კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2024 13:06

იდეალური სხეულის განვითარება შინაგანი ენერგიის დახმარებით

იდეალური სხეულის განვითარება შინაგანი ენერგიის დახმარებითკონცენტრაციის საშუალებით, იოგებს საკუთარი კუნთების განვითარება შეეძლოთ იმ დონეზე, რომ კუნთების დაჭიმვის შემთხვევაში, მისი ტრამვირება გამორიცხული იყო რკინის მარწუხებითაც კი.

პატრიკ ედლინგერი, ევროპაში, აღჭურვილობის გარეშე ალპინიზმის ფუძემდებელია. ყველაფერი, რაც მას გააჩნია, არის პატარა ტომარა მაგნეზიით. პატრიკს ხელებში იმხელა ძალა აქვს, რომ შეუძლია ტანი აიზიდოს ორივე ხელის ნებისმიერ თითზე.

როცა ნებისყოფის აქტით ვაგზავნით საკუთარ შემეცნებას სხვა ნერვულ უჯრედებში, ეს უკანასკნელი იწყებს განვითარებას და გადაიქცევა ისეთივე შემეცნების მატარებლად, როგორც მაღალგანვითარებული ტვინის უჯრედები.

მას, ვისაც არ სჯერა გონების სხეულზე ზემოქმედების ეფექტის ფაქტი, ჩაატაროს პატარა ექსპერიმენტი: წინ გასწიეთ მარჯვენა ხელი შეკრული მუშტით და წინ გამოწეული საჩვენებელი თითით. შემდეგ გადაიტანეთ მთელი ყურადღება საჩვენებელ თითზე, ანუ კონცენტრირებული ყურადღებით იფიქრეთ მხოლოდ საჩვენებელ თითზე, გრძნობით, რომ თავად შედიხართ თითის რომელიმე წერტილში. ცოტა ხნის შემდეგ თითში იგრძნობთ სითბოს, იგი დიწყებს პულსირებას და გაწითლდება.

ეს მეთოდი დაკავშირებულია ნელ მოძრაობასთან, რომლის ბაზისი არაცივილიზებული ადამიანისთვის უბრალო, ჭეშმარიტი ჩვევებია, რომელიც ეხმარება მას თავის გადარჩენაში. მაგალითად -  ბრძოლის, ნადირობის, სირბილის და ა.შ. ელემენტები.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ პირველყოფილი ადამიანი ასრულებდა საკუთარ სამუშაოს არა  მხოლოდ უზარმაზარი ფიზიკური ძალის ხარჯზე, არამედ ყურადღების მაქსიმალური კონცეტრაციით. მართლაც, შეუძლებელი იყო წყლიდან უზარმაზარი თევზის ამოყვანის, შუბის წვერის ამოხვევის ან მამონტებზე ნადირობის დროს, მას ეფიქრა რამე სხვა, გარეშე საკითხებზე, რადგან ამ შემთხვევაში ეფექტი იქნებოდა ნულის ტოლი.

იდეალური სხეულის განვითარება შინაგანი ენერგიის დახმარებითამ დროის ადამიანს გააჩნდა უნივერსალური უნარები, რადგან იგი იძულებული იყო დაყრდნობოდა მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს. დილიდან საღამომდე მისი ცხოვრება შედგებოდა განუწყვეტელი ვარჯიშებისგან. შედეგად ისინი იყვნენ ჯანმრთელები, ფლობდნენ დიდ ენერგიასა და ძალას.

ცივილიზებულმა ადამიანმა კი შეზღუდა საკუთარი მოძრაობა, რაც გახდა უამრავი დაავადების, სნეულების, უძლურების მიზეზი.

ბევრი სპორტის სახეობა, რომელიც ავითარებს სხეულს -  დიდ დატვირთვას ახდენს გულზე, მაგალითად ათლეტებს აქვთ პრობლემები გულზე.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, სხვადასხვა სპორტის სახეობა იძლევა ცალმხრივი განვითარების საშუალებას, მაგალითად მოფარიკავეს ძლიერ უვითარდება მარჯვენა ხელი და ფეხი, ფეხბურთელს ფეხები, ხელბურთელს ხელები და ა.შ.

იმისათვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს ყველა კუნთის ერთნაირ განვითარებას, საჭიროა დაკავდეს  სპორტის ყველა სახეობით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, სად არის ამის დრო, ადგილი და საშუალება?

ამ მეთოდის დახმარებით თქვენ ჰარმონიულად და სწრაფად განავითარებთ საკუთარ სხეულს ყოველგვარი სპორტული ინვენტარის გარეშე. დაგჭირდებათ მხოლოდ სარკე და 20-30 წუთი ყოველ დღე.

ნელი მოძრაობის სისტემა შედგება სათამაშო- სავარჯიშო მოძრაობებისგან, რომელიც შეთავსებულია ძლიერ გონებრივ კონცენტრაციასთან.

ყველას შეუძლია ასეთი სპორტით დაკავდეს საკუთარ სახლში. ვარჯიშის დროს, ნებისყოფისა და წარმოსახვის დაძავით, კონცენტრირება უნდა მოხდეს მოძრავ კუნთზე და გაიგზავნოს მასში პრანის ნაკადი. 

თუ თქვენ ხრით მარჯვენა ხელს (ნელი მოძრაობით) და თვალმოუშორებლად აკვირდებით ამ მოძრაობას, ამავდროულად კი წარმოიდგენთ, რომ ხელში სისხლთან ერთად თქვენს დიდი რაოდენობით პრანი  მიედინება, ჩათვალეთ, რომ თქვენ შედეგს მიაღწიეთ.

გახსოვდეთ, რომ ყველა ეს ვარჯიში უნდა შეასრულოთ წელს ზემოთ გახდილმა, სარკის წინ, რათა ყურადღება ადევნოთ, თუ როგორ მუშაობენ და რეაგირებენ ვარჯიშზე თქვენი კუნთები. კარგი იქნება, თუ განათება მომგებიანად წარმოაჩენს   თქვენი მუსკულატურის რელიეფს.

იდეალური სხეულის განვითარება შინაგანი ენერგიის დახმარებითმნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ყველა ქვემოთ აღწერილი სავარჯიშო შესრულდეს ძალიან ნელა, ისე, რომ თითო მოძრაობა გრძელდებოდეს 30 წამი - 3 წუთის განმავლობაში.

გახსოვდეთ, რომ ამ სავარჯიშოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია თქვენი გონების კონცენტრაცია და წარმოსახვის უნარი.

ვარჯიშის დროს არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ ყურადღება რაიმე სხვა საკითხზე, რადგან ამან შეიძლება მთელი მონდომება წყალში ჩაგიყაროთ. ვარჯიშის პროცესში შესვენების დროსაც კი, იფიქრეთ და ფანტაზიაში წარმოიდგინეთ, თუ როგორი ათლეტური ფიგურა  გაქვთ და კიდევ უკეთესი გექნებათ ვარჯიშების დასრულების შემდეგ.

ამ ყველაფრის ერთობლიობა + ქვემოთ მოყვანილი ვარჯიშები და თქვენ უმოკლეს დროში მიიღებთ იდეალურ სხეულს.

ვარჯიშები:

მშვილდის სროლა

დგეხართ მყარად (სარკის წინ), ფეხები გაშლილ მდგომარეობაში გაქვთ, შემდეგ ოდნავ შებრუნდებით, თითქოს მარცხენა ხელში მშვილდი გიჭირავთ, დაჭიმავთ ხელისა და ბარძაყების კუნთებს და გაჭიმავთ მარცხენა ხელს ბოლომდე, მარჯვენა ხელით კი, ნელი მოძრაობით მოზიდავთ მშვილდს და გაანთავისუფლებთ ლარს, თითქოს გაისროლეთ.

მთელი ეს ვარჯიში უნდა გაგრძელდეს ერთი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მოადუნებთ კუნთებს და ღრმად, ნელა ამოისუნთქავთ.

შეშის დაჩეხვა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშია. დგეხართ მყარად (სარკის წინ), ფეხები გაშლილ მდგომარეობაში გაქვთ, შემდეგ ასწევთ ხელებს ისე, რომ წარმოდგენით მასში ნაჯახი გიჭირავთ.

დაჭიმავთ ხელებს და ფეხებს და იწყებთ შეშის დაჩეხვას, ისე, რომ ყოველ დარტყმას დასჭირდეს ერთიდან  - ორი წუთამდე.

ბოლოს მოადუნებთ კუნთებს და ღრმად ამოისუნთქავთ.

სიმძიმის აწევა

გადაიხრებით წინ, ჩაჭიდებთ ორივე ხელს წარმოდგენილ, მძიმე საგანს და ასწევთ მას მხრების სიმაღლეზე, ამ დროს ოდნავ მოხრით მუხლებს ”მისი სიმძიმის” გამო.

შემდეგ გაშლით ფეხებს და ასწევთ ტვირთს მაღლა, თავს ზემოთ, ისე, რომ ხელები ბოლომდე გაჭიმული გაქვთ, პარალელურად აკვირდებით სარკეში საკუთარ სხეულს.

ვარჯიშს აკეთებთ ნელა, ისე რომ, მისი ხანგრძლივობა იყოს ერთი წუთი. შემდეგ მოადუნებთ კუნთებს და ღრმად ამოისუნთქავთ.

ბირთვის კვრა

დგეხართ დაჭიმული, წარმოსახვით, რომ მარჯვენა ხელში ბირთვი გიჭირავთ, მარცხენა ხელი კი წინ გაქვთ გაწეული. ამის შემდეგ ანხორციელებთ ბირთვის ტყორცნას, სარკის წინ ძალიან ნელა, ერთი წუთის განმავლობაში.

დასრულების შემდეგ მოადუნებთ კუნთებს და ნელა,  ღრმად ამოისუნთქავთ.

სირბილი

სირბილი - ადამიანის უძველესი, ბუნებრივი მოძრაობაა. სარკის წინ უნდა გაიმეოროთ მორბენალის ყველა მოძრაობა ისე, რომ არ დატოვოთ საწყისი მდებარეობა.

გააგზავნოთ პრანები ყველა კუნთში, რომელიც მონაწილეობას იღებს ვარჯიშში. 

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოადუნეთ ხელისა და ფეხის კუნთები და გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ამოსუნთქვა.

კრივი

იდეალური სხეულიდგეხართ სარკის წინ, მოკრივის პოზიციაში და ანხორციელებთ დარტყმების სერიას მარჯვენა და მარცხენა ხელით. ყველაფერი ეს უნდა მოხდეს შესაძლებლობის ფარგლებში. რაც შეიძლება ნელა, ყურადღების სრული კონცენტრაციით და კუნთების სრული დაჭიმვით.

ვარჯიშს ასრულებთ კუნთების მოდუნებით და ღრმა ამოსუნთქვით.

ეს მეთოდი არა მარტო ხელს შეუწყობს თქვენი კუნთების განვითარებას, არამედ დაგეხმარებათ, საბრძოლო ხელოვნების ნებიმიერ სახეობაში, ცალკეული დარტყმების დამუშავებაში. 

კარატეში არსებობს ფსიქოლოგიური ხერხი, რომელიც აძლიერებს დარტყმას - ამისთვის საჭიროა არა მარტო დარტყმის განხორციელება მოწინააღმდეგის თავში, არამედ წარმოიდგინო, რომ დარტყმის ცენტრი თავში, ან თავის უკან მდებარეობს. 

მთავარია მოახდინოთ წარმოსახვის ფორმირება, რომ დარტყმა განხორციელდეს არა ზედაპირზე, არამედ ზედაპირის შიგნით. არ არის საჭირო სიჩქარე და ბევრი დარტყმების განხორციელება.

მთავარია ერთდადერთი (დასაწყისში) დარტყმის გამომუშავება, ბლოკი, უკან დახევა, დახრა და ა.შ

თუ თქვენ კრივით ან კარატეთი ხართ დაკავებული, ეს მეთოდი დაგეხმარებათ განსაკუთრებული ძალის დარტყმის დაყენებაში.

მხოლოდ არ არის საჭირო ერთი და იგივე ვარჯიშების გამეორება, ნელი მოძრაობები შეცვალეთ სწრაფით, მოკლე დარტყმები  - სერიულით. ყველაფერი გამოგივათ და შედეგი შესანიშნავი იქნება.

ცურვა

იდეალური სხეულიწევხართ მუცელზე, ხის გრძელ სკამზე, და ასრულებთ მოცურავის მოძრაობებს, თან განუწყვეტლივ ფიქრობთ სუნთქვის რეგულირებაზე. შემდეგ წვებით ზურგზე და ასრულებთ ზურგზე მოცურავის მოძრაობებს. ყველაფერი ეს უნდა გააკეთოთ ძალიან ნელა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიშია და მას ყველაზე მეტი დრო დაუთმეთ. იგი სრულდება, როგორც ყოველთვის, კუნთების მოდუნებით და სრული ამოსუნთქვით.

ეს ვარჯიში შეიძლება შეასრულოთ წყალშიც, თუ კარგად ცურავთ. ეს საშუალებას მოგცემთ ჩამოგიყალიბდეთ ზუსტი, შესაბამისი სუნთქვა, მოძრაობა და შინაგანი გარემო.

მას, ვინც დაკავებულია ამ მეთოდიკით-  ვარჯიში - ცურვა, იცოდეს, რომ ეს ძალიან სასარგებლოა. მისი დახმარებით მიაღწევთ ელასტიურობას, სწორ სუნთქვას, რადგან თქვენ პრაქტიკულად ვერ ახერხებთ ამას. თუ ახდენთ ზედმეტი ჰაერის ფორსირებას, თუ გავიწყდებათ და ხშირად იკავებთ სუნთქვას, რაც იწვევს დაბრკოლებას საქციელში, საუბარში, და საერთოდ, ცხოვრებაში.

ამიტომ ამ ვარჯიშის შესრულების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია ნელი სუნთქვა, რადგან დამწყებები ხშირად ვერ ახერხებენ და ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მდგომარეობის გაიოლების მიზნით სწრაფად სუნთქავენ, რაც შეცდომაა, საშიროა შეიგრძნოთ სუნთქვის გემო.

ჭიდაობა

სარკის წინ ეჭიდავებით პირობით მოწინააღმდეგეს. ნელ მოძრაობებს ამ ვარჯიშის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

შეჭიდებებს შორის ინტერვალში, კუნთების დაჭიმვის დროს, აუცილებელია სუნთქვის შეკავება, არა უმეტეს 7 წამისა.

ხეებზე ძრომა

იდეალური სხეულიძალიან კარგი ვარჯიშია ტანის განვითარებისათვის, მას რამოდენიმე ვარიანტი გააჩნია. მიზანია - ხეზე, ძელზე, კარის წირთხლზე...

თავიდანუნდა გააკეთოთ იმიტაცია, თითქოს დაეკიდეთ ხის ტოტს, მოძრაობის გარეშე რამოდენიმე წამი, შემდეგ, მცირე ხნით შესვენების შემდეგ ხელახლა დაეკიდოთ ტოტს და ეკიდოთ მანამდე, სანამდე გაძლებთ.

შემდეგ აზრობრივად გააკეთეთ იმიტაცია, თითქოს მიიწევთ სულ ზემოთ და ზემოთ. ამის შემდეგ ისევ აზრობრივად უნდა დაეშვათ ქვემოთ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, როგორც ყოველთვის, მოადუნებთ კუნთებს და ღრმად ამოისუნთქავთ.

ასეთივე ვარჯიში შეგიძლიათ ჩაატაროთ, მხოლოდ წარმნოიდგინოთ, რომ  ადიხართ კლდეზე. დაჭიმოთ კუნთები და ხელები ხან გაშალოთ და ხან მოხაროთ, იმის მიხედვით თუ რა სიმაღლეზე ხართ და უახლოივდებით თუ არა მწვერვალს.

ეს ვარჯიში შესანიშნავად ავითარებს კუნთებსა და ხერხემალს.

თიბვა

იდეალური სხეულიუნდა გაიმეოროთ თავიდან ბოლომდე ყველა მოძრაობა, რაც საჭიროა თიბვის პროცესისათვის, ანუ აზრობრივად ხელში გიჭირავთ ცელი და ამოძრავებთ მას მარჯვნივ და მარცხნივ. შემდეგ კი დაიხრებით და ნამგლით გლეჯთ დარჩენილ ბალახს (შეგიძლიათ ამ უკანასკნელის გარეშეც).

ეს ყველაფერი კეთდება ძალიან ნელა და სრულდება კუნთების სრული მოდუნებითა და ღრმა ამოსუნთქვით

თიბვა - შესანიშნავი ვარჯიშია ზურგისა და ბარძაყების განვითარებისთვის, ხერხემლის მოქნილობისათვის, რადგან თიბვის იმიტაცია და მოძრაობა მარჯვნივ და მარცხნივ, ახდენს ნერვების სტიმულირებას, რომელიც განლაგებულია ხერხემლის გარშემო.

თოკის მოზიდვა

იდეალური სხეულიდგეხართ მყარად, სარკის წინ, შემდეგ გაშლით მარჯვენა ხელს, მყარად ჩაჭიდებთ წარმოსახვით თოკს და ეწევით მას თქვენსკენ, მთელი ძალით, ისე, რომ შეაბრუნებთ კორპუსს ოდნავ მარჯვნივ.

შემდეგ იმეორებთ იგივეს, მხოლოდ მარცხენა მხარეს.

ეს ვარჯიში შესანიშნავია ზურგის კუნთებისთვის.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნელა უნდა შეასრულოთ, რათა შეძლოთ თითოეულ ფაზაზე ყურადღების კონცენტრაცია. მოძრაობები უნდა იყოს ჰარმონიული.

სავარჯიშოს დასრულების შემდეგ კი მოადუნეთ კუნთები და ღრმად ამოისუნთქეთ.

მსგავსი ვარჯიშია "ჭიდან წყლის ამოღება” - ოდნავ გადაიხარეთ წინ და ნელი მოძრაობით შეასრულეთ ყველა ფაზა, რაც ჭირდება თოკზე მობმული ვედროთი ჭიდან წყლის ამოღებას.

დაიჭირეთ მაგრად წარმოსახვითი თოკი ორივე ხელით და თანმიმდევრული, მარცხენა და მარჯვენა ხელის მონაცვლეობით "ამოიღეთ ვედრო ჭიდან".

უმჯობესია, თუ წარმოიდგენთ, რომ ვედრო არა 10, არამედ 50 და მეტი კგ -ია. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, მოადუნებთ კუნთებს და ღრმად ამოისუნთქავთ.

შუბის ტყორცნა

იდეალური სხეულიდგეხართ სარკის წინ, ფეხები გაშლილი გაქვთ. მარცხენა ხელს გასწევთ გვერდით, მარჯვენა ხელს კი მომუშტავთ ისე, თითქოს შუბი გიჭირავთ და ემზადებით მის სატყორცნად.

მარჯვენა ხელს გასწევთ უკან, კორპუსს ოდნავ გადახრით უკან და ნელი მოძრაობით განახორციელებთ შუბის ტყორცნას.

ამ დროს სხეული დაჭიმული გაქვთ ისე, როგორც ეს სინამდვილეში შუბის ტყორცნას დასჭირდებოდა.

ვარჯიშის დროს უნდა მოხაროთ მუხლები, ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა, უნდა იმოძრავოთ შეუჩერებლად, თანაბრად, პლასტიკურად, გრაციოზულად. 

გააკეთეთ თითო გატყორცნა ერთი წუთის განმავლობაში, სულ კი შუბი ტყორცნეთ 2-3 -ჯერ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოადუნეთ კუნთები და ღრმად ამოისუნთქეთ.

ოთხზე ცოცვა

იდეალური სხეულიშეიძლება უხერხულობა იგრძნოთ ამ ვარჯიშის გამო, მაგრამ იგი ძალიან სასარგებლოა.

დღეში 5 წუთის განმავლობაში მისი შესრულება, იძლევა სისხლის ცირკულაციის, თავის ტვინისა და ენდოკრინული ჯირკვლების სისტემის მიმართ ისეთ ეფექტს, როგორსაც იოგის მიერ შესრულებული ურთულესი პოზა.

თუმცა ამ ვარჯიშის შესრულება არ შეიძლება ახლომხედველი (-5, -7), ავადმყოფი გულისა და ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის. 

ოთხზე ცოცვის დროს, არ არის საჭირო მუხლებზე დადგომა, უნდა დადგეთ გაშლილ ფეხებზე და ხელებზე (ისე, რომ თავი გქონდეთ კორპუსს ქვემოთ), და ასე იაროთ ძალიან ნელა 2 წუთის განმავლობაში.

შემდეგ იაროთ გაშლილი ფეხებითა და ოდნავ მოხრილი ხელებით, ბოლოს კი ვარჯიში დაამთავროთ ისევ გაშლილ ფეხებზე და ხელებზე ცოცვით.

ბოლო სტადიას ”ინდიელების ცოცვას” უწოდებენ. ამ ვარჯისის რეგულარულად შესრულება შესანიშნავი მუსკულატურის განვითარების საშუალებას იძლევა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოადუნეთ კუნთები და ისუნთქეთ ღრმად.

PS

იდეალური სხეულის განვითარება შინაგანი ენერგიის დახმარებითზემოთ მოყვანილი, ან  სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებმა, შეიძლება გაიღიმონ და სკეპტიკურად შეხედონ ამ ვარჯიშებს, მაგრამ სანამ საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ, კარგი იქნებოდა ჯერ თავადაც მოესინჯათ ეს ვარჯიშები ორი კვირის განმავლობაში.

ისინი ძალიან მალე შეამჩნევდნენ, თუ როგორ ”ხატავს” ცნობიერება ახალი, მძლავრი კუნთების ფორმას საკუთარ სურვილთან შესაბამისობაში.

როდესაც ადამიანი შეგნებულად აგზავნის წარმოსახვით ენერგიას სხეულში, და ამაზე ახდენს მთელი საკუთარი ენერგიის კონცენტრირებას, არ არსებობს არცერთი ორგანო, რომელიც არ უპასუხებს ამ გზავნილს.

ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნების წარმოსახვაზე, სურვილზე და მონდომებაზე.

იდეალურ სხეულს გისურვებთ!

 

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ