კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2024 15:03

წყალგამძლე და წყალგაუმტარი საათებინებისმიერ ნორმალური ხარისხის საათზე უნდა იყოს აღნიშვნა, არის თუ არა საათი წყალგაუმტარი. თუმცა ტერმინი წყალგაუმტარი ზოგადი ცნებაა და მის ქვეშ შეიძლება იგულისხმებოდეს სხვადასხვა პარამეტრები.

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ადამიანები დაინახავენ რა საათზე წარწერას water resistant (წყალგამძლე), თამამად შედიან შხაპის ქვეშ, ან არ იხსნიან საათს აუზზე, მდინარეში ან ზღვაზე ბანაობის დროს.

ამის შედეგი კი საათის პრობლემები და კიდევ უფრო უარესი მისი მწყობრიდან გამოსვლაა. რაც ხდება იმის გამო, რომ ისინი ვერ ერკვევიან თუ რას ნიშნავს წყალგაუმტარობის წარწერის გვერდზე მითითებული ციფრები.

აუცილებელია ერთმანეთისგან გაარჩიოთ წყალგამძლე და წყალგაუმტარი საათები, რადგან წყალგამძლე საათების უმრავლესობას შეუძლია გაუძლოს მცირე რაოდენობის წყალს მოკლე დროის მონაკვეთში.

ოფლი, ხელების დაბანა, ან წვიმაში მოხვედრა წყალგამძლე საათებს არ დააზიანებს, მაგრამ შხაპის მიღება (განსაკუთრებით გელით), ან დიდი ხნის განმავლობაში წყლის ქვეშ ყოფნა, გამოიწვევს კორპუსის შიგნით წყლის გაჟონვას და საათის მექანიზმის დაზიანებას.

საათზე მითითებული წყალგამძლეობის მაჩვენებლები (მეტრი, ფუტი, ბარი, ან ატმოსფერო), შეესაბამება წნევის იმ განსაზღვრულ მაჩვენებელს, რომელსაც შეუძლია გაუძლოს აღნიშნულმა საათმა.

წნევა გამოხატება ატმოსფეროებში. ერთი ატმოსფერო უტოლდება 10 მეტრი სიგრძის წყლის სვეტს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საათის მოუხსნელად შესაძლებელია წყლის ქვეშ ჩაყვინთვა 10 ან 30 მ სიღრმეზე.

საათი წყალგამძლეობაზე მოწმდება შემდეგნაირად: სულ ახალ, კონვეირიდან გამოსულ საათს ათავსებენ კოლბაში, სადაც შესაბამისი წნევით წნეხავენ ჰაერს. ამგვარად, საათზე არსებული ციფრები, მიუთითებს, თუ რა წნევის დროს არ ხდება საათში ჰაერის შეპარვა.

რეალურ პირობებში კი საათი არ იმყოფება სტატიკურ მდგომარეობაში, ისე როგორც ექსპერიმენტის დროს და წნევის მომატებაც არ ხდება ნელა და თანაბრად.

მაგალითად, ყვინთვის დროს, წყლის ქვეშ ხელების რეგულარული მოძრაობა უფრო მეტი წნევის ზემოქმედებას იწვევს საათზე, რომ არაფერი ვთქვათ წნევის მკვეთრ ცვლილებაზე, რომელსაც ადგილი აქვს წყალში გადახტომის დროს.

თუ საათზე სართოდ არ არის მითითებული წყალგამძლეობის მაჩვენებელი, ასეთი საათი მოსაფრთხილებელია წვიმის დროსაც კი. ეს განსაკუთრებით ეხება იაფფასიან კვარცის საათებს. თუმცა ასევე საფრთხილოა მოოქროვილი და თუნდაც ოქროს საათები, რადგან როგორც ცნობილია, ოქრო რბილი მეტალია და ძალიან რთულია მასზე ჰერმეტულობის შენარჩუნება.

საათების უმრავლესობას კორპუსზე დატანილი აქვს წყალგაუმტარობისა და წყალგამძლეობის აღნიშვნები. ზოგიერთ საათს ასეთი აღნიშვნა აქვს ციფერბლატზე, წარწერის სახით, ზოგიერთ კი კორპუსის უკანა მხარეს მარკირების სახით.

ეს მონაცემები აღნიშნულია ხოლმე როგორც M (მეტრი), Bar (ბარი), Feet (ფუტი) ან Atm (ატმოსფერო)

1bar = 1atm = 10м = 33 Feet

1 ფუტი = 12 დიუმი, 1 დუმი = 2,54 სმ. შესაბამისად 1 ფუტი = 30,48 სმ.

მართალია ყველა მწარმოებელს საკუთარი წყალგაუმტარობისა და წყალგამძლეობის მაჩვენებლები გააჩნია, მაგრამ იმისათვის, რომ მიახლოებით შეძლოთ ამ საკითხზე ორიენტირება, ყველა ზემოთ მოყვანილი მონაცემების გათვალისწინებით გთავაზობთ პირობით ცხრილს, რომლის საშუალებითაც მარტივად დაადგენთ რა დონის წყალგაუმტარია თქვენი საათი და რა შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს მას წყალთან:

 

მარკირება კორპუსზე
წვიმა ცურვა/შხაპი ყვინთვა დაივინგი
 წარწერის გარეშე არა არა არა არა
 Water resistant კი არა არა არა

 30М Water resistant

 (3 ATM)

კი არა არა არა

 50M Water resistant

 (5 ATM)

კი არასასურველია არა არა

 100M, 150M Water resistant

 (10, 15 ATM)

კი კი კი არა

 200М, 300М Water resistant

 (20, 30 ATM) და ზემოთ

კი კი კი კი

 

ექვივალენტი, რომელიც გამოხატულია ატმოსფეროებში (1 атм – 20 атм), არ უნდა განიხილოთ, როგორც წყლის სიღრმეში საათის ჩატვირთვის ექვივალენტი, რადგან ჩაყვინთვის დროს, მოძრაობა, რომელიც ხდება წყლის ქვეშ, ზრდის საათზე წნევის დაწოლას.

თუ საათზე არ არის წარწერა (Water Resist), ეს ნიშნავს, რომ საათი არ არის ჰერმეტული და მისი წყალთან (ან სხვა სითხეებთან) ყოველგვარი კონტაქტი დაუშვებელია.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად ლუქსის კლასის საათებზე წარწერა W.R. შესაძლოა საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ საათი იყოს წყალგამლე ან წყალგაუმტარი. ასეთ შემთხვევებში ეს მონაცემები უნდა მოიძიოთ საათის დოკუმენტებში.

ნუ იფიქრებთ, რომ საათის წყალგაუმტარობა ან წყალგამძლეობა მუდმივია. საჭიროა ორ წელიწადში ერთხელ, მექანიკურ/ავტომატური წყალგაუმტარი საათის სერვის ცენტრში მიტანა დამატებითი კონტროლისთვის.

ხოლო კვარცის საათების კონტროლი რეკომენდებულია ყოველი ელემენტის გამოცვლის დროს.

თუ საათში მაინც მოხვდა წყალი, რაც უფრო მალე მიმართავთ სერვის ცენტრს ან კომპეტენტურ მესაათეს, მით უფრო გარანტირებულად ააცილებთ საათს შესაძლო პრობლემებს.

ჰერმეტულობის დარღვევაზე მიუთითებს საათის მინის შიდა მხრიდან დაორთქვლა. ამ დროს, ასევე აუცილებელია სწრაფად მიმართოთ საათების ოსტატს ან სერვის ცენტრს.

 

საჭირო რჩევები

 

 მოარიდეთ საათი ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს;

მოარიდეთ საათი მზის სხივებს, რადგან ის აშრობს რეზინის შუასადებს (ე.წ პრაკლადკა) და ხდის მას მტვრევადს;

ოფლი, კოსმეტიკა და გელი ასევე „ჭამს“ და აზიანებს შუასადებს;

უნებლიე დარტყმებმა, მაგალითად სამუშაო მაგიდის კიდეზე, შესაძლოა გამოიწვიოს მოსამართი თავაკის გადაადგილება და დაარღვიოს დეტალების შეერთებები, რომელი პასუხისმგებელია ჰერმეტულობაზე;

ცურვის დროს, ხელების მკვეთრი დარტყმა წყლის ზედაპირზე,  იწვევს ჭარბ წნევას  საათზე და ამაღლებს საათში წყლის მოხვედრის ალბათობას;

არ არის რეკომენდებული ქრონოგრაფის ღილაკებზე ხელის დაჭერა, მაშინ, როცა საათის კორპუსი წყალშია. ამ დროს შესაძლოა წყალმა საათში ღილაკებს შორის არსებული სივრციდან შეაღწიოს. გამონაკლისს წარმადგენს მხოლოდ ყვინთვისთვის განკუთვნილი სპეციალური დაივერული საათები, სადაც ეს ფაქტორი გათვალისწინებულია.

ზღვის, ან ოკეანის წყალთან საათის კონტაქტის შემდეგ, აუცილებელია საათი ფაქიზად და ფრთხილად გარეცხოთ გამდინარე წყლით და გააშროთ ოთახის ტემპერატურაზე, ისე, რომ არ დაუშვათ საათის მკვეთრი გადახურება.

თუ საათს არ იყენებთ, იგი უნდა შეინახოთ მშრალ ადგილზე გარემოსთან ადაპტირებულ ტემპერატურაზე.

 

– რეკომენდებული საათები –


ქვემოთ განთავსებულია შვეიცარული, იაპონური, გერმანული, ამერიკული და ჩინური ბრენდული საათების ფართო ასორტიმენტი ამერიკულ გიგანტ AMAZON.COM-ზე;

იქვე ნახავთ სმარტ საათების, ქალის Fashion საათების, კედლის საათებისა და მაღიძარების მრავალფეროვან არჩევანს.

ფასები მოცემულია AMAZON-ის რეგიონალური 30-60%-დე ფასდაკლებით.

საათები ამაზონზე
საათების ფართო ასორტიმენტი Amazon.Com-ზე
AMAZON.COM - ის პარტნიორული პროგრამა.©

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ