ჰალსტუხის ისტორია
სახელმწიფოებრივი, ოფიციალური და ჰერალდიკური სიმბოლოების გარდა არსებობს:
ხალხური ზღაპრების სიმბოლკა, ალქიმიკოსთა სიმბოლიკა, ასტროლოგიური, რელიგიური, სამხედრო, პოლიტიკური და სააგიტაციო ხასიათის და სხვა სახის სიმბოლიკები
არსებობენ სიმბოლიზირებული ადამიანებიც, რომელთაც რაღაც ღირებული წვლეილი შეიტანეს კაცობრიობის ისტორიის განვითარებაში.
რაღაც სიმბოლოები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მონაწილეობენ, თუმცა ზოგჯერ არც ვიცით მათი ძირეული მნიშვნელობა და წარმოშვების საკმაოდ საინტერესო ისტორიები.
ერთ-ერთ ასეთ სიმბოლოს წარმოადგენს მამაკაცის გარდერობის ისეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი, როგორიცაა - ჰალსტუხი.
საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ჰალსტუხის წარმოშვების ისტორია?
შორეულ წარსულში, მეკობრეთა წეში იყო გამოთქმა ინგლისური ჰალსტუხი, რომელიც სახრჩობელის თოკს აღნიშნავდა.
ალბათ ბევრს ახსოვს პიონერის წითელი ჰალსტუხები, რომელიც სამი თაობის კომუნისტების ერთობას განასახიერებდა.
ატარებდენენ გაკვანძული თოკებს, რომლებიც ხშირად სხვადასხვაგვარი ფუნქციონალურობით გამოიყენებოდა.
მაგალითად, მასონებისთვის ჰალსტუხი და თოკი ერთობის ნიშანი იყო.
სიტყვა ჰალსტუხი გერმანული წარმოშობისაა და ნიშნავს ყელსახვევს (hals-ყელი tuch-სახვევი). სწორედ ყელსახვევი გარდაიქმნა ჰალსტუხად, ასე რომ სახელწოდება არ არის შემთხვევითი.
პირველად ჰალსტუხის მსგავსი სახვევი ძველი ეგვიპტის ისტორიაშია ნახსენები, სადაც ეგვიპტელები, მართკუთხედი ფორმის ქსოვილს იხვევდნენ ყელზე რაც მათ საზოგადოებაში სოციალური სტატუსს აღნიშნავდა.
ასევე უძველეს ჩინეთში იმპერატორი შიხუან-დის მოსასვენებელთან ქვაში ნაკვეთ მეომართა და დიდებულთა კანდაკებების კოსტიუმში მკვეთრად გამოკვეთილია ჰალსტუხები კვანძის გარეშე.
მსგავსი ტიპის ყელსახვევებს რომაელი ლეგიონერები ატარებდნენ, მაგრამ გასათბობად და არა ესთეტიური სილამაზისთვის. მსგავსი ტიპის ყელსახვევვბს ატარებდნენ ლუდოვიკო XIV-ეს დროს ხორვატიული საჯარისო განყოფილების ოფიცრებიც, თუმცა მას უკვე ესთეტიური დატვირთვა ჰქონდა.
სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ჰალსტუკის ისტორია ჰალსტუხის თანამედროვე მნიშვნელობით.
მამაკაცები გიპიურის და ჭრელი აბრეშუმის ჰალსტუხებს ატარებდნენ რომლის გაკვანძვა საკმაოდ რთული იყო. როცა ბრძოლაში წასასვლელად ემზადებოდნენ მამაკაცები სწრაფად იხვევდნენ ყელს დაახლოებით ისე როგორც ქალბატონები ორი სხვადასხვა მხარეს მიმართული ბოლოებით.
ლუდოვიკო მე-XIV აღფრთოვანებული იყო ხორვატიელი ოფიცრების ყელსახვევებით და თვითონაც მსგავსი ჰალსტუხის ტარება დაიწყო, რითაც ფაქტიურად ამ მოდური ელემენტის ფუძემდებელი გახდა როგორც საფრანგეთში ასევე მთელს ევროპაში.
როგორც ცნობილია ყოველ დილით ლუდოვიკოსთან მსახური მოდიოდა სავსე კალათით, რომელშიც თითქმის ყველა ფერის ჰალსტუხი იდო.
მეთვრამეტე საუკუნეში უპირატესობას ანიჭებდნენ ჟაბოებს რომელიც იქმნებოდა აბრეშუმისა ან გიპიურისგან და ემსახურებდა მამკაცის პერანგის საყელოს გალამაზებას. ის თითქმის ფარავდა პერანგის ღილებს.
1640-1840 წლამდე ჟაბო აქტიურად იყო ჩართული მამაკაცის გარდერობში. მოგვიანებით ეს სტილი ქალბატონებმა შეითავსეს და საკმაოდ ეხლაც მსგავსი ჩანართები ხშირად მეორდება მოდურ ტენდენციებში.
ფრანგული რევოლუციის ეპოქაში ფრანგ მამაკაცებს გახამებული თეთრი ყელსახვევები ეკეთათ, ხოლო რევოლუციონერებს პროტესტის ნიშნად შავი ფერის.
მეცხრამეტე საუკუნეში იმდენად რთული იყო ჰალსტუხის კვანძის შეკვრა, რომ სპეციალური განმატებითი სახელმძღვანელოებიც კი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი სახელმძღვანელოს ავტორი ბალზაკი გახლდათ.
დროთა განმავლობაში, მამაკაცის სამოსი ნელ-ნელა უფრო სისადავისკენ მიდიოდა და ჰალსტუხი ასე ვთქვათ მოსართავად გასაპრანჭი ელემენტის სახით რჩებოდა მამაკაცთა გარდერობში.
დღვანდელი სახით ჰალსტუხი 19-ე საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა სხვადასხვა სახეცვლილებებით.
დღვანდელი ჰალსტუხის ფორმა და ფერი საყელოსა ფორმისა და პერანგის სამოსის სილუეტის მიხედვით განისაზღვრება და ეტიკეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტად მიიჩნევა.