კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:26

»»  რაც შეიძლება ხშირად მოეფერეთ, აკოცეთ, შეაქეთ ბავშვი. უთხარით, რომ გიყვართ იგი, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენმა შვილმა ეს ისედაც იცის.

»»  ბავშვისადმი გრძნობა გამოხატეთ ისეთი სიტყვებით, ხმით და ტონალობით, რომლითაც  იგრძნობს თქვენს სიყვარულს.

»»  სიცრუეა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებს ნაკლებად მოსწონთ მშობლებთან ფიზიკური სიახლოვე: მოფერება, ჩახუტება, კოცნა. პატივი ეცით დისტანციას, რომელსაც  ბავშვი  ადგენს.

»»  კვირაში ერთხელ მაინც დაუთმეთ საღამო ისეთ საქმეს, რომელშიც ჩართული იქნება ოჯახის ყველა წევრი. დაფიქრდით და მოელაპარაკეთ, რითი დაკავდეთ ერთად. მზად იყავით ბავშვებთან ერთად გაიზიაროთ მათი ინტერესები.

»»  თუ თქვენ გყავთ ორი ბავშვი, თითოეულ მათგანს მიეცით საშუალება, ინდივიდუალურად გაატაროს თქვენთან ერთად რაღაც დროის ნაწილი.

»»  გაესაუბრეთ ბავშვებს იმაზე, თუ როგორ გახადოთ თქვენი სახლი უფრო კოფორტული, გარემო – სტუმართმოყვარული. გადადგით ნაბიჯები ამ მიმართულებით.

»»  ყოველდღე შეეკითხეთ ბავშვებს! ,, როგორაა საქმეები?” დაიწყეთ მარტივი კითხვებიდან! ,, რა ხდებოდა სკოლაში”? აქციეთ ასეთი კითხვები ჩვევად.

»»  ყურდღებით მოუსმინეთ ბავშვს, მისთვის ნათელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ თქვენ აფასებთ მის აზრს, ცოდნას, პატივს სცემთ ბავშვის გრძნობებს.

»»  სასურველია,  ის, რაც ბავშვს  ევალება,  აკეთოს დამოუკიდებლად. ამავე დროს მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება. მაგრამ დაეხმარეთ მაშინ, როდესაც ეს დასჭირდება.

»»  ზოგი ბავშვი ძალიან მოძრავია, მას მუდამ უნდა ირბინოს, უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა. ნუ დაიჟინებთ,  რომ ბავშვი სრულად დამშვიდდეს და იჯდეს მანამ, ვიდრე თქვენ მას ესაუბრებით.

»»  თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაელაპარაკოთ ბავშვს, დარწმუნდით, რომ ამისთვის შესაფერისი ადგილი გაქვთ შერჩეული.

»»  იყავით მზად დაელაპარაკოთ ბავშვს მაშინ, როდესაც მისთვის ეს აუცილებელია. 

»»  რეგულარულად შეეკითხეთ ბავშვს იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობს იგი, რისი სჯერა, რაშია დარწმუნებული, რაში არა. მიიღეთ როგორც ფაქტი, რომ თქვენი და თქვენი შვილის მოსაზრებები ხშირად არ დაემთხვევა ერთმანეთს.

»»  ნურასოდეს ნუ იტყვით  ბავშვის მოსაზრებებზე – “რა სისულელეა,“ “რა ბავშვობაა” “რა უაზრობაა”.

»»  დრო და დრო გაატარეთ ბავშვთან ერთად მთელი დღე.

»»  რაც უფრო ნაკლები აკრძალული თემები გაქვთ ბავშვთან საუბრისთვის, მით უფრო მეტად გახსნილი იქნება თქვენთან.

»»  თუ თქვენ ვერ სცემთ ბავშვს პასუხს რომელიმე კითხვაზე, დაეხმარეთ მას ჭეშმარიტების დადგენაში.  ერთადერთი, რა თემაზეც არ შეიძლება მასთან საუბარი, ეს თქვენი ცხოვრების პირადი,  ინტიმური დეტალებია.

»»  მოელაპარაკეთ მეუღლეს, თუ როგორ საქციელს ელოდებით შვილისგან. მისი აღზრდისთვის აუცილებელია ერთობლივი ზრუნვა,  თქვენი მოსაზრებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს.

»»  დრო და დრო გადახედეთ თქვენს მოთხოვნებს ბავშვის მიმართ. არის თუ არა ეს მოთხოვნები გონივრული, სამართლიანი. ხომ არ ზღუდავთ მის უფლებებს. ნუ მოითხოვთ მისგან ბრმა მორჩილებას. ეს გააკეთეთ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ეხება მოზარდის უსაფრთხოებას.

»»  ესაუბრეთ ბავშვს თქვენი, როგორც მშობლის მოთხოვნებზე მისი საქციელის მიმართ. შეეცადეთ აუხსნათ, რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი პირველ რიგში მისთვის და შემდეგ მთელი ოჯახისათვის. 

»»  იყავით მზად აუხსნათ, თუ რატომ უყენებთ ამა თუ იმ მოთხოვნას.

»»  მოელაპარაკეთ მეუღლეს დასჯის შესახებ, რომელიც უნდა მოჰყვეს ბავშვის მიერ   თქვენს მიერ დადგენილ წესების დარღვევას. მზად იყავით შეასრულოთ თქვენს მიერ  მიცემული პირობა.

»»  შეთავაზეთ ბავშვებს ისაუბროთ ერთად წესების და მათი დარღვევისგან გამოწვეული შედეგების შესახებ. როდესაც ბავშვებს ეპყრობიან პატივისცემით, მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ საინტერესო იდეები.

»» შეხედეთ დისციპლინას როგორც ბავშვის სწავლობის ხერხს, და არა როგორც სასჯელის ფორმას. გახსოვდეთ, რომ კარგი დოსციპლინა ჩნდება ურთიერთპატივის ცემის და ურთიერთგაგების ნიადაგზე, და არა ავტორიტარიზმის.

»» არ შეიძლება წაუყენო ბავშვს დისციპლინარული მოთხოვნები, სიბრაზის და სიუხეშის გამომჟღავნებით.

»» თუ ყველაფრისდა მიუხედავად, ბავშვი აგრძელებს წესების დარღვევას, შეწყვიტეთ მისი დასჯა და გაარკვიეთ რა არის ასეთი საქციელის მიზეზი.

»» როდესაც სადმე მიდიხართ, უთხარით ბავშვებს, სად მიდიხართ და როდის დაბრუნდებით. დაუტოვეთ ტელეფონი, რომლითაც შესაძლებელი თქვენი პოვნა. ეს პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია.

»» როდესაც ბავშვები მარტო არიან სახლში, ხშირად დაურეკეთ და მოიკითხეთ.

»» ასწავლეთ ბავშვს აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართოს პროფესიონალებს.

»» შეძლებისდაგვარად მიაღებინეთ მონაწილეობა ბავშვს უფროს ადამიანთან საუბარში,რომელიც მოვიდა თქვენთან სტუმრად. 

»» წელიწადში ერთხელ მაინც გაესაუბრეთ თითოეულ სკოლის მასწავლებელს.

»» რეგულარულად შეეკითხეთ ბავშვს, თუ რას სწავლობს სკოლაში.

»» შეეკითხეთ ბავშვს სკოლის ცხოვრების შესახებ. ხომ არ აქვს პრობლემები,ხომ არ ჩხუბობს ჩხუბობს, ხომ არ ჩაგრავენ.

»» ყველაზე ცოტა ოთხ საათს კვირაში მოზარდი უნდა ატარებდეს ოჯახთან ერთად.

»» გახადეთ სახლი კომფორტული ოჯახის ყველა წევრისთვის. ბავშვებს იქ უნდა მოსწონდეთ და უხაროდეთ ყოფნა.

»» შეეკითხეთ შვილს მეგობრების შესახებ. თუ როგორ სწავლობენ ისინი,რით არიან გატაცებულები, ვინ არიან მათი მშობლები. შეეცადეთ გაერკვეთ რატომ მეგობრობს თქვენი შვილი მათთან.

»» იარეთ კონცერტზე, ფილმზე,დღესასწაულებზე მთელი ოჯახით.

»» ესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს მას.

»» თუ თქვენმა შვილმა დაუშვა შეცდომა, ნუ გააიგივებთ მის პიროვნებას ამ კონკრეტულ საქციელთან .

»» როდესაც ბავშვი ითხოვს რამეს, თქვენ კი ეუბნებით უარს, შეეცადეთ აუხსნათ უარის მიზეზი.

»» ოპტიმიზმით უყურეთ ოჯახის მომავალს.

»» შეაქეთ ბავშვის მისწრაფება გაგიზიაროთ თავისი ოცნებები. ნუ ჩაუთვლით ამ ოცნებებს გულუბრყვილობაში..

»» მოერიდეთ სიტუაციის პესიმისტურად შეფასებას.

»» როდესაც თქვენი შვილი იქცევა ეგოისტურად ან ვიღაცას ჩაგრავს, გაესაუბრეთ მას და აუხსენით თუ როგორ აღიბეჭდება მისი საქციელი გარშემომყოფზე.

»» ასწავლეთ ბავშვს განასხვავოს აგრესიული საქციელი, პასიური საქციელი, თავდაჯერებული ადამიანის საქციელი.

»» ნუ მოახვევთ ბავშვს თქვენ თვალთახედვას.

»» ღიად ილაპარაკეთ იმაზე თუ რა მოგწონთ.

»» ასწავლეთ შვილს გადაწყვეტილებების მიღება.

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ