კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 21:20

სპორტის სახეობა და წონაში დაკლებაჯანმრთელობისა და კარგი ფიგურის შენარჩუნებისთვის, მხოლოდ დიეტები და სწორი კვება არ არის საკმარისი. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ფიზიკური აქტიურობის გარეშე გახდომის პროცესი პრაქტიკულად შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, სპორტის ყველა სახეობა ერთნაირად ეფექტური არ არის ამ მიზნის მისაღწევად და ბევრ გახდომის მსურველს აქვს შეკითხვა, თუ რომელი სპორტის სახეობებია ამ მხრივ ყველაზე შედეგის მომტანი.

გთავაზობთ სპორტის სახეობების იმ ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ზედმეტი კალორიების დაწვას, ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ძალიან ეფექტურია ზედმეტი წონის მოსაცილებლად:

სწრაფი სიარული - წარმოადგენს ყველაზე კარგ სახეობას და ბუნებრივ მოქმედებას სტაბილური დატვირთვისთვის. იგი მაქსიმალურად აჩქარებს მეტაბოლიზმს და ცხიმების დაწვის პროცესს.

გარდა ამისა, სწრაფი სიარული რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ქვედა კიდურების სახსრებისა და ხერხემლის დაავადებები, რადგან ნაკლებად იწვევს ტრამვებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადატვირთვას.

გახდომის სურვილის შემთხვევაში, სიარული უნდა იყოს სწრაფი - არანაკლებ 120 ნაბიჯისა წუთში. უფრო ნელი ტემპის შემთხვევაში, გახდომის პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვნად ნელა.

კიდევ უფრო ეფექტურია სპორტული სიარული ცვლადი ტემპებით - სწრაფად-ნელა-სწრაფად, აგრეთვე სიარული ცვლადი ტიპის ლანდშაპტზე - აღმართები და დაღმართები.

სპორტული სიარულის საშუალო ტემპით, თქვენ შეძლებთ დაწვათ წუთში 9 კალორია. ხოლო სწრაფი სიარულით, შესაძლებელია საათში დაწვათ 100 -დან 200 მდე კალორია.

სირბილი -  სიარულის ალტერნატივა. იგი ისევე როგორც სიარული, არ მოითხოვს სპორტულ დარბაზს და სპეციალურ ტრენაჟორებს. თუმცა საჭიროა სპორტული სამოსი, ფეხსაცმელი და სპეციალურად მომზადებული გარემო.

გაითვალისწინეთ, რომ სირბილის რამდენადმე ზრდის ხეხემლისა და სახსრების დატვირთვას.

სირბილის დროს შესაძლებელია საათში დაახლოებით 650 კალორიის დაწვა.

ველოსიპედი - გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტურია, სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობადაც მიიჩნევა. კარგია დამწყებთათვის, ანუ მათთვის, ვისაც არასოდეს ჰქონია სპორტთან შეხება.

კარგია მათთვისაც, ვისაც თანდათან სურს დატვირთვის გაზრდა. ამას გარდა, მისი საშუალებით სახსრები ნაკლებად იტვირთება, რადგან სხეულის მასის დიდი ნაწილი ეყრდნობა ველოსიპედის სავარძელს.

დამწვარი კალორიების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობთ. ეს სერიოზული ვარჯიში და გამოცდაა თქვენი კუნთებისთვის.

ველოსიპედით როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ ვარჯიში, ან თუ გნებავთ სეირნობა, სასიამოვნო პროცესსაც წარმოადგენს.

ველოსიპედის საშუალებით, შესაძლებელია საათში 500-1000 კალორიის დაწვა.

ცურვა - ისევე როგორც ველოსიპედით სეირნობის დროს, სახსრები ნაკლებად იტვირთება ცურვის პროცესშიც.

მისი საშუალებით შეიძლება კარგი შედეგების მიღწევა წონის დაგდებასთან დაკავშირებით. აუზში შეუწყვეტელი ცურვა ერთი საათის განმავლობაში, წვავს დიდი რაოდენობით კალორიებს და  ამყოფებს სხეულს შესანიშნავ ტონუსში.

ცურვა კარგია იმიტომაც, რომ არ არის დამოკიდებული ამინდზე და შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, თუნდაც ზამთარში.

ცურვის საშუალებით, იწვება საათში დაახლოებით 800 კალორია.

ტენისი - გარდა იმისა, რომ ტენისი მიიჩნევა შესანიშნავ კარდიო ვარჯიშად, იგი ბრწყინვალედ ავარჯიშებს ფეხებს, თეძოებს და მუხტავს სხეულს ენერგიით.

ტენისი სიამოვნების მომტანი და არა მოსაწყენი სპორტის სახეობაა, რაც გამოწვეულია მეტი ურთიერთობის საშუალებით და მეტოქის ფაქტორით.

მისი საშუალებით შესაძლებელია საათში დაახლოებით 800 კალორიის დაწვა.

ცხენოსნობა - სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით, მისი ორგანიზება რამდენადმე რთულია, თუმცა შესაძლოა არსებობს იპოდრომი ან კერძო საცხენოსნო სკოლა (შეიძლება ცხენები ჰყავთ მეგობრებს).

კვირაში ერთხელ ცხენით სეირნობა სასიამოივნო პროცედუარაა, იგი არა მხოლოდ ეხმარება წონის დაგდებაში, არამედ აღადგენს ორგანიზმის საერთო ტონუსს.

ცხენით სერნობის დროს ორგანიზმი წვავს საშუალოდ - 200-600 კალორიას საათში.

ნიჩბოსნობა - როგორც სპორტი, ან ნიჩბებიანი ნავით სეირნობა იმის გარდა, რომ ძალიან ეფექტურია გახდომის თვალსაზრისით, შესანიშნავად ავარჯიშებს ხელისა და ფეხის კუნთებს, მუცლის პრესს.

თუ ხელი არ მიგიწვდებათ ამ სპორტის სახეობაზე, ან ნავზე, შესაძლებელია ისარგებლოთ ტრენაჟორით, რომელიც ახდენს ნიჩბების მოსმის იმიტაციას.

ნიჩბოსნობის საშუალებით, შესაძლებელია საათში 500-600 კალორიის დაწვა.

ალპინიზმი - თითოეული კუნთის ძალისხმევასა და დაძაბვას მოითხოვს. არსებობს ბევრი სპეციალურად სპორტის ამ სახეობისთვის გამოყოფილი სავარჯიშო ადგილი. ალპინიზმი გარდა იმისა, რომ საკმაოდ ეფექტურია გასახდომად, დიდ სიამოვნებასაც ადამიანს.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ალპინიზმი გამოდგება მათთვის, ვინც უკვე მისდევს სპორტის გარკვეულ სახეობას და იმყოფება კარგ ფიზიკურ ფორმაში.

ალპინიზმის საშუალებით შესაძლებელია საათში დაახლოებით 300-600 კალორიის დაწვა.

როლიკები / ციგურები - როლიკებით ან ციგურებით სრიალი ერთ-ერთი საუკეთესო და სასიამოვნო სპორტის სახეობაა წონის დასაგდებად.

ამის გარდა, მისი საშუალებით კარგად ვარჯიშდება ხელების, ფეხების, მუცლისა და მენჯის კუნთები.

სრიალის საშუალებით შესაძლებელია საათში 200-400 კალორიის დაწვა.

სტეპ-აერობიკა - როგორც ვიცით, აერობიკა ფიტნესის მიმართულებაა, რომელიც გულისხმობს ვარჯიშების რითმული მუსიკის თანხლებით შესრულებას. 

ხოლო სტეპ აერობიკა გულისხმობს ვარჯიშის დროს სტეპ პლატფორმების გამოყენებას და ვარჯიშებიც მიმდინარეობს სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით.

სტეპ აერობიკა უამრავი ქალის მხსნელია იმ მიზნის მიღწევაში, რასაც წონის დაკლება და გახდომა ჰქვია.

სიტყვა „step“ - ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ნაბიჯი და მართლაც, უნდა ჩაითვალოს, რომ იგი ლამაზი ფიგურისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

სტეპ აერობიკა იყენებს მოძრაობებს კლასიკური ვარჯიშებიდან და ახდენს ფეხების, თეძოების, დუნდულების გავარჯიშებას. ხელს უწყობს კოორდინირებული მოძრაობის გამომუშავებას.

ერთ საათიანი სტეპ-აერობიკის ვარჯიში შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად და დღის განმავლობაში ორი ნახევარ საათიანი ვარჯიშის შედეგი, უკვე გამოჩნდება ორ კვირაში.

სტეპ აერობიკის საშუალებით შესაძლებელია საათში 800 კალორიის დაწვა.

აქვა აეროობიკა - ფიტნესისა და აერობიკის ამ სახეობას, ბევრი უპირატესობა გააჩნია. ვარჯიშები, რომელიც წყალში მიმდინარეობს, საშუალებს იძლევა ზედმეტი დატვირთვა არ მიადგეს სახსრებს.

გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტურია წონაში დასაკლებად და გასახდომად, აქვა აერობიკა კარგია ჯანმრთელობისთვის. ვარჯიშის დროს სხეული იჭიმება, იმატებს მისი ტონუსი და კოორდინაცია.

ვარჯიში გრძელდება დაახლოებით 45-60 წუთი და იწვება 400-800 კალორია.

ფიტნესი/აერობიკა - თითქმის ყველა ფიტნეს ცენტრში არის საშუალება რათა მოხდეს ზედმეტი კილოგრამების დაკლება და გახდომა აერობიკის საშუალებით.

სპორტ დარბაზში ჯგუფური ფიტნესი და აერობიკა ამაღლებს მოტივაციას და ვარჯიშის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.

არსებობს უამრავი ფიტნეს DVD მეთოდიკებიც, რომელიც ძალიან პრაქტიკულია იმ შემთხვევაში, თუ სპორტულ დარბაზში ვარჯიში ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ხერხდება.

არჩევანი დიდია: ძალისმიერი ვარჯიშები, შეიპინგი, ცეკვების სახელმძღვანელო და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროცესი ხელს შეუწყობს ცხიმების დაწვას.

ფიტენისისა და აერობიკის საშუალებით, შესაძლებელია საათში 300-500 კალორიის დაწვა.

ცეკვა - არ არის სპორტის სახეობა, თუმცა მათთვის, ვისაც იგი უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, უნდა იცოდეს, რომ ცეკვა შესანიშნავი საშუალებაა წონის დასაგდებად.

ამას გარდა, იგი კარგია კოორდინაციის გასავარჯიშებლად, აღნაგობის გასაუმჯობესებლად და კუნთების განვითარებისთვის. ცეკვა კარგად ხსნის ყოველდღიურ სტრესს და ხელს უწყობს პოზიტიურ განწყობას.

ცეკვის საშუალებით შესაძლებელია საათში 300-800 კალორიის დაწვა.

ელიპტიკური ტრენაჟორები - ასეთი ტრენაჟორები ბრწყინვალედ ახერხებს სხეულზე დატვირთვის სწორად განაწილებას, რაც პირველ რიგში აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვის.

ტრენაჟორებზე ვარჯიში ანიჭებს კუნთებს სიძლიერესა და ოდნავ რელიეფურობას. ერთადერთი მინუსია ის, რომ დიდი ხნით მასზე ვარჯიში მოსაწყენია. ამიტომ, უმჯობესია ვარჯიშები დაიყოს რამოდენიმე ნაწილად და შესრულდეს მთელი დღის განმავლობაში.

ელიპტიკური ტრენაჟორების საშუალებით, შესაძლებელია საათში 600 კალორიის დაწვა.

პს - რა თქმა უნდა, კალორიების ზედმეტ-ნაკლებად დაწვას, უზრუნველყოფს სპორტის თითქმის ყველა სახეობა, მაგრამ აქ ყურადღება გამახვილებულია იმ სახეობებზე, რონელთაც ამის გაკეთება ყველაზე ეფექტურად და შედეგობრივად ძალუძთ.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ