კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2024 13:10

რა არის უნაყოფობა?

ქორწინება და უნაყოფობაუნაყოფობა, ცოცხალი ბავშვის ჩასახვისა და გაჩენის უნარის არ არსებობაა. ალბათ ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ ჩასახვისთვის აუცილებელია მამაკაცის სპერმატოზოიდმა შეაღწიოს ქალის კვერცხუჯრედში და მოახდინოს მისი განაყოფიერება.

უნაყოფო ქორწინება, არის ისეთი ქორწინება, როცა მეუღლეები ცხოვრობენ რეგულარული სექსუალური ცხოვრებით, არ იყენებენ ფეხმძიმობისგან თავდაცვის არანაირ საშუალებებს და ფეხმძიმობის დადგომა არ ხდება ერთი და მეტი წლის განმავლობაში.

ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა უნაყოფობა აწუხებს მოსახლეობის დაახლოებით 10-15% -ს.

უნაყოფობის მიზეზთა 1/3 მოდის ქალებზე, 1/3 მამაკაცებზე, ხოლო 1/3 როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცური ფაქტორების კომბინაციაზე (უნაყოფობის ორმხრივი ფორმა).

უნაყოფობის კლასიფიკაცია

უნაყოფობა არსებობს;

პირველადი - როცა წყვილებს შორის არასოდეს ჰქონია ადგილი ბავშვის ჩასახვის პროცესს.

მეორადი (შეძენილი) - როცა წყვილებს შორის ადგილი ჰქონდა ჩასახვის პროცესს, მხოლოდ შესაძლოა იგი დასრულებულიყო ხელოვნური ან ბუნებრივი აბორტით, საშვილოსნოს გარეთ მშობიარობით, და მშობიარობითაც კი, ამის შემდგომ  კი ჩასახვის პროცესი ვეღარ ხდება.

ამას გარდა უნაყოფობა არსებობს მამაკაცის, ქალის, ორმხრივი, თანდაყოლილი და შეძენილი, დროებითი და მუდმივი.

მიზეზები:

ქორწინება და უნაყოფობაქალებში :

»» საშვილოსნოსა და ცერვიკალური არხების განვითარების ანომალიები;

»» საშვილოსნოს არხების გაუვალობა (ბლოკი);

»» გადატანილი ოპერაციები მენჯისა და მუცლის არეში;

»» აბორტის შემდგომ, მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები;

»» საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება;

»» მენჯის ორგანოების ენდომეტრიოზი;

»» სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი;

»» ჰორმონალურ-ენდოკრინული დარღვევები, რომლის მიზეზითაც ხდება კვერცხუჯრედის მომწიფების შეჩერება ან საკვერცხედან კვერცხუჯრედის გამოდევნა და მისი საშვილოსნოს ყელში მოხვედრის უუნარობა;

მამაკაცებში:

»» სპერმისა და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ურთიერთმოქმედების პათოლოგიები;

»» ანტისხეულების არსებობა სპერმატოზოიდებში, რაც ხელს უშლის მათ მოძრაობას;

»» სპერმის (ეაკულატის) არასრულფასოვნება;

»» სპერმის გამტარი არხების მექანიკური ბლოკადა (გაუვალობა);

»» სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ქლამიდია, მიკოპლაზმა, ტრიხომონადი, ვირუსები);

»» ვენერიული დაავადებები;

»» ბავშვობაში გადატანილი ინფექციები (განსაკუთრებით ყბაყურა);

»» სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება (ვარიკოცელე) და თიაქარის ოპერაციის შემდგომი გართულებები.

როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის ერთნაირად საზიანოა თამბაქოსა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ქიმიური, რადიაციული ველი, მაღალი სიხშირის გამოსხივება, პესტიციდები და სხვა.

გამოკვლევა:

უნაყოფობაგამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა, რადგან მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ერთ, ასევე მეორე, ან ორივე მხარეს.

გამოკვლევებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნაყოფობის მკურნალობის სწორად დაგეგმვაში, რამეთუ იგი განსაზღვრავს იმ მიმართულებებს, რა მხრივაც უნდა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა.

ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რამდენად კომპეტენტური, სანდო და თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი ის სამკურნალო დაწესებულება, რომელსაც მიმართავთ გამოკვლევების ჩასატარებლად.

გამოკვლევა ემსახურება მიზეზების ძიებას, თუ რისი გამოისობით ხდება უნაყოფობა და იგი მოიცავს: 

ქალებში:  

საშვილოსნო არხების გამოკვლევა;

საკვერცხეების ფუნქციების გამოკვლევა;

საშვილოსნოს ლორწოს გამოკვლევა.

მამაკაცებში:

სპერმოგრამისა და საკვერცხეების ფუნქციების გამოკვლევა;

ჰორმონალური გამოკვლევა;

ანტისხეულების გამოკვლევა.

ძირითადი გამოკვლევები რომელიც საჭიროა უნაყოფობის დროს :

სრულფასოვან ანამნეზი (ცხოვრებისა და ავადმყოფობის ისტორია);

მენსტრუაციული კალენდრის წარმოება;

საშვილოსნოს ყელის ლორწოს შეფასება (რაც იძლევა ოვულაციის არსებობასა და საკვერცხეების ჰორმონების დონეზე ინფორმაციას, აგრეთვე სხეულის ბაზალური ტემპერატურის გრაფიკს, რაც ადასტურებს, რომ ოვულაცია უკვე მოხდა).

პოსტკოიტალური ტესტი - რომელიც ტარდება სქესობრივი აქტიდან 4-6 საათის შემდეგ. ეს ტესტი ადასტურებს, რომ სქესობრივი აქტი ნამდვილად შედგა და ლორწო უჩვენებს, რომ აქტისთვის დრო სწორად იყო შედგენილი. ამ ტესტის საშუალებით აგრეთვე შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის ლორწოსა და სპერმიებს შორის ზემოქმედებაზე აგრეთვე სპერმიების რაოდენობასა და მოძრაობაზე დაკვირვება.

უფრო რთული გამოკვლევები:

ქორწინება და უნაყოფობაქრომოპერტუბაცია - საშვილოსნოს მილების გამტარიანობის გამოკვლევა;

ტრანსვაგინალური ჰიდროლაპაროსკოპია - მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევა;

ჰისტეროსალპინგოგრაფია - საშვილოსნოს ღრუსა და მილების რენტგენოგრაფიული გამოკვლევა წინასწარ საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით;

ჰისტეროსკოპია - მიკროჰისტეროსკოპია და ბიოპსია ენდომეტრია - ცერვიკალური არხისა და საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა ენდოსკოპიური მეთოდით.

ფერტილოსკოპია -  საშვილოსნოს ღრუს, ასევე მცირე მენჯის ღრუს, საკვერცხეების და მილების ენდოსკოპიური გამოკვლევა;

სალპინგოსკოპია - მილის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოკვლევა;

ლაპარასკოპია ქრომოსკოპიასთან ერთად - საკვერცხეების, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების შესაფასებლად, აგრეთვე მილების გამტარიანობისა და მენჯის მიდამოებში შეხორცებების გამოსავლენად.

საკვერცხეების ულტრაბგერითი გამოკვლევა;

სპერმოგრამა - განსაზღვრავს მამაკაცის სპერმატოზოიდების ნაყოფიერებას მთელი რიგი პარამეტრების მიხედვით;

ანტისპერმული ანტისხეულები - როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სხეულში.

გამოსავალი

ინ ვიტრო მეთოდიშეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მედიცინაში უკვე საგრძნობლად არის შემცირებული იდიოპათიური, ანუ უცნობი, „აუხსნელი’’ მიზეზით გამოწვეული უნაყოფობის შემთხვევები. 

შესანიშნავი შედეგებია მიღწეული ოვულაციური ფაქტორის მკურნალობაში, ზოგჯერ ფეხმძიმობა დგება გამოკვლევების ჩატარების ბოლო ეტაპზე, მკურნალობის დაწყებამდე.

რაც შეეხება მამაკაცურ ფაქტორებს, სამწუხაროდ ისინი შედარებით ცუდად ექვემდებარება მკურნალობას.

საშვილოსნოს მილების გაუვალობის  ქირურგიული მკურნალობის შედეგები საკმაოდ ეფექტურია და აღწევს 20-30% -ს.

თუმცა არსებობს ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებიც, რომლის ეფექტურობის უპირატესობა აბსოლიტურად ეჭვგარეშეა, ასეთ მეთოდებს მიეკუთვნება  სინჯარაში განაყოფიერება ანუ FIV (fécondation in vitro) და ET, ანუ ეგრეთ წოდებული ინ ვიტრო მეთოდი.

ინ ვიტრო არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა განაყოფიერება მოხდეს არა ქალის სხეულში, არამედ ლაბორატორიულ პირობებში, სადაც ახდენენ ქალის ოვოციტებისა და მამაკაცის სპერმატოზოიდების შეერთებას, შედეგად წარმოიქმნება ემბრიონი, რომელსაც ათავსებენ ქალის საშვილოსნოში.

ინ ვიტროს ერთი ციკლი მოიცავს მთელ რიგ ეტაპებს:

კვერცხუჯრედების სტიმულაცია;

ოვულაციის სისრულეში მოყვანა;

ფოლიკულების ფუნქცია;

სპერმის შეგროვება და მომზადება;

ემბრიონების განვითარება და ტრანსფერი;

ჭარბი ორმაგი ქრომოსომების შენახვა კრიოგენული ტემპერატურის დროს;

და ა.შ.

ინსემინაცია ძირითადად მეუღლის სპერმის გამოყენებით ხდება, თუმცა, თუ მამაკაცის ეაკულატში სპერმიები არ არის, ან მკვდარ, უძრავ მდგომარეობაში იმყოფებიან და განკურნების შანსი ნულის ტოლია, ამ შემთხვევაში ინსემინაცია დონორის სპერმის საშუალებით ხდება.

უნაყოფო წყვილებმა უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო მალე დაინტერესდებიან პრობლემით და მალე შეეცდებიან მისი მიზეზების აღმოფხვრას, მით უფრო მეტი შანსი აქვთ მკურნალობის წარმატებული შედეგით დასასრულებლად. 

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ