კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2024 19:44

როგორ გამოვიყენოთ პურის საცხობითანამედროვე პურის საცხობები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან სულ უფრო მეტი ოჯახი ამბობს უარს საფუარიან პურზე (რომელიც დღესდღეობით მასობრივად იყიდება) და არჩევანს აკეთებს ეკოლოგიურად სუფთა, სასარგებლო და გემრიელ, ოჯახის პირობებში გამომცხვარ პურზე.

პურის საცხობით სარგებლობა ძალიან მარტივია და როცა მის გამოყენებას მიეჩვევით, გაგიკვირდებათ კიდეც, როგორ ძლებდით ამ საყოფაცხოვრებო მოწყობილობის გარეშე.

თუმცა, პურის საწყობი ელექტრონული ხელსაწყოა და მას ფიქრი არ შეუძლია. ამიტომ, პურის გამოცხობის დროს მაქსიმალური შედეგების მისაღწევად აუცილებელია გარკვეული ნიუანსების ცოდნა და მარტივი წესების დაცვა.

პურის საცხობით გამოცხობილი პურის ხარისხი და გემო დამოკიდებულია მთელს რიგ ფაქტორებზე. მათ შორის ინგრედიენტების ხარისხზე, სწორ დოზირებაზე, ტემპერატურაზე და ტენიანობაზე.

იმისათვის, რომ დაგეხმაროთ შესანიშნავი შედეგის მიღწევაში, გაგანდობთ სასარგებლო რჩევებსა და პატარა ეშმაკობებს.

როგორ გამოვიყენოთ პურის საცხობი

როგორ გამოვაცხოთ პური1. დადგით პურის საცხობი სწორ, ჰორიზონტალურ და თბოგამძლე ზედაპირზე. დააკვირდით, რომ ის არ იდგეს სითბოს წყაროსთან ახლოს, მაგალითად, პირდაპირი მზის სხივები, გაზქურა, ან სხვა რომელიმე ჩართული სამზარეულოს მოწყობილობა. აგრეთვე ორპირი ქარის ქვეშ, რადგან ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს პურის საცხობის შიდა ტემპერატურაზე.

ნუ ჩართავთ პურის საცხობს ამ ეტაპზე. გახსენით თავსახური, ამოიღეთ ფორმა სახელურით პირდაპირი ზემოთ ამოწევის, ან ოდნავ გვერდზე შეტრიალების და შემდეგ ამოწევის გზით (გააჩნია პურის საცხობის რომელ მოდელს ფლობთ).

2. დარწმუნდით, რომ ცომის საზელ ფრთებში არ არის გაჩხერილი პურის ნამცეცები (პურის წინა გამოცხობის შემდეგ). ჩამოაცვით ფრთები ღერძზე ფორმის ფსკერზე. შეცდომა პრაქტიკულად გამორიხულია, რადგან ფრთების ღერძზე დამაგრება შეიძლება მხოლოდ ერთ პოზიციაში (იმის გამო, რომ ისევე როგორც ღერძს, ასევე ფრთის ნაწილს გააჩნია D-ს ფორმა.)

3. ჩაასხით ფორმაში საჭირო რაოდენობის წყალი, რძე, ან სხვა სითხე (იმ შემთხვევების გარდა, როცა ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ჯერ უნდა ჩააწყოთ ინგრედიენტები და შემდეგ დაასხათ სითხე. თუ ასეა, პურის საცხობში ჯერ უნდა ჩააწყოთ ინგრედიენტები თანმიმდევრობის მიხედვით (დაიწყოთ საფუარით)).

4. ჩაყარეთ ფქვილი ისე, რომ მან სრულიად დაფაროს სითხე. ამის შემდეგ დაამატეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, რომელიც მითითებულია რეცეპტში (მაგალითად რძის ფხვნილი). შაქარი, მარილი და კარაქი დააწყეთ ფორმის სხვადასხვა კუთხეში ისე, რომ არ ეხებოდნენ ერთმანეთს.

5. ფქვილის შუაგულში გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება (ორმო) ისე, რომ არ დახვიდეთ სითხემდე და დაუმატეთ საჭირო რაოდენობის საფუარი ამ ორმოში. თუ თქვენი გაკეთებული ორმო დავიდა სითხემდე, საფუარი დასველდება და უფრო სწრაფად დაიწყებს მოქმედებას, ვიდრე საჭიროა.

6. ჩადგით ფორმა პურის საცხობში ის, რომ იგი მყარად დამაგრდეს თავის ადგილზე (სხვადასხვა მოდელს გააჩნია სხვადასხვა სახის სპეციალური ჩამაგრება, რომელიც აფიქსირებს ფორმას პურს საცხობში). შემდეგ დაწიეთ სახელური და დაახურეთ თავსახური. ამის შედეგ ჩართეთ პურის საცხობი ელექტრო ქსელში.

7. აირჩიეთ პროგრამა, პურის ქერქის ფერი და პურის ზომა (თუ თქვენს პურის საცხობში არის ასეთ ფუნქციები). შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „სტარტი“. მაშინვე დაიწყება მოზელის პროცესი. (თუ თქვენს პურის საცხობს არა აქვს სპეციალური „დასვენების“ პერიოდი, რათა დააყენოთ ტემპერატურა და არ დააპროგრამეთ რათა პური გამომცხვარიყო დილისთვის (ან საღამოსთვის).

8. როდესაც ცომი მოიზილება, პურის საცხობი გამოსცემს რამოდენიმე სიგნალს და თუ გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ ცომში დამატებითი ინგრედიენტები. მაგალითად ჩირეულობა (მშრალი ხილი) ან ნიგვზეულობა (თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა) და სხვა. ამ შემთხვევაში ახადეთ თავსახური და ჩაყარეთ პროდუქტები და კვლავ დახურეთ თავსახური.

9. ციკლის ბოლოს, პურის საცხობი გამოსცემს კიდევ რამდენიმე სიგნალს, რათა გაუწყოთ, რომ ცომის მოზელა ან პურის გამოცხობა დასრულდა (გააჩნია რა პროგრამა გაქვთ მიცემული). დააჭირეთ ღილაკს „სტოპი“ . გახსენით თავსახური. თუ უნდა ამოიღოთ პური, არ დაგავიწყდეთ ღუმელის ხელთათმანების გაკეთება, რათა არ დაიწვათ.

ნუ დაიხრებით ისე, რომ სახეზე შემთხვევით მოგხვდეთ პურის საცხობიდან ამოსული ცხელი ორთქლი და შესაძლოა მიიღოთ დამწვრობა.

10. ისე, რომ არ მოიხსნათ ხელთათმანები, ამოაბრუნეთ ფორმა ფსკერით ზემოთ და შეანჯღრიეთ რამოდენიმეჯერ. თუ აუცილებელი გახდა დაუკაკუნეთ ფსკერზე ხის დაფა.

11. თუ ცომის მოსაზელი ფრთები ჩარჩა პურში, გამოიყენეთ ხის ნიჩაბი ან სხვა ცეცხლგამძლე ინსტრუმენტი მის ამოსაღებად. იგი ადვილად ამოვა.

12. დადეთ პური ცხაურა გისოსზე და გააცივეთ. პურის საცხობი კი გამორთეთ ელექტრო წყაროდან და დააცალეთ მას გაგრილება პურის შემდგომ გამოცხობამდე.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ცხელი პურის საცხობი ნორმალურ პურს ვერ გამოაცხობს. ზოგიერთი მოდელი არც ჩაირთვება, თუ ძალიან ცხელია.

13. მუშაობის დასრულების შემდეგ, გარეცხეთ პურის საცხობის ფორმა და მბრუნავი ფრთები, ხოლო კორპუსი გულდასმით გაწმინდეთ. პურის საცხობის ყველა დეტალი გაწმენდის მომენში უნდა იყოს ცივი და მშრალი.

ზოგადი რჩევები

ზოგადი რჩევები პურის საცხობის გამოყენების დროს პურის საცხობის გამართული მუშაობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე. განსაკუთრებით ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა ტემპერატურა.

ძალიან ცხელ დღეებში, ან იმ შემთხვევაში, როცა პურის საცხობი დგას ცხელ სამზარეულოში, ცხობის დროს პური უფრო მაღლა ამოდის და ფუვდება, ვიდრე დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში.

შენობის ოპტიმალური ტემპერატურა, რომელშიც უნდა გამოაცხოთ პური, შეადგენს 20°С/68°F -24°С/75°F.

ყოველთვის დაიცავით ინგრედიენტების მიცემის თანმიმდევრობა. თავიდან დაასხით სითხე, შემდეგ დაუმატეთ ცხიმი, შაქარი, მარილი, შემდეგ ფქვილი და სხვა დანამატები, ყველაზე ბოლოს კი საფუარი.

ძალიან ცივ დღეებში, ონკანის წყალი (რომელიც უნდა გამოიყენოთ ცხობის დროს) 30 წუთის განმავლობაში დადგით ოთახის ტემპერატურაზე. იგივე გააკეთეთ ინგრედიენტებთან მიმართებაში, რომელთაც ინახავთ მაცივარში.

• გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები, თუ მითითებული არ არის სხვა კონკრეტული ინსტრუქცია.

გამონაკლისს წარმოადგენს მუშაობის რეჟიმები: სწრაფი, 1 საათში და ცხობა. ამ შემთხვევაში, რეცეპტის მიხედვით საჭიროა შემთბარი სითხის გამოყენება.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი პურის საცხობ ფორმაში - რეცეპტში მითითებული თანმიმდევრობით.

საფუარი უნდა იყოს მშრალ მდგომარეობაში და ფორმაში ჩამატებული ყველა ხსნარისგან იზოლირებული (მორევის ეტაპის დაწყებამდე).

სწორი დოზირება - შესაძლოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სასურველი ხარისხის პურის გამოსაცხობად.

პრობლემების უმრავლესობა დაკავშირებულია არაზუსტ დოზირებასთან, ან იმ ფაქტთან, რომ რომელიმე ინგრედიენტი არ იქნა დამატებული.

გამოიყენეთ მეტრული ან ბრიტანული საზომი სისტემა. არ გამოიყენოთ ორივე ერთდროულად. ისარგებლეთ საზომი ჭიქითა და კოვზით, რომელიც მოჰყვება ხელსაწყოს კომპლექტში.

გახსოვდეთ, რომ მცირედმა უზუსტობამაც კი შესაძლოა იმოქმედოს ცხობის შედეგზე.

ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ახალი და ქორფა ინგრედიენტები, ხანგრძლივი და არა მალე ამოწურვადი შენახვის ვადით.

მალეფუჭებადი პროდუქტები - რძე, ყველი, ბოსტნეული და ახალი ხილი შესაძლოა გაფუჭდეს, განსაკუთრებით თუ მათ თბილ ადგილზე ინახავთ. ამიტომ, მათი გამოყენება საჭიროა უშუალოდ პურის გამოცხობის წინ.

ნუ დაამატებთ ზედმეტი რაოდენობის ცხიმს, რადგან მან შეიძლება შექმნას ბარიერი ფქვილსა და საფუარს შორის, რის გამოც ამ უკანასკნელის მოქმედება ნელდება.

შედეგად, პური შეიძლება გამოვიდეს მძიმე და ძალიან მკვრივი.

პურის ფორმაში დამატებამდე, კარაქი, ან სხვა სახის ცხიმი დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად.

თუ თქვენ გსურთ პური გამოაცხოთ ხილის არომატით, წყლის ნაწილი შეცვალეთ ხილის წვენით (მაგ: ფორთოხლის, ვაშლის ან ანანსის წვენით).

ბოსტნეულის მომზადების შედეგად დარჩენილი წვენის გამოყენებაც შესაძლებელია. მისით შეიძლება შეიცვალოს ან ნაწილობრივ ჩანაცვლდეს წყალი.

მაგალითად, კარტოფილის ნახარში შეიცავს კრახმალს, რაც საფუარის დამატებით კვების წყაროს წარმოადგენს. შედეგად კი მიიღება უფრო რბილი პური, რომელიც გაცილებით დიდხანს ინახება.

ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა გახეხილი სტაფილო ან კარტოფილის პიურე, შეიძლება დაუმატოთ ცომს, რათა გააძლიეროთ არომატი. ამ შემთხვევაში უნდა შეამციროთ ცომში დასამატებელი სითხის რაოდენობა, რადგან ეს ბოსტნეული თავად შეიცავს წყალს.

დაუმატეთ თავიდან მცირე რაოდენობის წყალი, შეამოწმეთ ცომი მოზელის წინ და წყალი ჩაუმატეთ აუცილებლობის მიხედვით.

ნუ გადააჭარბებთ ინგრედიენტების იმ რაოდენობას, რომელიც მოცემულია რეცეპტში, რადგან ამით შესაძლოა დააზიანოთ პურის საცხობი.

თუ პური ცუდად ამოდის, სცადეთ და ონკანის წყალი შეცვალეთ გამოხდილი ან მაღაზიის ბუტილირებული წყლით. თუ თქვენი ონკანის წყალს ქლორისა და ფტორის მაღალი შემცველობა აქვს, შეიძლება ამან იმოქმედოს ცომის ამოსვლაზე.

ცომის ამოსვლაზე ასევე უარყოფითად მოქმედებს ხისტი წყალიც.

რეკომენდებულია შეამოწმოთ ცომი უწყვეტი მორევიდან 5 წუთის შემდეგ. დადეთ პურის საცხობთან ახლოს ელასტიური რეზინის ნიჩაბი (რომელიც მოჰყვება საცხობს კომპლექტში). მისი საშუალებით შეგიძლიათ ჩამოფხიკოთ ფორმის კედლებზე და კუთხეებზე მიმხმარი ინგრედიენტები. ნუ ჩადებთ ნიჩაბს ცომსაზელში და ნუ შეუშლით ხელს მის მოძრაობას.

აგრეთვე შეამოწმეთ ცომის კონსისტენცია. თუ ცომი იგორგლება, ან მოწყობილობა მუშაობს შესამჩნევი დაძაბვით, დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი.

ნუ ახდით თავს პურის საცხობს ცომის დაყოვნების, ან პურის გამოცხობის ციკლის დროს, რადგან შესაძლოა ცომი გაწყდეს.

დროზე ადრე შეჩერებისთვის, დააჭირეთ ღილაკს „სტარტი/გაჩერება“ და გქონდეთ დაჭერილი რამოდენიმე წამის განმავლობაში, სანამ არ გაიგონებთ ხმოვან სიგნალს.

შესაძლო პრობლემები

შესაძლო პრობლემები პურის ცხობის დროსპური არასაკმარისად ამოდის

- არასაკმარისი ან ვადაგასული საფუარი.

- არჩეული იყო ფუნქცია „სწრაფი ციკლი“, რომლის დროსაც პურს ჰქონდა მცირე დრო, რათა ამოსულიყო.

- მოხდა საფუარის და მარილის კონტაქტი - ფორმის ცომით შევსების დროს. ამიტომ დაამატეთ ისინი ფორმის სხვადასხვა კუთხეში ისე, რომ ერთმანეთს არ შეეხოს.

- ძალიან დიდი რაოდენობით მარილი თრგუნავს საფუარის მოქმედებას. შესაძლოა თქვენ დაუმატეთ ზედმეტი რაოდენობის მარილი, ან მარილის გარდა დაამატეთ მარილიანი ინგრედიენტები - მარილიანი ნიგვზეული (თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა) ან მარილიანი ყველი.

- გაუცრელი ფქვილისგან გამოცხობილი პური არ ამოდის ისე კარგად, როგორც თეთრი წმინდა ფქვილისგან გამომცხვარი პური. გაუცრელი ფქვილი შეიცავს ხორბლის ქატოს, რომლისგანაც პური ხდება მძიმე.

- შესაძლოა თქვენ გამოიყენეთ უბრალო ფქვილი პურის ფქვილის მაგივრად, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით გლიუტენს.

გლიუტენი (რთული ცილა, რომელსაც შეიცავს მარცვლოვანი კულტურების უმრავლესობა. გლიუტენის შემცველობა ხორბალში შეადგენს არანაკლებ მარცვლის 80%-ს. ლათინურად Gluten - ნიშნავს წებოს.)

- ინგრედიენტები იყო არასწორი ტემპერატურის. თუ ისინი იყო ძალიან ცხელი, სავარაუდოდ გაანადგურეს საფუარი, ხოლო თუ დაბალი ტემპერატურის - შეაჩერეს საფუარის მოქმედება.

- არასაკმარისი რაოდენობის წყალი. იმისათვის, რომ ცომი სწორად ამოვიდეს, ის უნდა იყოს მსუბუქი და ელასტიური. თუ ცომი ზედმეტად მშრალი და უხეშია, დაუმატეთ მას მცირე რაოდენობით წყალი.

- მორევის დროს, დიდხანს იყო ღია პურის საცხობის თავსახური, თბილი ჰაერი აორთქლდა და ცომი არ ამოვიდა.

- არ იქნა დამატებული შაქარი. საფუარი უკეთესად ამოდის, თუ დამატებულია თუნდაც ერთი ჩაის კოვზი შაქარი. ამასთან, ზედმეტი რაოდენობის შაქარმა შესაძლოა საფუარის მოქმედება შეაჩეროს.

გამოუმცხვარი პური

- ძალიან თხევადი ცომი.

- ფორმაში ცომის ხედმეტი რაოდენობა.

- ხედმეტი ცხიმი.

- უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ფქვილი.

პური საერთოდ არ ამოდის

- არასაკმარისი ან ვადაგასული საფუარი.

- საფუარის არასწორი მომზადება. შესაძლოა საფუარს ძალა დაუკარგა ძალიან ცხელმა ინგრედიენტებმა.

ცომი ფხვიერია და არ ხდება მისი ფორმირება

- ცომი ძალიან მშრალია. დაუმატეთ ცოტ-ცოტა სითხე მანამ, სანამ ცომი არ შევსებს ფორმას.

ცომი წებოვანია და არ ხდება მისი ფორმირება

- ცომი ძალიან ტენიანია. სცადეთ და დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი, ნელ-ნელა, თითო კოვზი და დააკვირდით, როგორ შეიწოვს ცომი ფქვილს.

ეს უნდა გააკეთოთ მანამ, სანამდე პუროს საცხობი ურევს ცომს.

ცომი მოზელილია, მაგრამ პური არ გამოცხვა

- არჩეულია რეჟიმი - „ცომი“. ამოიღეთ ცომი, მიეცით ხელით სასურველი ფორმა და გამოაცხვეთ ღუმელში ან პურისსაცხობში (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს რეჟიმი „მხოლოდ ცხობა“.)

ამოსული პური ვარდება მაშინვე ან ცხობის პირველ სტადიაზე

- პური ძალიან მაღლა ამოვიდა. შემდგომში, შეამცირეთ საფუარის რაოდენობა, ან გამოიყენეთ ცხობის უფრო სწრაფი ციკლი.

- დამატებულია ძალიან დიდი რაოდენობის სითხე. შეამცირეთ სითხის რაოდენობა 1-2 სუფრის კოვზამდე, ან დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი.

- არასაკმარისი რაოდენობის მარილი. მარილი ხელს უწყობს ცომის ამოსვლის კონტროლს.

- პურის საცხობი დგას ორპირ ქარში, ან იგი გადააადგილეს ან შეანჯღრიეს ცომის მომზადების პროცესში.

- ძალიან მაღალი ტენიანობის და თბილი ამინდის დროს ცომი ძალიან მაღლა ამოვიდა.

- ცომში გარეულია ზედმეტი რაოდენობის ყველი.

პურის კედლებზე დარჩა ფქვილი

- ცომის მორევის პროცესში, ფქვილი და მშრალი ინგრედიენტები მიეკრო ფორმის კედლებს და გადავდა პურის კედლებზე მისი ამოსვლის დროს. შემდგომში, მოზელიდან 5-10 წუთის შემდეგ, ჩამოფხიკეთ ფქვილი ფორმის კედლებიდან რბილი რეზინის ნიჩბით (მოჰყება პურის საცხობს კომპლექტში). იყავით ფრთხილად, რათა არ შეეხოთ მოსაზელ ფრთას.

პურის ქერქი ნაოჭდება და „იჭმუჭნება“

- პურის გაცივებამდე, მის ზედაპირზე დაგროვდა ზედმეტი ტენი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტი სითხე (რომელიც უნდა შეამციროთ).

- შესაძლოა პრობლემა მოგვარდეს ამ გზით -  რამოდენიმე წუთით დატოვეთ პური საცხობში ახდილი თავსახურით და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ.

პური ფხვიერია

- პური ძალიან ზემოთ ამოვიდა. შემდგომში სცადეთ და შეამცირეთ საფუარის რაოდენობა.

- ცომში იყო არასაკმარისი რაოდენობის სითხე.

- ცომი ძალიან თხიერია (ამ შემთხვევაში დაუმატეთ მცირე რაოდენობით ფქვილი).

- დამატებული იქნა დიდი რაოდენობით მთლიანი პურის მარცვალი, რომელიც იწოვს სითხეს. შემდგომში ან წინასწარ დაალბეთ პურის მარცვალი, ან გაზარდეთ წყლის რაოდენობა ცომში.

პურის ქერქი დაიწვა

- ცომში ძალიან ბევრი შაქარია. შეამცირეთ მისი რაოდენობა, ან დააყენეთ რეჟიმი „ღია ფერის ქერქი“ ტკბილი პურისთვის.

- გამოიყენეთ რეჟიმი „ტკბილი პური“ (თუ ასეთი ფუნქცია აქვს პურის საცხობს).

პურის ქერქი მკრთალია (ძალიან ღია ფერის) 

- ცომში დაუმატეთ ახალი რძე ან რძის ფხვნილი. შედეგად, პური გამოვა მუქი სასიამოვნო ფერის.

- დააყენეთ რეჟიმი - „მუქი ქერქი“

- მცირედით გაზარდეთ შაქრის რაოდენობა ცომში.

პურის ქერქი რეზინოვანი და მაგარია

- გაზარდეთ კარაქის ან მცენარეული ზეთის და რძის რაოდენობა.

პური აქ გამოცხვა შუაში ან ზემოდან

- გამოყენებული იქნა დიდი რაოდენობით სითხე; შემდგომში შეამცირეთ სითხს რაოდენობა ერთ სუფრის კოვზამდე, ან დაუმატეთ მეტი ფქვილი.

- ინგრედიენტების რაოდენობა ძალიან ზედმეტია და პურის საცხობი ვერ გაუმკლავდა ცომს.

- ცომი ძალიან ცხიმიანია. იგი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ცხიმს, შაქარს, კვერცხს, ნიგვზეულს ან მარცვლეულს.

- პურსაცხობის თავსახური იყო ღია, ან პურის საცხობი იდგა ძალიან ცივ პირობებში.

- ფქვილი იყო ძალიან მკვრივი. ეს ხდება მაშინ, როცა იყენებთ ჭვავის, ცეხვილის ან გაუცრელ ფქვილს; შემდგომში ამ ფქვილის ნაწილი შეცვალეთ ჩვეულებრივი თეთრი ფქვილით.

პურის ქერქი ძალიან რბილი ან ხრაშუნაა

- თუ გსურთ პურის ქერქი რბილი იყოს, გაზარდეთ ცხიმის რაოდენობა და წყლის მაგივრად გამოიყენეთ რძე.

- თუ ხრაშუნა პურის ქერქი გსურთ, მოიქეცით პირიქით.

- ხრაშუნა კანისთვის გამოიყენეთ რეჟიმი „ფრანგული პური“.

- პურის კანი უფრო ხრაშუნა იქნება, თუ გმოცხობის შემდეგ მაშინვე ამოიღებთ მას პურის საცხობიდან და დადებთ ცხაურაზე.

პურის კანის ქვემოთ ჰაერის ბალიშებია (დიდი სიცარიელე)

- ცომი ცუდი მორეულია, ძალიან მაგარია, ან არასაკმარისად გაფუვდა მოზელის დროს. სავარაუდოდ ეს ერთჯერადი პრობლემაა, მაგრამ თუ გამეორდა, დაუმატეთ ცომს ერთი სუფრის კოვზი წყალი.

გაიქნა ცომში დამატებული წვრილად დაჭრილი დამატებითი ინგრედიენტები

- დანამატები ცომში დამატებული იქნა ძალიან სწრაფად და დაქუცმაცდა მბრუნავი ფრთის მიერ. დაამატეთ დამატებითი ინგრედიენტები ცომში მაშინ, როცა პურის საცხობი გამოსცემს შესაბამის სიგნალს, ან ცომის მოზელის დასრულებამდე 5 წუთით ადრე.

- დაუმატეთ ცომში დამატებითი ინგრედიენტების (მაგალითად ნიგვზეულის ან ჩირეულის და ა.შ უფრო მოზრდილი ნაჭრები).

დანამატები არ იქნა არეული ცომში

- სავარაუდოდ მათი დამატება მოხდა ძალიან გვიან ცომის მოზელის დროს. შემდგომში სცადეთ და დაამატეთ უფრო ადრე.

პური ძალიან მშრალია

- პური გრილდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და გამოშრა.

- პური, რომელიც შეიცავს დაბალი რაოდენობის ცხიმს, მალე შრება. გაზარდეთ ცხიმის (ზეთის ან კარაქის) რაოდენობა რეცეპტში.

პური გამოვიდა ნასვრეტებიანი

- ცომი ძალიან ტენიანია, გამოიყენეთ ნაკლები სითხე.

- არ იქნა დამატებული მარილი;

- თბილი ამინდი ან მაღალი ტენიანობა - პური ძალიან მაღლა ამოვიდა.

პურის საცხობმა გამოუშვა ბოლი

- რომელიღაც ინგრედიენტები მოხვდა გამაცხელებელ სპირალზე. ამიტომ, ამოიღეთ ფორმა პურის საცობიდან მანამ, სანამდე დაამატებთ ინგრედიენტებს.

უსაფრთხოების ზომები 

უსაფრთხოების ზომები პურის ცხობის დროს»» ნუ შეეხებით პურის საცხობის ცხელ ზედაპირს. აპარატის კორპუსი და ზედა ელემენტების შეიძლება ძლიერად გაცხელდეს ექსპლუატაციის დროს.

ლანგარის ამოღებისას, ყოველთვის გამოიყენეთ სამზარეულოს ხელთათმანები.

»» ნუ გამოიყენებთ მოწყობილობას, თუ თვალსაჩინოა ხილული დაზიანების ნიშნები (მაგალითად დაზიანებული კაბელი, ან ხელსაწყო დაგივარდათ და სავარაუდოდ დაზიანდა).

»» არასოდეს ჩადოთ პურის საცხობი, კაბელი ან ჩამრთველი წყალში ან სხვა სითხეში.

»» არ დაგავიწყდეთ კაბელის შტეფსელიდან გამოღება საცხობში რაიმე დეტალის დამატებამდე ან მოხსნამდე.

»» ყურადღება მიაქციეთ, რომ დენის კაბელი არ იყოს ჩამოკიდებული აპარატიდან ისე, რომ ეხებოდეს გაზის ან ელექტრო ქურის კომფორებს.

»» პურის საცხობის ექსპლუატაცია დაშვებულია მხოლოდ სწორ, თერმოგამძლე ზედაპირზე.

»» პურიანი ლანგარის ამოღების შემდეგ, ნუ ჩაყოფთ ხელს კამერის შგნით, რადგან კამერა ძალიან ცხელდება და შეიძლება დამწვრობა მიიღოთ.

»» არ შეეხოთ პუროს საცხობის შიგნით მოძრავ ნაწილებს.

»» არ ჩაყაროთ ფქვილი და საფუარი იმაზე მეტი რაოდენობით, რაც მითთებულია რეცეპტში.

»» ნუ ჩართავთ პურის საცხობს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, ან ცხელი საყოფაცხოვრებო მოწყობილობების გვერდით. ამან შეიძლება იმოქმედოს საცხობის შიდა ტემპერატურაზე და შეამციროს მომზადებული პროდუქტის ხარისხი.

»» ნუ გამოიყენებთ პურის საცხობს ქუჩის პირობებში.

»» არ ჩართოთ პურის საცხობი ცარიელ მდგომარეობაში, ამან შესაძლოა მისი სერიოზლი დაზიანება გამოიწვიოს.

»» არ გამოიყენოთ პურის საცხობის კამერა სხვადასხვა პროდუქტების შესანახად.

»» ნუ დაახშობთ სავენტილაციო ღრუს საცხობი მანქანის გვერდითა ზედაპირზე, რათა უზრუნველყოთ თანაბარი ვენტილაცია საცხობის ირგვლივ, მისი მუშაობის დროს.

»» პურისა საცხობი არ არის განკუთვნილი შიდა ტაიმერით, ან ცალკე დისტანციური პულტით მუშაობისთვის.

»» უნდა მოარიდოთ ბავშვები პურის საცხობს, რათა ისინი არ დაზიანდნენ მასთან თამაშის დროს.

»» ეს საყოფაცხოვრებო ხელსაწყო განკუთვნილია მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით მოხმარებისთვის.

პურის საცხობები ინტერნეტ მაღაზია...

 

 

ცხობის წონა
900 გრამამდე
  პურის საცხობები
10-ზე მეტი პროგრამით
  მიმწვრობის საწინააღმდეგო
საფარით
         

 

 
დიდი მოცულობის
პურის საცხობები
  პურის საცხობები
სტარტის გადავადების ფუნქციით
  პურის საცხობების
სრული კატალოგი
პურის საცხობები ინტერნეტ მაღაზია...
   

KENWOOD-ის
პურის საცხობები

  ინგრედიენტების დამატების
ინდიკატორით
  პურის საცხობები
სწრაფი ცხობის ფუნქციით
         

   
პურის საცხობები
300 ლარამდე
  EUROLUX-ის
პურის საცხობები
  პურის საცხობების
სრული კატალოგი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ