ფრანგული ანბანის შესასწავლი შესანიშნავი ფლეში, რომელსაც მოსახერხებელი და კომფორტული ფუნქციები გააჩნია.
ასოებზე მაუსის დაჭერით, თქვენ მოისმენთ, თუ როგორ გამოითქმის ანბანის ესა თუ ის ასო.
ფლეშს აქვს ავტომატური რეჟიმიც, თუ თქვენ დააჭერთ ფლეშის ქვედა ნაწილში განთავსებულ მწვანე სამკუთხედის ნიშანს, ანბანის გახმოვანება მოხდება ავტომატურ რეჟიმში.
ფლეშს ასევე გააჩნია გამოცდის ჩატარების რეჟიმიც, თუ თქვენ დააჭერთ წარწერას - QUIZ - ფლეში გაახმოვანებს ასოს, რომელიც უნდა გამოიცნოთ და დააჭიროთ შესაბამის ღილაკს (ასოს).
შეფასება ხდება ათბალიანი სისტემით.