადგან შესაძლოა იგი ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებაა და შესაძლოა კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ერიდეთ ამ პროცედურის ჩატარებას ზაფხულში, რადგან მარგანოვკის ხსნარი გააფერადებს კანს და მისი მოცილება რთული იქნება. ასევე ერიდეთ, რომ ხსნარი არ მოხვდეს სახეზე და თავზე.
რძიანას ექსტრაქტი - აიღეთ 100 მილილიტრი რძიანას წვენი (შხამიანი მცენარე), 50 გრ. ჩამქრალი კირი (კალციუმის ჰიდროქსიდი Ca(OH)2) და 50 გრ. დაქუცმაცებული ალოეს ფოთლები ან ალოეს წვენი.
ყველაფერი კარგად აურიეთ და დააყენეთ 6 სთ-ის განმავლობაში.
ამის შემდეგ, მიღებული ნაზავი წაისვით პრობლემურ, კანის ზედმეტად თმიან ნაწილებზე (სახის გარდა), გააჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
პროცედურის შემდე აუცილებელია კანზე წაისვათ ნეიტრალური (საბავშვო დამატენიანებელი კრემი).
ინდური თეთრი ლოტოსის ექსტრაქტი - მისი გამოწერა შეიძლება ინტერნეტის საშუალებით შემდეგი სახელწოდებებით: Nelumbium speciosum extract, Lotusblume, Nelumbo Nucifera Flower Extract და სხვა.
ძველი გადმოცემების მიხედვით, მიიჩნევა, რომ თეთრი ლოტოსის ექსტრაქტით სხეულიდან სამუდამოდ არის შესაძლებელი ზედმეტი თმების მოცილება.
იოდი + ნიშადურის სპირტი - ერთ-ერთი ყველაზე ძველი, გამოცდილი და პოპულარული საშუალებაა.
ერთმანეთში შეურიეთ 35 გრამი ჩვეულებრივი სპირტი, 5 გრ. ნიშადურის სპირტი და 1,5 გრ. იოდი. კარგად აურიეთ და მიღებული ხსნარი ფრთხილად შეიზილეთ კანი იმ ადგილებში, სადაც ზედმეტი თმა გაქვთ. პროცედურა გაიმეორეთ რეგულარულად, დღეში ორჯერ, შედეგის მიღებამდე.
არის მეორე მეთოდიც, როცა იგივე ნაზავს დამატებით უმატებენ 5 გრ. აბუსალათინის ზეთს. მართალია მიიჩნევა, რომ აბუსალათინის ზეთს პირიქით, ამოყავს თმა, მაგრამ ასევე მიიჩნევა, რომ დანარჩენ კომპონენტებთან ერთად იგი ეფექტურია თმების მოსაცილებლად. (ზოგადად ეს მეთოდი ინდივიდუალურია და შეგიძლიათ სცადოთ როგორც ერთი, ასევე მეორე ვარიანტი).
ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაგეწვათ კანი. ამიტომ პროცედურები დიდი სიფრთხილით ჩაატარეთ. უმჯობესია თუ ნაზავს ექსპერიმენტისთვის თავდაპირველად ნაკლებად შესამჩნევ ადგილებში გამოიყენებთ.
წყალბადის ზეჟანგი + ნიშადური - აიღეთ ერთი სუფრის კოვზი თხევადი საპონი, ერთი სუფრის კოვზი წყალბადის ზეაჟანგი და დაუმატეთ 5 წვეთი ნიშადურის სპირტი.
ყველაფერი კარგად აურიეთ და წაისვით ზედმეტად თმიან ადგილებზე. გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილას ნაყენით.
პროცედურები გამეორეთ ყოველდღიურად, სანამდე არ შემჩნევთ თვალსაჩინო შედეგს.
ცხენის წაბლი - ერთ ჭიქა გარსგაცლილ ცხენის წაბლს დაასხით ორი ჭიქა ადუღებული წყალი და დაადგით ნელ ცეცხლზე. ადუღეთ სითხის საბოლოოდ აორთქლებამდე.
საბოლოოდ უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა ფაფოვანი მასა, რომელიც გამოყენების წინ უნდა გააცივოთ და წაისვათ პრობლემურ, ზედმეტად თმიან ადგილებზე.
მასა უნდა ჩამოიბანოთ წასმიდან 1 საათის შემდეგ. პროცედურის შედეგად თმა ღიავდება, ხდება სუსტი, მტვრევადი და დროთა განმავლობაში ცილდება კიდეც.
თაფლი + ლიმონი - ერთი სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ ახალგამოწურულ ლიმონის წვენში (საკმარისია ნახევარი ლიმონი).
მიღებული ნაზავი გაათბეთ და თბილ მდგომარეობაში წაისვით კანის იმ ადგილებზე, სადაც გსურთ ზედმეტი თმების მოცილება.
როცა ნაზავი გაშრება, ხელის თითებით ფრთხილი მოძრაობით დააგორგალეთ ნაზავი და ისე მოიცილეთ.
გააკეთეთ იგივე პროცედურა კვირაში სამჯერ. დროთა განმავლობაში თმა შეწყვეტს ზრდას.
ზღვის კომბოსტო - 100 გრამი მშრალი ზღვის კომბოსტო დააქუცმაცეთ და დანაყეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვნილი. შეურიეთ ნოშადურის სპირტი და ერთი კოვზი მცენარეული ზეთი ისეთი პროპორციით, რომ მიიღოთ სქელი ფაფოვანი მასა.
მიღებული ნაზავი დააყენეთ 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი შეიზილეთ პრობლემურ, ზედმეტად თმიან ადგილებში თხელ ფენად.
ნაზავს აცადეთ კარფად გაშრობა და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
როგორ მოვიცილოთ ზედმეტი თმა სახეზე
სახიდან ზედმეტი თმის მოცილება გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე სხეულიდან.
ეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონაა, სადაც ჩვეულებრივმა, სხეულიდან თმის მოსაცილებელმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ სახეზე ლაქებისა და ტალების გაჩენა, დამწვრობა და შრამებიც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესაძლოა აქ მოყვანილმა საშუალებებმა ყველას ვერ მოუგვაროს სახეზე ზედმეტი თმის პრობლემა, ვფიქრობთ, რომ ცდად მაინც ღირს.
მითუმეტეს, რომ ბევრი ეს მეთოდი დროში გამოცდილი და შემოწმებულია.
აქ შეკრებილია ყველა ის მაღალეფექტური მეთოდი, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სახიდან ზედმეტი თმის მოცილება ან გაღიავება.
რივანოლი - აიღეთ 0.1%-იანი რივანოლის ხსნარი (კონცენტრაცია 1:1000) (შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში) და ფრთხილად წაისვით იმ ადგილებში, სადაც გაქვთ არასასურველი თმა (ტუჩების ზემოთ, ლოყებზე, საფეთქლებზე).
ყოველდღიურად რივანოლის გამოყენება ასუსტებს და ანადგურებს თმის ძირებს, ხოლო რეგულარული გამოყენება ზედმეტ თმას საერთოდ აქრობს.
წყალბადის ზეჟანგი - აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახეზე არსებული თმის გასაღიავებლად და დასასუსტებლად ძალიან ეფექტურია წყალბადის ზეჟანგის რეგულარული გამოყენება (მისი შეძენა თავისუფლად არის შესაძლებელი აფთიაქებში).
შესაძლებელია თმის გამაღიავებლების გამოყენება (მაგ: Blondex (ბლონდექსი) და მისი ტიპის გამაღიავებლები).
ხსნარის დამოუკიდებლად მომზადება - ერთმანეთს შეურიეთ ერთი კოვზი წყალბადის ზეჟანგი (6%), ერთი კოვზი თხევადი საპონი და 10 წვეთი ნიშადურის სპირტი.
მიღებული ნაზავი წაისვით არასასურველ თმებზე და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ან გვირილას ნაყენით.
გაიმეორეთ პროცესი კვირაში ერთხელ. მალე შეამჩნევთ, რომ თმის ზრდა შეჩერდა და იგი გახდა უფრო თხელი და შეუმჩნეველი.
მწვანე ყურძენის წვენი - აღიარებულია, რომ მწვანე, დაუმწიფებელი ყურძნის წვენის რეგულარული გამოყენება ანთავისუფლებს კანს არასასურველი თმისგან.
უბრალოდ, საჭიროა მხოლოდ წვენის გამოწურვა მწვანე ყურძნის მარცვლებისგან და წაისვათ კანის ზედმეტად თმიან მონაკვეთებზე.
მწვანე ყურძნის წვენის გამოყენება შესაძლებელია მაღალი მგრძნობელობის ადგილებში და სახეზეც კი. მიიჩნევა, რომ იგი ეფექტურია ფსორიაზით დაავადებული კანის სამკურნალოდაც.
ყვითელი ოსპი + უმი კარტოფილი - აიღეთ ერთი ჭიქა უმი კარტოფილი, ერთი ჭიქა ყვითელი ოსპი, ერთი ჭიქა თაფლი და 4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
დატოვეთ ოსპი წყალი ჩამბალი მთელი ღამის განმავლობაში, დილით გაქენით იგი ისე, რომ მიიღოთ ერთფეროვანი მასა, ჩაუმატეთ კარტოფილისგან გამწურული წვენი, თაფლი და ლიმონის წვენი, შემდეგ კი ყველაფერი კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით პრობლემურ, ზემეტად თმიან ადგილებში. გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში რათა კარგად გაშრეს, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. (ამ რეცეპტის გამოყენება შეძლება როგორც სახეზე, ასევე სხეულზე).
თურქული ბარდა + კურკუმა - აიღეთ ნახევარი ჭიქა თურქული ბარდა (რომ არ მოტყუვდეთ, არის მოყვითალო ოქროსფერი), ერთ ჩაის კოვზი კურკუმას ფესურას მშრალი ფხვნილი და ერთი ჭიქა რძე. შეიძლება დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი კრემი (თუ ცხიმიანი სახე გაქვთ, არ არის საჭირო.
ჩაყარეთ თურქული ბარდა კერამიკის ჭურჭელში, აუმატეთ კურკუმას ფხვნილი და დაასხით რძე. ეს ყველაფერი ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ კრემისებური მასა.
ეს მასა წაისვით სახეზე თმის ზრდის მიმართულებით. გააჩერეთ ნახევარი საათი, ხოლო შემდეგ ჩამოიბანეთ უხეში ღრუბლით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ხახვი + ბაზილიკა - დაჭერით ას-ასი გრამი ხახვი (უმჯობესია ლურჯი ხახვი) და ბაზილიკა. კარგად აურიეთ (ისე, რომ ხახვის წვენი არ გაგექცეთ), რომ მიიღო ერთგვაროვანი ფაფისებური მასა. თუ მჰრძნობიარე კანი გაქვთ, დაუმატეთ მცირე რაოდენობით კრემი.
მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე იმ ადგილებში, სადაც ზედმეტი თმა გაქვთ. გააჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლისთ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ რეგულარულად, შედეგის მიღებამდე.
ბანანი + შვრია - დააქუცმაცეთ ერთი ბანანი და ეურიეთ მას ერთი კოვზი შვრიის მშრალი ფანტელები. კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ სკრაბის მაგვარი მასა.
წაისვით ეს მასა სახის თმიან მონაკვეთებზე და მასიური მოძრაობებით შეიზილეთ თითების ბალიშებით 5 წუთის განმავლობაში. შედეგ კი გაიჩერეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ეს რეცეპტი არა მარტი ზედმეტი თმის მოცილებაში დაგეხმარებათ, იგი კარგია ეპიდერმისის, აკნეს და პროშიკების მოსაცილებლად.
სოდის კომპრესები - ასეთი კომპრესის დასამზადებლად საჭიროა ერთი სრულად სავსე ჩაის კოვზი სოდა და ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. ჩაყარეთ სოდა წყალში და კარგად მოურიეთ სანამ სოდა ბოლომდე არ გაიხსნება.
ამის შემდეგ, მიღებული ხსნარი გააგრილეთ 36 გრადუსამდე და დაასველეთ მასში მარლა. ადგილი, სადაც ზედმეტი თმა გაქვთ კარგად დაიბანეთ საპნით, გაიმშრალეთ და დაიდევით სოდიან ხსნარში დასველებუბული მარლა 12 სთ-ის განმავლობაში (უმჯობესია ძილის წინ). დილით მარლა მოიცილეთ, მაგრამ არ ჩამოიბანოთ.
საღამოს პროცედურა გაიმეორეთ, დაიდეთ მარლის კომპრესი, რომელიც დასველებულია შემთბარ სოდიან ხსნარში.
ასე გაიმეორეთ სამი დღე. თუ შედეგი არ იქნა, პროცედურა ჩაიტარეთ 15-20 დღის განმავლობაში.
იხილეთ ვრცლად:
ეპილაციის თანამედროვე მეთოდები