მათთვის, ვინც არ ცხოვრობს საქართველოში, ან ენდრო არ არის ხელმისაწვდომი, სააღდგომო კვერცხების შეღებვა ხახვის ფურცლებითაც არის შესაძლებელი.
ხახვის ფურცლებით სააღდგომო კვერცხების შეღებვა ყველაზე ცნობილი და ხელმისაწვდომი მეთოდია.
ხახვის ფურცლებით შეიძლება კვერცხს მიეცეს სხვადასხვა ფერი - მუქი ყვითელიდან - მოწითალო-ყავისფერამდე.
ფერი დამოკიდებულია ნაყენის კონცენტრაციაზე. საჭიროა მომზადდეს ხახვის ფურცელის ნაყენი და მიეცეს დრო, რათა მოხდეს მისი დაყენება.
იმისთვის, რომ ფერი მუქი და მკვეთრი გამოვიდეს, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ხახვის ფურცელი (კარგია, თუ შეგროვებას დაიწყებთ აღდგომამდე ერთი თვით ადრე).
ამის შემდგომ უნდა ჩააწყოთ ჭურჭელში ხახვის ფურცლები, დაასხათ წყალი და ხარშოთ 30 წუთის განმავლობაში.
კარგია თუ ხახვის ფურცლების ნაყენის დაყენების პროცედურას ხუთშაბათს შეასრულებთ.
პარასკევ საღამოს, ჩააწყვეთ ნაყენში კვერცხები, დაუმატეთ ერთი სუფრი კოვზი მარილი, მიიყვანეთ ნაყენი ადუღებამდე და ხარშეთ კვერცხები 10-15 წუთის განმავლობაში.
შემდგომ, ადროვეთ რომ კვერცხები ნაყენშივე გაცივდეს. ამის შემდეგ კი ამოიღეთ, გაავლეთ ცივ წყალში და ზეითუნის, ან მზესუმზირის ზეთში დასველებული ნაჭრით გააპრიალეთ.
იხილეთ: როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები |