კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:04

როგორ ავირჩიოთ ბავშვის ჰიგიენური საფენიჰიგიენური საფენი ბავშვის მოვლის თანამედროვე საშუალებაა, რომელიც თუ ისე იაფი ღირს, ამიტომ მშობლებისთვის ყოველთვის აქტუალური საკითხი, თუ როგორ გააკეთოს სწორი არჩევანი და სამომხმარებლო ბაზარზე არსებული მრავალრიცხოვანი საფენების მწარმოებელი ფირმიდან როგორ აირჩიოს ყველაზე ხარისხიანი და ბავშვისთვის ოპტიმალური.

როდესაც საუბარია ახალდაბადებულ პატარაზე, როგორც წესი, მშობელები ეკონომიაზე ნაკლებად ფიქრობენ და ცდილობენ საკუთარ პირმშოს შეუძინონ ყველაზე ხარისხიანი და პრაქტიკული ჰიგიენური საფენი. ამ დროს კი გათვითცნობიერებულობა და საკითხის არსში გარკვევა მნიშვნელოვანია.

სარეკლამო რგოლებში, მწარმოებლები გვპირდებიან, რომ ჰიგიენური საფენები მომენტალურად იწოვს სითხეს და წარმატებით აკავებს მას საფენის შიგნით ისე, რომ არ იწვევს ბავშვის კანის გაღიზიანებას.

იმისათვის, რომ შეამოწმონ მართლაც ასეა თუ არა, ექსპერტები ატარებენ მრავალრიცხოვან კვლევებს

საფენები მოწმდება მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე, რათა შემოწმდეს მისი სტერილურობა და გამოირიცხოს ბაქტერიების და სოკოს არსებობა.

ასევე საფენებს ამოწმებენ ჰაერგამტარობაზე, სუნზე, სითხის შეწოვის მაჩვენებელზე და ა.შ.

განვიხილოთ ჰიგიენური საფენების ძირითადი მახასიათებლები, რაც გაცილებით გაგიადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას:

საფენის აგებულება და ტიპები

საფენის აგებულება და ტიპებიბავშვის ჰიგიენური საფენის სტრუქტურა არც ისე მარტივია. იგი შედგება სამი შრისგან:

პირველი შრე - ეს არის საფენის შიგნითა შრე, რომელიც თავისუფლად ატარებს სითხეს. იგი წარმოადგენს არაქსოვილური მატერიას, რომელზეც ხანდახან დაიტანება კრემი, რათა დაცული იყოს ბავშვის კანი.

კანთან შეხებისას კრემი დნება და წარმოიქმნება თხელი უხილავი დამცავი შრე. როგორც წესი, ასეთი კრემის შემდგენლობაში შედის ვაზელინი, სტეარინის მჟავა და სხვადასხვა მცენარეული დანამატები. აღსანიშნავია, რომ საფენის შემწოვ თვისებებზე კრემი გავლენას არ ახდენს.

მეორე  შრე - ეს არის შემწოვი შრე, რომელიც ძირითადად შედგება ცელულოზისგან. მას ემატება სპეციალური კრისტალური ჟელესწარმომქმნელი შთანმთქმელი დანამატები (ადსორბენტები).

ეს ნივთიერება შთანთქავს სითხეს, რომლის წონაც ადსორბენტის წონაზე 50 %-ით მეტია. 

მესამე შრე - ეს არის წყალგაუმტარი შრე. ყველაზე უბრალო საფენებს ეს შრე პოლიეთილენისგან აქვს დამზადებული.

პოლიეთილენი კარგად აკავებს ტენს საფენის შიგნით, თუმცა სამაგიეროდ არ ატარებს ჰაერს, რაც ხელს უშლის ნორმალურად სუნთქვაში ბავშვის კანს. ამიტომ სასურველია თუ ასეთ საფენს არ შეიძენთ.

ე.წ „მსუნთქავ“ საფენებში კი პოლიეთილენის ნაცვლად გამოყენებულია სპეციალური შიდა საფენი მრავალრიცხოვანი მიკროფორებით, რომლებიც თავისუფლად ატარებენ ჰაერს ორივე მიმართულებით, ამასთან კარგად აკავებენ ტენს.

ვაჟისა და ბიჭუნას ჰიგიენური საფენებისაფენები სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით იყოფა შემდეგ ტიპებად:

სქესობრივი დანიშნულების მიხედვით  - ბავშვის ჰიგიენური საფენები არის სამი სახის:

 ბიჭებისთვის;

 გოგონებისთვის;

 unisex (როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის);

ეს არ ნიშნავს რამე მნიშვნელოვან სხვაობას საფენის ფორმასა და კონსტრუქციაში. სხვაობა არის მხოლოდ ადსორბენტის (შთამნთქმელი) განაწილებაში.

გოგონებისთვის განკუთვნილ საფენებში ადსორბენტის შემცველი შრე განლაგებულია საფენის შუა ან უკანა ნაწილში, ბიჭების საფენებში - აბსორბენტით დამუშავებულია საფენის წინა ნაწილი.

ხოლო უნივერსალურ საფენებში ადსორბენტი თანაბრადაა გადანაწილებული საფენის მთელს ზედაპირზე. შესაბამისად მისი გამოყენება შეიძლება როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის.

გამოყენების დროის მიხედვით - არსებობს ორი სახის საფენები:

 დღის საფენები

 ღამის საფენები

რამე თვალსაჩინო სხვაობა არც ამ საფენებშია, უბრალოდ, დღის საფენები უფრო მსუბუქია და ნაკლები შთანთქმის უნარით გამოირჩევა, ვიდრე ღამის საფენები, რომლებსაც უფრო მეტი სითხის შთანთქმა შეუძლია.

საფენი ტრუსებისაფენი ტრუსები - თითქმის ყველა მწარმოებელს, ტრადიციული ჰიგიენური საფენების გარდა,  საკუთარ კოლექციებში წარმოდგენილი აქვთ ეგრეთ წოდებული საფენი-ტრუსები, რომლებიც განკუთვნილია უკვე წამოზრდილი ბავშვებისთვის.

საფენი-ტრუსები იცმება როგორც ჩვეულებრივი თეთრეული. ისინი გაცილებით თხელი და მსუბუქია, ვიდრე ჩვეულებრივი საფენები.

ასეთ საფენებს ხშირად გამოიყენებენ ბავშვის ღამის ქოთანზე მიჩვევის პერიოდში, რადგან მათი გახდა მარტივად შეუძლია როგორც დედას, ასევე ბავშვს.

არსებობს საფენი-ტრუსები, რომლებიც სპეციალურად პატარის ღამის ქოთანზე მისაჩვევად მზადდება. ისინი განსხვავდებიან იმით, რომ იწოვენ სითხეს გარკვეული პაუზის შემდეგ, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს შეიგრძნოს, რომ იგი სველია.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს სპეციალური საბანაო საფენი ტრუსები, რომლებიც აქტუალურია მდინარეზე, ზღვაზე ამ საცურაო აუზებში, რათა ბავშვზე არ იმოქმედოს მავნე რაეგენტებმა და ბაქტერიებმა.

ასეთი საფენი-ტრუსი წყალში არ იბერება, რადგან მისი გარე შრე არ ატარებს სითხეს. უნდა ითქვას, რომ ასეთ საფენის ხმელეთზე, ჩვეულებრივ პირობებში ტარება არ არის რეკომენდებული.

საფენის ზომა

ბავშვის ჰიგიენური საფენის ზომაიმისათვის, რომ საფენი ბავშვს კარგად ერგებოდეს და იდეალურად შეიწოვდეს სითხეს, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იქნეს შერჩეული საფენის ზომა.

საფენის ზომა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე, თუმცა საერთო სტანდარტი არ არსებობს და თითოეული მწარმოებელი ზომების მარკირებას საკუთარი შეხედულებით ახდენს.

ზოგიერთ მათგანს (მაგალითად ფირმას Pampers), მთელი პროდუქციისთვის აქვს ერთი ზომა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ხაზს განეკუთვნება პროდუქცია.

სხვა მწარმოებელს კი (მაგალითად ფირმას Huggies), გააჩნია სხვადასხვა ზომითი შკალა ამ ფირმის საფენების თითოეული ხაზისთვის.

თუმცა ყველა ჰიგენური საფენის ზომა იმატებს წონის ზრდის პარალელურად. მაგალითად 3-6 კგ კატეგორიის შემდეგ მოდის 4-9 კგ კატეგორიის საფენი. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია ორივე ზომის საფენით სარგებლობა.

თუ ბავშვს საფენი შესამჩნევად დიდი აქვს, ნუ გამოიყენებთ მას, რადგან გარდა იმისა, რომ ხელს შეუშლის რეიტუზების ჩაცმაში, გაატარებს სითხეს.

თუმცა თუ ბავშვმა უკვე მიაღწია შემდეგ წონით კატეგორიას, შეგიძლიათ საფენი თამამად ჩააცვათ. ზომით დიდი საფენი უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეიწოვს სითხეს და ამყოფებს ბავშვს მშრალ მდგომარეობაში.

ანუ თუ ბავშვის წონაა 4-5კგ. მისთვის უფრო მიზანშეწონილია არა 3-6კგ კატეგორიის, არამედ 4-9 კგ კატეგორიის საფენი.

1. საფენის ზომის მთავარი ორიენტირი არის ნომერი, რომელიც დატანილია ნომრის სახით საფენის შეფუთვაზე (ძირითადად 1-დან 6-მდე);

2. ზომის გვერდით საფენის შეფუთვაზე დატანილია ბავშვის წონა, რომლის გვერდითაც ყოველთვის მითითებულია საფენების რაოდენობა შეფუთვაში.

3. საფენის ტიპი, Pampers sleep&play, Pampers Premium Care და ა.შ - რომელსაც გასაზღვრავს ბავშვის განვითარების ეტაპს.

სხვადასხვა მწარმოებლების მიერ წარმოებული ჰიგიენური საფენები ზომის მიხედვით დაახლოებით შეესაბამება ერთმანეთს და გამოიყურება დაახლოებით ასე:

ზომა newborn - 0-5 კგ; 

ზომა mini - 3-8 კგ;

ზომა midi - 5-11 კგ; 

ზომა maxi - 9-18 კგ;

ზომა maxi plus - 10-20 კგ;

ზომა extra large - 15-25 კგ.

იხილეთ ვრცლად: ბავშვის ჰიგიენური საფენის ზომები

წონის საზღვრები, რომელიც მითითებულია საფენის შეკვრაზე, პირობითია, რადგან რადგან ერთო და იგივე წონის ბავშვებიც კი ერთმანეთისგან განსხვავდებიან წელისა და ტაკოს გარშემოწერილობით.

გაითვალისწინეთ და ჰიგიენური საფენის არჩევისას, ბავშვის წონის, ასაკის და განვითარების ეტაპის მიუხედავად (რომელიც დატანილია საფენის შეფუთვაზე), ნუ შეიძენთ მთელს შეკვრას. უმჯობესია სავარაუდო ორიენტირებიდან აიღოთ რამოდენიმე სხვადასხვა მწარმოებლისა და ზომის საფენის ნიმუშები.

შემდეგ გაასინჯოთ პატარას ეს ნიმუშები და არჩევანი გააკეთოთ იმ მწარმოებლის საფენზე, რომელიც არა მხოლოდ იდეალურად ექნება ზომაში, არამედ კომფორტულადაც იგრძნობს თავს.

ჰაერის გამტარობა

ჰიგიენური საფენის ჰაერის გამტარობაკარგი ჰიგიენური საფენი სწრაფად უნდა იწოვდეს დიდი რაოდენობით სითხეს და აკავებდეს მას საფენის შიგნით ისე, რომ არ სველდებოდეს და ბავშვის კანი იყოს მშრალი და ჯანმრთელი.

ამასთან ერთად, იდეალური საფენი კარგად უნდა ატარებდეს ჰაერს, რათა ბავშვის კანმა თავისუფლად ისუნთქოს.

იმის შესამოწმებლად, თუ რა რაოდენობის ჰაერს ატარებს ბავშვის ჰიგიენური საფენი, მას ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობაში და უშვებენ ჰაერს წნევით 5 ატმოსფერო. მოწყობილობა კი ითვლის თუ რა რაოდენობის ჰაერს ატარებს საფენი.

რაც უფრო მეტი რაოდენობის ჰაერს ატარებს საფენი, მით უფრო ხარისხიანად მიიჩნევა იგი.

გასათვალისწინებელია, რომ საფენის შიგნით ვენტილაცია ძირითადად ხდება არა საფენის წყალგაუმტარ შრეში, არამედ პამპერსის მთელს პერიმეტრზე. 

ამიტომ ვენტილაციაში დიდ როლს თამაშობს საფენის შიდა შრის რელიეფურობა, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის უკეთეს ცირკულაციას.

საფენი, რომლის გარე შრე შეიცავს პოლიეთილენს, კარგად აკავებს ტენს საფენის შიგნით, თუმცა სამაგიეროდ არ ატარებს ჰაერს, რაც ხელს უშლის ნორმალურად სუნთქვაში ბავშვის კანს. ამიტომ სასურველია თუ ასეთ საფენს არ შეიძენთ.

ე.წ „მსუნთქავ“ საფენებში კი პოლიეთილენის ნაცვლად გამოყენებულია სპეციალური შიდა საფენი მრავალრიცხოვანი წვრილი ფორებით, რომლებიც თავისუფლად ატარებენ ჰაერს ორივე მიმართულებით, ამასთან კი კარგად აკავებენ ტენს.

სუნი

ჰიგიენური საფენის სუნიკარგ ჰიგიენურ საფენს არაფრის სუნი არ უნდა ჰქონდეს. თუ საფენს მძაფრი სურნელი აქვს, თავი აარიდეთ მის შეძენას, რადგან ნებისმიერი ზედმეტი დანამატი ზრდის ბავშვში ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს.

განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, თუ საფენს სუნი აქვს სითხის შემწოვ ნაწილში, ანუ იქ, სადაც პირდაპირი კონტაქტია პატარის გენიტალიებთან და სხეულის სხვა ნაწილებთან.

ძალიან ხშირად ჰოგენური საფენები გაჟღენთილია სპეციალური სითხეებით და ბალზამებით, რომელთაც სხვადასხვა არომარტი და სურნელება გააჩნია.

თუ არომატიანი საფენები ძალიან მოგწონდთ, შეგიძლიათ სცადოთ. არ შეძლება თქმა, რომ ყველა მათგანი და ყველა ბავშვში გამოიწვევს ალერგიულ რეაქციას, რადგან ეს ინდივიდუალურია.

ამიტომ უნდა სცადოთ და  დარწმუნდეთ, იწვევს თუ არა პატარაში კონკრეტული არომატიანი საფენი ალერგიას.

თუ იწვევს, შესაძლოა ბავშვს ალერგია ჰქონდეს კონკრეტულ არომატზე (მაგალითად ალოეზე) და შეგიძლიათ სცადოთ სხვა არომატის საფენი.

მაგრამ თუ პატარას სხვა არომატის საფენზეც ალერგია აღმოაჩნდა, ამ შემთხვევაში არ ღირს არომატიანი საფენების შეძენა და უმჯობესია უსუნო ჰიგიენური საფენები შეიძინოთ.

სიმშრალე და კომფორტი

ჰიგიენური საფენის სიმშრალე და კომფორტიროგორც უკვე ავღნიშნეთ, ბავშვის ჰიგიენური საფენის ხარისხის მთავარ მაჩვენებლად მიიჩნევა ის ფაქტორი, თუ რა რაოდენობის სითხის შეწოვა შეუძლია საფენს.

მაგალითად, კარგი ხარისხის ჰოგიენურმა საფენმა (9კგ-მდე) უნდა შეიწოვოს დაახლოებით 300 გრამამდე სითხე (რაც მეტი, მით უკეთესი).

საშუალო ხარისხის საფენებში ეს მონაცემი 200-250 გრ - მდე მერყეობს. დაბალი ხარისხის საფენად მიიჩნევა ის, რომელსაც შეუძლია 150-170 გრ სითხის შეწოვა. არსებობს ჰიგიენური საფენები, რომლებიც ამ მხრივ ანტი რეკორდს ამყარებენ, რადგან მხოლოდ 120 გრ. სითხის შეწოვა ძალუძთ.

ამასთან, სპეციალისტები საფენის ხარისხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად თვლიან მონაცემს, თუ რა რაოდენობის სითხეს გამოყოფს იგი უკან, ხელის დაჭერისას.

ნორმად მიიჩნევა არაუმეტეს 6 გრამი სითხე (რაც ნაკლები, მით უკეთესი), რომელსაც პამპერსი გამოყოფს ხელის დაჭერისას. საშუალო მაჩვენებელია 6-8 გრამი სითხე, ხოლო ცუდ მაჩვენებლად მიიჩნევა, თუ საფენი ხელის დაჭერისას გამოყოფს 8-10 გრამ სითხეს.

რას ნიშნავს ეს ბავშვისთვის? თუ ნესტი და სითხე დაგროვდა ბავშვის ნაზ კანზე, ამან შესაძლოა კანის გაღიზიანება, ან კიდევ უარესი - კანის ანთებითი დაავადებები გამოიწვიოს. ეს კი სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის პატარას, გამოიწვევს ტკივილს და მოუსვენრობას.

საფენის გამოცვლის დრო

ჰიგიენური საფენის გამოცვლის დროგაითვალისწინეთ, რომ თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია და თუ ერთი ბავშვისთვის იდეალურია კონკრეტული მარკის (თუნდაც ყველაზე საუკეთესო ხარისხის) ჰიგიენური საფენი, ეს არ ნიშნავს, რომ ეს საფენი ასეთივე იდეალური იქნება მეორე ბავშვისთვის.

ზოგადად, რეკომენდებულია მცირე რაოდენობით შეიძინოთ და გამოსცადოთ სხვადასხვა მწარმოებლების ჰიგიენური საფენი. დედა უნდა დააკვირდეს საკუთარი პატარას რეაქციას და კანის მდგომარეობას, რის შემდეგაც შეარჩიოს მისთვის ყველაზე ოპტიმალური და კომფორტული საფენი.

ნებისმიერი ჰიგიენური საფენის მოხმარების უნივერსალური რეკომენდაციაა ის, რომ უცვალოთ იგი ბავშვს რაც შეიძლება ხშირად!

იდეალში, სასურველია ეს მოხდეს მისი ყოველი გამოყენების შემდეგ, თუმცა ამის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია.

საფენის ხშირი გამოცვლის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენ გრამ სითხეს შეიწოვს იგი.

ახალდაბადებული ბავშვისთვის, 3 თვემდე, რეკომენდებულია საფენის ყოველ 1,5-2 საათში გამოცვლა.

3 დან 6 თვემდე სასურველია საფენი ყოველ 3 საათში გამოუცვალოთ. 6 თვიდან ზემოთ კი შეგიძლიათ დრო გაზარდოთ, საჭიროების მიხედვით.

მართალია ბევრი თვლის, რომ მოზრდილი ასაკის ბავშვს (2-3 წელი) საფენი შეიძლება გამოუცვალოთ ყოველ 6 საათში, თუმცა სასურველია, თუ საფენის გამოცვლას შორის შუალედი არ იქნება 4 საათზე მეტი.

რა თქმა უნდა ეს არ ეხება ღამის საათებს. ღამით საფენის გამოცვლა ძირითადად უნდა მოხდეს მაშინ, თუ ბავშვი დისკომფორტს იგრძნობს, გაჭირვეულდება ან იტირებს. ნებისმიერ შემთხვევაში იგი თავად მიგანიშნებთ რომ საფენის გამოცვლაა საჭირო.

ჰიგიენური საფენის გამოცვლის მომენტში რეკომენდებული ბავშვი ცოტა ხანი ამყოფოთ საფენის გარეშე, რათა მოხდეს ბუნებრივი ვენტილაცია და განიავდეს ჩახუთული სივრცე. და საერთოდ, შეეცადეთ დღის განმავლობაში ბავშვმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ჰიგიენური საფენის გარეშე, განსაკუთრებით წლის თბილ პერიოდებში.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენი წლის ასაკამდე უნდა ატაროს პატარამ ჰიგიენური საფენი, აქ კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს და პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ბავშვი საფენს უნდა გადააჩვიოთ რაც შეიძლება მალე!

ამის გაკეთება უმჯობესია გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ანუ ცივი სეზონის გასვლის შემდეგ. საფენის გადაჩვევაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ უკვე იმ დროიდან, როცა ბავშვი გადასცდება 1,5 წლის ასაკს.

მავნებელია თუ არა ჰიგიენური საფენი

მავნებელია თუ არა ჰიგიენური საფენისაზოგადოებაში ხშირად დომინირებს აზრი ბავშვის ჰიგიენური საფენების მავნებლობის შესახებ, განსაკუთრებით ბიჭებში. შევეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხში.

უნაყოფობა ბიჭებში - ისეთი მოვლენა, როგორიც არის სპერმატოგენეზი, ბიჭებში იწყება 7-8 წლის ასაკიდან. ასე რომ ამ ასაკამდე არ შეიძლება საუბარი იყოს ამ პროცესის რაიმე სახით დათრგუნვაზე.

სფეროს სპეციალისტების მიერ ჩატარებული იქნა დამატებითი კლინიკური გამოკვლევები ჰიგიენური საფენების ბავშვებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ ტემპერატურის უმნიშვნელო მატება 0,5-1 გრადუსით არ ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას ბავშვის კვერცხების ქსოვილზე.

მიუხედავად ამისა, წლის ყველაზე ცხელ პერიოდში, მაქსიმალურად შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად გყავდეთ ბავშვი საფენის გარეშე და მისი სათესლე ჯირკვლები იყოს გრილ მდგომარეობაში.

ცისტიტი გოგონებში - კვლევებითვე დადასტურდა, რომ ჰიგიენური საფენები არ იწვევს გოგონებში ცისტიტის პროვოცირებას, რომელიც უფრო არასწორი ჰიგიენის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.

ფეხების გამრუდება - ასევე არასწორია გავრცელებული აზრი, რომ თთქოს ჰოგიენური საფენები იწვევს ბავშვის ფეხების გამრუდებას.

უფრო პირიქითაა, საფენები უზრუნველყოფს მენჯისა და თეძოს სახსრების ბუნებრივ მდგომარეობას.

ხელს უშლის ბავშვის მიჩვევას ღამის ქოთანზე - ფიზიოლოგიური მოთხოვნების კონტროლი ბავშვს არ შუძლია 1,5 წლის ასაკზე ადრე.

ეს უფრო პედაგოგიური პროცესია, ვიდრე ფიზიოლოგიური და სავსებით შესაძლებელია შეთავსებული იქნას ჰიგიენური საფენის ტარებასთან.

ალერგიული რეაქციები - თუ ბავშვი მიდრეკილია ალერგიული რეაქციებისკენ, თავი აარიდეთ მძაფრი სუნის მქონე და ზოგადად რაიმე არომატული ნივთიერებით ან ლოსიონებით გაჟღენთილ საფენს და არჩევანი უსუნო საფენებზე გააკეთეთ, ხოლო თუ ბავშვს მაინც აღენიშნება ალერგიული გამონაყარი, აუცილებლად უნდა დაადგინოთ მისი ალერგიული რეაქციები კონკრეტულ ჰიგიენურ საშუალებაზე.

ასე რომ თანამედროვე ბავშვის ჰიგიენური საფენების გამოყენება უსაფრთხოა როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის.

როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ჰიგიენური საფენი?

როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ჰიგიენური საფენი?გულდასმით დააკვირდით საკუთარ პატარას რამოდენიმე დღის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ გაერკვეთ, თუ რომელი ჰიგიენური საფენია ყველაზე მისაღები და რომელში იგრძნობს კომფროტულად თავს თქვენი პირმშო.

კარგი ხარისხის ბავშვის ჰიგიენური საფენი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

»» მასალა, რისგანაც დამზადებულია ჰიგიენური საფენი, უნდა იყოს რბილი, სასიამოვნო, კარგად იკვრებოდეს. სასურველია, თუ შიდა მასალა, რომელიც შეიწოვს სითხეს, იქნება ბამბა. ეს თავიდან ააცილებს პატარას კანის გაღიზიანებას და სიწითლეს;

»» ახალი, სუფთა საფენიდან არ უნდა გაჟონოს სითხემ პირველივე გამოყენების დროს.

შესაძლოა საფენმა გაჟონოს მაშინ, როცა ის არ იქნა გამოცვლილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მასში დაგროვდა დიდი რაოდენობით სითხე, ან საფენი არის დიდი და არ შეესაბამება ბავშვის ზომას.

»» საფენის შესაკრავი თასმები უნდა იყოს ხარისხიანი და  მრავალჯერადად იხსნებოდეს და იკვრებოდეს. მართალია საფენები ერთჯერადია, მაგრამ ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა მისი გახსნა და შეკვრა გამოუცვლელადა არის საჭირო (მაგალითად პოლიკლინიკაში ვიზიტის დროს).

შესაკრავი თასმების სიმტკიცე საჭიროა აგრეთვე დედებისთვის, რომლებიც ხშირად ხსნიან თასმებს და ამოწმებენ ბავშვებს სისველეზე.

თუმცა არსებობს ჰიგიენური საფენები, რომელთა ზედაპირზე სისველის დონის მიხედვით გამოისახება სხვადასხვა სურათები. ასეთი საფენებით ყოველგვარი ზედმეტი შემოწმების გარეშე შეიძლება დადგენა, თუ როდის უნდა გამოუცვალოთ პატარას.

»» ბავშვის ფეხებზე და წელზე არ გამოვლინდა ხახუნის ან საფენის რეზინების კვალი

რამოდენიმე დღის განმავლობაში უხარისხო ან მოუხერებელი საფენის გამოყენებამ შესაძლოა დააზიანოს ბავშვის ნაზი კანი. პატარას ფეხებზე და წელზე წითელი კვალის არსებობა მიანიშნებს, რომ საფენი უნდა შეიცვალოს, რადგან იგი ან უხარისხოა, ან უკვე პატარაა და არ შეესაბამება ბავშვის ზომას.

»» ბავშვის დუნდულებზე გამოვლინდა გამონაყარი და შეიმჩნევა ანთებითი პროცესი.

თუ ბავშვის კანზე გამოვლინდა სიწითლე და ქავილის შეგრძნება, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ალერგიულ რეაქციაზე.

ზოგიერთ პატარას, ჰიგიენური საფენის ტარებისას აღენიშნება ალერგიული რეაქცია იმ ნივთიერებების გამო, რომლითაც გაჟღენთილია საფენი, მაგალითად ალოე ან სხვადასხვა ლოსიონები.

თუ ბავშვის კანი მშრალი და სუფთაა, მაგრამ ცუდ გუნებაზეა და ღიზიანდება როცა აცმევთ ჰიგიენურ საფენს. ეს იმის ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა დაადგინოთ მისი ალერგიული რეაქციები ჰიგიენურ საშუალებაზე.

საჭირო რეკომენდაციები და რჩევები

საჭირო რეკომენდაციები და რჩევები ჰიგიენური საფენის შერჩევის დროს შეიძინეთ მხოლოდ ცნობილი მწარმოებლების მიერ წარმოებული ჰიგიენური საფენები, რადგან ისინი გადის მკაცრ და აუცილებელ კვლევას უსაფრთხოებაზე, ხარისხსა და ეფექტურობაზე. თავი აარიდეთ ფასით დაბალ, მაგრამ საეჭვო წარმომავლობის საფენების შეძენას.

ჰიგიენური საფენის შეძენის დროს აუცილებლად შეამოწმეთ მისი გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა (იცოდეთ, რომ ვადაგასულ საფენებს დაკარგული აქვს თავისი თვისებები).  შეამოწმეთ შეფუთვის მთლიანობა (იგი არ უნდა იყოს დარღვეული).

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე შენახვის პირობებს: საფენები არ უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილზე, სადაც ხშირად იცვლება ტემპერატურა და ტენიანობა. არ შეინახოთ საფენები ტუალეტში და სამზარეულოში.

ამავე მიზეზით, მაქსიმალურად შეეცადეთ არ შეიძინოთ საფენები „ცალობით“, რადგან თქვენ არ იცით როგორ პირობებში ინახებოდა და ვისი ხელები ეხებოდა საფენებს.

რეგულარულად შეცვალეთ ძველი საფენი ახლით, ამით თავს აარიდებთ ბავშვის კანის ხანგრძლივ კონტაქტს ნოტიო საფენთან;

საფენის გამოცვლის დროს, გულდასმით დაამუშავეთ პატარას კანი. აუცილებლად ჩაბანეთ პატარა, ან გაუწმინდეთ კანი სპეციალური სველი ხელსაწმენდით;

საფენის შიგნით გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური საბავშვო კოსმეტიკა (კრემი, ტალკი და ა.შ), რაც დამატებით დაიცავს ბავშვის ნაზ კანს;

აუცილებლად გაუკეთეთ პატარას რეგულარული, 10-20 წუთიანი ჰაერის აბაზანები, გამონაყარის, ქავილისა და კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად;

შეეცადეთ არ გამოიყენოთ ჰიგიენური საფენი მაღალი ტემპერატურის დროს, რადგან იგი ფარავს ბავშვის სხეულის ნაწილს და ხელს უშლის სრულყოფილ ს теплоотдаче

როცა ბავშვი დაიწყებს აქტიურ მოძრაობას: ცოცვას, ჯდომას, სიარულს და ხტუნვას, ჩვეულებრივი, წებოვანიანი (ლენტებიანი) ჰიგიენური საფენი ჩაანაცველთ ერთჯერადი საფენი-ტრუსებით, რათა ბავშვს შეუქმნათ მეტი კომფორტი.

არასოდეს გამოიყენოთ ჰიგიენური საფენი განმეორებით;

გამოყენების შემდეგ დაკეცეთ საფენი და ჩადეთ სანაგვე პარკში. არასოდეს ჩააგდოთ იგი კანალიზაციაში;

პს

საბავშვო საფენების ცნობილი მწარმოებლებია: Pampers («Procter&Gamble», აშშ); Libero (შვედეთი); Huggies («Kimberly-Clark», აშშ); Helen Harper (ბელგია); Moltex (გერმანია); Molfix («Hayat», თურქეთი); Bella Baby Happy (პოლონეთი); Fixies (გერმანია); Moony (იაპონია); GooN (იაპონია); DoReMi (იაპონია); Merries (იაპონია); Slayers Super («MedLab Technology GmbH», გერმანია).


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ