კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:38

რა არის ლანუგო

რა არის ლანუგობავშვის დაბადება მშობლებისთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა. ხშირად, მშობლებს საკუთარი პატარები წარმოუდგენიათ, როგორც ლამაზი, ვარდისფერი ან ცისფერი ანგელოზები, თუმცა სამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ არის, რაც მშობლების გაკვირვებასა და შეშფოთებას იწვევს.

მშობლები ნერვიულობენ და ღელავენ საკუთარ პატარებზე, ამიტომ აღმოაჩენენ რა საკუთარი აზრით რაიმე უცნაურობას, ეძებენ პასუხებს მათთვის შემაშფოთებელ კითხვებზე.

საქმე იმაშია, რომ ბავშვი შეიძლება დაიბადოს: წითელი ლაქებით, აქერცლილი კანით, მკაფიოდ გამოხატული დაბადების ლაქებით, გამოწეული სისხლძარღვებით, ხშირი თმიანი საფარით და ა.შ.

ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ბავშვის კანის საფარი არ არის მომწიფებული და ეს ყველაფერი გაივლის დროთა განმავლობაში.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ახალდაბადებულთა შესახებ, ეხება მათ სხეულზე არსებულ ზედმეტად თმიან საფარს.

მშობლებმა, რომლებსაც არ ჰქონიათ ადრე შეხება ამ საკითხთან, არ იციან ნორმალურია თუ არა ეს მოვლენა და ვარდებიან პანიკაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ სრულიად ტყუილად.

თმები ახალშობილის ტანზე სრულიად ნორმალური მოვლენაა. ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნის დროს, მე-12-13 კვირისთვის ნაყოფის კანი ეგრეთ წოდებული ემბრიონული ხშირი ღინღლით იფარება, თუმცა თანდათანობით, მე-7-8 თვისთვის იგი გადაიქცევა ნაზ და პრაქტიკულად შეუმჩნეველ ბეწვებად.

როგორც წესი, დაბადების მომენტისთვის ემბრიონული თმის საფარი პრაქტიკულად სრულიად ცვივა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როცა ახალშობილის ტანზე თმიანი საფარი ნარჩუნდება.

ახალშობილის ტანზე არსებულ თმიან საფარველს ლანუგოს უწოდებენ. იგი შეიძლება ფარავდეს ზურგს, ყურებს, შუბლს, ცხვირს, საფეთქლებს, კიდურებს და დღენაკლულ ბავშვებში ლოყებსაც კი.

განსაკუთრებით ხშირად ლანუგო შეინიშნება დღენაკლულ ბავშვებში. ამასთან, დღენაკლულ ბავშვებში თმა უფრო უხეშია და არ ქრება შედარებით დიდის ხნის განმავლობაში.

როგორც ასეთი ლანუგო არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს არც ნაყოფისთვის და არც ახალშობილისთვის. მაშინაც კი, როცა ჰორმონალური ფონი ამაღლებულია.

პირიქით, ღინღლი შეიცავს ნივთიერებებს (სეკრეტს), რომელსაც გამოყოფს ბავშვის ორგანიზმი და ეხმარება ნაყოფს საშვილოსნოში ყოფნის პერიოდში განვითარებაში, აგრეთვე იცავს მას გარე ფაქტორებისგან (გლიკოგენი, ეპიდერმისის ქერცლი, ცხიმი).

საშუალოდ, ახალდაბადებული ბავშვის ლანუგო ქრება დაბადებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ეს არ წარმოადგენს შეშფოთების საფუძველს, რადგან თმიანი საფარი აუცილებლად დასცვივდება პატარას სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში.

ახალშობილის ჭარბთმიანობის მიზეზები

ახალშობილის ჭარბთმიანობის მიზეზებიახალშობილის ჭარბთმიანობის ერთ-ერთი მიზეზია დღენაკლულობა. როცა ბავშვი იბადება დროზე ადრე, ლანუგო ვერ ასწრებს სრულყოფილად გაცვენას და პატარა თმიანი საფარველით იბადება.

ხშირად, ახალდაბადებული დღესრული ბავშვის სხეულზე და თავზე ჭარბი თმის საფარი, შესაძლოა გამოწვეული იყოს დედის ამაღლებული ჰორმონალური ფონით (თმის ზრდაზე პასუხისმგებელი ჰორმონი ტესტოსტერონი), რომელიც საშვილოსნოში ყოფნის პერიოდში გადაეცემა ნაყოფს.

ერთ-ერთი მიზეზი ბავშვის ჭარბთმიანობისა არის ის ფაქტორი, თუ ფეხმძიმობა შეიცავდა რისკს და მომავალმა დედამ, მშობიარობამდე გაიარა სტაციონალური მკურნალობა ბავშვის შენარჩუნებისთვის.

შესაძლოა ლანუგოს მიზეზი იყოს მემკვიდრეობითობა, ანუ გენეტიკური ფაქტორი, როცა ბავშვები ოჯახში იბადება თმიანი საფარველით და თაობიდან თაობას გადაეცემა ეს ფაქტორი.

ჭარბთმიანობის მიზეზი შეიძლება იყოს ახალშობილის თმის საფარის განვითარების ანომალია. მისი წარმოშობის მიზეზი უნდა განსაზღვროს მხოლოდ ექიმმა, ახალშობილის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად.

მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს პათოლოგია. თუ თმიანი საფარველი არ გაქრა ბავშვის დაბადებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მია მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის ჩატარება.

კორნელია დე ლანგეს სინდრომი

კორნელია დე ლანგეს სინდრომითუ დღესრულ ბავშვებს თმიანი საფარი არ გასცვივდა ორი თვის განმავლობაში, ხოლო დღენაკლულ ბავშვებს სამი-ოთხი თვის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს ისეთი დაავადების სიმპტომი, რომელსაც დე ლანგეს სინდრომს უწოდებენ (Cornelia de Lange).

მიზეზი, თუ რა იწვევს ამ დაავადებას, დღემდე არ არის დადგენილი, მაგრამ ცნობილია, რომ იგი გენეტიკური დაავადებაა. ამასთან, პათოლოგია თავს იჩენს ფეხმძიმობის განვითარების დასწყისშივე.

ბავშვებს, რომლებიც დაავადებული არიან დე ლანგეს სინდრომით აქვთ მცირე წონა, ერთმანეთში შეზრდილი წარბები, გრძელი წამწამები, თხელი ქვედა ტუჩი, ჭარბი თმის საფარი, ფართო ცხვირის ნესტოები და სხვა.

ძირითადად, დე ლანგეს სინდრომით დაავადებული ბავშვები გონებრივად ჩამორჩენილები არიან, აგრეთვე აქვთ ხერხემალთან დაკავშორებული პრობლემები.

საჭიროა თუ  არა თმის მოცილების ხალხური მეთოდების გამოყენება

საჭიროა თუ  არა თმის მოცილების ხალხური მეთოდების გამოყენებაარსებობს ახალშობილის სხეულიდან თმის მოცულობის ხალხური მეთოდები. მაგალითად ბავშვს აბანავებენ აბაზანაში. წყლის პროცედურები ტარდება კარგად გამთბარ შენობაში, რათა მისი კანი კარგად გათბეს.

თმის მოსაცილებლად საჭიროა წინასწარ მომზადებული აფუებული ცომი და თაფლი, რომელსაც წაუსმევენ ახალშობილს კანის თმიან მონაკვეთებზე, გაახვევენ საფენში ან პირსახოცში და გააჩერებენ 10 წუთი.

ახალშობილის თმები დარჩება სახვევზე ან პირსახოცზე. პროცედურების რაოდენობა პირდაპირდამოკიდებულია ბავშვის ტანზე თმების რაოდენობაზე.

ახალშობილის სხეულიდან თმის მოცილება ასევე შესაძლებელია პურის გულისა და ცომის საშუალებით. ამისთვის ჩადებენ წყალში ცომს და დაუმატებენ კვერცხს ან პურის გულს. მიღებული მასას წაუსმევენ ბავშვს სხეულის თმიან ნაწილზე. თმა დარჩება ცომზე, ან პურის გულზე. პროცედურების რაოდენობა ასევე დამოკიდებულია ბავშვის ტანზე თმების რაოდენობაზე.

ჩატარებული პროცედურების შემდეგ ბავშვს ტანზე უსმევენ საბავშვო ზეთს ან კრემს, რათა გამოირიცხოს მისი ნაზი კანის გაწითლება ან გაღიზიანება.

კიდევ ერთი მარტივი მეთოდი: ბავშვს სხეულის თმიან ნაწილზე დააწვეთებენ დედის რძის რამოდენიმე წვეთს და ამასაჟებენ ნაზი წრიული მოძრაობებით. სხეული ამ გზით თავისუფლდება ზედმეტი თმისგან.

შესაძლოა ხალხური მედიცინა იძლევა კიდეც სწორ და ბრძნულ რჩევებს ახალშობილის სხეულიდან თმის მოსაცილებლად, მაგრამ პროფესიონალი ექიმების აზრით ხალხური მედიცინის საშუალებით თმის მოშორება არ არის რეკომენდებული.

ექიმები თვლიან რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თმის რაოდენობა ყველა ბავშვის სხეულზე განსხვავებულია. განსხვავებულად გადააქვთ ბავშვებს ხალხურ მედიცინასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურებიც.

ყველასთვის ცნობილია, რომ თაფლი ძლიერი ალერგენია, ხოლო ცომის, ან პურის გულის ბავშვის ნაზ კანზე წასმამ, შესაძლოა გაწითლება, აქერცვლა და ტკივილიც კი გამოიწვიოს.

ამიტომ, არ გამოიყენოთ არავითარი ხალხური მედიცინის საშუალებები ახალშობილისთვის არასასურველი თმის მოსაცილებლად. უმჯობესია დაელოდოთ, როცა თმა თავისთავად დასცვივდება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.

რა უნდა გააკეთოთ ახალშობილის ჭარბთმიანობის დროს

რა უნდა გააკეთოთ ახალშობილის ჭარბთმიანობის დროსარსებობს ყველაზე საუკეთესო რჩევა ახალშობილის ზედმეტი თმისგან გასანთავისუფლებლად, ეს არის დრო და მოთმინება!

ზოგადად კი, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია ბავშვის ყოველდღიური ბანაობა. ბანაობის წინ, შესაძლებელია პატარა ავარჯიშოთ: გაუკეთეთ მსუბუქი მასაჟი ზურგზე, ფეხებზე, ხელებზე, ბანაობის დროს ბავშვს თმა ბუნებრივად დასცვივდება, ამასთან ეს მისთვის მტკივნეული არ იქნება.

ბავშვის ყოველდღიური ბანაობა განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ თმა იმდენად დიდია, რომ დახვეულია კოშტებად. ამ დროს მისი მოცილება და ახალშობილზე დისკომფორტის მოხსნა შესაძლებელია საპნისა და საბავშვო ღრუბლის დახმარებით.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ახალდაბადებული ბავშვი, სიცოცხლის პირველ თვეებში მუდმივად წევს ზურგზე და არ ასრულებს პრაქტიკულად არანაირ მოძრაობას. ამიტომ, იმისათვის, რომ დაეხმაროთ პატარას სხეულიდან და თავიდან თმის თანაბრად მოცილებაში, ხშირად შეუცვალეთ მას ადგილი, დააწვინეთ ხან მარჯვენა და ხან მარცხენა გვერდზე. 

თუ ასე მოიქცევით, ბანაობისას და მსუბუქი ჯაგრისით დავარცხნისას, თმის გაცვენა და ახალი თმის ამოსვლა მოხდება თანაბრად.

იმისათვის, რომ ახალშობილმა თმის გამო დისკომფორტი არ იგრძნოს, ნუ ჩააცმევთ მას ხაოიან ტანსაცმელს და ნუ გაახვევთ პატარას ხაოიან სახვევებში ან პირსახოცში.

ხაოიანი ქსოვილის ბუსუსები შეიძლება გაიხლართოს ბავშვის თმაში და მას ტკივილი მიაყენოს.

რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს ახალშობილისთვის თმის მოცილების პროცესი, გახსოვდეთ, რომ არ ღირს ამის გამო ნერვიულობა.

ნუ დააჩქარებთ ბავშვის სხეულიდან თმის მოცილების პროცესს ხელოვნური მეთოდებით. დროთა განმავლობაში პატარას ზედმეტი თმა თავისთავად დასცვივდება.

სხვა პრობლემები

სხვა პრობლემებიბევრი ახალბედა დედა ღელავს, რომ მათ პატარას არ აღენიშნება წარბები და წამწამები. თუმცა სანერვიულო არაფერია, ეს შედარებით უხეში თმაა, რომელიც ძალიან ნელა იზრდება და აუცილებლად ამოვა პირველივე თვეების განმავლობაში. ამასთან მათი ფერი შესაძლოა შეიცვალოს.

ასევე არ არის საშიში, თუ ახალშობილს სიცოცხლის პირველ თვეებში თმა დასცვივდება. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. მისი ღინღლი ხომ ძალიან ნაზია და მალე სცვივა. სამაგიეროდ ძალიან მალე პატარას ამოუვა გაცილებით მტკიცე თმები.

თუ ახალშობილის თმის ცვენა 6 თვის განმავლობაში გრძელდება და არ წყდება. აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რადგან ეს შეიძლება რაიმე დაავადებაზეც კი მიუთითებდეს.

ზოგჯერ ახალშობილს შეიძლება ჰქონდეს ჭაღარა ღინღლი, თუმცა შეშფოთების მიზეზი არც ეს ფაქტი უნდა გახდეს. ასეთი თმის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკა. ასეთი თმაც მალე დასცვივდება და შეიცვლება  ბუნებრივი ფერის თმით.

ზოგჯერ, თუ ახალშობილის თავზე თმის ზრდა არ შეინიშნება ან თმა იზრდება ძალიან არააქტიურად, ზოგიერთი მშობელი სასოწარკვეთაში ვარდება და იღებს გადაწყვეტილებას ბავშვს თმა სრულიად გადაპარსოს.

ეს სრულია უსარგებლო ზომაა, რომელიც ამ დროს შეიძლება მიიღოს მშობელმა, რადგან ამ მოქმედებით თმის ბოლქვების რაოდენობა არ გაიზრდება, ახალშობილის თავის კანის ტრამვირების რისკი კი მაღალია.

ზოგადად, 5 წლის ასაკამდე ბავშვის თმა ძალიან ნაზი და თხელია. თმის ღეროს საბოლოო ფორმირება ხდება 5 წლის ასაკიდან და თმაც მტკიცე და სქელი ხდება. შესაბამისად ბავშვის თმა ამ ასაკიდან იქნება უფრო ხშირი.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ