მოქმედებს თუ არა ცხელი აბაზანა რეპროდუქცირების ფუნქციაზე?
ზედმეტი სითბო მოქმედებს სათესლე პარკზე და ნამდვილად ახდენს ზეგავლენას სპერმატოგენეზის შემცირებაზე.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლებიც ხშირად იღებდნენ ცხელ აბაზანას, განიცდიდნენ სპერმის გამომუშავების დაქვეითებას. თუმცა რამოდენიმე თვის განმავლობაში ზედმეტი სითბოსგან თავის არიდებით, სპერმის გამომუშავება ნორმას უბრუნდება.
სპერმატოგენეზი - ეს არის პროცესი, რომლის განახლება ხდება ყოველ 72-74 დღეში. შესაბამისად თუ მოხდება მავნე პირობების ან ფაქტორების თავიდან აცილება, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის განახლება ხდება 2-3 თვის შემდეგ.
აქვს თუ არა მნიშვნელობა როგორ ქვედა საცვალს ატარებს მამაკაცი
გავრცელებულ აზრს, იმის შესახებ, რომ ვიწრო ქვედა საცვალი მოქმედებს მამაკაცის განაყოფიერების უნარის შემცირებაზე, აქვს გარკვეული საფუძველი.
ზედმეტი სითბო, რომელიც გამოწვეულია ვიწრო, შემოტმასნილი საცვალით, რომელიც ამავდროულად დამზადებულია ხელოვნური, სინთეტიკური ქსოვილიდან, ეს აუცილებლად გამოიწვევს სათესლე პარკის ტემპერატურის მომატებას, შესაბამისად კი სპერმის გამომუშავების შემცირებას.
ამიტომ, უმჯობესია თუ ატარებთ თავისუფალ, ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებულ საცვლებს.
ახდენს თუ არა მასტურბაცია გავლენას განაყოფიერებაზე
მასტურბაცია თითქმის არ განსხვავდება ნორმალური სექსუალური ურთიერთობისგან. ორგაზმი იწვევს ეკულაციას დამოუკიდებლად იმისაგან, თუ რის შედეგად არის იგი მიღწეული - მასტურბაციის, თუ სქესობრივი აქტის.
თეორიულად მასტურბაციამ შეიძლება გამოიწვიოს სპერმის მარაგის შემცირება, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მისი რაოდენობა ისედაც მცირეა, რადგან ამან შეიძლება შეცვალოს სპერმის ხარისხი სწორედ იმ დროს, როცა ის ყველაზე მეტად საჭიროა, ანუ განაყოფიერების მომენტში.
ამიტომ, თუ სპერმის მარაგი და ხარისხი თქვენს ეჭვს იწვევს, უმჯობესია პოტენციური განაყოფიერების ყველაზე საუკეთესო დროს, ანუ მეუღლის მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში, თავი შეიკავოთ მასტურბაციისაგან.
მოქმედებს თუ არა მამაკაცების განაყოფიერების უნარზე ადრე გადატანილი ვენერიული დაავადებები