კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:06

იანუშ კორჩაკი - 10 მცნება მშობლებისთვის1. ნუ ელოდები, რომ შენი ბავშვი იქნება ისეთი, როგორიც თავად ხარ, ან როგორიც თავად გინდა იყოს. დაეხმარე მას იპოვოს საკუთარი თავი და იყოს ის, რაც სურს.

2. ნუ აყვედრი ბავშვს ყველაფერს, რასაც უკეთებ და ნუ მოითხოვ იმის ანაზღაურებას რა მსხვერპლიც მისთვის გაგიღია.

შენ მას სიცოცხლე აჩუქე და როგორ უნდა გადაგიხადოს ეს? იგი საკუთარ შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი კიდევ თავის შვილს და ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.

3. ნუ გადმოანთხევ ბავშვზე საკუთარ წყენას და ნურც სხვის ჯავრს იყრი, რადგან იგი სუსტია. მუდამ გახსოვდეს, რომ შენც მოხუცდები, დასუსტდები და რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

4. ნუ გაქვს მისი პრობლემების მიმართ აგდებული და ქედმაღლური დამოკიდებულება. ცხოვრებას ყველა საკუთარი ძალებით უმკლავდება და იგი მისთვის ისეთივე მძიმეა, როგორც შენთვის, შესაძლოა უფრო მძიმეც კი, რადგან ბავშვს არ გააჩნია გამოცდილება.

5. ნუ დაამცირებ!

6. არ დაგავიწყდეს, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა - ბავშვთან შეხვედრაა. მეტი ყურადღება მიაქციე ამ შეხვედრებს, შენ ხომ არ იცი ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.

7. ნუ დაიტანჯავ თავს ფიქრით, რომ შვილს რამე ვერ გაუკეთე. გახსოვდეს, რომ ბავშვისთვის არასაკმარისი გააკეთე მაშინ, როცა არ გააკეთე ყველაფერი რაც კი შესაძლებელი იყო.

8. ბავშვი არ არის ტირანი, რომელიც დაეუფლა შენს ცხოვრებას. იგი არა მხოლოდ შენი სისხლი და ხორცი, არამედ ცხოვრების მიერ ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელია, რომელსაც სათუთად უნდა მოუარო, შემოქმედებითად შეავსო და განავითარო.

შვილი დედისა და მამის განთავისუფლებული სიყვარულია, იგი არა უბრალოდ „ჩემი ბავშვი“, არამედ შესანახად და დროებით მოსავლელად მობარებული სულია.

9. გიყვარდეს სხვისი ბავშვები. ნურასოდეს გაუკეთებ მათ იმას, რასაც არასოდეს გაუკეთებდი საკუთარ შვილს.

10. გიყვარდეს საკუთარი შვილი ყველანაირი: უნიჭო, წარუმატებელი, ნაადრევად დაბრძენებული. გიხაროდეს და დატკბი მასთან ურთიერთობით. გახსოვდეს ბავშვი - ზეიმია, რომელიც შენთან მხოლოდ გარკვეულ დრომდეა...

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ